Category Archives: სტატიები

თორნიკე ჩივაძე – ჰარუნ ფაროკის კინო და წარმოების წესი

კადრი ფილმიდან - დაკვირვება და იდენტიფიკაცია 2003 წ  - ერთის მხრივ ასახულია სამუშაო მანქანსთან მუშაობა, მეორეს მხრივ გაშვებული დისტანციური რაკეტა. ამ კადრების პარალელურად ისმის მთხრობელის ხმა  „უნდა არსებობდეს რაღაც კავშირი წარმოებასა და განადგურებას შორის "
კადრი ფილმიდან – დაკვირვება და იდენტიფიკაცია 2003 წ – ერთის მხრივ ასახულია სამუშაო მანქანსთან მუშაობა, მეორეს მხრივ გაშვებული დისტანციური რაკეტა. ამ კადრების პარალელურად ისმის მთხრობელის ხმა
„უნდა არსებობდეს რაღაც კავშირი წარმოებასა და განადგურებას შორის “

ჰარუნ ფაროკი 1944 წელს გერმანიის მიერ ოკუპირებულ ჩეხეთის ქალაქ ახალ იჩინში დაიბადა, მან ბავშობა ინდონეზიაში გაატარა ხოლო განათლება გერმანიაში მიიღო. 1966 წელს ის აბარებსგერმანული კინოსა და ტელევიზიის ბერლინის აკადემიაში საიდანაც მას პოლიტიკურიაქტივიზმისთვის აგდებენ, ამ პერიოდში იღებს მოკლე მეტრაჟიან „აგიტპოპ“ ფილმს – „თავჯდომარის სიტყვები“ TheWords of the Chairman (1967).  საინტერესოა, რომ ფილმისგადაღებაში მონაწილეობას იღებდნენ  ოტო შილი და ჰოლგერ მაინსი – პირველი გერმანიისშინაგან საქმეთა მინისტრი გახდა, ხოლო მეორე „წითელი არმიის ფრაქციის“  წევრი და ციხეშიდაიღუპა.  ფაროკი თვის საქმიანობასთან ერთად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს ჟურნალ»Filmkritik« (1974 – 1984) ში,  მას ფულის გამომუშავებისთვის უწევდა ტელევიზიებში დასხვადასხვა კომერციულ პროგრამებში მუაობა, თუმცა უნდა ითქვას , რომ ეს მისთვის სამუშაო მატერიალის ძიების პროცესიც იყო, რადგანაც ის თავის ფილმებში იყენებდა სატელევიზიო და კომერციული ინდუსტრიის მასალას .

„ის კიარაა მნიშვნელოვანი თუ რა არის სურათში/ხატში, არამედ ის თუ რა დგას მის უკან. ამისდა მიუხედავად ზოგი გვაჩვენებს სურათს როგორც  რაღაცის მტკიცებულებას რაც არ შეიძლება დამტკიცდეს სურათით „ – ჰარუნ ფაროკის ეს სიტყვები ბევრნაირად შეიძლება იქნას ინტერპრეტირებული, თუმცა მისი შემოქმედება ყველაზე უკეთესი მისი ნამუშევრების გაცნობა და დაკვირვებაა – არსისა და გამოვლინების არათანხვედრობითობის ჩვენება ფაროკის მთავარი მეთოდია სურათ / ხატებთან ურთიერთობაში.  ფაროკი „სურათ-ხატების“ არქეოლოგია, როგორც მას ხშირად უწოდებენ და არა მწარმოებელი, როგორც ის  ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ,,იქიდან გამომდინარე, რომ უკვე არსებობს მრავალი ხატი/სურათი, მე დაკარგული მაქვს მოტივაცია, შევქმნა ახლები; მე ვამჯობინებდი  მანამდე არსებული სურათების განსხვავებული დანიშნულებით გამოყენებას. ”. ფაროკის მეორე ძირითადი მეთოდია არა-ნარატიული  მატერიალის (მაგალითად სათვალთვალო კამერის ჩანაწერი)  გადამუშავებადა ნარატიულ მატერიალად გადაწყობა. Continue reading თორნიკე ჩივაძე – ჰარუნ ფაროკის კინო და წარმოების წესი

დევიდ გრებერი – ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს

1930-იან წლებამდე, ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ კარგია, როცა ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის თუ რეალურად როგორ მუშაობენ ბანკები. მათ რომ ეს ცოდნოდათ, „რევოლუცია მოხდებოდა ხვალ დილამდე“.

გასულ კვირას აღსანიშნავი რამ მოხდა. ინგლისის ბანკმა „კატა ჩანთიდან გამოუშვა“. თეორიას, რომლის სახელწოდებაა „ფულის შექმნა თანამედროვე ეკონომიკაში“, სამი ეკონომისტი ავტორი ჰყავს ბანკის ფინანსური ანალიზის დირექტორატიდან. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ საერთო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბანკი – მცდარია. ამ სახის პოპულიზმით კი ერეტიკული პოზიციები უფრო მეტად უკავშირდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა მაგალითად – დაიკავე ვოლ სთრითი.

რომ იგრძნოთ თუ რამდენად რადიკალურია ბანკის ახალი პოზიცია, განიხილეთ საყოველთაოდ მიღებული ხედვა, Continue reading დევიდ გრებერი – ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს

აბდულა ოჯალანი – დემოკრატიული კონფედერალიზმი

III. დემოკრატიული კონფედერალიზმი

Abdullah Öcalan
Abdullah Öcalan

მმართველობის თუ ადმინისტრირების ამგვარი წესი იგივეა რაც დემოკრატია სახელმწიფოს გარეშე, მეორეგვარად არა-სახელწიფო პოლიტიკური ადმინისტრირება. გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული პროცესი არ უნდა გაიგივდეს საჯარო ადმინისტრირების პროცესთან. სახელმწიფოები განკარგავენ, მაშინ როდესაც დემოკრატიები მართავენ, სახელმწიფოები ძალაუფლებაზეა დაფუძნებული, დემოკრატიები კი კოლექტიურ კონსენსუსზე. სამთავრობო ოფისი განსაზღვრულია ბრძანებულებით, მაშინაც კი, როდესაც მას ლეგიტიმაციას არჩევნები აძლევს, დემოკრატიები კი პირდაპირ მოქმედებას იყენებენ, სახელმწიფოსათვის ძალადობა ლეგიტიმური მექანიზმია, ხოლო დემოკრატიები ნებაყოფლობით მონაწილეობაზეა დაფუძნებული.

დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისათვის. ის მოქნილი, მრავალ-კულტურული, ანტი-მონოპოლიური და კონსესუსზე ორიენტირებულია, სადაც ეკოლოგია და ფემინიზმი ცენტრალური საკითხებია. ამგვარ თვით-ადმინისტრირებაში ეკონომიკის ალტერნატიული მოწყობის შესაძლებლობა ჩნდება, ეკონომიკის, რომელიც ზრდის საზოგადოების რესურსებს მათი ექსპორტირების ნაცვლად, შესაბამისად სამართლიანია/მართლზომიერია საზოგადოების მრავალგვარი საჭიროებების მიმართ.

მონაწილეობა და პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნება

საზოგადოების ურთიერთსაწინააღმდეგო კომპოზიცია საჭიროებს როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალური მმართველობის პოლიტიკურ ჯგუფებს. ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ჯგუფები ამ გზითაა დაბალანსებული. მხოლოდ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ საკუთარ სპეციფიკურ სიტუაციებსა და სოციალური პრობლემებისათვის სათანადო გადაჭრის გზები განავითარონ. კულტურული, ეთნიკური ან ნაციონალური იდენტობის გამოხატვა ბუნებითი უფლებაა, თუმცა ამ უფლებას ეთიკური და პოლიტიკური საზოგადოება სჭირდება. დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სახელწიფო თუ მმართველობის სხვა ტრადიციებთან კომპრომისზე წასვლისთვის, იქნება ეს ერი-სახელწიფო, რესპუბლიკა თუ დემოკრატია – ის შესაძლებელს ხდის მათ თანაბარ თანაარსებობას.

საზოგადოების მემკვიდრეობა და ისტორიული ცოდნის დაგროვება Continue reading აბდულა ოჯალანი – დემოკრატიული კონფედერალიზმი

ჯოზეფ სტიგლიცი – რას მივცემდი ხმას საბერძნეთის რეფერენდუმში

stiglitz_joseph

ევროპაში დაძაბულობის მიმდინარე მატება გარეშე დამკვირვებლებმა შეიძლება საბერძნეთისა და მისი კრედიტორების ურთიერთობებათა ბოლო ფაზის გარდაუვალ შედეგად მიიჩნიონ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ევროპელი ლიდერები ბოლოსდაბოლოს მიმდინარე დავის ნამდვილ ბუნებას აჩენენ. სამწუხაროდ, ნათელი ხდება, რომ დავის საფუძველი ფულსა და ეკონომიკაზე მეტად დემოკრატია და ძალაუფლებაა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკა უმნიშვნელო როლს არ ასრულებდა იმ პროგრამაში, ე.წ. ტროიკამ (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ხუთი წლის წინ რომ მოახვია თავს საბერძნეთს და რასაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 25%-იანი შემცირება მოჰყვა. არ მახსენდება სხვა არც ერთი ეკონომიკური დეპრესია, რომელიც ამის მსგავსად წინასწარგანზრახული იყო და თანაც ასეთი კატასტროფული მახასიათებლები ჰქონდა. მაგალითისთვის, ბერძენ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 60%-ს აჭარბებს. Continue reading ჯოზეფ სტიგლიცი – რას მივცემდი ხმას საბერძნეთის რეფერენდუმში

გია ეძგვერაძე – მხიარული თამაშები ანუ ხელოვნური სამოთხის კატასტროფა

რეცენზია მიხაელ ჰანეკეს ფილმზე

Funny Games (1997 film) Directed by Michael Haneke
Funny Games (1997 film)
Directed by Michael Haneke

მოდი პირდაპირ ვთქვათ – გავაკეთოთ ერთმნიშვნელოვანი და გაშიშვლებული განაცხადი მრავალშრიანი სტრუქტურის მქონე (ანუ სტრატეგიულად ბრძნულად აგებულ) „შოკისმომგვრელ“ ფილმზე. ფილმი, რომელზეც მინდა გესაუბროთ, „შოკურად“ მხოლოდ გამოუცდელი მაყურებლისთვის აღიქმება, რომელიც ფსიქოლოგიურ ხრიკებზე აწყობილი ფილმის გავლენის ქვეშ ექცევა, სინამდვილეში კი ფილმი მიუტევებლად კორექტულია – მასში არც ძალადობის სცენებია წინ წამოწეული, არც სექსი, და არც შიშველი სხეულები. იგი სინამდვილეში არც თრილერის კატეგორიას მიეკუთვნება და არც საშინელებათა ფილმებისა – ეს მკაცრად იდეოლოგიური ფილმია.

ფილმი იწყება იმით, რომ ჩვენს სამყაროს მოევლინება თეთრებში გამოწყობილი ორი ანგელოზი, დიდი, წყლიანი თვალებით და არაამქვეყნიური გამომეტყველებით. ფილმში მათ ანგელოზობას, ანუ ბედის მარეგულირებელ ფუნქციას, ამტკიცებს ის, რომ მათ შესწევთ ძალა იბატონონ დროზე— აბრუნებენ მას უკან, სრულიად აუჩქარებლად მოქმედებენ — რადგან მსხვერპლი მათ ვერსად გაექცევა და ვერსად ემალება. ისინი დამსჯელი ანგელოზები არიან ღმერთის ელიტარული SS-ის ბრიგადიდან. კლასიკური ანგელოზებისგან ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან, რომ კლასიკური დამსჯელი ცეცხლოვანი მახვილის ნაცვლად ცნობილი ფირმის დახვეწილი დიზაინის გოლფის ჯოხებით არიან შეიარაღებული.

და აი, ასეთი მრისხანე ზეციური სტუმრები ეწვევიან აგარაკზე ახალგაზრდა სიმპათიურ ოჯახს — იდეალურს თავისი წესიერებით, გარეგნობით, განათლებით, კულტურით და სიკეთით – უაღრესად გამორჩეულს მეგობრობით და ერთგულებით ერთმანეთისა და, საერთოდ, საზოგადოების მიმართ. მაგრამ, მიუხედავად ასეთი პოზიტიურობისა, ფილმის ავტორი არ ცდილობს, ისე დაგვაახლოვოს ამ გმირებთან, რომ შეგვაყვაროს ისინი. ეს მხოლოდ ახალგაზრდა, შეძლებული ოჯახის კრებითი სახეა, ასე ვთქვათ, ბურჟუაზიული იდეოლოგიის იდეალური სეგმენტი. ამ ოჯახის სახით ჩვენ გვაცნობენ და გვიხასიათებენ გარკვეული სოციალური კლასის ფუნდამენტურ და საყოველთაო ოცნებას – იმ სოციალური კლასისა, რომელიც დასავლეთის ცივილიზაციის იდეალებისა და ფასეულობების მთავარი გამტარია. ასეთი საყოველთაო ოცნების სახელია „პრივატული ბედნიერება“. Continue reading გია ეძგვერაძე – მხიარული თამაშები ანუ ხელოვნური სამოთხის კატასტროფა

ემა გოლდმანი – დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია

Emma_Goldman_2

როდესაც არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტები არაადეკვატურია საზოგადოების მოთხოვნებისა, როდესაც ისინი ემსახურებიან კაცობრიობის ჩაგვრას, დამონებას და ძარცვას, ხალხს აქვს უფლება, აჯანყდეს და თავიდან მოიშოროს მტერი.
სამწუხაროა, რომ ეს მტრები, რომლებიც ებრძვიან სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნიერებას – ლეგალიზებულია, კანონიერად მიიჩნევა და ზურგგამაგრებულია პოლიტიკური ძალაუფლებით. თუმცა, ეს მაინც არაა მათი არსებობის გამამართლებელი საბუთი.

ჩვენთვის ერთი რამაა ცხადი: ყოველი ადამიანი – კანის ფერის, სქესის და ეროვნების მიუხედავად – თანასწორი უნდა იყოს და ერთად უნდა ისარგებლონ დედამიწის სიკეთეებით. იმისთვის, რომ აღნიშნული პრინციპი მოქმედებდეს, საჭიროა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თავისუფლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს არსებობის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა მდიდრებისთვის პრივილეგიების შენარჩუნების ინსტრუმენტი. ის ებრძვის ადამიანებს და ართმევს მათ როგორც ქონებას, ასევე თავისუფლებასა და ღირსებას. Continue reading ემა გოლდმანი – დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია

ერიხ ფრომი – ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

Erich_Fromm

ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბას. ეს წიგ­ნი – გაფ­რ­თხი­ლებაა. მი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა სა­სო­წარ­კ­ვე­თას­თან ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო, გაფ­რ­თხი­ლე­ბით კი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვ­ლის, მაშ­ინ ად­ა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­ა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­თ­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­უ­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.

უიმ­ე­დო­ბა ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გა­მო მკვეთრ კონ­ტ­რასტს ქმნის რწმე­ნას­თან, და­სავ­ლუ­რი აზ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფ­რო ფუნ­და­მენ­ტურ თვი­სე­ბას­თან. და­სავ­ლურ აზ­როვ­ნე­ბას სწამს ად­ა­მი­ა­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რესისა, ის­ე­ვე რო­გორც მი­სი უნ­ა­რის – ააშ­ე­ნოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მსოფლიო. ამ რწმე­ნას ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი აქვს ბერ­ძ­ნულ და რო­მა­ულ აზ­როვ­ნე­ბა­ში, ის­ევე რო­გორც ძვე­ლი აღთ­ქ­მის წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­თა მე­სი­ა­ნურ აზრ­ში. ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სეული ის­ტო­რი­ის ფი­ლო­სო­ფია მი­იჩ­ნევს, რომ ად­ა­მი­ა­ნი იზრ­დე­ბა და თვით­რე­ა­ლიზ­დება ის­ტო­რი­ა­ში და, სა­ბო­ლო­ოდ, ხდე­ბა ის, რა­საც პო­ტენ­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გენს. ამ კონცეფ­ცი­ით, ად­ა­მი­ა­ნი სრუ­ლად ავ­ი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მი­სე­ულ შესაძ­ლებ­ლო­ბებს და შე­ი­მეც­ნებს სამ­ყა­როს. ამ დროს იგი ერ­თი­ა­ნია თა­ვის მოყ­ვას­თან და ბუ­ნე­ბას­თან, თუმ­ცა, იმ­ად­რო­უ­ლად, ინ­არ­ჩუ­ნებს თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა­სა და მთლი­ა­ნო­ბას. ად­ა­მი­ა­ნის მი­ზა­ნია სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. წი­ნასწარ­მეტყ­ვე­ლებს სწამთ, რომ ყვე­ლა ცოდ­ვი­სა და ცდო­მი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­სიის სა­ხე­ში სიმ­ბო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი „დღე­თა და­სას­რუ­ლი” გა­რა­დუვ­ლად დად­გე­ბა. Continue reading ერიხ ფრომი – ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

მეცნიერული მიდგომა

ჩემი მიზანი მარტივია. სრულიად შევიცნო სამყარო, რატომ არის ის ისეთი, როგორიც არის და რატომ არსებობს საერთოდ. სხვა სიტყვებით, ჩვენი მიზანია ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ჩვენი საკუთარი არსებობის მიზეზების სრული გაგება.

სტეფან ჰოუკინგი


ფრანსის ბეკონი (1561 – 1626) –
დიდი ინგლისელი ფილოსოფოსი; მიიჩნევა ინდუქციური მეთოდის ფუძემდებლად, რადგან სქოლასტიკისა და მატაფიზიკის წინაშე, რომლებიც დღემდეა გაბატონებული, მან აჩვენა, რომ აღმოჩენებს და გამოგონებებს წინსვლა ექნებათ მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის გონება შეეჩვევა იმის გაგებას, რომ დაკვირვება და თავისუფალი მეთოდური კვლევა წარმოადგენს ერთარდერთ საშუალებას საბუნებისმეტყველო კანონების [3] აღმოსაჩენად, მოვლენების ჭეშმარიტი მიზეზების გაგებისა და მათი წინასწარმეტყველების ცოდნისათვის. სიტყვებით მოთამაშე სქოლასტიკური ერუდიცია, უნდა იქნას მიტოვებული და ჭეშმარიტი ცოდნა შესაძლებელია მიღებულ იქნას ინდუქციის გზით, ანუ ცალკეული ფაქტების გულმოდგინედ შესწავლის გზით, რაზეც შესაძლებელია განზოგადებების აგება, დიდი რაოდენობის შედარებებზე და გამონაკლისებზე დაყრდნობით და ამ სახით პოვნა იმისა, თუ რა საერთო აქვთ დაკვირვების ქვეშ მყოფ ფაქტებს; მეორე მხრივ შესაძებელია ამ ინდუქციების შემოწმება ახალი ფაქტების დიდი რაოდენობით, რომლებიც ცდებით და დაკვირვებებით არის მიღებული. ასეთი იყო ფრანსის ბეკონის ყველ ნაწარმოების ძირითადი აზრი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა ჩაგვეთვალა ის ისეთი სახის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფუძემდებლად, როგორადაც ისინი განვითარდნენ ბოლო საუკუნეების განმავლობაში. ამ მეთოდს ეფუძნება თანამედროვე მეცნიერება ყველა თავისი დიდი აღმოჩენებით.

პეტრე კროპოტკინი

fr-cover7

Continue reading მეცნიერული მიდგომა

მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

მიხეილ ჯავახიშვილი

წინა წერილში მე ვთქვი, რომ მშრომელ გლეხობას ბევრი დამჩაგვრელი ჰყავს მეთქი. გლეხებს სჩაგრავს და იბრიყვებს პოლიცია, მთავრობა, მემამულე და ძალიან ხშირად ისეთი გლეხებიც, რომლებსაც ჯიბე გაუსქელებიათ და თავის სუსტ მოძმეს სულს უხუთავენ.

დავიწყოთ თავიდან.

რა არის და რისთვის არის მოგონილი პოლიცია? ვინ დაუყენა ხალხს ბოქაული, ჩაფარი, გუბერნატორი და მამასახლისი? რას აკეთებ, ან ვის ემსახურებიან ეს მუქთახორა ავაზაკები? პოლიცია იმისთვის არის მოგონილი, რომ მდიდრებს მშრომელ ხალხის გაყვლეფაში ხელი გაუმართოს და, თუ გაჭირდება, იარაღით მიეშველოს. ბოქაულები, ჩაფრები, გზირები, მამასახლისებისა და ამისთანა წურბელები ხალხს მოახვია მთავრობამ, მინისტრებმა, მეფემ, რომელნიც ყურმოჭრილი მონები არიან მდიდარ მემამულეებისა და ვაჭრებისა. ყველანი ემსახურებიან სიმდიდრეს, ყველას უნდა გამდიდრება, მაგრამ პატიოსან შრომით შეუძლებელია გამდიდრება, ამიტომ გველაძუებმა და გაქნილებმა ასეთი ხერხი მოიგონეს: ხალხი უგუნურია, ბოროტია, უჭკუოა და არ იცის რა არის მისთვის სასარგებლო და რა არაო. ამიტომ ხალხს პატრონობა და ყურისგდება უნდაო. პატრონად ხალხს დაუყენეს მეფე, თვითონ კი ამ მეფეს გარს შემოეხვივნენ და ხალხის ოფლითა და სისხლით დაიწყეს ცხოვრება, პარპაში და ფუფუნება.

ვინ არის მეფე? Continue reading მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება

iconesalonhr

სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლება  არის  მეთოდი, რომელიც აქცენტს აკეთებს სტუდენტების მოთხოვნილებებზე და სასწავლო პროცესის წარმმართველად არ მიიჩნევს ლექტორების და ადმინისტრაციის სურვილებს. ეს მეთოდი სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, კურსების შინაარსსა და ინტერაქტიულობაზე ახალ ხედვას გვთავაზობს.

ტრადიციული სწავლების მეთოდისგან განსხვავებით,  რომელშიც პროცესის წამყვანი ლექტორია, ეს მოდელი ფოკუსირებულია სტუდენტების მოთხოვნილებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, სწავლების პროცესში კი ლექტორის ერთადერთი ფუნქცია – სტუდენტების დახმარება და პროცესის მიმდინარეობისთვის თვალყურის დევნებაა. ლექტორებზე ორიენტირებული მოდელში სტუდენტები პასიურ როლს ასრულებენ და მხოლოდ ინფორმაციის მიმღებები არიან. სტუდენტებზე ფოკუსირებული სისტემა კი გვთავაზობს  ტრადიციული როლების გაცვლას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. Continue reading სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება