Category Archives: ანარქია

დევიდ გრებერი – დემოკრატიის პროექტი (PDF)

დევიდ გრებერი (1961 თებერვალი 12 –  სექტემბერი 2 , 2020)  ამერიკელი ანარქისტი და ანთროპოლოგი. მის ცნობილ წიგნებს შორისაა: ვალი, პირველი 5000 წელი (2011) და აბსურდული სამუშაოების თეორია (2018).   მისი წიგნი, რომლის ქართული თარგმანის PDF ვერსიასაც გთავაზობთ, დაიწერა 2013 წელს და მოგვითხრობს აშშ-ში განხორციელებულ სამოქალაქო პროტესტზე Occupy Wall Street-ზე („დაიკავე უოლსტრიტი“).  ეს წიგნი გამორჩეულია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად კი იმიტომ, რომ გრებერი წერს მოძრაობაზე, რომლის დამკვირვებელიც არის და მონაწილეც.  ეს წიგნი არის მცდელობა, ერთი მხრივ, გამოამჟღავნოს ის სიმახინჯეები, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ და ფინანსურ სისტემას ახასიათებს და, მეორე მხრივ, Occupy Wall Street-ის მაგალითზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს „რადიკალური დემოკრატიისთვის“ ბრძოლის ხედვა. ამიტომ ეს ნაშრომი, ზოგადად, დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ამერიკული პოლიტიკური დისკურსის ისტორიის კრიტიკული ანალიზიცაა და რადიკალური დემოკრატიისათვის ბრძოლის მეთოდების პრაქტიკული სახელმძღვანელოც.

„დემოკრატიის პროექტი“ 2013 წელს,  გამოცემიდან მალევე
იქცა პოპულარულ საკითხავ წიგნად როგორც ამერიკაში, ისე
ბევრ სხვა ქვეყანაში. მისი წარმატება ალბათ იმანაც განაპირობა, რომ გრებერი არაჩვეულებრივად მარტივი ენით, ლაღი თხრობით ახერხებს, თავისი მკითხველი გაათვითცნობიეროს ურთულეს და სპეციფიკურ სფეროებში, მაგალითად, ისეთი კომპლექსური სტრუქტურის დეტალებში, როგორიცაა დღევანდელი ფინანსური სისტემა. ეს
წიგნი მოგაქცევთ დღევანდელი ამერიკის ყველაზე კრიტიკული დისკურსის ცენტრში და, ზოგადად, დაგაფიქრებთ იმაზე,
რაც ყველა მოქალაქეობრივად მოაზროვნე ადამიანისთვის და
თავისუფლების მოყვარული საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებს უნდა წარმოადგენდეს: რა არის დემოკრატია? როგორი უნდა იყოს დემოკრატია? და როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ დემოკრატია ნახევრად რეალიზებულ ან პოლიტიკურად აბსტრაგირებულ პროექტად კი არ დარჩეს, არამედ ცხოვრების წესად და ყოფიერების არსად იქცეს.

“როცა საზოგადოებრივი მოძრაობების შეფასებებს ეცნობი, რომლებიც აშკარა კონსერვატორების მიერ არის დაწერილი ხშირად უცნაური კმაყოფილება გეუფლება; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლიბერალებს ეხება, რომლებმაც, საერთოდ, ადვილად იციან განაწყენება; ისინი არაპროგნოზირებადნი არიან, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, რადიკალური მოძრაობების იდეებს – დემოკრატიას, ეგალიტარიზმს, თავისუფლებას – იზიარებენ, მაგრამ ასევე როგორღაც ირწმუნებენ თავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ იდეალებთან მიახლოება შეუძლებელია. ამიტომ ისინი ერთგვარ მორალურ საფრთხეს ხედავენ ნებისმიერ ადამიანში, რომელსაც განზრახული აქვს, ზემოთხსენებული პრინციპები რეალობად აქციოს.” – დევიდ გრებერი

Devid-Greberi-Demokratiis-Proeqti (PDF, 361 გვერდი)

ანარქისტების სამხედრო ორგანიზაცია ესპანეთის რევოლუციის დროს

ესპანეთის სამოქალაქო ომსა და რევოლუციაზე (1936-1939) იხილეთ ქართულად ტომ უეტზელის (Tom Wetzel) ისტორიული სტატია და ანალიზი  .

აგრეთვე:  Spanish civil war 1936-39: reading guide

საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ცრურწმენის მიხედვით, „იდეური ანარქიზმი“ გამორიცხავს კლასიკურ სამხედრო ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია ერთპიროვნულობასა და ბრძანებების შესრულებაზე. მსგავსი შეხედულება მოდის არა მარტო ბოლშევიკების ანტი-ანარქისტული პროპაგანდიდან, რომელიც ანარქისტებს წარმოგვიდგენს, როგორც არაკონტროლირებად ბრბოს, არამედ, ზოგი ანარქისტიც კი, იდეოლოგიური სისუფთავის დონეში შეჯიბრისას, ზოგჯერ ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ანარქიზმი იმდენად ანტიავტორიტარულია, რომ სამხედრო ორგანიზაციიდანაც კი გამორიცხავს ერთპიროვნულობას. ასეთი სიტყვები შეიძლება გავიგონოთ სპონტანური აჯანყებების მომხრე ანარქისტებისგან, რომლებსაც ყველა ძალადობრივი მოქმედება დაყავთ რამოდენიმე საერთო ინტერესთა ჯგუფის (affinity group) კოორდინაციაზე.


ეს მეთოდი შეიძლება ეფექტური იყოს პირდაპირი მოქმედების აქტების კოორდინაციისთვის, მაგრამ რევოლუციის დაცვისა და სხვა ქვეყნის ჯარის შემოჭრის შემთხვევაში, იგი არ გამოდგება. როგორაა შესაძლებელი, მრავალათასიან არმიას ებრძოლო 10-20 კაცისგან შემდგარი ავტონომიური ჯგუფებით, რომლებსაც ყოველ წამს შეუძლიათ დაშლა? ყოველგვარი ომი მოითხოვს რესურსების მიწოდების სისტემას, დისციპლინასა და გარანტიას, რომ მებრძოლები არ დაყრიან იარაღს.

ისინიც კი, ვინც დიდად აფასებს იბერიის ანარქისტთა ფედერაციისა (FAI) და შრომის ეროვნულ კონფედერაციის (CNT) როლს ესპანეთის რევოლუციაში, ხშირად უგულვებელყოფენ ან უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ეს ორგანიზაციები ხელმძღვანელობდნენ ტიპიური სამხედრო პრინციპებით. Continue reading ანარქისტების სამხედრო ორგანიზაცია ესპანეთის რევოლუციის დროს

მაქს შტირნერი – ერთადერთი და მისი საკუთრება

მაქს შტირნერი – მისი ნამდვილი სახელია, იოჰან კასპარ შმიდტი (1806-1856). 1845 წელს, შტირნერმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სათაურით – ‘’Der Einzige und sein Eigentum’’. 1907 წელს, იგი შემდეგნაირად ითარგმნა ინგლისურად – ‘’The Ego and his Own’’ („ეგო და მისი საკუთრება“). წიგნი რამდენჯერმე წავიკითხე, მაგრამ მაინც ბოლომდე გაუგებარი დარჩა ჩემთვის. შემიძლია, იმით ვიმართლო თავი, რომ „მე-ს“ კულტი ისეთივე არასასიამოვნო ცნება მგონია, როგორც ნიცშეს – ‘’ზეკაცი’’. თუმცა, შტირნერის ანარქისტი თაყვანისმცემლები მარწმუნებენ, რომ მისი მიდგომა სრულიად განსხვავებულია. მათი მტკიცებით, ‘’გონივრული ეგოიზმი’’ არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს ადამიანის მიდრეკილებას ალტრუიზმისკენ, რადგან ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე მაშინ აღწევს კმაყოფილებას, როდესაც თავს მოვიაზრებთ სოციალურ არსებად. ასევე, მიმითითებენ შტირნერის წინასწარგანჭვრეტილ იმ ტენდენციაზე, რომელიც მოგვიანებით რობერტ მიჩელსმა*  ჩამოაყალიბა ‘’ოლიგარქიის ურყევი კანონის’’ (Iron law of oligarchy) სახით. მიჩელსი დიაგნოზს უსვამს ადამიანის მიერ შექმნილ ნებისმიერ კომპლექსურ ინსტიტუციას, რომ თანდაყოლილი მიდრეკილებით, მომავალში გადაიქცევა მჩაგვრელ ერთეულად, ოლიგარქიად. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, სწორედ, ინდივიდუალური თავისუფლების სახელით უნდა მოხდეს.

კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი

*რობერტ მიჩელსი (1876 – 1936), გერმანელი სოციოლოგი. მაქს ვებერის მოწაფე. “ელიტების თეორიის’’ შემქმნელი. მოგვიანებით მან გაწყვიტა კავშირი სოციალისტებთან და მემარჯვენე პოზიციაზე გადავიდა. მხარს უჭერდა იტალიურ ფაშიზმს.

Max-shtirneri-ego-da-misi-sakutreba (PDF 84 გვერდი)

ბაზარი არასაკმარისია!

საბაზრო ანარქიზმი* არის იდეა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია კაპიტალიზმის ჩანაცვლება რეფორმირებული “თავისუფალი ბაზარით” ადამიანური მოთხოვნილებების უკეთ დასაკმაყოფილებლად. ეს იდეა არაა ახალი და სხვადახვა დროს ატარებდა სხვადასხვა სახელს, როგორიცაა მუტუალიზმი, ინდივიდუალისტური ანარქიზმი, კოლექტივისტური სახელფასო სისტემა და ა.შ. თუმცა XIX საუკუნის ბოლოსთვის ეს იდეა განდევნა ანარქო-კომუნიზმმა. მიზეზთა გამო მარკეტის ანარქიზმი, კვლავ წამოიწია დღის წესრიგში, მაგრამ მისი საწინააღმდეგო ძირითადი არგუმენტები კვლავ იგივე რჩება. მისი კლასიკური კრიტიკის გარდა, იხ. პეტრე კროპოტკინის წიგნიდან “პური და თავისუფლება” XIII თავი kropotkini-daqiravebuli-shroma PDF (14 გვერდი). ამ სტატიაში იქნება ნაჩვენები 7 კონკრეტული საკითხი, რომელთა გადაწყვეტა არ შეუძლია თვითრეგულირებად თავისუფალ ბაზარს. ამ ესეში იქნება ნაჩვენები, რომ ყველაზე თანამედროვე ფორმაშიც კი საბაზრო ანარქიზმს არ შეუძლია მოგვცეს ჰუმანური საზოგადოება და არ აქვს იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებსაც აწყდება დღეს მუშათა კლასი.

1. მოთხოვნა და მიწოდება

ყველა ბაზარი ღირებულებას ზომავს ციფრებში (ფასებში) – რაც ნიშნავს რომ ყველაფერი შეიძლება შედარებულ იქნას დანარჩენ ყველაფერს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს შრომის ქვითრები, ბიტკოინი თუ ძველი სკოლის ვალუტა, ყველაფერს აქვს ფასი. ეს ისეთივე ნორმალური გახდა ჩვენთვის, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ რამდენად აბსურდულია ეს. ჩვენი სურვილები და მისწრაფებები არ შეიძლება დაყვანილ იქნას რიცხვებზე. მათი გაზომვა და ერთმანეთის შედარება შეუძლებელია. რამდენ პლაზმურ ტელევიზორად ღირს ერთი სასუნთქი აპარატი? რამდენია საჭირო ერთი ინტენსიური თერაპიისთვის? რამდენი სკეიტბორდი დაჯდება დღიური ულუფა? უაზროა ამგვარად შევადაროთ მოხმარების საგნები ერთმანეთს. მითუმეტეს როცა ბაზრისთვის ეს ყველაფერი ერთი სახისაა: საქონელი. Continue reading ბაზარი არასაკმარისია!

კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი (PDF)

კოლინ ვარდი (1924 – 2010) – ბრიტანელი მწერალი, არქიტექტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარქისტი მოაზროვნეა. კ. ვარდი, მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ანარქისტი. გამოწერილი ჰქონდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა War Commentary. ომის შემდეგ, ბრიტანული ანარქისტული გაზეთის Freedom-ის რედაქტორი იყო. ხოლო, 1961 წლიდან დააარსა ჟურნალი – Anarchy. საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს მისმა ნაშრომებმა განათლების, არქიტექტურის, ქალაქ დაგეგმარების დარგში. აღსანიშნავია, კოლინ ვარდის წიგნი- The Child in The City, ბავშვების და ურბანული გარემოს ურთიერთობის შესახებ. 1995-96 წლებში, კოლინ ვარდი, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური პოლიტიკის პროფესორი იყო.

‘’ანარქიზმი – ძალიან მოკლე შესავალი’’, ერთგვარი, ინფორმაციული გზამკვლევია ანარქისტი ავტორების შესახებ. იგი ანარქისტული მიმდინარეობების და ისტორიის უმოკლესი მიმოხილვაა.

Colin-Ward-anarchism (PDF ვერსია, 120 გვერდი A5 ფორმატი)

ბეჭდური ვერსიის შეძენა

სარჩევი Continue reading კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი (PDF)

რეკომენდებული ლიტერატურა

იხ. რეკომენდებული ფილმები

1.  ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის  ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და  The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ.

2. “ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.” – ნოამ ჩომსკი

ორუელმა, რომელიც თავად იღებდა შეიარაღებულ მონაწილეობას ამ რევოლუციაში, მთელი სიცხადით აღწერა წიგნში “პატივი კატალონიას” ის დრო, რომელსაც აანალიზებს ჩომსკი. ქართულად აგრეთვე ხელმისაწვდომია “ცხოველების ფერმა” (ალეგორიული ფანტაზია, რომელიც აკრიტიკებს ბოლშევიზმს და სტალინისტურ რეჟიმს) და 1984 ( ორუელის ყველაზე ცნობილი წიგნი სამყაროზე, სადაც მუმდივად თვალთვალია, იმყოფება უწყვეტი ომის რეჟიმში და პოლიციური სახელმწიფოს ტოტალურობა დღევანდელ დღეს ძალიან შეეფერება). Continue reading რეკომენდებული ლიტერატურა

რეკომენდებული ფილმები

იხ. რეკომენდებული ლიტერატურა

1. Salvador (2006) Director: Manuel Huerga

1974 წლის 2 მარტს,  ფრანკოს დიქტატურის დროს, პოლიციელის დაღუპვისათვის გაროტის (garrote) მეთოდით სიკვდილით დასაჯეს კატალონიელი რევოლუციონერი და მილიტანტი ანარქისტი სალვადორ პუჩ ანტიქი.  აღსანიშნავია რომ სალვადორის შემდეგ არასოდეს გამოუყენებიათ ესპანეთში დასჯის ეს ფორმა.  მისმა სიკვდილმა ინტერნაციონალური რეზონანსი გამოიწვია. ესპანეთის ქალაქებში სტუდენტების გამოსვლები დაიწყო. როგორც ინგლისელი ანარქისტი, ალბერტ მელცერი (Albert Meltzer) იხსენებს: “პარიზში თავს დაესხნენ ესპანურ ბანკებს, მსგავსი აქტები იყო დუბლინში, ტულუზში, ლიონში, ბოლონიაში, რომში, მილანში, გენუაში, ბრიუსელში, ლუქსემბურგში, ჟენევაში, ლივერპულსა და ლონდონში.  ეს არ იყო ცენტრალური დაგეგმვის შედეგი.  ეს იყო სპონტანური პასუხი იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცნობდნენ სალვადორს და რომლის გულწრფელობითაც მოხიბლულები იყვნენ.” Continue reading რეკომენდებული ფილმები

გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ამ ფაქტზე. ამ პატარა ტექსტში ჩვენ გავიხსნებეთ იტალიელ მუშასა და ემიგრანტს, რომელმაც რისკის ფასად გადაარჩნა სიკვდილს ანარქისტი ერიკო მალატესტა და შემდგომ გაწირა სიცოცხლე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მეფისთვის ასობით ღატაკი მშრომელის დაღუპვისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბროშურაში შევიტანეთ მალატესტას და ლევ ტოლსტოის აზრები ბრეშის საქციელზე.

მჯერა რომ არ შევმცდარვარ, როცა სისრულეში მოვიყვანე ჩემი ჩანაფიქრი. მე არც კი ვაპირევ გავასაჩივრო განაჩენი. მე მხოლოდ მომავალ სოციალურ რევოლუციაზე ვაპელირებ.

– გაეტანო ბრეში დაკითხვაზე.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვს ფასების მკვეთრმა მატებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ხალხში მთელი იტალიის მაშტაბით. 1898 6 მაისს ათასობით მშრომელი თავიანთი ოჯახებით გამოვიდნენ მილანში და გაემართნენ მეფის სასახლისკენ პურის მოსათხოვად. მეფის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს, შედეგად მოკლულ იქნა 300 ადამიანი და ათასამდე დაჭრილი. რეპრესიები გაგრძელდა, დახურეს რომის, ნეაპოლის პადუას და ბოლონიის უნივერსიტეტები, 110 გაზეთი გამოაცხადეს არაკანონიერად და დააპატიმრეს ათასობით ადამიანი. ასეთმა სისასტიკემ აიძულა ბევრი იტალიელი დაეტოვებინათ ქვეყანა და მიეღოთ რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები. Continue reading გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო

1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, სადაც შეკრებილი იყვნენ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის მშრომელთა წარმომადგენლები გადაწყვიტეს შეექმნათ “მშრომელთა საერთაშორისო ამხანაგობა”, ცნობილი როგორც პირველი ინტერნაციონალი. მასში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, მარქსისტული და ანარქისტული, რომელიც მარქსიზმში ტოტალიტარიზმის ჩანასახს ხედავდა. ბაკუნინის აზრით ახალი საზოგადოება ანარქო-კოლექტივიზმსა და ფედერალიზმის საფუძვლებზე უნდა მოწყობილიყო, რაც უზრუნველყოფდა პიროვნების თავისუფლებასა და კეთილდღეობას.

1869 წლის ბაზელში გამართულ ინტერნაციონალის IV კონგრესზე ბაკუნინს 63% მიემხრო, მარქს 31%, ხოლო დანარჩენ 6%-ს მუტუალისტები (პრუდონისტები) წარმოადგენენ. გერმანიის წარმატებებმა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, კვლავ გაუღვივა მათ სახელმწიფოს ძლევამოსილებისა და აუცილებლობის რწმენა, რის შედეგადაც 1872 წელს V კონგრესზე პირველი ინტერნაციონალი გაიხლიჩა წითლებად (მარქსისტები) და შავებად (ანარქისტები). ეს ფაქტი შემდეგი სიტყვებით აღნიშნა ოტო ფონ ბისმარკმა:  “გვირგვინოსნები და პრივილიგირებულები უნდა აცახცახდნენ შიშით, თუ კი ოდესმე კვლავ გაერთიანდებიან წითლები და შავები”.

წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი ბაკუნინის მიერ პირველ ინტერნაციონალზე წარდგენილი პრინციპებისა. მასში ავტორის მიერაა კონცენტრირებული ნაშრომში გაჟღერებული ძირითადი დებულებები. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო

პრუდონის წერილი მარქსს

პიერ-ჟოზეფ პრუდონი შვილებთან. მხატვარი გუსტავ კურბე, 1865

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ თანამედროვე ანარქიზმის ფუძემდებლების, პიერ-ჟოზეფ პრუდონის (2009) და მიხეილ ბაკუნინის (2014) დაბადებიდან 200 წლისთავი. მიმდინარე წლის (2018) 5 მაისს კი მათზე ახალგაზრდა და ცნობილი კარლ მარქსის დაბადების იუბილე იყო. ქართულად ფაქტიურად არ არსებობს მარქსისა და მარქსისტების ანარქისტული კრიტიკა. პირველი ანარქისტი, ვინც მარქსი გააკრიტიკა იყო თვითონ პრუდონი, წერილში, რომელიც მიწერა მარქს 1846 წელს, ერთი წლით ადრე მანამ, სანამ მარქსი გამოაქვეყნებდა თავის გესლიან (და უსამართლო) კრიტიკას პრუდონზე, “ფილოსოფიის სიღარიბე”. დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნათ მარქსის ენაზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულად მარქსის წერილს პრუდონზე, ვინმე ი. ბ. შვაიცერის მისამართით Marx-on-Proudhon (PDF, 10 გვერდი). პრუდონმა უკვე მაშინ იგრძნო მარქსის ინტელექტუალური არატოლერანტულობა სოციალიზმის მისი იდეების საწინააღმდეგო კონცეფციების მიმართ. ეს არატოლერანტულობა მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციაში გამოვლინდა, სადაც მარქსი ყველაფერს აკეთებდა პრუდონის მომხრეების ნეიტრალიზაციისთვის, ისევე, როგორც უფრო აშკარად რევოლუციონერი ფედერალისტებისა და ანტი-ავტორიტარიანელების წინააღმდეგ, რომლებიც ბაკუნინთან ასოცირდებოდნენ – ამას ბაკუნინის და მისი ამხანაგის, ჯეიმს გილიომის ინტერნაციონალიდან გარიცხვა მოჰყვა კიდევაც 1872 წელს. დეტალურად ეს ისტორია შეგიძლიათ იხილოთ კანადელი ისტორიკოსის, რობერტ გრაჰამის ტექსტში “პირველი ინტერნაციონალი და ანარქისტული მოძრაობის დასაწყისი”.

ძვირფასო ბატონო მარქს, Continue reading პრუდონის წერილი მარქსს