Category Archives: კრიტიკა

GOOD NIGHT WHITE PRIDE – ისტორია

ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული პოპულარული ლოგო – “GOOD NIGHT WHITE PRIDE” რომელიც შემდგომ ნაცისტებმა / ფაშისტებმა მოიპარეს და გადათარგმნეს სათავისოდ, ლოგო დატოვეს და ტექსტი შეუცვალეს – good night left side, რეალური ისტორია ამ ფოტოსი კი ასეთი იყო. “GOOD NIGHT WHITE PRIDE” ფოტოს ისტორია 9 მაისს 1998 წელს, kkk (რასიტული ორგანიზაცია კუ-კლუქს-კლანი) მართავდა აქციას მიჩიგანში (Ann Arbor) ქალაქის მმართველობის ნებართვით. ორგანიზაციებმა – ანტი-რასისტული მოქმედება, მუშების რევოლუციური ლიგა და ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის კომიტეტმა მობილიზაცია მოახდინეს რომ შეწინააღმდეგებოდნენ “კკკ“-ს კლოუნებს. მოხდა შეტაკებები, ჯამში 5 ადამიანი დაშავდა და აქცია ჩაიშალა. ფოტოზე აღბეჭდილია ერთ ერთი ასეთი შეტაკების დროს როგორ ურტყამს ფეხს სახეში რასისტ აქტივისტს ანტიფაშისტების წარმომადგენელი, მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პოლიციამ დააკავა 39 ანტი-ფაშისტი, 20 მათგანი გაასამართლეს და ზოგიერთ მათგანი ცნეს დამნაშავედ. თუმცა მიუხედავად ამისა, შემდგომშიც მრავალჯერ განმეორდა იგივე, როცა ადამიანები გაერთიანდნენ რასისტების  წინააღმდეგ, იმ პირობებში როცა ქალაქის მმართველობა ხელს უწყობდა რასისტულ ორგანიზაციებს და პოლიციის საშუალებით კი მკაცრად სჯიდნენ ანტი-რასისტებს.

თბილისის ქუჩებში და მეტროშიც გამოჩნდა ნეო-ნაცისტური (სინონიმებია: ფაშიზმი, ულტრა მემარჯვენეები ე.წ. Правый сектор და ა.შ.) სტიკერები, მათ შორის ერთ-ერთს აწერია „ღამე მშვიდობისა მემარცხენეებო”.

მონეტარული სისტემა და მოდიფიკაციები

joker-burning-money

სილვიო გეზელი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ანარქისტი თეორიტიკოსებიდან ვინც განიხილა ეკონომიკური საკითხები. დღეს, ფინანსური კრიზისის ფონზე, ბევრი ადამიანი ეთანხმება და აღიარებს მისი იდეების სისწორეს, ეს საკმაო მიზეზია იმისათვის რომ შემოგთავაზოთ  ეკონომიკის სილვიო გეზელისეული კრიტიკული განხილვა.

უპირველეს ყოვლისა, განვიხილოთ რას წარმოადგენს მონეტარული სისტემა.

Amelie Lanier

 

  1. გაცვლის თეორია

„ბაზარი“ არის ის ადგილი სადაც იცვლება „საქონელი“, თუ გინდათ რომ იყიდოთ რაღაც ბაზარზე – იქნება ეს მცირე, ადგილობრივი, დიდი მსოფლიო ბაზარი თუ e-bay – შეძენის პროცესში მყისიერად უნდა გასცეთ სანაცვლოდ რაიმე. თუ თქვენ არაფერი არ გაქვთ, არც შეგიძლიათ რაიმე მიიღოთ, არ შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ ის მოთხოვნილებები, რაც გაქვთ.
ამავე დროს, ჩვენ გვაქვს კერძო საკუთრების სისტემა რომელიც ადამიანების უმეტესობას უსპობს შესაძლებლობას რომ აწარმოონ რაიმე. ადამიანების უმეტესობას არ აქვს მიწა რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. მათ არ აქვთ სახელოსნოები, სადაც შეუძლიათ შექმნან რაიმე. მათ არ აქვთ სამუშაო იარაღები და ინსტრუმენტები, არ აქვთ ტექნიკა. მათ არ აქვთ სახლი, მათ ქოხის აშემებოს იფლებაც კი არ აქვთ ტყეში რომ იცხოვრონ. იმისათვის რომ მიიღონ საკვები, თავშესაფარი თუ სამომხმარებლო პროდუქტი, მათ უნდა გასცენ სანაცვლოდ რაღაც – ამ სისტემაში ეს არის ფული. თუმცა, არაფრით იქნება უკეთესი რომ ყველა სახის გასაცვლელი ობიექტები იქნეს ნებადართული ან მოთხოვნილი ბაზრისთვის, იმიტომ რომ ისინი ასევე არ აქვთ ადამიანების უმეტესობას. ადამიანების უმეტესობას უბრალოდ წართმეული აქვს შესაძლებლობა შექმნას რაიმე ღირებული.
არსებობს მრავალი თეორია მსოფლიოს მოსახლეობის შიმშილის გასამართლებლად, ისინი განმარტავენ თუ რატომ  არის რომ, მსოფლიოს მოსახლეობის 12.5%(დაახლოებით 842 მილიონი ადამიანი) იმყოფება შიმშილის ქვედა ზღვარზე, ან რატომ კვდება ყოველწლიურად დაახლოებით 3.1 მილიონი ბავშვი შიმშილის გამო. ყველა ეს თეორია თუ ახსნა არის სიცრუე. ადამიანები იმიტომ შიმშილობენ ან იხოცებიან შიმშილის გამო რომ სხვა მოთხოვნებთან ერთად, ისინი ვერ აკმაყოფილებენ კაპიტალიზმის მთავარ მოთხოვნას: „იმისათვის რომ მიიღო რაღაც, შენ უნდა გქონდეს რაღაც რომ გასცე სანაცვლოდ.“ ამ თეორიებში აქცენტს აკეთბენ ლოჯისტიკურ და დისტრიბუციულ პრობლემებზე, ბუნებაზე და მის თავისებურებებზე, ადამიანის ბუნებაზე, მის სიხარბეზე და ა.შ. რეალურად კი ესაა სახელმწიფოს ბრალი, რომელსაც ყოველთვის ახასიათებს კორუფცია და მიდრეკილია მისკენ, ასევე კაპიტალიზმის, რომელიც თვის მხრივ დაცულია სახელმწიფოს მიერ, და მისი პირდაპირი დამსახურებაა(ასევე სახელმწიფოსი) რომ არსებული საზოგადოება არის კონტრასტულად დაყოფილი, 85 უმდიდრესი ადამიანი ფლობს იმდენივე სიმდიდრეს რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის უღარიბესი ნახევარი ერთად აღებული(დაახლოებით 3.5 მილიარდი ადამიანი). ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთი მხარე ფუფუნებაში ცხოვრობს და მეორე კი სიღატაკეში ღაფავს სულს. Continue reading მონეტარული სისტემა და მოდიფიკაციები

მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

bookchin005
მიუხედავად იმისა, რომ ის 2006 წელს გარდაიცვალა, მურეი ბუკჩინი მაინც აქტიურად ჩანს ახალ ამბებში. ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია როჟავას ქურთებს.

ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ნაშრომები ღრმად მცდარია, რადგან უარყოფს მუშათა კლასის წამყვან როლს კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლაში. როგორც  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას.

ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ” Continue reading მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

კრისტოფერ ჰიტჩენსი – უფალი არ სუფევს. როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს

cn_image.size.hitchens_2004_contributor_image
თავი 1. მსუბუქად რომ ვთქვათ

თუ ამ წიგნის რომელიმე მკითხველი, არ დაკმაყოფილდება უბრალო უთანხმოებით ავტორთან და გადაწყვეტს გამოიკვლიოს რა ცოდვებმა მაიძულა კალმის აღება (ჩემი გამოცდილება კი მიჩვენებს, რომ გულმოწყალების და მიმტევებლობის მქადაგებელნი, ხშირად, სწორედ ასე იქცევიან.), ის გამოიწვევს არა მარტო მიუწვდომელ და სრულყოფილ შემოქმედს, რომელმაც სავარაუდოდ, თავადვე შემქმნა ასეთად, არამედ შებღალავს კეთილი და უანგარო რწმენის მქონე ქალბატონის, ჯინ უოტსის ხსოვნას.

9 წლის ასაკში, როდესაც ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სკოლა “დარტმურში” დავდიოდი, ჯინ უოტსის მოვალეობა გახლდათ, ვეზიარებინე ბუნების საიდუმლოებებისა და წმინდა წერილისთვის. მას დავყავდით ექსკურსიებზე, ჩემი სამშობლოს განსაკუთრებულ მხარეებში და გვასწავლიდა ფრინველების, ცხოველების და მცენარეების სახელებს. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე საოცარი სილამაზე, რომელსაც ბუნება მალავდა: ბუდეში მჭიდროდ ჩაწყობილი ფრინველის კვერცხები; ხელის გაწვდენაზე ამოსული მხსნელი მრავალძარღვა, ფეხების დასუსხვის შემთხვევაში.- ეს ყველაფერი ისევე ჩარჩა ჩემს მეხსიერებაში, როგორც ის “მონადირეთა მუზეუმი”, სადაც ადგილობრივ გლეხებს გამოფენაზე გამოჰქონდათ ნანადირევ ცხოველთა ფიტულები. მარტივად მიხვდებით რის გადმოცემას ვცდილობ, თუ წაგიკითხავთ ჯონ კლერის უკვდავი პროვინციული ლირიკა. Continue reading კრისტოფერ ჰიტჩენსი – უფალი არ სუფევს. როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს

ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

ალექსანდრ ბრენერი, ბარბარა შურცი რეცენზია ბობ ბლექის წიგნზე “ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

ეშმაკმა დალახვროს… რა არის ანარქიზმი ? ვინ არიან ანარქისტები? საიდან გაჩდნენ? ნუთუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია? დღეს? დელიოზის და გვატარის შემდეგ? დიდი თეორეტიკოსების ჰარდტის და ნეგრის ეპოქაში? ტონი ნეგრის ხომ ანარქისტები არ უყვარს… ტონი ნეგრი – თანამედროვეობის ცნობილი კრიტიკოსია, “გლობალიზაციის” მთავარი ავტორიტეტი და უახლესი იმპერიის ანალიტიკოსი!..

ჩვენი პასუხია: დაივიწყეთ ტონი ნეგრი! ის სულაც არ არის კრიტიკოსი, არამედ ბაზრის მორჩილი მიმწოდებელია. მისი წიგნები მილიონიანი ტირაჟებით იბეჭდება, როგორც ბილ გეითსის ოპუსები. ის სარეკლამო იხვია. ის კაპიტალის მარცხენა ფრთაა და მატყუარა. ანარქისტები კი ისევ თვითგამოცემით არიან დაკავებულნი. თვითონ ავრცელებენ თავიანთ ბროშურებს. ზუსტად ასე იქცევიან ნამდვილი კრიტიკოსები, დამამხობლები, დამანგრევლები.. ახლა ჩვენ განგიმარტავთ  ვინ არიან ისინი… ყველაზე პირდაპირი და მისაწვდომი ხერხით. საჟურნალო რეცენზიაში…

ესე იგი: ნამდვილი ანარქისტები არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან აუჯანყდნენ უსამართლობას და ჩაგვრას აქ და ახლა. დიახ, აქ და ახლა, დაუყოვნებლივ. ძალაუფლება, სახელმწიფო, კაპიტალი, ავტოტიტეტი, რეპრესია – ყველაფერი ეს ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული (ოფისში, სახლში, მეტროში, ქუჩაში), შორს წასვლა არ გვჭირდება. მაგრამ ვის შეუძლია შეუტიოს მოწინააღმდეგეს დაუყოვნებლივ, სპონტანურად, გაბედულად, ფეხმოუცვლელად ? Continue reading ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

ჯორჯ ორუელი – ნაწყვეტები “1984”-დან

george-orwell

ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რესურსებისა და ბაზრისათვის ბრძოლა წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე ომის უპირველესი მიზანია წარმოებული პროდუქტების გახრჯვა ცხოვრების საერთო დონის აუწევლად. უკვე 19 საუკუნის ბოლოდან ინდუსტრიულ საზოგადოებაში ფარულად არსებობდა პრობლემა, რა ექნათ ჭარბად წარმოებული საქონლისათვის.

პრობლემა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ შეენარჩუნებინათ ინდუსტრია მსოფლიო დოვლათის გაზრდის გარეშე. საქონელი უნდა შექმნილიყო, მაგრამ არ უნდა განაწილებულიყო. პრაქტიკულად, ამის მიღწევის ერთადერთ საშალებას წარმოადგენდა ყოფნა მუდმივი ომის მდგომარეობაში.

ომის დანიშნულება ნგრევაა, – არა მაინცდამაინც ადამიანთა სიცოცხლის, არამედ ადამიანური შრომის ნაყოფის. ომში ნადგურდება, სტრატოსფეროში იფანტება თუ ზღვაში იძირება მთელი ის მასალა, რომელიც მასებს მეტისმეტ კომფორტს მოუტანდა და, საბოლოოდ, მეტისმეტად ჩააგდებდა ჭკუაში. მაშინაც კი, როცა შექმნილი იარაღი ბოლოს არ ნადგურდება, მისი დამზადებით მაინც მიიღწევა მიზანი: სამუშაო ძალა იხარჯება რაიმე ისეთის წარმოების გარეშე, რასაც ბოლოს რაღაცნაირად მაინც გამოიყენებდნენ… ომი სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ შთანთქას ყოველგვარი ზედმეტი დოვლათი, რომელსაც შეეძლო ეარსება ადამიანთა უშუალო საჭიროებების შესატყვისად… Continue reading ჯორჯ ორუელი – ნაწყვეტები “1984”-დან

აბდულა ოჯალანი – დემოკრატიული კონფედერალიზმი

III. დემოკრატიული კონფედერალიზმი

Abdullah Öcalan
Abdullah Öcalan

მმართველობის თუ ადმინისტრირების ამგვარი წესი იგივეა რაც დემოკრატია სახელმწიფოს გარეშე, მეორეგვარად არა-სახელწიფო პოლიტიკური ადმინისტრირება. გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული პროცესი არ უნდა გაიგივდეს საჯარო ადმინისტრირების პროცესთან. სახელმწიფოები განკარგავენ, მაშინ როდესაც დემოკრატიები მართავენ, სახელმწიფოები ძალაუფლებაზეა დაფუძნებული, დემოკრატიები კი კოლექტიურ კონსენსუსზე. სამთავრობო ოფისი განსაზღვრულია ბრძანებულებით, მაშინაც კი, როდესაც მას ლეგიტიმაციას არჩევნები აძლევს, დემოკრატიები კი პირდაპირ მოქმედებას იყენებენ, სახელმწიფოსათვის ძალადობა ლეგიტიმური მექანიზმია, ხოლო დემოკრატიები ნებაყოფლობით მონაწილეობაზეა დაფუძნებული.

დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისათვის. ის მოქნილი, მრავალ-კულტურული, ანტი-მონოპოლიური და კონსესუსზე ორიენტირებულია, სადაც ეკოლოგია და ფემინიზმი ცენტრალური საკითხებია. ამგვარ თვით-ადმინისტრირებაში ეკონომიკის ალტერნატიული მოწყობის შესაძლებლობა ჩნდება, ეკონომიკის, რომელიც ზრდის საზოგადოების რესურსებს მათი ექსპორტირების ნაცვლად, შესაბამისად სამართლიანია/მართლზომიერია საზოგადოების მრავალგვარი საჭიროებების მიმართ.

მონაწილეობა და პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნება

საზოგადოების ურთიერთსაწინააღმდეგო კომპოზიცია საჭიროებს როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალური მმართველობის პოლიტიკურ ჯგუფებს. ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ჯგუფები ამ გზითაა დაბალანსებული. მხოლოდ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ საკუთარ სპეციფიკურ სიტუაციებსა და სოციალური პრობლემებისათვის სათანადო გადაჭრის გზები განავითარონ. კულტურული, ეთნიკური ან ნაციონალური იდენტობის გამოხატვა ბუნებითი უფლებაა, თუმცა ამ უფლებას ეთიკური და პოლიტიკური საზოგადოება სჭირდება. დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სახელწიფო თუ მმართველობის სხვა ტრადიციებთან კომპრომისზე წასვლისთვის, იქნება ეს ერი-სახელწიფო, რესპუბლიკა თუ დემოკრატია – ის შესაძლებელს ხდის მათ თანაბარ თანაარსებობას.

საზოგადოების მემკვიდრეობა და ისტორიული ცოდნის დაგროვება Continue reading აბდულა ოჯალანი – დემოკრატიული კონფედერალიზმი

ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

სოციალისტურ სამყაროში პირველ მაისს მშრომელთა დღესასწაულად მიიჩნევენ. ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ ეს მცდარი წარმოდგენა არაერთი ქვეყნის მშრომელებს აქვთ და სწორედ ამიტომ ზეიმობენ პირველ მაისს. სინამდვილეში, პირველი მაისი სულაც არაა დღესასწაული. ამ დღეს მუშები არ უნდა დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, პირიქით, ისინი უნდა შეიკრიბონ ყოველ სოფელსა თუ ქალაქში და უნდა მოაწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები! პირველი მაისს არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, როგორიც აქვს სოციალისტურ სახელმწიფოებში (განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში). ამ დღეს პროლეტარიატმა უნდა აჩვენოს მთელი თავისი ძალა, რაც გამოიხატება მოძალადე, მონათმფლობელური, მატყუარა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ისტორიულ დღეს მშრომელთა კლასი ერთად უნდა დადგეს და გამოხატოს თავისი ნება და პოზიცია აწმყოსა და მომავაალთან დაკავშირებით. Continue reading ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

ალექსანდრე ბერკმანი – დანაშაული

Alexander_Berkman_1x
დღეს საზოგადოება მცირეოდენ ძალისხმევასაც კი არ დებს იმ საქმეში, რომელსაც დანაშაულის პრევენცია ჰქვია – დანაშაულის მიზეზების პოვნის და განეიტრალების ნაცვლად ყველა დამნაშავეებს სდევნის. მოკლედ რომ ვთქვათ, დღედღეობით სისტემა ებრძვის არა დანაშაულს, არამედ დამნაშავეებს. საზოგადოება სდევნის მათ, ვინც უკვე ჩაიდინა დანაშაული და არც კი ცდილობს დანაშაულის ჩადენის მოტივების დადგენას, რითაც სრულიად უგულებელყოფს იმ ადამიანებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ზღვარზე დგანან. ისინი, ვისაც გარკვეული პრობლემები აქვთ, ვერ ხედავენ გამოსავალს და მიიწევენ იმ უფსკრულისკენ, რომელსაც დანაშაულის ჩადენა ჰქვია. მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის სურვილი, ეს უკანასკნელნი იძულებულნი არიან, ბოლომდე ჩაეფლონ კრიმინალის მორევში და მიყვნენ დინებას. ამ დროს კი საზოგადოება მშვიდად უყურებს სეირს და ხელსაც კი არ ანძრევს იმისთვის, რომ მათმა თანამოძმემ თავისი პრობლემა დანაშაულის ჩადენის გარეშე მოაგვაროს. სამაგიეროდ, მას შემდეგ, რაც დაინახავენ დამნაშავედ ქცეულ ადამიანს, საშველად უხმობენ „სამართალს“, რომლის ერთადერთი იარაღი – სასჯელია.

როგორ ექცევა „სამართალი“ კრიმინალთა კლასს?

საზოგადოების დამოკიდებულება კრიმინალებთან მიმართებით ყოველთვის ერთნაირი იყო – „მოვიშოროთ ისინი თავიდან!“. Continue reading ალექსანდრე ბერკმანი – დანაშაული

ალექსანდრე ბერკმანი – რეგისტრაცია

Alexander_Berkman_1x
რეგისტრაცია პირველი ნაბიჯია სამხედრო ვალდებულებისკენ. ომის მხარდამჭერები და მათ მიერ მოსყიდული მეძავი პრესა ყველანაირად ცდილობს ჩვენ შეტყუებას არმიაში, ამბობენ, რომ რეგისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო ვალდებულებასთან – ისინი იტყუებიან. რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია ჯარში გაწვევა.

სამხედრო ვალდებულება არის უარყოფა ჩვენი, როგორც მოქალაქეების, უფლებებისა. ჯარში გაწვევა არის სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ჩვენი თავისუფლების ყველანაირი კვალი. რეგისტრაცია კი ამის წინაპირობაა.

ადამიანი არ უნდა იყოს ვალდებული იბრძოლოს თავისი სურვილის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს შევეწინააღმდეგოთ სამხედრო ვალდებულებას მაშინ, როცა ვადასტურებთ და ვემორჩილებით რეგისტრაციას.
დასაწყისში ყველაფერი რთულია, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ შეძლო ჩვენი დარწმუნება დარეგისტრირებაში, ის ძალისხმევის გარეშე შეძლებს ჩვენთვის სამხედრო ვალდებულების დაკისრებას.

რეგისტრაციის მეშვეობით, ჩვენი ნებით ვაწვდით ხელისუფლებას იმ ინფორმაციას, რომელიც მას სჭირდება სამხედრო სისტემის ეფექტურობისთვის და მოქნილობისთვის.

რეგისტრაცია ნიშნავს მთავრობის ხელში დესპოტური ძალაუფლების ჩაგდებას, რომელმაც შექმნა ყველაზე ბნელი რუსეთი რევოლუციის შემდეგ. ამ ქვეყანაში არის ათასობით, შეიძლება ათიათასობით ახალგაზრდაც კი, რომელსაც არასოდეს მიუცია ხმა და გადაუხდია გადასახადი, მათ ლეგალურად არ აქვთ არსებობის უფლება. მათი რეგისტრაცია, არც მეტი, არც ნაკლები, თვითმკვლელობის ტოლფასია.

რეგისტრაციის უგულებელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სამხედრო ვალდებულების თავიდან აცილებისთვის კი შეიძლება სიკვდილითაც დაგსაჯონ.

რეგისტრაცია არის იმის დადასტურება, რომ ხელისუფლებას აქვს პიროვნების ჯარში გაწვევის უფლება, ხოლო ადამიანთა დახოცვისთვის თანმიმდევრული, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გაწევა არ საჭიროებს არც რეგისტრაციასა და არც ჯარში გაწვევას.