Category Archives: სიახლეები

მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე



კვირა არ გავა ისე, რომ არ გავრცელდეს მედიაში ცნობა საქართველოში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული მუშის შესახებ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასზე მეტი მუშა დაიღუპა ან დასახიჩრდა სამშენებლო ობიექტებზე, მათ შორის შახტებში, ტყიბულსა და ჭიათურაში.  წინამდებარე ტექსტი არის ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივის მიერFacebook გვერდზე გამოქვეყნებული ორი წერილის კრებული, რომლის პირველი ნაწილი ეხებოდა საზოგადოების ერთი ნაწილის რეაქციის კრიტიკას, მათ მოთხოვნებს,  ხოლო მეორე ნაწილი, გამოქვეყნდა დისკუსიისა და სამწუხაროდ დრამატული სტატისტიკის ზრდის შემდეგ. 

I

დღეისათვის, ლიბერალებისა და ბევრი სოციალისტისთვის, მიმზიდველი თემაა მუშების უფლებების, უფრო სწორედ, შრომის უსაფრთხო პირობების დაცვა. მაგრამ გაოცებას იწვევს საპროტესტო მოძრაობა მუშათა უფლებების დაცვის ლოზუნგით, რომელშიც არ მონაწილეობენ მუშები და რომელიც ბრძოლის ერთადერთ იარაღად მიიჩნევს დავის გადაწყვეტის სახელწიფოსთვის მინდობას. რაც საერთო ჯამში საზიანოც კი არი ჩანასახის ეტაპზე მყოფი სოციალური მოძრაობისათვის.

იმის ნაცვლად, რომ მოძრაობის წევრებმა მოახდინონ მუშების გაერთიანება, შეუწყონ ხელი მათ ერთიან გამოსვლას, შექმნან სარეზერვო ფონდი, რომელიც მუშებს საშუალებას მისცემს გამართონ ხანგრძლივი გაფიცვა და აიძულოს „დამსაქმებელი“ რეალურ დათმობაზე წავიდეს, ისინი მართავენ აქციას ძირითადად სტუდენტებზე დაყრდნობით, რომელთა ეკონომიკური ინტერესები რეალურად ამ შემთხვევაში არ იბღალება, მაგრამ ისინი მოქმედებენ მუშათა სახელით, მცირერიცხოვანი განათლებული ელიტა, რომელიც მფარველობს გაუთვითცნობიერებელ მუშებს. ნაცვლად იმისა, რომ შეუწყონ ხელი მუშებში კლასობრივი იდენტობის გაღვივებას და საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად გამოტანას საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში. მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაქრება საჭიროება შუამავლისა მუშებსა და „დამსაქმებლებს“ შორის. რომლის ნიშის დაკავებისთვის რამდენიმე ჯგუფიც კი იბრძვის, მათ შორის პოლიტიკური პარტიები. პროტესტულ მოძრაობას აქვს მომავალი და დადებითი მუხტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იწყება ქვემოდან, თუ მუშის უფლებების დაცვას პირველ რიგში მუშები ღებულობენ თავზე. სტუდენტებს, რათქმაუნდა აქვთ უფლება შეუერთდნენ მათ პროტესტს და სოლიდარობა გამოუცხადონ, მაგრამ მათ არ აქვთ უფლება მიითვისონ სხვისი უფლებების დამცველობა. სოციალური კლასის ბედი არ უნდა იყოს მიბარებული მცირერიცხოვან ჯგუფზე, რამდენადაც გულწრფელი არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი. მსგავსი სისტემა ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი, იგივე მუშები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ხმის მიცემის საშუალებით მათთვის უცნობი პირებიდან, ირჩევენ ყველაზე სანდო გარეგნობის კანდიდატს, რომელიც წარადგენს მათ სახელმწიფოს წინაშე. რითი განსხვავდება ეს პროტესტი ამ სისტემიდან? მხოლოდ ფორმატით. მუშა ორივე შემთხვევაში თამაშს გარეთაა ხოლო მისი ხმით სხვა ლაპარაკობს. Continue reading მუშათა მოძრაობა მუშების გარეშე

ჯოზეფ სტიგლიცი – რას მივცემდი ხმას საბერძნეთის რეფერენდუმში

stiglitz_joseph

ევროპაში დაძაბულობის მიმდინარე მატება გარეშე დამკვირვებლებმა შეიძლება საბერძნეთისა და მისი კრედიტორების ურთიერთობებათა ბოლო ფაზის გარდაუვალ შედეგად მიიჩნიონ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ევროპელი ლიდერები ბოლოსდაბოლოს მიმდინარე დავის ნამდვილ ბუნებას აჩენენ. სამწუხაროდ, ნათელი ხდება, რომ დავის საფუძველი ფულსა და ეკონომიკაზე მეტად დემოკრატია და ძალაუფლებაა.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეკონომიკა უმნიშვნელო როლს არ ასრულებდა იმ პროგრამაში, ე.წ. ტროიკამ (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი) ხუთი წლის წინ რომ მოახვია თავს საბერძნეთს და რასაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 25%-იანი შემცირება მოჰყვა. არ მახსენდება სხვა არც ერთი ეკონომიკური დეპრესია, რომელიც ამის მსგავსად წინასწარგანზრახული იყო და თანაც ასეთი კატასტროფული მახასიათებლები ჰქონდა. მაგალითისთვის, ბერძენ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე 60%-ს აჭარბებს. Continue reading ჯოზეფ სტიგლიცი – რას მივცემდი ხმას საბერძნეთის რეფერენდუმში

Anarchist F.A.Q.

ანარქისტული ბიბლიოთეკა იწყებს პროექტს  “Anarchist F.A.Q ქართულად”. Anarchist FAQ არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული, რომელშიც ახსნილია ანარქიის ყველა ძირითადი პრინციპი და განხილულია როგორც დღევანდელი სისტემის ნაკლოვანი მხარეები, ასევე ანარქიული საზოგადოების მოდელი, გარდა ამისა, Anarchist FAQ გვთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ანარქიასთან დაკავშირებით.

ბიბლიოთეკის მკითხველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ პროექტში და დაგვეხმარონ Anarchist F.A.Q.-ის თარგმნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ – contact [at] a-library.info