Category Archives: სტატიები

ემა გოლდმანი – დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია

როდესაც არსებული საზოგადოებრივი ინსტიტუტები არაადეკვატურია საზოგადოების მოთხოვნებისა, როდესაც ისინი ემსახურებიან კაცობრიობის ჩაგვრას, დამონებას და ძარცვას, ხალხს აქვს უფლება, აჯანყდეს და თავიდან მოიშოროს მტერი.

სამწუხაროა, რომ ეს მტრები, რომლებიც ებრძვიან სიცოცხლეს, თავისუფლებას და ბედნიერებას – ლეგალიზებულია, კანონიერად მიიჩნევა და ზურგგამაგრებულია პოლიტიკური ძალაუფლებით. თუმცა, ეს მაინც არაა მათი არსებობის გამამართლებელი საბუთი.

ჩვენთვის ერთი რამაა ცხადი: ყოველი ადამიანი – კანის ფერის, სქესის და ეროვნების მიუხედავად – თანასწორი უნდა იყოს და ერთად უნდა ისარგებლონ დედამიწის სიკეთეებით. იმისთვის, რომ აღნიშნული პრინციპი მოქმედებდეს, საჭიროა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თავისუფლება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს არსებობის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა მდიდრებისთვის პრივილეგიების შენარჩუნების ინსტრუმენტი. ის ებრძვის ადამიანებს და ართმევს მათ როგორც ქონებას, ასევე თავისუფლებასა და ღირსებას. Continue reading ემა გოლდმანი – დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია

ერიხ ფრომი – ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″


ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″ გა­მო­ხა­ტავს გან­წყო­ბი­ლე­ბას. ეს წიგ­ნი – გაფ­რ­თხი­ლებაა. მი­სი გან­წყო­ბი­ლე­ბა ახ­ლო­საა სა­სო­წარ­კ­ვე­თას­თან ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გამო, გაფ­რ­თხი­ლე­ბით კი გვაფ­რ­თხი­ლებს, რომ თუ ჩვე­ნი ის­ტო­რია გეზს არ შე­იც­ვ­ლის, მაშ­ინ ად­ა­მი­ა­ნე­ბი და­კარ­გა­ვენ ყვე­ლა­ზე ად­ა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებს და მათ­თ­ვის­ვე შეუმჩ­ნევ­ლად იქ­ცე­ვი­ან უს­უ­ლო ავ­ტო­მა­ტე­ბად.

უიმ­ე­დო­ბა ად­ა­მი­ა­ნის მო­მავ­ლის გა­მო მკვეთრ კონ­ტ­რასტს ქმნის რწმე­ნას­თან, და­სავ­ლუ­რი აზ­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უფ­რო ფუნ­და­მენ­ტურ თვი­სე­ბას­თან. და­სავ­ლურ აზ­როვ­ნე­ბას სწამს ად­ა­მი­ა­ნუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პროგ­რესისა, ის­ე­ვე რო­გორც მი­სი უნ­ა­რის – ააშ­ე­ნოს მშვი­დო­ბი­ა­ნი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი მსოფლიო. ამ რწმე­ნას ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი აქვს ბერ­ძ­ნულ და რო­მა­ულ აზ­როვ­ნე­ბა­ში, ის­ევე რო­გორც ძვე­ლი აღთ­ქ­მის წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­თა მე­სი­ა­ნურ აზრ­ში. ძვე­ლაღ­თ­ქ­მი­სეული ის­ტო­რი­ის ფი­ლო­სო­ფია მი­იჩ­ნევს, რომ ად­ა­მი­ა­ნი იზრ­დე­ბა და თვით­რე­ა­ლიზ­დება ის­ტო­რი­ა­ში და, სა­ბო­ლო­ოდ, ხდე­ბა ის, რა­საც პო­ტენ­ცი­უ­რად წარ­მო­ად­გენს. ამ კონცეფ­ცი­ით, ად­ა­მი­ა­ნი სრუ­ლად ავ­ი­თა­რებს აზ­როვ­ნე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის მი­სე­ულ შესაძ­ლებ­ლო­ბებს და შე­ი­მეც­ნებს სამ­ყა­როს. ამ დროს იგი ერ­თი­ა­ნია თა­ვის მოყ­ვას­თან და ბუ­ნე­ბას­თან, თუმ­ცა, იმ­ად­რო­უ­ლად, ინ­არ­ჩუ­ნებს თა­ვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა­სა და მთლი­ა­ნო­ბას. ად­ა­მი­ა­ნის მი­ზა­ნია სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა. წი­ნასწარ­მეტყ­ვე­ლებს სწამთ, რომ ყვე­ლა ცოდ­ვი­სა და ცდო­მი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მე­სიის სა­ხე­ში სიმ­ბო­ლი­ზი­რე­ბუ­ლი „დღე­თა და­სას­რუ­ლი” გა­რა­დუვ­ლად დად­გე­ბა. Continue reading ერიხ ფრომი – ჯორჯ ორ­უ­ე­ლის „1984″

მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

მიხეილ ჯავახიშვილი

წინა წერილში მე ვთქვი, რომ მშრომელ გლეხობას ბევრი დამჩაგვრელი ჰყავს მეთქი. გლეხებს სჩაგრავს და იბრიყვებს პოლიცია, მთავრობა, მემამულე და ძალიან ხშირად ისეთი გლეხებიც, რომლებსაც ჯიბე გაუსქელებიათ და თავის სუსტ მოძმეს სულს უხუთავენ.

დავიწყოთ თავიდან.

რა არის და რისთვის არის მოგონილი პოლიცია? ვინ დაუყენა ხალხს ბოქაული, ჩაფარი, გუბერნატორი და მამასახლისი? რას აკეთებ, ან ვის ემსახურებიან ეს მუქთახორა ავაზაკები? პოლიცია იმისთვის არის მოგონილი, რომ მდიდრებს მშრომელ ხალხის გაყვლეფაში ხელი გაუმართოს და, თუ გაჭირდება, იარაღით მიეშველოს. ბოქაულები, ჩაფრები, გზირები, მამასახლისებისა და ამისთანა წურბელები ხალხს მოახვია მთავრობამ, მინისტრებმა, მეფემ, რომელნიც ყურმოჭრილი მონები არიან მდიდარ მემამულეებისა და ვაჭრებისა. ყველანი ემსახურებიან სიმდიდრეს, ყველას უნდა გამდიდრება, მაგრამ პატიოსან შრომით შეუძლებელია გამდიდრება, ამიტომ გველაძუებმა და გაქნილებმა ასეთი ხერხი მოიგონეს: ხალხი უგუნურია, ბოროტია, უჭკუოა და არ იცის რა არის მისთვის სასარგებლო და რა არაო. ამიტომ ხალხს პატრონობა და ყურისგდება უნდაო. პატრონად ხალხს დაუყენეს მეფე, თვითონ კი ამ მეფეს გარს შემოეხვივნენ და ხალხის ოფლითა და სისხლით დაიწყეს ცხოვრება, პარპაში და ფუფუნება.

ვინ არის მეფე? Continue reading მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება

iconesalonhr

სტუდენტებზე ფოკუსირებული სწავლება  არის  მეთოდი, რომელიც აქცენტს აკეთებს სტუდენტების მოთხოვნილებებზე და სასწავლო პროცესის წარმმართველად არ მიიჩნევს ლექტორების და ადმინისტრაციის სურვილებს. ეს მეთოდი სასწავლო პროგრამის დაგეგმვაზე, კურსების შინაარსსა და ინტერაქტიულობაზე ახალ ხედვას გვთავაზობს.

ტრადიციული სწავლების მეთოდისგან განსხვავებით,  რომელშიც პროცესის წამყვანი ლექტორია, ეს მოდელი ფოკუსირებულია სტუდენტების მოთხოვნილებებზე, შესაძლებლობებზე, ინტერესებზე, სწავლების პროცესში კი ლექტორის ერთადერთი ფუნქცია – სტუდენტების დახმარება და პროცესის მიმდინარეობისთვის თვალყურის დევნებაა. ლექტორებზე ორიენტირებული მოდელში სტუდენტები პასიურ როლს ასრულებენ და მხოლოდ ინფორმაციის მიმღებები არიან. სტუდენტებზე ფოკუსირებული სისტემა კი გვთავაზობს  ტრადიციული როლების გაცვლას და სტუდენტებს საშუალებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. Continue reading სტუდენტებზე ორიენტირებული სწავლება

უნივერსიტეტი და ავტონომია

 

456275_414456098576400_2124919585_o

სანამ უნივერსიტეტის,როგორც დამოუკიდებელი სოციალური ინსტიტუტის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობებს, უფლებებსა და თავისუფლებებს განვიხილავთ, მოკლედ განვმარტოთ რას გულისხმობს ავტონომიურობის იდეა. კლასიკური განსაზღვრებით ავტონომია „თვითმმართველობაა“ – რესურსების, უფლებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების სისტემა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციების კონტროლისგან თავისუფალია.(Autonomy  – αὐτονομία  auto- ”self” + νόμος nomos, “law”) Continue reading უნივერსიტეტი და ავტონომია

ქალაქის პარტიზანები

Baader-Meinhof-Bande_RAF_Fahndungsplakat

თუ მართალია ის, რომ ამერიკული იმპერიალიზმი ქაღალდის ვეფხვია, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. და თუ ჩინელი კომუნისტების თეზისი სიმართლეა, მაშინ ამერიკულ იმპერიალიზმზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან მის წინააღმდეგ უკვე მთელი მსოფლიო იბრძვის, რაც იწვევს იმპერიალისტების ძალების დაქსაქსვას. სწორედ ეს დაქსაქსულობა გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ჩვენ მას დავამარცხებთ. თუ ეს ასეა, მაშინ არცერთი ქვეყანა, არცერთი რეგიონი არ უნდა ჩამორჩეს ამ ბრძოლას, რადგან რევოლუციური ძალები რეაქციულთან შედარებით საკმაოდ სუსტია.

არასწორია, როდესაც რევოლუციურ ძალის დემორალიზებას ცდილობ მისი მნიშვნელობის დაკნინებით. ასევე არასწორია, როდესაც ამ ძალას ისეთ დაპირისპირებაში ითრევ, რომლიდანაც გამარჯვებული ვერ გამოვა. კონფლიქტებში, რომლებიც პროლეტარულ ამხანაგობებსა და წითელი არმიის ფრაქციას შორის არსებობს (მოდით, ჯერჯერობით ნუ შევეხებით უფრო დიდ მოწინააღმდეგეებს) , ჩვენ ბრალს ვდებთ მათ რევოლუციური ძალების დემორალიზებაში, რადგან ისინი გვაბრალებენ, რომ ჩვენ ძალებს არასწორი მიმართულებით მივმართავთ. ეს არის მცდელობა, დააპირისპირონ სხვადასხვა ამხანაგობები და წითელი არმიის ფრაქცია. ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ პირიქით – რაც შეიძლება მეტად დავაახლოვოთ ამხანაგობები RAFთან, და თუ ამას შევძლებთ, მივაღწევთ ერთ-ერთ მიზანს. დოგმატიზმი და ავანტურები ჩვეულებრივი გადახვევებია ყველა ქვეყანაში იმ დროს, როდესაც რევოლუციური მოძრაობა სუსტია. რამდენადაც ანარქისტები ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდნენ უპრინციპობას, ყველა, ვინც უპრინციპობას აკრიტიკებს, ანარქისტია – ეს სხვა არაფერია, თუ არა დიდი სისულელე. Continue reading ქალაქის პარტიზანები

ერთი სიტყვით კონტროლზე

 

კორნელიუს კასტორიადისი
კორნელიუს კასტორიადისი


* თავდაპირველად ადამიანი ზებუნებრივ ძალებს მიაწერდა ისეთ მოვლენებს, რომელთა ახსნაც არ შეეძლო. შემდგომ, დაკვირვებების შედეგად ადამიანმა აღმოაჩინა გარკვეული კანონზომიერებები, ციკლური მოვლენები და მან ეს ცოდნა გამოიყენა ადამიანთა უმრავლესობის კონტროლისათვის, რომელსაც საფუძვლად პირადი, მერკანტილური ინტერესები ჰქონდა. განათლების გავრცელების შეზღუდვით ადმიანთა მცირე ჯგუფი დღემდე წარმატებით იყენებს მეცნიერებას და მის მიღწევებს ამ მიზნებისათვის.

* ასე შეიქმნა რელიგია, რომელიც წარმოადგენს მთელ სისტემას საკრალიზებული ცოდნისა და რიტუალების კომპლექსს, ადამიანის ყალიბში მოქცევისა და მისი მართვის შესაძლებლობისთვის. Continue reading ერთი სიტყვით კონტროლზე

ბობ ბლექი – ძალაუფლების სიტყვარი

 

არჩევნები? იდიოკრატია მოქმედებაში.

დაავადებები? ძალიან სახიფათოა; ექიმების არსებობის მიზეზი.

გეები, ებრაელები? ელიტები, რომლებიც განასახიერებენ ჩაგრულებს.

გურუ? კარგი ლოცვა რთული საშოვნელია.

ვეგეტარიანელები? ის ხარ, რასაც ჭამ.

თავისუფალი დრო? სამსახური, რომელშიც უფროსი ფულს არ გიხდით.

თანამედროვე პანკები? პანკები, რომლებიც დადიან ხელოვნების სასწავლებლებში.

თერაპია? სასჯელი დანაშაულის გარეშე.

იურისტები? ცოცხალი სისტემები ლაყბობის უზრუნველსაყოფად.

კლასობრივი ომი? ომი, ყველა ომის დასასრულისთვის.

კანონი? დანაშაული სასჯელის გარეშე. Continue reading ბობ ბლექი – ძალაუფლების სიტყვარი

ელ. წიგნებიდან მომავალი საფრთხე

დროში, სადაც ბიზნესი დომინირებს სახელმწიფოზე და თვითონ გვიწერს კანონებს, ნებისმიერი ტექნოლოგიური მიღწევა ბიზნესისთვის არის კიდევ ერთი შანსი დაუწესოს აკრძალვები საზოგადოებას. ტექნოლოგიები რომლებიც შეიძლება გვათავისუფლებდეს, გამოიყენება ჩვენს დასაბმელად.

ნაბეჭდი წიგნი

  • შეგიძლია იყიდო ნაღდი ფულით, ანონიმურად.
  • შემდეგ შენ ფლობ მას.
  • შენ არ ხარ იძულებული მოაწერო ხელი  ლიცენზიას რომელიც გიზღუდავს მის გამოყენებას.
  • ფორმატი ცნობილია და არ გიწევს რაიმე დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენება მის წასაკითხად.
  • შეგიძლია ათხოვო ან მიყიდო სხვას
  • შეგიძლია გადაიღო მისი ასლი და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში
  • არავის შეუძლია დისტანციურ რეჟიმში გაანადგუროს შენი წიგნი.

 

ნაბეჭდი წიგნისგან განსხვავებით, ამაზონის ელექტრონული წიგნები:

  • მოითხოვს იდენტიფიცირება მოახდინო ამაზონზე.
  • ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაშიც ამაზონი ამბობს რომ მომხმარებელი არაა თავისივე ნაყიდი წიგნის მფლობელი.
  • ამაზონი მოითხოვს მომხმარებელი დათანხმდეს ლიცენზიას რომელიც ზღუდავს წიგნის გამოყენებას.
  • ფორმატი საიდუმლოა და მხოლოდ დაპატენტებულ, მომხმარებლისთვის შემზღუდველ, პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია  მისი წაკითხვა.
  • შესაძლებელია ზოგიერთი წიგნის თხოვება, ლიმიტირებული დროით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მიუთითებს იგივე სისტემის იმ  მომხმარებლის სახელს ვისაც თხოვნის. არაა შესაძლებელი წიგნის მიცემა ან გაყიდვა.
  • წიგნის კოპირება შეუძლებელია Digital Restrictions Management*-ის გამო რიდერში და აკრძალულია ლიცენზიით, რომელიც თავის მხრივ იმაზე უფრო შემზღუდველია ვიდრე კანონი კოპირაითის შესახებ.
  • ამაზონს შეუძლია დისტანციურ რეჟიმში წაშალოს წიგნი მომხმარებლის მოწყობილობიდან. 2009 წელს წაიშალა ათასობით ორუელის „1984“ და სხვა წიგნები.

 

თუნდაც ერთი ასეთი თავისუფლების შეზღუდვა, ნაბეჭდი წიგნების უკან აყენებს ელექტრონულ წიგნებს და ჩვენ აუცილებლად უნდა უარვყოთ ისინი სანამ პატივს არ სცემენ ჩვენს თავისუფლებებს.

 

კომპანიები ამბობენ რომ ჩვენი ტრადიციული უფლებების უარყოფა აუცილებელია იმისთვის რომ წიგნის ავტორებისთვის ფულის გადახდა შეძლონ. თუმცა თანამედროვე კოპირაითის სისტემა ეხმარება კომპანიებს და არა ავტორებს. ჩვენ უკეთესად შეგვიძლია დავეხმაროთ წიგნის ავტორებს და ამისთვის სულაც არაა საჭირო ჩვენი თავისუფლებების შეკვეცა. ორი მეთოდი რომელსაც გთავაზობთ:

  • გადასახადებიდან თითოეულ ავტორს ერგოს საკუთარი პოპულარობის კუბური ფესვის რაოდენობის თანხა. იხილეთ http://stallman.org/articles/internet-sharing-license.en.html
  • მოეწყოს რიდერები ისე რომ მომხმარებელმა შეძლოს ანონიმურად გადაუხადოს ფული ავტორს.

ელექტრონული წიგნები თავისთავად არ ესხმის თავს ჩვენს თავისუფლებებს (მაგალითისთვის Project Gutenberg-ის წიგნები), სანამ მათი მფლობელი კომპანიები არ გადაწყვეტენ ასე. ასე რომ ჩვენი გადასაწყვეტია შევაჩეროთ თუ არა ისინი.

შეუერთდი ბრძოლას, მოაწერე ხელი  http://DefectiveByDesign.org/ebooks.html.

 

 

*Digital Restrictions Management – http://www.gnu.org/philosophy/right-to-read.html

წყარო – http://www.gnu.org/philosophy/the-danger-of-ebooks.html

ერიხ ფრომი – ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში


ჩვენ იშვიათად ვხდებით „ყოფნის“ მოდუსს დასავლურ საზოგადოებაში, რადგან ჩვენს საზოგადოებას ძლიერი მიდრეკილება გააჩნია საკუთრების შეძენისა და მოგების მიღებისაკენ. ამის გამო, უამრავი ადამიანი არსებობისათვის ყველაზე მისაღებ და ბუნებრივ პრინციპად, „ფლობას“ მიიჩნევს. ყველაფერი ეს სირთულეებს ქმნის ადამიანების მიერ „ყოფნის“, როგორც ცხოვრების პრინციპის გაცნობიერებაში და იმის შეგნებაში, რომ „ფლობა“ – ცხოვრების მხოლოდ ერთერთი ორიენტაციაა. ამის მიუხედავად ამ ორივე ცნებას ფესვები ადამიანის გამოცდილებაში აქვს გადგმული. არ შეიძლება არცერთი მათგანის, განყენებულად და წმინდა რაციონალურად განხილვა; ისინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ირეკლებიან და კონკრეტულ ანალიზს მოითხოვენ. შესაძლოა ტექსტში მოყვანილი „ყოფნის“ და „ფლობის“ ყოველდღიური უბრალო მაგალითები, დაეხმარება მკითხველს შეიცნოს არსებობის ამ ორი ალტერნატიული პრინციპის არსი.

ძალაუფლება

    ძალაუფლების შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი – „ძალაუფლების ქონის“ და „ძალაუფლებად ყოფნის“ – ორი განსხვავებული შემთხვევაა. თითქმის ყველა ჩვენთაგანს, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც, გვიწევს ძალაუფლების გამოყენება. ბავშვების აღზრდისას, ადამიანები – სურვილის მიუხედავად – ახორციელებენ ძალაუფლებას, იმისათვის რომ დაიცვან ისინი საფრთხისაგან, და მისცენ რჩევები გარკვეულ სიტუაციებში ქცევის შესახებ. პატრიარქალურ საზოგადოებაში, მამაკაცების უმრავლესობისთვის ბავშვებთან ერთად ძალაუფლების ობიექტად ქალიც ითვლება. ბიუროკრატიული, იერარქიულად მოწყობილი საზოგადოების წევრების უმრავლესობა ყოველდღიურად ახორციელებს ძალაუფლებას, გამონაკლისებს მხოლოდ ყველაზე დაბალი სოციალური ფენის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მხოლოდ ამ ძალაუფლების განხორციელების ობიექტები არიან.

Continue reading ერიხ ფრომი – ყოფნისა და ფლობის პრინციპები ცოდნასა და ძალაუფლებაში