Tag Archives: ალბერ კამიუ

ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები

ნობელის პრემიის მფლობელი მწერალი ალბერ კამიუ  (1913 – 1960) დაიბადა საფრანგეთის კოლინია ალჟირში. მეორე მსოფლიო იმის დროს ის შეუერთდა ანტიფაშისტურ წინააღმდეგობას. მისი თანამედროვე ბევრი ინტელექტუალისგან განსხვავებით მხარს უჭერდა აღმოსავლეთ ევროპის მშრომელების ბრძოლას საბჭოთა კავშირის დესპოტიზმის წინააღმდეგ. კამიუ მჭიდროდ თანამშრომლობდა და მეგობრობდა ანარქისტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დიახ, ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა. ჩვენ გადაგვიარა იმავე ისტორიული ლოგიკის ქარიშხალმა, რომლის თითოეული დეტალი ჩვენ მიერაა გამოჩარხული. ეს გამოძახილი არ არის წმინდა ემოციური ან ირაციონალური, რომელიც ლოგიკის ქსოვილს ცდება, პირიქით, – მისი მიზეზი ნიადაგშივე რაციონალურია. არ მინდა დავტოვო ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მომავლის რომელიმე უტოპიურ მოდელში ადამიანი იარსებებდა სიყვარულისა და გულისწყრომის გარეშე. კარგად ვიცი, რომ კაცობრიობის სტატიკური თვლემისაგან გათავისუფლებას – მოძრაობაში მოყვანას, ძლიერი მამოძრავებელი ძალა სჭირდება და ისიც, რომ ძნელია ისეთ ცნობიერებას მისცე ბიძგი ჩაებას ბრძოლაში, რომლის მიზნებიც ყველაზე მოკრძალებულია. ხოლო ბრძოლაში იმედი რეალობის რაციონალურ ბაზისს პირისპირ ეჯახება. თუმცა, გარედან მიცემული ბიძგის არარსებობა მთავარი პრობლემა არ არის, პირიქით – ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება – პრობლემა ისაა რამდენად შეუძლია ობიექტურ რეალობაში აკუმულირებულ მუხტს ინდივიდის ცნობიერების რაციონალური შრე მოიცვას – თითოეულს ნათლად ესმოდეს რას და რისთვის აკეთებს.

Continue reading ალბერ კამიუ – არც მსხვერპლები, არც ჯალათები