Tag Archives: აბდულა ოჯალანი

რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს

ბოლო ხანებში მსოფლიოს წამყვანი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი მედია-სააგენტოები ოპტიმისტური რიტორიკით აშუქებენ სირიის ჩრდილოეთით, ქურთულ ანკლავებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩაბმულმა სირიელმა ქურთებმა ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ადგილი აქვს ქურთული სახელმწიფოებრიობის ჩასახვის პროცესებს, თუმცა ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის საკამაოდ უჩვეულო ფორმებით ხორციელდება. სექტარული დაპირისპირებითა და რელიგიური რადიკალიზმით გამოფიტულ რეგიონში, სირიის ქურთისტანში მოქმედი მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერი-სახელმწიფოს ცნებისგან რადიკალურად განსხვავებულ პრინციპებზე – ეკოლოგიზმზე, სეკულარიზმზე, ეგალიტარიზმზე და მემარცხენე ლიბერტარიანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით ცდილობენ ავტონომიური პოლიტიკური წარმონაქმნის ფორმირებას.

ზემოხსენებული სამი ქურთული კანტონი, ალეპოს პროვინციაში მდებარე აფრინი და ყობანი და ალ-ჰასაკაჰის პროვინციაში მდებარე ჯაზირა ტერიტორიულად ერთმანეთისგან მოწყვეტილი რეგიონებია, რაც ცხადია აფერხებს კოორდინაციას კანტონებს შორის. თუმცა სამივე მათგანი კონფედერაციული ავტონომიური ერთეულის, როჟავას კანტონების ნაწილად მიიჩნევს თავს. ისინი ესწრაფვიან ავტონომიას სირიის ფარგლებში და არა სრულ დამოუკიდებლობას. მათ ერთიანი კონსტიტუციაც შეიმუშავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ომით და სხვა სოციალურ-პოლიტიკური, ან ეკოლოგიური კატაკლიზმებით გაჩანაგებულ ზონებში ჰორიზონტალური, ანარქიული თვითმმართველობის  ფენომენის აღმოცენების პრეცენდენტებს მსოფლიო ისტორიაში ადრეც ჰქონიათ ადგილი. მაგალითისთვის გამოდგება მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თვითმმართველი გლეხთა კომუნების ჩამოყალიბება ესპანეთის ანადალუზიაში, ან უკრაინის ტერიტორიაზე 1918-1921 არსებული ანარქო-კომუნისტური პოლიტიკური წარმონაქმნი – ე. წ. „თავისუფალი ტერიტორიები“, ასევე მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, მაიას ინდიელების ტერიტორიაზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ზაპატისტების მოძრაობა, რომლებიც აგრეთვე ესწრაფვიან თემური დემოკრატიისა და თვითმმართველობის პრინციპების რეალიზებს. Continue reading რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს

აბდულა ოჯალანი – დემოკრატიული კონფედერალიზმი

წელს (2019) აბდულა ოჯალანი (a.k.a. აპო) 70 წლის გახდა. ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დამფუძნებელი 1999 წელს დააპატიმრეს კენიაში თურქეთის მილიტარისტული ოპერაციის დროს, და მის მერე იმყოფება თურქეთის მკაცრი რეჟიმის ციხეში. მისი ნახვის უფლება მხოლოდ ორჯერ დართეს ადვოკატს, 2011 წელს და 2015 წელს.

საპყრობილედან ოჯალანმა თავის მომხრეებს ტერორიზმზე ხელის აღებისკენ და მშვიდობიან პოლიტიკურ აქტივიზმზე გადასვლისკენ მოუწოდა. 2 000-იან წლებში მან მოახდინა პარტიის ოფიციალური იდეოლოგიის მოდიფიცირება და ტრადიციული კომუნიზმის და სახელმწიფო ნაციონალიზმის ნაცვლად მემარცხენე ლიბერტარიანული მოძღვრებების ადვოკატირება დაიწყო. ცნობილია, რომ მასზე დიდი გავლენა მოახდინა ამერიკელი ანარქისტისა და ეკოლოგისტი ავტორის, მურეი ბუკჩინის (1921 – 2006) იდეებმა, რომელმაც კომუნალიზმის პოლიტიკური ფილოსოფიური ხედვები და ლიბერტარიანული მუნიციპალიზმის პროგრამა ჩამოაყალიბა. აბდულა ოჯალანის ახალი ხედვები „აპოიზმის“ სახელით არის ცნობილი, თავად ოჯალანის მეტსახელ აპოს მიხედვით.

სოლიდარობა პოლიტპატიმრებს, რომლებიც უკეთესი სამყაროს ფორმირებისათვის იბრძვნიან. Long live Rojava revolution!

III. დემოკრატიული კონფედერალიზმი

Abdullah Öcalan
Abdullah Öcalan

მმართველობის თუ ადმინისტრირების ამგვარი წესი იგივეა რაც დემოკრატია სახელმწიფოს გარეშე, მეორეგვარად არა-სახელწიფო პოლიტიკური ადმინისტრირება. გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიული პროცესი არ უნდა გაიგივდეს საჯარო ადმინისტრირების პროცესთან. სახელმწიფოები განკარგავენ, მაშინ როდესაც დემოკრატიები მართავენ, სახელმწიფოები ძალაუფლებაზეა დაფუძნებული, დემოკრატიები კი კოლექტიურ კონსენსუსზე. სამთავრობო ოფისი განსაზღვრულია ბრძანებულებით, მაშინაც კი, როდესაც მას ლეგიტიმაციას არჩევნები აძლევს, დემოკრატიები კი პირდაპირ მოქმედებას იყენებენ, სახელმწიფოსათვის ძალადობა ლეგიტიმური მექანიზმია, ხოლო დემოკრატიები ნებაყოფლობით მონაწილეობაზეა დაფუძნებული.

დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისათვის. ის მოქნილი, მრავალ-კულტურული, ანტი-მონოპოლიური და კონსესუსზე ორიენტირებულია, სადაც ეკოლოგია და ფემინიზმი ცენტრალური საკითხებია. ამგვარ თვით-ადმინისტრირებაში ეკონომიკის ალტერნატიული მოწყობის შესაძლებლობა ჩნდება, ეკონომიკის, რომელიც ზრდის საზოგადოების რესურსებს მათი ექსპორტირების ნაცვლად, შესაბამისად სამართლიანია/მართლზომიერია საზოგადოების მრავალგვარი საჭიროებების მიმართ.

მონაწილეობა და პოლიტიკური ლანდშაფტის მრავალფეროვნება

საზოგადოების ურთიერთსაწინააღმდეგო კომპოზიცია საჭიროებს როგორც ვერტიკალურ, ასევე ჰორიზონტალური მმართველობის პოლიტიკურ ჯგუფებს. ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ჯგუფები ამ გზითაა დაბალანსებული. მხოლოდ მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ საკუთარ სპეციფიკურ სიტუაციებსა და სოციალური პრობლემებისათვის სათანადო გადაჭრის გზები განავითარონ. კულტურული, ეთნიკური ან ნაციონალური იდენტობის გამოხატვა ბუნებითი უფლებაა, თუმცა ამ უფლებას ეთიკური და პოლიტიკური საზოგადოება სჭირდება. დემოკრატიული კონფედერალიზმი ღიაა სახელწიფო თუ მმართველობის სხვა ტრადიციებთან კომპრომისზე წასვლისთვის, იქნება ეს ერი-სახელწიფო, რესპუბლიკა თუ დემოკრატია – ის შესაძლებელს ხდის მათ თანაბარ თანაარსებობას.

საზოგადოების მემკვიდრეობა და ისტორიული ცოდნის დაგროვება Continue reading აბდულა ოჯალანი – დემოკრატიული კონფედერალიზმი