Category Archives: ბიოგრაფიული

კარლო კაფიერო – 1846-1892

მოკლე ბიოგრაფია მომზადებულია რიჩარდ დრეიკის ნაშრომის: აპოსტოლები და აგიტატორები (2003) მიხედვით. თავი 2 – კარლო კაფიერო: ანარქო-კომუნიზმის წინასწარმეტყველი.

იტალიაში, მდიდარი მიწათმფლობელის ოჯახში გაზრდილი, ლამაზი გარეგნობის 25 წლის კარლო კაფიერო, რომელმაც უარი თქვა დიპლომატის წარმატებულ კარიერაზე და ჩაერთო მუშათა მოძრაობაში, 1870 წელს მიაშურა ინგლისს, სადაც შეხვდა კარლ მარქსა და ფრიდრიხ ენგელსს, რომლებიც აღფრთოვანებას არ მალავდნენ მისი ინტელექტის მიმართ და მალევე აირჩიეს ინტერნაციონალის წევრად. ვინაიდან იტალიაში მშრომელები ძირითადად იყვნენ რესპუბლიკელებისა და ანარქისტების გავლენის ქვეშ, მარქსმა და ენგელსმა შესთავაზეს მას იტალიაში დაბრუნება, რათა გაევრცელებინა მარქსიზმი ჯუზეპე მაძინისა და მიხეილ ბაკუნინის საპირწონედ. კაფიერო დათანხმდა, დიდი ენთუზიით გამსჭვალულმა დატოვა ლონდონი 12 მაისს და ჩავიდა ფლორენციაში იმ დროს, როცა პარიზის კომუნა დამარცხდა. შემდგომ გადავიდა ნეაპოლში და დაიწყო თავის საქმიანობასა და მიმდინარე მოვლენებზე ანგარიშების გაგზავნა უკან ლონდონში. Continue reading კარლო კაფიერო – 1846-1892

ნიკოლა საკო და ბართოლომეო ვანზეტი

ამერიკაში თავიანთი შეხედულებების გამო დაპატიმრებული და სიკვდილით დასჯილი იტალიური წარმოშობის ანარქისტების, ნიკოლა საკოსა და ბარტოლომეო ვანზეტის ისტორია.

„დაინახე, რა ვუქენი მაგ ანარქისტ ნაბიჭვრებს?“
-თავმჯდომარე მოსამართლე ვებსტერ ტეიერი.

საკო და ვანზეტი იყვნენ თავდადებული ანარქისტები და აქტიურად მონაწილეობდნენ მუშათა მრავალ მოძრაობაში. 1916 წელს საკო დააპატიმრეს მინესოტაში გაფიცული მუშებისთვის მიძღვნილ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისთვის. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო შტატ მასაჩუსეტში, ფლემეთში გამართულ გაფიცვაში. სწორედ აქ გაიცნო მან ბარტოლომეო ვანზეტი, გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. ანარქისტების დიდი ნაწილის მსგავსად, ეს ორნიც პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ომს მოჰყვა გაუსაძლისი სიღარიბე, რომელმაც გამოიწვია მუშათა დიდი ნაწილის უკმაყოფილება. მთავრობას ეშინოდა, რომ მუშები მიბაძავდნენ რუსეთის რევოლუციის მაგალითს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა კომუნიზმი და ანარქიზმი წარმოედგინად „არაამერიკულად“, და რათა მოერიდებინათ მუშები „წითელი“ პროპაგანდის ზეგავლენისგან. Continue reading ნიკოლა საკო და ბართოლომეო ვანზეტი

გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ამ ფაქტზე. ამ პატარა ტექსტში ჩვენ გავიხსნებეთ იტალიელ მუშასა და ემიგრანტს, რომელმაც რისკის ფასად გადაარჩნა სიკვდილს ანარქისტი ერიკო მალატესტა და შემდგომ გაწირა სიცოცხლე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მეფისთვის ასობით ღატაკი მშრომელის დაღუპვისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბროშურაში შევიტანეთ მალატესტას და ლევ ტოლსტოის აზრები ბრეშის საქციელზე.

მჯერა რომ არ შევმცდარვარ, როცა სისრულეში მოვიყვანე ჩემი ჩანაფიქრი. მე არც კი ვაპირევ გავასაჩივრო განაჩენი. მე მხოლოდ მომავალ სოციალურ რევოლუციაზე ვაპელირებ.

– გაეტანო ბრეში დაკითხვაზე.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვს ფასების მკვეთრმა მატებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ხალხში მთელი იტალიის მაშტაბით. 1898 6 მაისს ათასობით მშრომელი თავიანთი ოჯახებით გამოვიდნენ მილანში და გაემართნენ მეფის სასახლისკენ პურის მოსათხოვად. მეფის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს, შედეგად მოკლულ იქნა 300 ადამიანი და ათასამდე დაჭრილი. რეპრესიები გაგრძელდა, დახურეს რომის, ნეაპოლის პადუას და ბოლონიის უნივერსიტეტები, 110 გაზეთი გამოაცხადეს არაკანონიერად და დააპატიმრეს ათასობით ადამიანი. ასეთმა სისასტიკემ აიძულა ბევრი იტალიელი დაეტოვებინათ ქვეყანა და მიეღოთ რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები. Continue reading გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

მარკ როთკო – 1903-1970

რაც უფრო საშინელი ხდება რეალობა, მით უფრო აბსტრაქტული ხდება ჩვენი ხელოვნება” – პოლ კლეე, ფრაგმენტი მისი დღიურიდან, რომელიც მან I მსოფლიო ომის დროს ჯარში მსახურებისას ჩაწერა.

1958 წელს, ცივი ომის პერიოდში, მანამადე არც ისე ცნობილი მხატვარი მარკ როთკო, დაჯილდოებული იქნა 35 000 დოლარით, რათა შეექმნა ნამუშევრები იმ დროის ნიუ იორკის ელიტის სიმბოლოს, მანჰეტენზე ახალაშენებულ ცათაბჯენში განთავსებული რესტორანისათვის.

ეს ძალიან დიდ წარმატებას და აღიარებას ნიშნავდა, მაგრამ მოულოდნელად მარკ როთკომ დააბრუნა ავანსი და უარი თქვა თავისი ტილოები გადაეცა რესტორნისათვის.

როგორც Harper’s Magazine ჟურნალისტი ჯონ ფიშერი ციტირებს, როთქომ ძალიან ძვირადღირებული რესტორანი აღწერა როგორც ადგილი, “სადაც ნიუ იორკის ყველაზე მდიდარი ნაბიჭვრები ივლიან ძალაუფლების დემონსტრაციისათვის”… “მე ვიმედოვნებ რომ გავუქრობ მადას ყველას, ვინც კი შეჭამს ამ სივრცეში… ჩემი ნახატები შეუქმნიან ისეთ განწყობას, თითქოს ხაფანგში არიან და რომ ყველა ფანჯარა და კედელი აგურებითაა ამოვსებული”. Continue reading მარკ როთკო – 1903-1970

ვარლამ ჩერქეზიშვილი : მარქსის და ენგელსის სოციალ-დემოკრატიული პროგრამის კრიტიკა

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ფოტო: ბოდლიანის ბიბლიოთეკა და რედკლიფის კამერა, ოქსფორდის უნივერსიტეტი (Ward.13.25a, p.5)

გიორგი ბერიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის
მეცნიერების დოქტორანტი, 2018 წელი.

შესავალი

ვარლამ ჩერქეზიშვილი – წარჩინებული წარმოშობის ცნობილი ქართველი ანარქისტი მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიოს ანარქისტულ წრეებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ის მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში, იყო რეპრესირებული რუსეთის იმპერიის მიერ, გადასახლებიდან გაიქცა, მოღვაწეობდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოში ანტი-იმპერიალისტურ მოძრაობას რომელიც რუსეთის 1905 წლის რევოლუციური პროცესებიდან განსაკუთრებით გააქტიურდა, თუმცა ესეში ძირითადად ყურადღება გადატანილია არა მის საქმიანობაზე, არამედ მის წერილებზე, სადაც გაკრიტიკებულია კარლ მარქსისა და ფრიდრიც ენგელსის სოციალისტური პროგრამა, მისი თეორიული ნაწილი, ისევე როგორც უშუალოდ ამ ორის პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩერქეზიშვილის ‘’სოციალისტური ისტორიის გვერდები’’ წიგნად გამოიცა 1902 წელს, ნიუ-იორკში, სადაც თავმოყრილია მისი რამდენიმე წერილი, ამ წერილებში გვხვდება მიმოხილვა მეცხრამეტე საუკუნის სოციალისტური მოძრაობისა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ მოძრაობაში ენგელსისა და მარქსის პოზიციებს, ავტორი უარყოფითად აფასებს მარქსისა და ენგელსის როლს რევოლუციურ პროცესში და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ ‘’ახალი დიქტატურის იდეოლოგებს’’ უწოდებს, ჩერქეზიშვილის ეს ნაშრომი იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო დასავლეთში, საქართველოში მისი სრული ვერსია ქართულ ენაზე არ მოიპოვება, შეიძლება ითქვას ეს ნაშრომი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკა სოციალიზმის მარქსისტული განშტოებისა, რომელიც უშუალოდ მარქსისა და ენგელსის თანამედროვეს ეკუთვნის.
Continue reading ვარლამ ჩერქეზიშვილი : მარქსის და ენგელსის სოციალ-დემოკრატიული პროგრამის კრიტიკა

პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

2003 წლის ოქტომბერში ლატვიურმა პრესამ გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია ლატვიელი ანარქისტის, იანის ჟაკლისის, შესახებ. მათი უმეტესობა ეყრდნობოდა ფილიპ რუფის ნაშრომს, რომელმაც სიდნის ქუჩის შტურმის 20 წლიანი გამოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ჟაკლისი იყო ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში: პეტრე მღებავის ფსევდონიმით. ქვემოთ მოყვანილი ტექსტის ავტორი პოლ ბანკოვსკი, ცნობილი ჟურნალისტი და ნოველისტია. მისი 2002 წლის ნოველა, „მისტერ ლატვია“ ეხება სიდნის ქუჩაზე მომხდარი ამბის მონაწილეებს.

Melnais Peteris (შავი პეტრე)

საიუველირო მაღაზიის ძარცვის წარუმატებელი მცდელობიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ინგლისელი ისტორიკოსი ახლაც მიჰყვება მთავარი ეჭვმიტანილის კვალს. ამ დროის განმავლობაში, კაცი, ზედმეტსახელად „პეტრე მღებავი“ ნამდვილ ლეგენდად იქცა.. იგი გახლავთ ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში.

როდესაც დავამთავრე „მისტერ ლატვიის“ წერა და დავაპირე მისი გაგზავნა ლატვიურ ჟურნალ Karogs-ში, გადავწყვიტე, რომ რედაქციაში ჩემი მისვლა და ხელნაწერის მიტანა ჭკვიანური არ იქნებოდა. ასე ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ „მისტერ ლატვია“ ჩემი შემოქმედება იყო. კონსპირაციისთვის, ხელნაწერი გავატანე მძღოლს. მან ის პირდაპირ რედაქტორის ოფისში მიიტანა. სიუჟეტი მიიღეს და ეჭვიც არავის აუღია. თან, ასეთი ეშმაკობა უხდებოდა კიდეც წიგნს, რომელშიც ყველა პიროვნება გაყალბებულია. ასევე წიგნს, რომელიც დაწერილია ლეგენდარული „პეტრე მღებავზე“ (ან პეტრე მსახიობზე, რადგან სახლების მღებავობასთან ერთად, იგი მსახიობიც იყო), ლატვიელ ანარქისტზე, რომელიც რუსეთის იმპერიას გაექცა და გამოიწვია უპრენცენდენტო აურზაური 1910 წლის ლონდონში. იმ დროს მე არც კი ვიცოდი, რომ პეტრე მღებავი დაბრუნდებოდა, არა როგორც უცნაური ლეგენდა, არამედ როგორც ნამდვილი კაცი, თავისი სახელით, გვარით და ცხოვრების ისტორიით.

წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, ხშირად მეკითხებოდნენ, ეს ამბავი სინამდვილეა თუ ფიქცია. ლონდონისგან განსხვავებით, ლატვიაში პეტრე მღებავი არასოდეს ქცეულა დიდ ლეგენდად, რომლის შესახებ მიუზიკლებშიც კი მღერიან. ლონდონში იგი ისეთივე ცნობილია, როგორც ჯეკ მფატრავი. „იგი იყო თავისი დროის ბინ ლადენი“ – ცოტათი გაზვიადებულად შეამკო იგი აღმოსავლეთ ლონდონის ისტორიკოსმა, ბილ ფიშერმენმა, ლონდონის საიდუმლოებისთვის მიძღვნილ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში. ამათან ერთად, ლონდონში არსებობს პეტრე მღებავის სახელობის ბარები და დეკორაციის კომპანიები.

„მისტერ ლატვიის“ წერისას მე მაინტერესებდა ლატვიელების მოღვაწეობა საზღვარგარეთ, მაგრამ არა ყველა ქმედება, არამედ მხოლოდ ისეთები, რომელბმაც გამოიწვია დიდი ხმაური, კვალი დატოვა ხალხის მეხსიერებაში და იქცა ლეგენდად. ამიტომაც გადავიწვიტე, დამეწერა წიგნი პეტრე მღებავის შესახებ, რომელიც, როგორც მე მითხრეს, „სინამდვილეში უნდა ყოფილიყო მსახიობი გედერტ ელიასი“. ანდრის მელაკაუსმა, რომელიც ლონდონში ცხოვრების დროს აგროვებდა ინფორმაციას განთქმულ თანამემამულეზე, მათხოვა რამდენიმე სხვადასხვა წიგნი პეტრეს შესახებ (მათი სახელწოდებები ჩამოთვლილია „მისტერ ლატვიის“ ბოლოს, ბიბლიოგრაფიაში). პეტრე მღებავის და ელიასის სურათებისა და ბიოგრაფიების შედარების შემდეგ, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, – მაგრამ იმ დროს მე ეს არ მივიჩნიე მნიშვნელოვნად. მე მაინტერესებდა თვითონ ისტორია, გაყალბებული პიროვნებები და მეტსახელები. კაცი, რომელიც გაჩნდა ისტორიის გარკვეულ პერიოდში, შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა და დატოვა უამრავი ჰიპოთეზა და თეორია თავისი პიროვნების შესახებ. Continue reading პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

სუბკომანდანტე მარკოსის ცხოვრების წესი

მე არ შემიძლია საკუთარ თავს მივანიჭო ისეთი ფუფუნება, როგორიც ტყულია.

არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამ ნიღაბის უკან, მთავარია რას სიმბოლიზირებს ის.

დიახ, მარკოსი – გეია. მარკოსი გეია სან-ფრანცისკოში, ზანგი – სამხრეთ აფრიკაში, მექსიკელი სან-ისიდროში (ქალაქი ამერიკაში მექსიკის საზღვართან -ა.ბ.). ანარქისტი – ესპანეთში. პალესტინელი ისრაელში. ინდიელი სან-კრისტობალის ქუჩებზე, ებრაელი გერმანიაში,  ბოშა პოლონეთში,  პაციფისტი ბოსნიაში, მარტოხელა ქალი მეტროში საღამოს ათი საათის შემდეგ, გლეხი მიწის გარეშე, ქურდი ჯურღმულში, უმუშევარი, უბედური სტუდენტი და რათქმაუნდა ზაპატისტა მთებში. მარკოსი ესაა ყველა ჩაგრული, შეურაცხყოფილი და დაბეჩავებული მმართველი უმცირესობის მიერ, რომლებიც აჯანყდნენ და ამბობენ: საკმარისია.

არავინ საჭიროებს თანხმობას, რომ იყოს თავისუფალი.

თავისუფლება გავს მზის ამოსვლას, ამ დროს ბევრი ამჯობინებს  ძილს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იღვიძებენ ჯერ კიდევ მაშინ როცა ბნელა, რათა არაფერი გამოტოვონ.

Continue reading სუბკომანდანტე მარკოსის ცხოვრების წესი

ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

დაკავებულის ფოტოაღწერის პროცედურის (mug shot) გამომგონებელის, ალფონსო ბერტილონის მიერ გადაღებული რავაშოლი, 1892


რანგ ანარქისტთა წრეში XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. “დინამიტით პროპაგანდის” იდეა. ველაზე რეზონანსული იყო 1892 წ. ოწყობილი თავდასხმების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიშის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეში მონაწილე სამი ანარქისტის დაპატიმრებისა და სასტიკად წამებისათვის, სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატისათვის, სათანადო პასუხის გაცემას. 1892 წლის 12 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პარიზში ანარქისტებმა სამი ტერაქტის ორგანიზება მოახდინეს. ტერაქტების სულისჩამდგმელი და ყველაზე აქტიური მონაწილე რავაშოლი 30 მარტს დაპატიმრებულ იქნა.ქ მოყვანილია მის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „დამნაშავის“ პოზიციიდან, დანაშაულის ნამდვილ მიზეზებსა და სასამართლო სისტემის უვარგისობაზე საუბრობს. ვინაიდან სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატი,რომელიც გაბატონებული კლასის ინსტრუმენტია, მიმართულია საზოგადოების მიერ გარიყული და ცხოვრების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში აყენებული ადამიანების ნების დათრგუნვისაკენ.

სასამართლომ რავაშოლს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. ისი ბოლო სიტყვები იყო A mort la société bourgeoise et vive l’anarchie!(სიკვდილი ბურჟუაზიულ საზოგადოებას, გაუმარჯოსანარქიას).

მე ვიღებ სიტყვას არა თავის გამართლებისათვის, ვინაიდან ჩემს დანაშაულებზე პასუხს აგებს საზოგადოება, რომელიც ადამიანებს ბრძოლისაკენ უბიძგებს. ანა ჩვენს ეპოქაში ყველა კლასის წარმომადგენლები არ ოცნებობენ – არ ვიტყვი სიკვდილს, ეს სიტყვა არასასიამოვნოდ ჟერს, სხვების უბედურებას, თუ ის მოემსახურება მათ სარგებელს? ანა მეწარმე არ ოცნებობს თავისი კონკურენტის სიკვდილზე? ა განა ყველა კომერსანტი არ ოცნებობს იყოს ერთადერთი თავის დარგში? განა მუშევარი სამუშაო ადგილის იმედით არ ელოდება როდის გაანთავისუფლებს მეწარმე მუშას ამა თუ იმ მიზეზის გამო სამსახურიდან? Continue reading ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

ფრანცისკო ფერერი

ცნობილი ესპანელი ანარქისტი და ლიბერტარიანელი პედაგოგი ფრანცისკო ფერერი (10 იანვარი 1859 – 13 ოქტომბერი 1909)

ფრანცისკო ფერერი, შეიძლება ითქვას თანამედროვე დროის ერეტიკოსია აღსრულებული ერეტიკოსობისთვის. მისი ნაშრომი თანამედროვე სკოლის წარმოშობაზე და იდეაზე იყო კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული და ძალიან ინსპირაციული[*] წიგნი. სწორედ ამ წიგნში ამტკიცებდა ფერერი ქალ-ვაჟების ერთად სწავლების აუცილებლობაზე.

მეხუთე თავში, ის აღნიშნავს, “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენს რაციონალურ პროგრამაში, ინტელექტუალურ კონდინციაზე და მომავალზე, იქნებოდა თანამედროვე ცრურწმენების დაძლევა და ქალებისა და ვაჟებისთვის ერთად სწავლების საშუალება.” ის აგრეთვე აცხადებდა რომ ღარიბებისა და მდიდრების შვილებიც ერთად უნდა სწავლობდნენ საჯარო სკოლაში. მეექვსე თავში ის ამბობს: “განსხვავებულ სქესთან ერთად განსხვავებული სოციალური ფენების ბავშვებიც ერთად უნდა სწავლობდნენ. შესაძლოა მე დამეარსებინა სკოლა, სადაც საგნებს უფასოდ შევასწავლიდი ბავშვებს, მაგრამ სკოლა მხოლოდ ღარიბებისთვის იქნებოდა არარაციონალური, ხოლო მას მერე, რაც უკუგდებული იქნებოდა მორჩილებისა და ბრმა ნდობის სწავლება, როგორც ეს ძველი ყაიდის სკოლებშია, მაშინ ისინი იქნებოდნენ მიდრეკილები ამბოხისაკენ და გაუღვივდებოდათ სიძულვილის გრძნობა”. Continue reading ფრანცისკო ფერერი

თამარ ბუაძე – გიორგი (კომანდო) გოგელია

ნაშრომი შესრულებულია ისტორიის  ბაკალავრის  აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი. 

ნაშრომის ხელმძღვანელი ისტორიის დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე

თბილისი, 2015

 

      ანოტაცია

  საბაკალავრო ნაშრომი  ეძღვნება,  ქართველი  ფართო საზოგადოებისთვის   ნაკლებად   ცნობილი  ანარქისტის,  გიორგი  გოგელიას  ცხოვრებასა და მოღვაწეობას,  როგორც  საქართველოში  ისე  მის   ფარგლებს   გარეთ.  ბიოგრაფიულ  ცნობებთან და  უცხოელი   ანარქისტების  მოსაზრებებთან  ერთად  ნაშრომში  საუბარია  გ. გოგელიას  იდეოლოგიურ  ბრძოლაზე მარქსიზმის, პროლეტარიატის დიქტატურის, სოციალ-დემოკრატიის, სახელმწიფოსა და ძალადობის ყოველგვარი გამოხატულების წინააღმდეგ.  ასევე,  წარმოჩენილია  ქართველი რევოლუციონერის დამსახურება მუშათა მოაძრაობის ისტორიაში, მისი  ბრძოლა  ანარქო-კომუნიზმის   ფილოსოფიური ,,გონების“  გამომხატველი  მუშა და გლეხის ინტეგრალური თავისუფლებისთვის. ნაშრომი, ამავდროულად,  გამყარებულია  ისტორიული  ფაქტებით, რომელშიც გ. გოგელიას   როლი  უმნიშვნელოვანესია,   კერძოდ,  ,,ხლებ ი ვოლიას“  გამოცემა, ,,ქართველ  რევოლუციონერთა  I  კონფერენცია’’(1904),   ,,რუსეთის  პირველი  სახალხო     რევოლუცია (1905-1907წ.წ.)“,   ქართველი   ხალხის   განმანთავისუფლებელი  მოძრაობა, ბრძოლა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ, ანარქო-სინდიკალიზმის   იდეოლოგიის   განვითარება   რუსეთსა   და საქართველოში. ნაშრომის  დასასრულს გავეცნობით  გ.  გოგელიას   ცხოვრების   უკანასკნელ   წლებს. Continue reading თამარ ბუაძე – გიორგი (კომანდო) გოგელია