Category Archives: სტატიები

სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი

social_democracyჯერ კიდევ 1911 წელს ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა მუშებს ჩამოაცილებდა “რევოლუციურ სოციალიზმს”. 1930-იანი წლების დასაწყისში მისი ვარაუდები დადასტურდა, მეტიც, მისი სიტყვები დღესაც ეხმაურება თანამედროვეობას. სოციალ-დემოკრატია ერთდროულად საფლავიც და მესაფლავეცაა ყველა სოციალური მოძრაობისა. “პროგრესივიზმის” ნიღაბს ამოფარებული, იგი ართმევს მასებს ყოველ შანსს, მისწრაფებას, მოიპოვონ თავისუფლება. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სოციალ-დემოკრატები კომპრომისზე მიდიოდნენ, მაგრამ როცა მონაპოვარი თვალშისაცემი და ხელშესახები იყო, ისინი სწრაფადვე ცდილობდნენ მის მონოპოლიზაციას. ეს “მომგებიანი კომპრომისის” პოლიტიკა წამიერად ტრანსფორმირდებოდა თანამედროვე კაპიტალიზმის ქვაკუთხედად, ამდენად, სოციალ-დემოკრატია თვითონვე იქცა კაპიტალიზმის ბოლო ციხესიმაგრედ. ამავე ტრანსფორმაციის შედეგს შეგვიძლია ირონიულად ვუწოდოთ “კაპიტალიზმი ადამიანური სახით” – მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის საწყის ორ დეკადაში გაბატონებულ კაპიტალიზმთან შედარებით – იმდენად, რამდენადაც ისინი ხასიათდებოდნენ, როგორც “ველური კაპიტალიზმი”. კაპიტალიზმის “ჰუმანიზაცია”, ან, უკეთ რომ ვთქვათ, გადარჩენის მცდელობა, ერთდროულად ტრაგედია და ბედის ირონიაა ძველი სოციალისტებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ინტერნაციონალში.

ფაქტობრივად, ტრაგედიაა ისიც, როცა მარქსი, – მისი შეხედულებების გვიანდელი მხარდამჭერების თანახმად, – “აჭიანურებდა კაპიტალიზმის განადგურების გენერალურ იდეას, რომელსაც მისი მოწოდებები ქაღალდზე დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ.” სიტუაციის დრამატიზება მაშინ მოხდა, როცა, ამ სახის სოციალ-დემოკრატიისაგან ლენინიზმი წარმოიშვა. Continue reading სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი