Category Archives: კრიტიკა

პიტერ გელდერლოოსი – ვეგანიზმი: კრიტიკა ანარქისტული პერსპექტივიდან

თარგმანი: Dàrk

PDF ვერსია, სპეციალური დამატებით: Veganism-Peter-Gelderloos (36 გვერდი)

შესავალი

როგორც წესი, ვეგანური იდეოლოგიის დამცველები, ვერ ხედავენ განსხვავებას იმ ადამიანებს შორის, ვისთვისაც ჯერ ახალია ვეგანური იდეები და ვინც უკვე გაეცნო ამ იდეებს, მაგრამ არ შეიცვალა საკუთარი ცხოვრების წესი. ამ იდეოლოგიის მთავარი მახასიათებელი არის მკაცრი მოთხოვნა შეცვალო საკუთარი ცხოვრების წესი. თუმცა ყველა იდეოლოგია, საუკეთესო შემთხვევაში, წარმოადგენს ახალ ეტაპს ინდივიდის შემდგომი განვითარებისთვის.

ჩემი აზრით ანარქიზმი უფრო მეტად არის აზროვნების სტრუქტურა, მოქმედების და ამბოხების ტრადიცია, რომლის მიზანია ტოტალური თავისუფლება ყველა სახის ძალადობისა და ძალაუფლებისგან. მისი მრავალფეროვანი იდეოლოგიები – სინდიკალიზმი, პრიმიტივიზმი და ა.შ. მცირედი განსხვავდებების მიუხედავად, ინარჩუნებს საბაზისო პრინციპებს, რომლებიც არის მუდმივი და უცვლელი, თუმცა არავითარ შემთხვევაში აისტორიული. ანარქიზმისგან განსხვავებით, არასწორი იქნება გავაკრიტიკოთ ვეგანიზმი – როგორც იდეოლოგია, აზროვნების სტრუქტურა ან მოქმედების ტრადიცია, რადგანაც არ არსებობს თუნდაც რაიმე ბუნდოვანი მთავარი პრინციპები, რომელსაც ყველა ვეგანი ან ვეგანების უმეტესობა იზიარებს. მაგალითდ, ძალიან ბევრი ვეგანი არ თვლის რომ ყველა შემთხვევაში არასწორია ცხოველის მოკვლა საჭმლის გამო, ვეგანების მზარდ რაოდენობას კი საერთოდ არ სჯერა ცხოველთა გათავისუფლების, ამ ტერმინის რადიკალური გაგებით.

უფრო სამართლიანი იქნება თუ ვეგანიზმს გავაკრიტიკებთ, როგორც განსხვავებული აზროვნების და იდეოლოგიის მქონე ადამიანთა ერთმანეთთან დამაკავშირებელ საშუალებას და თავშეკავების მინიმალურ პრაქტიკას, რასაც სხვადასხვა მიზეზების გამო ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ირჩევენ, რომ შექმნან საერთო პრინციპები და გაერთიანდნენ ერთ სოციალურ ჯგუფად. ბევრი ადამიანისთვის მოტივი არის სოციალური, რომ მიაკუთვნონ თავი რომელიმე ჯგუფს ან მიყვნენ მოდას, ამას რა თქმა უნდა აქცევენ ჯანრთელობაზე ზრუნვის და ეთიკური მოტივების ჩარჩოში. ზოგისთვის, მოტივი არის რევოლუციური, რომ თავშეკავების მინიმალური პრაქტიკა განავრცონ მაქსიმალურ პრაქტიკაში, რომელიც შესაძლოა იპოვონ ცხოველების უფლებებისთვის და ცხოველების გათავისუფლებისთვის ბრძოლაში. შემდეგ კი ეს განავრცონ ყველა სახის დომინაციის და ექსპლუატაციის მოსპობაში.

ვეგანიზმის ეს კრიტიკა არ არის მიმართული კონკრეტული დიეტის ან ცხოვრების წესის მიმართ, რომელიც კლასიფიცირდება ვეგანურად. ეს კრიტიკა უფრო მეტად მიმართულია იმ საერთო პლატფორმის, დამაკავშირებელი საშუალების მიმართ, რასაც ადამიანები ირჩევენ გამაერთიანებელ იდეოლოგიად. კრიტიკა ეფუძნება არგუმენტებს, რომ ამ შემთხვევაში ფაქტობრივად არ არსებობს არანაირი საერთო პლატფორმა, და მიმართულია იმ მოტივების და რწმენის წინააღმდეგ, რომლებსაც ეყრდნობა ვეგანიზმი. Continue reading პიტერ გელდერლოოსი – ვეგანიზმი: კრიტიკა ანარქისტული პერსპექტივიდან

კაპიტალიზმის კრიტიკა ბავშვებისთვის და არამარტო…

 


რა არის კაპიტალიზმი?

კაპიტალიზმი, უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში არსებობს. მას კაპიტალიზმი იმიტომ ჰქვია, რომ კაპიტალზე ბატონობს. ეს ცნება, განსხვავდება ისეთი ცნებებისაგან, როგორიცაა კაპიტალისტებზე ბატონობა ან კაპიტალისტების კლასზე ბატონობა. კაპიტალიზმში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ეთქმით, ვიდრე სხვა ადამიანებს. მაგრამ, აღარ არსებობენ მეფეები და დედოფლები, რომლებიც საზოგადოების სათავეში სხედან და იქიდან იძლევიან ბრძანებებს.

-მაგრამ, თუკი აღარ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს მართავენ, მაშინ ვინ ან რა უნდა იყოს მმართველი? Continue reading კაპიტალიზმის კრიტიკა ბავშვებისთვის და არამარტო…

ილია ჭავჭავაძის დემისტიფიკაცია

 

ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ისეთი ადამიანი, რომლის ხელშეუხებელი ავტორიტეტის ირგვლივ ერთიანდებიან: გულანთებული პატრიოტები, რელიგიური ფანატიკოსები, ლიბერალები, კონსერვატორები, ნაციონალისტები, სხვადასხვა მასშტაბის მედროვეები და ბანალური ნაძირლები. და ყველა, ერთხმად მისტირიან „ილიას საქართველოს“.

თავს უფლებას მივსცემთ დავსვათ სრულიად სამართლიანი კითხვა – როგორ ხედავენ ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებითა და მიზნებით შეპყრობილი ადამიანები ილიაში თავის მოძღვარს, ხოლო „ილიასეულ საქართველოში“ კონკრეტულად მისთვის დატოვებულ მემკვიდრეობას?

ვინაიდან ჩვენს მიერ დასახულ მიზანთა მწირე ჩამონათვალში არ შედის, წმინდა სინოდის მოვალეობების გადაბარება და იმის გამორკვევა თუ რამდენად შეესაბამება ილიას პიროვნებას ისეთი ეპითეტები, როგორებიცაა “წმინდა” და “მართალი”. ამიტომ არ შევეხებით ილიას საბანკო საქმიანობასა და მის დამოკიდებულებას ყმებისადმი, რაც უფრო მორალური საკითხებია და ნებისმიერ შემთხვევაში გაკიცხვით ან შექებით უნდა დასრულდეს, ხოლო ილიას პიროვნების სიკარგის ან სიცუდის გამორკვევა ერთი ნაბიჯითაც არ მიგვაახლოვებს ჩვენს მიერ დასახულ მიზანს, გამოვარკვიოთ რაში მდგომარეობს საქართველოს მოწყობის ილიასეული ხედვა, რომლის ხორცშესხმის იდეა ორი საუკუნის განმავლობაში არ ტოვებს ქართველი ადამიანის გონებას. Continue reading ილია ჭავჭავაძის დემისტიფიკაცია

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

კორეის ანარქისტული ფედერაცია, 1928

როდესაც საუბარი ეხება ეროვნულ გათავისუფლებას, ანარქისტებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ორი სიტუაციის გარჩევა, 1- კულტურული შეზღუდვების მოხსნა აჯანყებულთა მიერ აღიქმება, როგორც სოციალური გათავისუფლების პროგრამის ნაწილი. 2- სოციალური გათავისუფლების წინაპირობად აჯანყებულები მიიჩნევენ ნაციონალურ ავტონომიას / ფედერაციას / სახელმწიფოს. ე.ი. ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერის კონცეფცია. ერის კონცეფცია მოისაზრებს, რომ არსებობს გარკვეული ეთნოსი, რომლის განსაზღვრა ობიექტურად შესაძლებელია, და მას უნდა ჰქონდეს გარკვეულ რეგიონში კულტურული პოლიტიკის ჩატარების უზენაესი უფლება.

პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ტერმინოლოგიურ შეცდომას. აჯანყებულები, რომლებსაც სურთ, ყველაფერთან ერთად, ჩაგვრის დაძლევა კულტურისა და ენის სფეროებში, ამას შეცდომით უწოდებენ ეროვნულ გათავისუფლებას. ამის შედეგად, ისინი ხელახლა აწარმოებენ მითს, რომ სახელმწიფოს გარეშე შესაძლებელია არსებობა ერისა, რომლის წარმომადგენლებიც ფლობენ უცვლადი თვისებების რიგს. ასეთ შემთხვევაში, აჯანყებულებს მუდამ უწევთ ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა იმის ახსნაზე, თუ რას გულისხმობენ ისინი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ხალხის ერებად დაყოფის იდეა საყოველთაო თანასწორობას. Continue reading ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

ბობ ბლექი – შრომის გაუქმება

ამერიკელი ანარქისტი ბობ ბლექი იძულებითი შრომის გაუქმების იდეით გამოდის, რაც მისი აზრით წარმოების და საქმიანობის ახლებურმა, ‘’თამაშის’’ ფორმამ უნდა ჩაანაცვლოს. ჩვენ გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმებით ავტორს, მაგრამ მიგვაჩნია რომ ტექსტი ბევრ საყურადღებო თვალსაზრისს შეიცავს.

PDF ვერსია  Bob-Black-shromis-gauqmeba (197.8 kB)

არავინ, არასოდეს არაა ვალდებული იშრომოს.

შრომა – ადამიანის თითქმის ყველა უბედურების სათავეა. რომელი ბოროტებაც არ უნდა დაასახელოთ – მისი მიზეზი არის შრომა ან შრომისთვის შექმნილ სამყაროში ცხოვრება. შეწყვიტო შრომა, იგივეა რაც, გათავისუფლდე ტანჯვისგან.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ვაკეთოთ. არამედ, გულისხმობს ცხოვრების ახალი სტილის შექმნის საჭიროებას, დაფუძნებულს ‘’თამაშზე’’. სხვა სიტყვებით – ‘’ლუდისტურ’’ანუ ‘’მოთამაშე’’ არსებობას: გულკეთილობას; მეგობრობას; ერთიანობას; ერთგვარ, ცხოვრების ხელოვნებასაც კი. ამ შემთხვევაში, ‘’თამაში’’ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ, ბავშვის გართობას, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ეს უკანასკნელი. მე მოგიწოდებთ, ნებაყოფლობით ურთიერთ-დამოკიდებული სიუხვისა და სიხარულის, თანაზიარი თავგადასავლისკენ. თამაში არ არის პასიური დასვენება. ეჭვსგარეშეა რომ დღეს, როგორი შემოსავალი თუ პროფესიაც არ უნდა გვქონდეს, ყველასთვის ჩვეულია სიზარმაცე და უსაქმობისკენ მიდრეკილება. მაგრამ, როგორც კი შრომისგან მოგვრილი გამოფიტვა გაივლის, თითოეული ადამიანი უპირატესობას მიანიჭებს ქმედებას. ორივე – ‘’ობლომოვობაც’’ და ‘’სტახანოველობაც’’, ერთი მედლის ორი მხარეა.

ლუდისტური ცხოვრება-თამაში, ვერ ეგუება დღეს არსებულ რეალობას. მით უარესი, ‘’რეალობისთვის’’- ამ შავი ხვრელისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად შლის ზღვარს ცხოვრებასა და გადარჩენას შორის. რეალობა, მთელ ცხოვრებას, მის მცირედ ნაწილსაც კი შთანთქავს. საინტერესოა, ან იქნებ არც ისე, რომ ყველა ძველ იდეოლოგიას, როგორებიცაა მარქსიზმი და ანარქიზმის 2  ბევრი მიმდინარეობა, განსაკუთრებული გატაცებით სჯერათ შრომის, რადგან სხვა რამის ნაკლებად თუ სწამთ.

ლიბერალები მიუთითებენ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გაუქმების აუცილებლობაზე სამუშაოზე აყვანისას – მე ვამტკიცებ, რომ თავად სამსახურია გასაუქმებელი; კონსერვატორები მხარს უჭერენ შრომის უფლების შესახებ კანონმდებლობას – მე მხარს ვუჭერ ზარმაცობის უფლებას კარლ მარქსის მეამბოხე სიძის, პოლ ლაფარგის 3 მსავსად; მემარცხენეები ითხოვენ საყოველთაო დასაქმებას – მე, ისევე როგორც სურეალისტები, იმ განსხვავებით რომ არ ვხუმრობ, ვითხოვ სრულ დაუსაქმებლობას; ტროცკისტები მოუწოდებენ პერმანენტული რევოლუციისკენ, მე – ლხინისკენ.   Continue reading ბობ ბლექი – შრომის გაუქმება

ვარლამ ჩერქეზიშვილი : მარქსის და ენგელსის სოციალ-დემოკრატიული პროგრამის კრიტიკა

პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ფოტო: ბოდლიანის ბიბლიოთეკა და რედკლიფის კამერა, ოქსფორდის უნივერსიტეტი (Ward.13.25a, p.5)

გიორგი ბერიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის
მეცნიერების დოქტორანტი, 2018 წელი.

შესავალი

ვარლამ ჩერქეზიშვილი – წარჩინებული წარმოშობის ცნობილი ქართველი ანარქისტი მეცხრამეტე საუკუნის მსოფლიოს ანარქისტულ წრეებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ის მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში, იყო რეპრესირებული რუსეთის იმპერიის მიერ, გადასახლებიდან გაიქცა, მოღვაწეობდა ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოში ანტი-იმპერიალისტურ მოძრაობას რომელიც რუსეთის 1905 წლის რევოლუციური პროცესებიდან განსაკუთრებით გააქტიურდა, თუმცა ესეში ძირითადად ყურადღება გადატანილია არა მის საქმიანობაზე, არამედ მის წერილებზე, სადაც გაკრიტიკებულია კარლ მარქსისა და ფრიდრიც ენგელსის სოციალისტური პროგრამა, მისი თეორიული ნაწილი, ისევე როგორც უშუალოდ ამ ორის პოლიტიკური მოღვაწეობა, ჩერქეზიშვილის ‘’სოციალისტური ისტორიის გვერდები’’ წიგნად გამოიცა 1902 წელს, ნიუ-იორკში, სადაც თავმოყრილია მისი რამდენიმე წერილი, ამ წერილებში გვხვდება მიმოხილვა მეცხრამეტე საუკუნის სოციალისტური მოძრაობისა და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ მოძრაობაში ენგელსისა და მარქსის პოზიციებს, ავტორი უარყოფითად აფასებს მარქსისა და ენგელსის როლს რევოლუციურ პროცესში და რაც ყველაზე საინტერესოა, მათ ‘’ახალი დიქტატურის იდეოლოგებს’’ უწოდებს, ჩერქეზიშვილის ეს ნაშრომი იმ პერიოდში საკმაოდ პოპულარული იყო დასავლეთში, საქართველოში მისი სრული ვერსია ქართულ ენაზე არ მოიპოვება, შეიძლება ითქვას ეს ნაშრომი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკა სოციალიზმის მარქსისტული განშტოებისა, რომელიც უშუალოდ მარქსისა და ენგელსის თანამედროვეს ეკუთვნის.
Continue reading ვარლამ ჩერქეზიშვილი : მარქსის და ენგელსის სოციალ-დემოკრატიული პროგრამის კრიტიკა

ფ . დოსტოევსკი – ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე

ჯოშუა რეინოლდსი. ღარიბი ბიჭი და მისი და. 1775

ტექსტი ეძღვნება 2019 წლის 18 იანვარს თბილისის გარეუბანში, აფრიკის დასახლებაში დაღუპულ 12 წლის ბიჭუნას, რომელიც მშობლების დასახმარებლად ჯართს აგროვებდა. საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 300 ბავშვი ყოველწლიურად შიმშილით იღუპება. შიმშილის მსოფლიო სტატისტიკა შეგიძლიათ იხ. ბმულზე.

I
ბიჭი ” პატარა ხელით “

ბავშვები უცნაური ხალხია.

ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან . საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე , შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას . საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა , მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი , ნიშანი იმისა , რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა . ბიჭი დადიოდა
“ პატარა ხელით ”. ეს მახასიათებელი ტერმინი , რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს , თვით მაწანწალა ბავშვებმა მოიგონეს . ქუჩაში ამ ბიჭის მსგავსს ბევრს წააწყდებით , ისინი
თქვენს ირგვლივაც დაძრწიან და რაღაც გაზეპირებულ სიტყვებს გაიძახიან . თუმცა ეს ბიჭი ყველასგან განსხვავდებოდა , ლაპარაკით არავის აწუხებდა , მისი ყოველი სიტყვა უმანკოდ და უჩვეოლოდ ჟღერდა , თან ნდობით სავსე თვალებით შემომცქეროდა .
Continue reading ფ . დოსტოევსკი – ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე

მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე



კვირა არ გავა ისე, რომ არ გავრცელდეს მედიაში ცნობა საქართველოში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული მუშის შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასზე მეტი მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა სამშენებლო ობიექტებზე, მათ შორის შახტებში, ტყიბულსა და ჭიათურაში.  წინამდებარე ტექსტი არის ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივის მიერFacebook გვერდზე გამოქვეყნებული ორი წერილის კრებული, რომლის პირველი ნაწილი ეხებოდა საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციის კრიტიკას, მათ მოთხოვნებს,  ხოლო მეორე ნაწილი, გამოქვეყნდა დისკუსიისა და სამწუხაროდ დრამატული სტატისტიკის ზრდის შემდეგ. 

I

დღეისათვის, ლიბერალებისა და ბევრი სოციალისტისთვის, მიმზიდველი თემაა მუშების უფლებების, უფრო სწორედ, შრომის უსაფრთხო პირობების დაცვა. მაგრამ გაოცებას იწვევს საპროტესტო მოძრაობა მუშათა უფლებების დაცვის ლოზუნგით, რომელშიც არ მონაწილეობენ მუშები და რომელიც ბრძოლის ერთადერთ იარაღად მიიჩნევს დავის გადაწყვეტის სახელწიფოსთვის მინდობას. რაც საერთო ჯამში საზიანოც კი არი ჩანასახის ეტაპზე მყოფი სოციალური მოძრაობისათვის.

იმის ნაცვლად, რომ მოძრაობის წევრებმა მოახდინონ მუშების გაერთიანება, შეუწყონ ხელი მათ ერთიან გამოსვლას, შექმნან სარეზერვო ფონდი, რომელიც მუშებს საშუალებას მისცემს გამართონ ხანგრძლივი გაფიცვა და აიძულოს „დამსაქმებელი“ რეალურ დათმობაზე წავიდეს, ისინი მართავენ აქციას ძირითადად სტუდენტებზე დაყრდნობით, რომელთა ეკონომიკური ინტერესები რეალურად ამ შემთხვევაში არ იბღალება, მაგრამ ისინი მოქმედებენ მუშათა სახელით, მცირერიცხოვანი განათლებული ელიტა, რომელიც მფარველობს გაუთვითცნობიერებელ მუშებს. ნაცვლად იმისა, რომ შეუწყონ ხელი მუშებში კლასობრივი იდენტობის გაღვივებას და საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად გამოტანას საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაქრება საჭიროება შუამავლისა მუშებსა და „დამსაქმებლებს“ შორის. რომლის ნიშის დაკავებისთვის რამდენიმე ჯგუფიც კი იბრძვის, მათ შორის პოლიტიკური პარტიები. პროტესტულ მოძრაობას აქვს მომავალი და დადებითი მუხტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იწყება ქვემოდან, თუ მუშის უფლებების დაცვას პირველ რიგში მუშები ღებულობენ თავზე. სტუდენტებს, რათქმაუნდა აქვთ უფლება შეუერთდნენ მათ პროტესტს და სოლიდარობა გამოუცხადონ, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება მიითვისონ სხვისი უფლებების დამცველობა. სოციალური კლასის ბედი არ უნდა იყოს მიბარებული მცირერიცხოვან ჯგუფზე, რამდენადაც გულწრფელი არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი. მსგავსი სისტემა ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი, იგივე მუშები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხმის მიცემის საშუალებით მათთვის უცნობი პირებიდან, ირჩევენ ყველაზე სანდო გარეგნობის კანდიდატს, რომელიც წარადგენს მათ სახელმწიფოს წინაშე. რითი განსხვავდება ეს პროტესტი ამ სისტემიდან? მხოლოდ ფორმატით. მუშა ორივე შემთხვევაში თამაშს გარეთაა ხოლო მისი ხმით სხვა ლაპარაკობს. Continue reading მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე

ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “სიყვარულის ხელოვნება”

III.  სიყვარული და მის დეზინტეგრაცია თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში

თუ სიყვარული არის მოწიფული, პროდუქტიული ადამიანის უნარი, გამოდის, რომ ნებისმიერ მოცემულ კულტურაში მცხოვრებ ინდივიდში ეს უნარი დამოკიდებულია გავლენაზე, რომელიც ამავე კულტურას ჩვეულებრივ ადამიანზე აქვს. თუ ჩვენ ვისაუბრებთ სიყვარულზე თანამედროვე დასავლურ კულტურაში, უნდა დაისვას კითხვა, უწყობს თუ არა ხელს დასავლური ცივილიზაციის სოციალური სტრუქტურა და მისგან შობილი სული სიყვარულის განვითარებას. ამ შეკითხვის დასმა და მასზე უარყოფითი პასუხის გაცემა ერთია. დასავლური ცხოვრების არც ერთ ობიექტურ დამკვირვებელს არ დაუყენებია ეჭვქვეშ ის, რომ – ძმური, დედობრივი და ეროტიკული სიყვარული არის შედარებით იშვიათი ფენომენი და მისი ადგილი დაკავებული აქვს ფსევდოსიყვარულის ურიცხვ ფორმას, რომლებიც სინამდვილეში სიყვარულის დეზინტეგრაციის გამოხატულება გახლავთ. Continue reading ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “სიყვარულის ხელოვნება”

ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “ფსიქოანალიზი და რელიგია”


…“ფსიქოანალიზის მთავარი მიზანია – საკუთარ თავში ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევაში ადამიანის დახმარება, ეს თერაპიული მეთოდია, რომელიც წარმოადგენს “ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ” თეზისის ემპირიულ დანართს. ჰუმანისტურ რელიგიურ აზროვნებაში და ფსიქოანალიზში ჭეშმარიტების ძიების მოთხოვნილება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიღწევასთან უწყვეტად დაკავშირებულად ითვლება. ფროიდის მიხედვით, ოიდიპოსის კომპლექსი – ნებისმიერი ნევროზის საფუძველია: სულიერი ავადმყოფობა ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა ბავშვი ვერ ძლევს საწინააღმდეგო სქესის მშობლისადმი ინფანტილურ შეთვისებადობას. ფროიდი გარდაუვალად თვლიდა იმ დასკვნას, რომ ინცესტუოზური იმპულსები წარმოადგენს ადამიანის ღრმად ფესვგადგმულ ვნებას. მან ეს შთაბეჭდილება გამოიტანა კლინიკური მასალის შესწავლიდან; ინცესტზე ტაბუ დამატებით არგუმენტად გამოდგა ამ თეზისის სასარგებლოდ. თუმცა ფროიდის აღმოჩენის ყველა მნიშვნელობა ვლინდება მაშინ, როცა ჩვენ ეს დასკვნა გადაგვაქვს სექსუალური სფეროდან პიროვნებათშორის ურთიერთობებზე. ინცესტის არსი არ მდგომარეობს ერთი ოჯახის წევრებისადმი სექსუალურ სწრაფვაში. ეს სწრაფვა იმ სახით, როგორი სახითაც პოულობენ, არის მხოლოდ ერთ-ერთი გამოთქმა ბავშვად დარჩენის უფრო ღრმა და ფუნდამენტური სურვილისა, ბავშვად, რომელიც იმ მფარველ ფიგურებსაა შეჩვეული, რომელთაგან დედა – პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაყოფი დედასთან ერთად და მის ხარჯზე ცხოვრობს; დაბადების აქტი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ბავშვი დაბადების შემდეგ ჯერ კიდევ ბევრ რამეში დედის განუყოფელი ნაწილია; მისი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის დაბადებას, მრავალი წელი სჭირდება. ეს პროცესი ფაქტიურად მთელი ცხოვრება გრძელდება. ჭიპლარის მოჭრა, არა ფიზიკური, არამედ ფსიქლოგიური თვალსაზრისით – ადამიანის განვითარების დიდი გამოწვევაა და მისი ყველაზე რთული ამოცანაც. სანამ ადამიანი ამ პირვანდელი ძაფებით დედასთან, მამასთან, ოჯახთანაა დაკავშირებული, იგი თავს დაცულად გრძნობს. იგი ჯერ კიდევ ნაყოფია, ვიღაც სხვა აგებს მასზე პასუხს. მას არ სურს “ცალკე” არსებად ყოფნა, რომელსაც პასუხისმგებლობა ექნება საკუთარ ქმედებებზე, ვალდებული იქნება გამოიტანოს აზრები, “ცხოვრება საკუთარ ხელში აიღოს”. რჩება რა ბავშვად, ადამიანი არა მხოლოდ მთლიანად თავს არიდებს ფუნდამენტურ განგაშს, რომელიც აუცილებლად ჩნდება საკუთარი მე-ს, როგორც დამოუკიდებელი არსების სრული გაცნობიერებისას, არამედ უხარია კიდეც ეს უსაფრთხოება, სითბო და უდავო სიახლოვე; მაგრამ ამის ფასი მაღალია. Continue reading ნაწყვეტი ერიხ ფრომის წიგნიდან “ფსიქოანალიზი და რელიგია”