ემილ პუჟე – რევოლუციური ლუკმა

Émile_Pouget
ანტიკური ხანის რომელიღაც ფილოსოფოსს  უთქვამს: „ბრძენი კანონს საკუთარ თავში ატარებს“. ეს ანარქიის მთელი კონცეფციაა ერთ სიტყვაში. მაგრამ იკითხავენ: „დიახ, მაგრამ არის კი ყველა ადამიანი ბრძენი?“

თავისთავად კითხვას კი არასწორად გაიგებენ, რადგან არ არსებობს სიბრძნის საზომი ერთეული. ნამდვილი სიბრძნე ყველასთვის იქნებოდა პრინციპი – „იყავი ნამდვილი, ის რაც ხარ“. ამ დონის ინდვიდუალიზმის განსაზოგადებლად უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ფსიქიკური ურთიერთქმედების მარეგულირებელი ფამილარულობა ახასიათებთ და ეს უხმო შეთანხმება აყალიბებს სოციალურ გარემოს.

რაც ყველა ადამიანს აერთიანებს, ეს საკვების მოთხოვნილებაა. იმისათვის, რომ იფილოსოფოსო, ჯერ უნდა იარსებო – საარსებოდ კი საკვები აუცილებლად დაგჭირდება. როგორი რევოლუციური იდეებიც არ უნდა გქონდეს, ძნელია შეეწინააღდეგო ამ მოთხოვნილებას : ყველაზე ველური იდეალისტებიც მიირთმევენ დღიურ ულუფას. Continue reading ემილ პუჟე – რევოლუციური ლუკმა

თორნიკე ჩივაძე – ნეო-ფაშიზმი

ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride (იხ. ისტორია ქართულად)

30 იანვარს (2012 წელი) თბილისში მოეწყო  ნეო-ნაცისტების მცირე აქცია. აქციას მსვლელობის სახე ჰქონდა , ისინი ქალაქის ცენტრში თავხედურად აფრიალებდნენ ნაცისტური სიმბოლიკის მქონე დროშებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი ზრდასრული პიროვნებები იყვნენ და არა პატარა ცხვირმოუხოცავი ბავშვები! მოხდა საკმაოდ დაძაბული შელაპარაკება ბონჰედებსა (არ აგვერიოს ანარქო-პანკ სკინჰედებში) და ერთ-ერთ სტუდენტ გოგონას შორის, რომელმაც რეპლიკა ესროლა “მედროშეებს”. სამწუხაროდ ჩემთვის მეტი არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული აქციის შესახებ. ახლა კი ორიოდე სიტყვა ნეო-ფაშიზმზე.

პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ ფაშიზმი (გავაერთიანოთ ნაციზმთან) არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულ სწავლებად , ფაშიზმის ყველა ძირითადი იდეა რომლებიცაა, ანტი-იმიგრაცია, რასობრივი სიწმინდე, ნაციონალური პოლიტიკური უფლებები და შესაძლებლობები და სოციალური დარვინიზმი, რეალობასაა მოწყვეტილი და არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია (ამ თემის გაშლას აქ საჭიროდ არ მივიჩნევ, კითხვების შემთხვევაში ვეცდები დავამტკიცო ჩემი მოსაზრებები ცალ-ცალკე.) და მთლიანად ირაციონალურ რომანტიზმს ეფუძვნება. ფაშიზმი არის სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის შედეგი,რომელიც წარმოიშობა უთანასწორობის დროს საზოგადოების სხვადასხვა კლასებში. ფაშიზმი აჯანყების ინსტიქტის „სუბლიმაციაა“ ნაციონაიზმის ნიადაგზე. იყო ფაშისტი ნიშნავს ურტყა მეზობელს,როცა შენი ოჯახის წევრი გქურდავს. ფაშიზმი, პირველ რიგში, საზრდოობს პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის იდეალებით, ინტერნაციონალიზმის და კლასობრივი სოლიდარობის საპირისპიროდ. ფაშიზმის მიერ ნაციის განდიდება, იერარქიების თაყვანისცემაა, რომელიც „არსებობს“ ნაციებს შორის…
Continue reading თორნიკე ჩივაძე – ნეო-ფაშიზმი

ჯონ მური – მაქსიმალისტური ანარქიზმი და ანარქისტული მაქსიმალიზმი

IAmNotAManDynamite

პრერევოლუციურ რუსეთში სოციალისტი რევოლუციონერები დაიყვნენ ორ ბანაკად – რადიკალებად და მემარჯვენეებად. პირველები ცნობილი იყვნენ, როგორც მაქსიმალისტები, ხოლო მეორეები, – როგორც მინიმალისტები. მე მინდა შევინარჩუნო ეს ტერმინოლოგია, რათა პარალელი გავავლო თანამედროვე ანარქიზმის ორ ზოგად ტენდენციასთან. ჩემი განზრახვა არ არის, რომ დეტალებში მიმოვიხილო ანარქიზმის ათეულობით ვარიაცია და სახესხვაობა. ის უკვე მოიცავს პოზიციათა ფართო სპექტრს – ინდივიდუალიზმს, კომუნიზმს, მუტუალიზმს, კოლექტივიზმს, პრიმიტივიზმს და ა.შ. მაშასადამე, ამ ესსეში ფოკუსირებას მოვახდენ არა ვარიაციებსა და ინტერპრეტაციებზე, რომ საბოლოოდ დავადგინო ერთი ან რამდენიმე პოზიციის ჭეშმარიტება ან მცდარობა, არამედ მკაფიოდ ვკონცენტრირდები ერთ კონკრეტულ ინტერპრეტაციაზე, მოვსახავ კონტურებს, რომელიც საშუალებას მისცემს ცალკეულ დაინტერესებულ ადამიანებს, საკუთარი ადგილი მოძებნონ ანარქიზმის რუკაზე.

მაქსიმალისტური ანარქიზმი მოიცავს ანარქიზმის ისეთ ფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავენ ძალადობისა და ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთი „პროექტი“ ბადებს ძალაუფლების ტოტალურობის კითხვას – ძალაუფლება, როგორც ძალაუფლებრივი ურთიერთობა და კონტროლის სტრუქტურების ერთიანობა, რომელიც წარმოშობს ამგვარ ურთიერთობებს თუ იმას, რასაც მე ვარქმევ „კონტროლის კომპლექსურობას“. Continue reading ჯონ მური – მაქსიმალისტური ანარქიზმი და ანარქისტული მაქსიმალიზმი

ანარქია და დანაშაული

13096_10151432846644644_780418266_n

რუსი ანარქისტი, კროპოტკინი გამოყოფს სამი სახის დანაშაულს : კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული, სახელმწიფო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული და კრიმინალი ინდივიდებს შორის. დადგინდა, რომ, მაგალითად ბრიტანეთში დანაშაულის 94% საკუთრებასთან დაკავშირებულ კრიმინალზე მოდის (რა თქმა უნდა, მის მნიშვნელოვან ნაწილს კერძო საკუთრება შეადგენს). ხოლო ის, რაც არ აღრიცხულა, წარმოადგენენ დანაშაულს საკუთრებისთვის.

ეს არაა მხოლოდ სიტყვების თამაში. ჩვენ კაპიტალისტურ სისტემაში ვცხოვრობთ. მაგრამ საიდან გადმოინაცვლა კაპიტალმა პირველ ადგილზე? მივყვეთ ისტორიას: 18-19 საუკუნის კაპიტალიზმი დაშენდა 16-17 საუკუნისთვის დამახასიათებელ მეკობრეობასა და მონობაზე. “ახალი მსოფლიოს” ძარცვით მოპოვებული მილიონობით გირვანქა ოქრო, ვერცხლი და სანალებლები აფინანსებდა საბანკო და სავაჭრო სისტემას. ერთ-ერთი სავაჭრო საქონელი კი ადამიანი გახლდათ. ასე რომ, კაპიტალიზმის საწყის ეტაპზე მონობა სავსებით ჩვეულებრივი რამ იყო. უამრავმა ევროპულმა ოჯახმა ჰერცოგისა და რაინდის ტიტულები სწორედ ამ სახის სავაჭრო საქმიანობით მოიპოვა.
Continue reading ანარქია და დანაშაული

ლიბერტარული პედაგოგიკა

Anarchist-2012-3-proofdas

ბევრს მიაჩნია რომ განათლება საზოგადებრივი ცხოვრებისგან დამოუკიდებელი სფეროა. გავრცელებულია აზრი რომ სასწავლო დაწესებულება ავტონომიურია იმ გაგებით რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის შიდა ცხოვრებაში, სასწავლებელს კი არ ეხება არაფერი რაც მის კედლებს გარეთ ხდება, რომ სასწავლებელი ის ადგილია სადაც ურთიერთობები პედაგოგსა და სტდუდენტს შორის ურთიერთ პატივისცემაზე და ერთმანეთის ინტერესების გათავალისწინებაზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი გულუბრყვილობა ან სიცრუეა.

სახელმწიფო და მმართველი სოციალური ჯგუფები ყოველთვის იყენებდნენ განათლებას საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნებისთვის. ყველაზე ადრეული ასაკიდან ისინი ასწავლიან ბავშვებს მორჩილებას და ქცევის არასოლიდარულ და კონკურენტულ ფორმებს. სახელმწიფო აკონტროლებს განათლების ყველა პროცესს რადგან ესმით რომ განათლება მსვენიერი საშუალებაა არსებული სისტემის შენარჩუნებისთვის. Continue reading ლიბერტარული პედაგოგიკა

ანარქო-კომუნიზმი

JYcaUad

ანარქო–კომუნიზმი (თავისუფალი კომუნიზმი) არის ანარქიის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ემხრობა სახელმწიფოს, ბაზრის, ფულის, კერძო საკუთრების და კაპიტალისტური სისტემის განადგურებას, სანაცვლოდ კი გვთავაზობს წარმოების საშუალებების საერთო საკუთრებაში ქონას, პირდაპირ დემოკრატიას და უიერარქიო ასოციაციებსა და მუშათა საბჭოებს, რომელშიც წარმოება დამყარებული იქნება პრინციპზე–ყველას მოთხოვნილების, ყველა–შესაძლებლობების მიხედვით. ანარქო-კომუნიზმის საფუძვლებია:

  • დეცენტრალიზაცია – ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩანაცვლება თავისუფალი ფედერაციებით, თვითორგანიზებული ტერიტორიული ერთეულებით (კომუნებით) და საწარმოო გაერთიანებებით.
  • თავისუფლება – რაც, პირველ რიგშიც გულისხმობს სრულ პიროვნულ თავისუფლებას. ძირითადად, ადამიანის პიროვნული თავისუფლების შელახვის მთავარი ინსტრუმენტია პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორები – მაგალითად, როდესაც ადამიანს კანონების გამოყენებით აიძულებენ რაღაც ქმედების განხორციელებას, ან ეკონომიკური ფაქტორები აიძულებს მას საკუთარი სამუშაო ძალა მიჰყიდოს კაპიტალის მფლობელს. ყოველს ადამიანს თავისუფლად უნდა შეეძლოს საკუთარ ცხოვრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.
  • თანასწორობა – იერარქიის არარსებობა, ყველას თანაბრად უნდა ჰქონდეს იმ ყველაფრის მიღების საშუალება, რაც საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის. ასევე, საერთო დოვლათი ყველასთვის თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი
  •  ურთიერთდახმარება – აქ საუბარია ეგოიზმის – ხალხის დაყოფის მიზეზის – სოლიდარობით ჩანაცვლებაზე, რაც მიგვიყვანს ჰარმონიულ საზოგადოებამდე, რომლის წევრებიც მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად. Continue reading ანარქო-კომუნიზმი

რა არის ანარქია?

საიდან მოდის წრეში ჩასმული A? ეს არის სიმბოლო, რომელიც ალბათ შავ და წითელ-შავ დროშაზე მეტად ცნობილია. პიტერ მარშალის მიხედვით "წრეში ჩასმული A" გამოხატავს, რომ "ანარქიზმი არის წესრიგი". ასევე ამატებს, რომ წრე არის "ერთიანობისა და გადაწყვეტილების სიმბოლო", რომელიც "მხარს უჭერს ინტერნაციონალი ანარქისტების სოლიდარობას". თუმცა წრეში ჩასმული A-ს წარმოშობა, როგორც ანარქისტების სიმბოლოსი, არაა ნათელი. ბევრი ფიქრობს, რომ ის დაიწყო 1970-იან წლებში, პანკური მოძრაობიდან, მაგამ სინამდვილეში, ის ბევრად ადრე იღებს სათავეს. პიტერ მარშალის მიხედვით: "1964-ში ფრანგული ჯგუფი "jeunesse libertaire"-მ ახალი მნიშვნელობა მისცა ზემოთხსენებულ სლოგანს "ანარქია არის წესრიგი", როდესაც შექმნა სიმბოლო, რომელიც მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 1956 წლის 25 ნოემბერს, ბრიუსელში "alliance ouvriere anarchiste"-მ საბოლოოდ შემოიღო ეს სიმბოლო. დიდი ხნის შემდეგ, BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936) შესახებ, გამოჩნდა ანარქისტული მოძრაობის წევრი სიმბოლური "A" ნიშნით. სიმბოლოს წარმოშობაზე სხვა არაფერია ცნობილი. დღესდღეისობით, წრეში ჩასმული A არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმბოლო პოლიტიკური სიმბოლიკის მთელ დარგში. "საოცარმა უბრალოებამ და პირდაპირობამ გახადა სიმბოლო ასე მისაღები ანარქისტებისთვის და გაამაგრა მოძრაობა 1968 წელს, თავიდან აღდგომის შემდეგ."
საიდან მოდის წრეში ჩასმული A?
ეს არის სიმბოლო, რომელიც ალბათ შავ და წითელ-შავ დროშაზე მეტად ცნობილია. პიტერ მარშალის მიხედვით “წრეში ჩასმული A” გამოხატავს, რომ “ანარქიზმი არის წესრიგი”. ასევე ამატებს, რომ წრე არის “ერთიანობისა და გადაწყვეტილების სიმბოლო”, რომელიც “მხარს უჭერს ინტერნაციონალი ანარქისტების სოლიდარობას”.
თუმცა წრეში ჩასმული A-ს წარმოშობა, როგორც ანარქისტების სიმბოლოსი, არაა ნათელი. ბევრი ფიქრობს, რომ ის დაიწყო 1970-იან წლებში, პანკური მოძრაობიდან, მაგამ სინამდვილეში, ის ბევრად ადრე იღებს სათავეს. პიტერ მარშალის მიხედვით: “1964-ში ფრანგული ჯგუფი “jeunesse libertaire”-მ ახალი მნიშვნელობა მისცა ზემოთხსენებულ სლოგანს “ანარქია არის წესრიგი”, როდესაც შექმნა სიმბოლო, რომელიც მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 1956 წლის 25 ნოემბერს, ბრიუსელში “alliance ouvriere anarchiste”-მ საბოლოოდ შემოიღო ეს სიმბოლო. დიდი ხნის შემდეგ, BBC-ის დოკუმენტურ ფილმში ესპანეთის სამოქალაქო ომის (1936) შესახებ, გამოჩნდა ანარქისტული მოძრაობის წევრი სიმბოლური “A” ნიშნით. სიმბოლოს წარმოშობაზე სხვა არაფერია ცნობილი.
დღესდღეისობით, წრეში ჩასმული A არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმბოლო პოლიტიკური სიმბოლიკის მთელ დარგში. “საოცარმა უბრალოებამ და პირდაპირობამ გახადა სიმბოლო ასე მისაღები ანარქისტებისთვის და გაამაგრა მოძრაობა 1968 წელს, თავიდან აღდგომის შემდეგ.”

გაზეთებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში ანარქისტებს არცთუ იშვიათად აიგივებენ მოძალადეებთან და განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებთან, მაშინ როცა ანარქიის იდეებს და განმარტებას არცერთი მედია-საშუალება არ სთავაზობს საზოგადოებას. ამ სტატიის მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა ანარქიის შესახებ. Continue reading რა არის ანარქია?

ანარქო-ფემინიზმი

645px-Anfem2.svg
ანარქა-ფემინიზმი (იგივე ანარქისტული ფემინიზმი, ანარქო-ფემინიზმი) აერთიანებს ანარქისტულ და ფემინისტურ იდეებს და პატრიარქატს იერარქიის ერთ-ერთ გამოვლინებად აღიქვამს. ანარქიზმის ეს მიმდინარეობა გაჩნდა ე.წ. „ფემინიზმის მეორე ტალღის“ დროს. ანარქა-ფემინიზმის მიხედვით, პატრიარქატი კაცობრიობის ისტორიაში იერარქიის ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა, ჩაგვრის პირველი ფორმა – მამაკაცთა მიერ ქალების ჩაგვრა იყო. ანარქო-ფემინისტებს მიაჩნიათ, რომ პატრიარქატთან ბრძოლა კლასობრივი და სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის არსებითი ნაწილია. ბევრი ფემინისტი იზიარებდა ანარქისტულ იდეებს, რამდენადაც ანარქია უარყოფს ძალაუფლების ყოველგვარ გამოვლინებას და ადამიანთა ერთი ჯგუფის მიერ მეორეს ჩაგვრას. ანარქო-ფემინისტთა აზრით, თუ დღევანდელი ცივილიზაციის მახასიათებლებს – აგრესიას, ექსპლუატაციას, იერარქიას და ა.შ. მამაკაცურ საწყისებს მივაწერთ, ხოლო ურთიერთდახმარებას, კოოპერაციას და თანასწორობას – ქალურს, გამოვა, რომ ანარქია გარკვეულწილად ფემინისტური ფილოსოფიაც არის. Continue reading ანარქო-ფემინიზმი

კონსენსუსი

კონსენსუსი არის ჯგუფში გადაწყვეტილების მიღების გზა, რომლის საბოლოო მიზანიც არის ჯგუფის ყველა წევრის ნებართვა (და არა აუცილებლად თანხმობა), შესრულდეს რაღაც მოქმედება. კონსენსუსი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „თავის ერთად გრძნობას“ (feel together). ეს ტერმინი გამოიყენება როგორც გადაწყვეტილების, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესის აღსანიშნავად. კონსენსუსი არ უნდა ავურიოთ ერთსულოვნებასა და სოლიდარობაში.

image001

კონსენსუსს ახასიათებს რამდენიმე ძირითადი თვისება:

  •  შეთანხმებისკენ სწრაფვა – კონსენსუსის წესით გადაწყვეტილებების მიღების პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ მიღებული გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილი დარჩეს.
  • კოლაბორაცია – ჯგუფის თითოეული წევრი ცდილობს იპოვოს ისეთი გამოსავალი, რომელიც ჯგუფის ყველა წევრისთვის იქნება კარგი და არა – მხოლოდ თავისთვის.
  • თანასწორობა – ჯგუფის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • ჩართულობა – გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სასურველია, ჩართული იყოს რაც შეიძლება მეტი ჯგუფის წევრი.
  •  თანამონაწილეობა – კონსენსუსის პროცესმა რაც შეიძლება კარგად უნდა შეაჯეროს ყველა მონაწილის აზრი.

კონსენსუსი, როგორც გავრცელებული მეთოდების ალტერნატივა

კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღება, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ „ზემოდან ქვემოთ“ გადაწყევტილების მიღების ალტერნატივად (ეს უკანასკნელი იერარქიულ სისტემებში გვხვდება). „ზემოდან ქვემოთ“ გადაწყვეტილებების მიღება გულისხმობს იმას, რომ პროცესში მონაწილეობენ მხოლოდ ჯგუფის ლიდერები, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯგუფის წევრების აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადაწყვეტილება არ მიიღება თანამშრომლობის შედეგად და შესაბამისად, შესაძლოა, მას არ იზიარებდნენ ჯგუფის წევრები, საბოლოოდ იწვევს მათ უკმაყოფილებას და ხდება დაპირისპირების მიზეზი.

კონსენსუსის უპირატესობა ზემოთხსენებულ და სხვა მეთოდებთან შედარებით არის შემდეგი:

  • უკეთესი გადაწყვეტილებები – რამდენადაც პროცესში მონაწილეობს ყველა, დიდია ალბათობა, საბოლოო გადაწყვეტილება იყოს ცალკეული პირების მიერ მიღებულზე უკეთესი.
  •  უკეთესი შესრულება – იქიდან გამომდინარე, რომ კონსენსუსის მიზანია რაც შეიძლება მეტი წევრის შეხედულება იყოს გათვალისწინებული გადაწყვეტილებაში, შესრულების დროს ყველას აქვს უფრო მეტი მოტივაცია და იზრდება კოოპერაციის დონეც.
  • უკეთესი ურთიერთდამოკიდებულება ჯგუფში – კოლაბორაცია და კოოპერაცია ქმნის უკეთეს სამუშაო ატმოსფეროს და მნიშვნელოვნად ამცირებს განხეთქილების ალბათობას.

გადაწყვეტილების მიღების წესი

იმისთვის, რომ ჯგუფმა მიიღოს გადაწყვეტილება, საჭიროა შეთანხმების რაღაც დონე. კონსენსუსის დროს ეს შეთანხმების დონეები შეიძლება იყოს შემდეგი (დალაგებულია პრიორიტეტულობის მიხედვით!) :

  •  ერთსულოვანი გადაწყვეტილება
  •  ერთსულოვანი გადაწყვეტილება – 1 ხმა
  • ერთსულოვანი გადაწყვეტილება – 2 ხმა
  • დიდი უმრავლესობა (90%, 80%, 2/3.. )
  • აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება

იმაზე, თუ რომელი დონე ჩაითვალოს გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად, უნდა შეთანხმდნენ ჯგუფის წევრები. შესაძლოა, ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტონ, რომ  მხოლოდ ერთსულოვნების მიღწევის შემდეგ მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება, შესაძლოა, არსებობდეს ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, რომ კონსენსუსის პროცესი გამოიყენონ ისეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც რაც შეიძლება მეტი დაეთანხმება – ამ შემთხვევაში ერთსულოვნების მიღწევა საჭირო არაა.

დაბლოკვა და შეთავაზების უარყოფის სხვა ფორმები

მოდელი, რომელშიც მიღებულია გადაწყვეტილებების ერთსულოვნად მიღება, ჯგუფის თითოეულ წევრს აძლევს შემოთავაზების დაბლოკვის შესაძლებლობას. ასეთი მოდელი იძლევა იმის გარანტიას, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არავინ შეეწინააღმდეგება და მისი აღსრულებისას არავინ დარჩება უკმაყოფილო. თუმცა, დაბლოკვის მექანიზმის გამოყენებას აქვს თავისი წესები, მაგალითად, კონსენსუსის ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე, ჯგუფის თითოეულმა წევრმა თავის პირადი ინტერესები მთლიანი ჯგუფის ინტერესებზე მაღლა არ უნდა დააყენოს. როდესაც არსებობს საშიშროება, რომ ვიღაც დაბლოკავს გადაწყვეტილებას, ჯგუფიც და პოტენციური დამბლოკავიც მოტივირებულნი არიან, ერთად იპოვონ გამოსავალი, რომელსაც ორივე მხარე დაეთანხმება. გარდა ამისა, დაბლოკვა არ ნიშნავს უბრალოდ ვეტოს დადებას – საჭიროა არგუმენტებიც და სასურველია, დამბლოკავ მხარეს ჰქონდეს ალტერნატიული გადაწყვეტილების მოდელი.

თუ ჯგუფის წევრს აქვს დაბლოკვის უფლება, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად შეიძლება არსებობდეს შემდეგი მექანიზმები:

  •  ყოველი წევრისთვის დაბლოკვის უფლების მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჯგუფის ფუნდამენტურ იდეებს, ანდაც, დამღუპველი იქნება საქმისთვის.
  •  „გვერდზე გადგომის“ საშუალება დაბლოკვის ნაცვლად.
  •  დაბლოკვის უფლების მინიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამბლოკავ მხარეს აქვს ალტერნატიული შემოთავაზება, ან მისი მოდელი მაინც.
  •  ჯგუფის წევრისთვის იმის აკრძალვა, რომ დაბლოკოს დიდი რაოდენობით შემოთავაზებები.

უარყოფის საშუალებები

როდესაც ჯგუფის წევრი არ ეთანხმება შემოთავაზებას, არაა აუცილებელი, მან ის დაბლოკოს. მას აქვს სამი არჩევანი:

  • მოითხოვოს ცვლილებების შეტანა შემოთავაზებაში
  • გვერდით გადგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჯგუფის წევრს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა, ჯგუფს რთავს მისი შესრულების ნებას.
  • დაბლოკვა- უარყოფის უკიდურესი ფორმაა. მოდელების უმრავლესობაში ერთი დაბლოკვაც საკმარისია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება დაიბლოკოს. მისი გამოყენება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ წევრი თვლის, რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პრინციპებს, მიზანს, ან რაღაც საფრთხის წინ აყენებს ჯგუფს. როგორც წესი, დაბლოკვას თან უნდა სდევდეს არგუმენტები და ალტერნატიული შეთავაზება.

ერთსულოვნება და ნებართვა

ერთსულოვნება მიიღწევა მაშინ, როცა ყველა წევრი ეთანხმება შემოთავაზებას. რაც შეეხება ნებართვას, მისი მიცემა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ წევრი ეთანხმება გადაწყვეტილებას – ნებართვის მიცემა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ალტერნატიული გზის დამუშავების ნაცვლად წევრს ურჩევნია, დანარჩენების მიერ არჩეულ გზას მიჰყვეს და მათთან ითანამშრომლოს. თუ შეთანხმების დროს ისმება კითხვა, „ეთანხმები თუ არა?“ , ნებართვის მიცემისას ისმება კითხვა „ეწინააღმდეგები თუ არა?“. წევრების დადებითი პასუხები ამ შემთხვევაში უფრო მალე მიიყვანს ჯგუფს კონსენსუსამდე.

პროცესი

არსებობს კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების პროცესის რამდენიმე მოდელი, თუმცა, მათ შორის ძირითადი შედგება 3 ნაწილისგან:

  • ერთმანეთთან თანამშრომლობით შეთავაზების ჩამოყალიბება
  • შეთავაზებაში არასასურველი პუნქტების განხილვა და შემდეგ
  • შეთავაზებაში ცვლილებების შეტანა, რათა მას დაეთანხმოს რაც შეიძლება მეტი.

დამაკმაყოფილებელი შეთანხმების დონის მიღწევის შემდეგ ჯგუფს შეუძლია მიღებულად ჩათვალოს გადაწყვეტილება და მის შესრულებაზე იფიქროს.

იმისთვის, რომ უფრო ნათელი გახდეს პროცესის მიმდინარეობა, დავაკონკრეტოთ მისი შემადგენელი თითოეული ეტაპი. მას შემდეგ, რაც დაისმება საკითხი:

  • პირველ რიგში, ჯგუფი განიხილავს დასმულ ამოცანას. ამ განხილვის დროს ყალიბდება ზოგადი მიდგომები და სავარაუდო გადაწყვეტილებების მოდელები.
  • იმ შეთავაზების ფორმირება, რომელიც ჯგუფს უნდა წარედგინოს.
  • კონსენსუსის მიღწევადობის შემოწმება, რაც გულისხმობს იმ მომენტში შეთავაზებაზე ჯგუფის წევრთა პოზიციის გაგებას (ეთანხმებიან თუ არა)
  • იმ პრობლემური საკითხების განხილვა,რომელიც გამოაშკარავდა წინა ეტაპზე.
  • შეთავაზების მოდიფიკაცია. ამ ეტაპის შემდეგ ვუბრუდნებით მესამე პუნტქს.

ამ პროცესის კიდევ უფრო კარგად გააზრებაში დაგვეხმარება შემდეგი სქემა:

როლები

კონსენსუსის დროს გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება არსებობდნენ ჯგუფის წევრები, რომლებსაც დაკისრებული აქვთ რაღაც მოვალეობები – მაგალითად მოდერატორი, რომელსაც ევალება ჯგუფის მუშაობის წარმართვა დღის წესრიგის მიხედვით, დროის მაკონტროლებელი (timekeeper),რომლის ფუნქციაც დროის რეგლამენტის დაცვაა, ჩანაწერების გამკეთებელი, რომელიც ჩაიწერს ჯგუფის წევრების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს, რომლებსაც შემდეგ მთელი ჯგუფი განიხილავს. არაა აუცილებელი, ეს როლები ყოველ განხილვაზე ერთსა და იმავე ადამიანებს ჰქონდეთ, პირიქით, სასურველია როტაცია, რაც განაპირობებს ჯგუფის წევრთა უნარების განვითარებას.

თითქმის ერთსულოვანი კონსენსუსი

ჯანსაღ გარემოში ჯგუფის წევრები ცდილობენ თავიდან აიცილონ უარყოფა და შეთანხმდნენ ისეთ პირობებზე, რომელიც უმცირესობასაც კი დააკმაყოფილებს. რაც შეეხება არაჯანსაღ გარემოს, ან ძალიან დიდ და ფედერატიული მოწყობის პრინციპების არმცოდნე ჯგუფებს, რომლებშიც ჭირს კონსენსუსით გადაწყვეტილებების მიღება, მასში შეიძლება მოქმედებდეს „თითქმის ერთსულოვანი კონსენსუსის“ წესი, რაც გულისხმობს დაახლოებით ასეთ მოდელებს :

ერთსულოვან გადაწყვეტილებას მინუს ერთი ხმა – საკმარისია ერთის გარდა ყველა დელეგატის თანხმობა. დარჩენილ ერთ წევრს არ შეუძლია დაბლოკოს გადაწყვეტილება, თუმცა, შეუძლია განაგრძოს დისკუსია და ეცადოს გადაარწმუნოს დანარჩენები.

ერთსულოვან გადაწყვეტილებას მინუს ორი ხმა – საშუალებას არ აძლევს 2 დელეგატს ,დაბლოკოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ორივემ ერთად უნდა დაარწმუნოს დანარჩენები მიმდინარე შეთავაზების ნაკლოვანებაში. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, უმრავლესობას დაასკვნის, რომ მათ არამყარი არგუმენტები ჰქონდათ და მიიღებენ გადაწყვეტილებას

ერთსულოვან გადაწყეტილებას მინუს x ან მეტი ხმა – ასეთ სისტემებს მივყავართ დიდი უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებამდე (80%, 70% და ა.შ.), რაც უკვე ეწინააღმდეგება კონსენსუსის პრინციპს და რასაც დემოკრატია ჰქვია.

 

სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი

social_democracyჯერ კიდევ 1911 წელს ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა მუშებს ჩამოაცილებდა “რევოლუციურ სოციალიზმს”. 1930-იანი წლების დასაწყისში მისი ვარაუდები დადასტურდა, მეტიც, მისი სიტყვები დღესაც ეხმაურება თანამედროვეობას. სოციალ-დემოკრატია ერთდროულად საფლავიც და მესაფლავეცაა ყველა სოციალური მოძრაობისა. “პროგრესივიზმის” ნიღაბს ამოფარებული, იგი ართმევს მასებს ყოველ შანსს, მისწრაფებას, მოიპოვონ თავისუფლება. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სოციალ-დემოკრატები კომპრომისზე მიდიოდნენ, მაგრამ როცა მონაპოვარი თვალშისაცემი და ხელშესახები იყო, ისინი სწრაფადვე ცდილობდნენ მის მონოპოლიზაციას. ეს “მომგებიანი კომპრომისის” პოლიტიკა წამიერად ტრანსფორმირდებოდა თანამედროვე კაპიტალიზმის ქვაკუთხედად, ამდენად, სოციალ-დემოკრატია თვითონვე იქცა კაპიტალიზმის ბოლო ციხესიმაგრედ. ამავე ტრანსფორმაციის შედეგს შეგვიძლია ირონიულად ვუწოდოთ “კაპიტალიზმი ადამიანური სახით” – მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის საწყის ორ დეკადაში გაბატონებულ კაპიტალიზმთან შედარებით – იმდენად, რამდენადაც ისინი ხასიათდებოდნენ, როგორც “ველური კაპიტალიზმი”. კაპიტალიზმის “ჰუმანიზაცია”, ან, უკეთ რომ ვთქვათ, გადარჩენის მცდელობა, ერთდროულად ტრაგედია და ბედის ირონიაა ძველი სოციალისტებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ინტერნაციონალში.

ფაქტობრივად, ტრაგედიაა ისიც, როცა მარქსი, – მისი შეხედულებების გვიანდელი მხარდამჭერების თანახმად, – “აჭიანურებდა კაპიტალიზმის განადგურების გენერალურ იდეას, რომელსაც მისი მოწოდებები ქაღალდზე დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ.” სიტუაციის დრამატიზება მაშინ მოხდა, როცა, ამ სახის სოციალ-დემოკრატიისაგან ლენინიზმი წარმოიშვა. Continue reading სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა