Tag Archives: ავტორიტარიზმი

კვლავ „ავტორიტეტის შესახებ“

მთარგმნელის შენიშვნა

ფრიდრიხ ენგელსის “ავტორიტეტის შესახებ“ (იხ. PDF Engelsi-avtoritetis-shesaxeb 1872 წ.)  ხშირად ერთგვარ პანაცეად აღიქმება ანარქისტებისა და მარქსისტების დაპირისპირებაში, თუმცა „ანტი-ავტორიტარიანელთა“, იგივე ანარქისტთა და რევოლუციონერ სოციალისტთა ნაწარმოებთა ზედაპირულად გაცნობის შემდეგაც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენგელსის ეს ნაშრომი ანარქისტულ პოზიციაზე გავრცელებული ცრუ წარმოდგენების თითქმის სრულყოფილ სიას უფრო წარმოადგენს, ვიდრე მის ძირეულ კრიტიკას. ქვემოთ მოყვანილი სტატიაც ამის დამტკიცებას ემსახურება.

ფრიდრიხ ენგელსი ანარქიზმს კაპიტალიზმის წინააღმდეგ რევოლუციის განხორციელებაში და საზოგადოების ორგანიზებაში ავტორიტეტის საჭიროების საფუძველზე აკრიტიკებს. ეს სტატია კი ამტკიცებს რომ ის ფუნდამენტურად უგულებელყოფდა ანარქისტებისთვის ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ მნიშვნელობას.

ანარქისტებსა და მარქსისტებს შორის პირველ ინტერნაციონალში გამართული დებატები ინსტრუმენტული იყო ორივე სკოლის განვითარებაში და ორივე მოძრაობის თვითორგანიზების გზების ჩამოყალიბებაში. ფუნდამენტალური მარქსისტული ნაშრომიც ავტორიტეტის საკითხთან დაკავშირებით – ამ დებატების შედეგად შეიქმნა; მარქსის უახლოესი თეორეტიკული მოკავშირის ფრიდრიხ ენგელსის „ავტორიტეტის შესახებ“. ისტორიულად მარქსისტები სწორედ ამ ნაშრომს იყენებდნენ ამ საკითხთან, კერძოდ კი სახელმწიფოსთან, დაკავშირებით იდეების ჩამოსაყალიბებლად. ენგელსის მიერ მხარდაჭერილი პერსპექტივიდან – თვით ავტორიტეტი ნეგატიური არ არის და შესაძლებელია პოზიტიური იყოს კონკრეტულმა ჯგუფების მიერ კონკრეტული მიზნისთვის გამოყენებისას. სახელმწიფო ავტორიტეტის შემთხვევაში, ენგელსი და შემდეგ მარქსისტები ამტკიცებენ რომ თუ იგი შექმნილია მუშათა კლასის მიერ, მუშათა კლასისთვის, კაპიტალისტური კლასის წინააღმდეგ კლასთა ბრძოლაში – მაშინ ეს ავტორიტეტი მუშათა კლასის იგანთავისუფლების იარაღი ხდება. Continue reading კვლავ „ავტორიტეტის შესახებ“

მიხეილ ბაკუნინი – რა არის ავტორიტეტი?

ამონარიდი წიგნიდან „ღმერთი და სახელმწიფო“ 1871 წელი

რა არის ავტორიტეტი? იმ ბუნების კანონთა შეუვალი ძალა, რომლებიც თავიანთ თავს ფიზიკურ და სოციალურ სამყაროებში ფენომენთა აუცილებელ კავშირში და თანმიმდევრობაში გამოხატავენ? რა თქმა უნდა, ამ კანონთა წინააღმდეგ აჯანყება არა მარტო აკრძალული – არამედ შეუძლებელიცაა. ჩვენ შეიძლება არასწორად ან საერთოდ ვერ ვიგებდეთ მათ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მათ შევეწინააღმდეგოთ; რადგან ისინი ჩვენი არსებობის საფუძველს და ფუნდამენტურ პირობებს წარმოადგენენ; ისინი გვფარავენ, გვეხებიან და ჩვენს ყველა მოძრაობას, ფიქრს და მოქმედებას არეგულირებენ; მაშინაც კი როცა ვცდილობთ მათ არ დავემორჩილოთ – მხოლოდ მათ უძლეველობას ვამტკიცებთ.

დიახ, ჩვენ სრულებით ვართ ამ კანონთა მონები. თუმცა მსგავსი მონობა დამამცირებელი არ არის, უფრო სწორად, ეს მონობასაც არ წარმოადგენს. ვინაიდან მონობა გულისხმობს გარეგან ბატონს, კანონმდებელს, მისი ქვეშევრდომის გარეთ, როცა ეს კანონები ჩვენგან გამოყოფილნი არ არიან; ისინი ჩვენთვის თანდაყოლილები არიან; ისინი შეადგენენ ჩვენს არსებობას, ჩვენს მთელ არსებობას – ფიზიკურად, ინტელექტუალურად და მორალურად; ჩვენ ვცხოვრობთ, ვსუნთქავთ, ვმოქმედებთ, ვფიქრობთ და ვოცნებობთ მხოლოდ ამ კანონების გავლით. მათ გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ, მათ გარეშე – ჩვენ არ ვვარსებობთ. მაშინ როგორღა შეგვიძლია მათ წინააღმდეგ ამბოხისთვის ძალის ან სურვილის წარმოქმნა?

ბუნების კანონებთან მიმართებაში ადამიანს მხოლოდ ერთი თავისუფლების მოპოვება შეუძლია – მათი შეცნობის და კოლექტიური და ინდივიდუალური განთავისუფლების საქმეში მათი მუდამ მზარდი შესაბამისობით გამოყენების. ეს კანონები, მათი შეცნობის შემდეგ, ხალხთა მასებში უდაო ავტორიტეტს ფლობენ. მაგალითად, სულელი ან თეოლოგი ან ბოლოსდაბოლოს მეტაფიზიკოსი, იურისტი ან ბურჟუა ეკონომისტი უნდა იყო, რომ აჯანყდე კანონის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ორჯერ ორი – ოთხია. თუმცა ეს ჯანყები, ან უკეთესად – შეუძლებელი ამბოხის სულელური ახირებები თუ მცდელობები, გამონაკლისებს წარმოადგენენ: რადგან, ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასები, მათ ყოველდღიურობაში, თითქმის აბსოლუტურად აღიარებენ საღი აზრის – საზოგადოდ მიღებულ ზოგად კანონთა – მმართველობას. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – რა არის ავტორიტეტი?