Tag Archives: ანარქა-ფემინიზმი

პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან


თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს. ეს გაკვეთილები კარგადაც ავითვისე; ჩემი “განათლების” თანმხლები მიკერძოებებისა თუ სიმრუდის ამოსაცნობად წლები დამჭირდა. (თეთრკანიანი) კაცობრიობის ისტორია [
“his-story”] სწორედ ამას ნიშნავდა – როგორც ქალს მეორეხარისხოვნად არსებობის ნება მებოძა; როგორც ანარქისტი, საერთოდ არ ვარსებობდი. წარსულის დიდი ნაწილი (და შესაბამისად, სამომავლო შესაძლებლობებიც) ჩემთვის დაფარული და წართმეული იყო. მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემს შეუკავშირებელ პოლიტიკურ მისწრაფებებსა და იმპულსებს საერთო ჩარჩო გააჩნდა – ეს ჩარჩო ანარქისტული ანუ ლიბერტარიანული სააზროვნო ტრადიციაა. ჩემთვის ეს მრავალწლიანი სინაცრისფრის შემდეგ უეცარი განათების ტოლფასი იყო.

ანარქიზმის განსაზღვრება თავდაპირველად ემა გოლდმანთან აღმოვაჩინე:

“ანარქიზმი ემხრობა ადამიანის გონების გათავისუფლებას რელიგიის ბატონობისგან; ადამიანის სხეულის გათავისუფლებას საკუთრების ბატონობისგან; გათავისუფლებას სამთავრობო შეზღუდვებისა და ბორკილებისგან. ანარქიზმი ემხრობა სოციალურ წესრიგს, რომელიც ეფუძნება ინდივიდების თავისუფალ გაერთიანებას ნამდვილი სოციალური სიმდიდრის საწარმოებლად, რაც თავის მხრივ გარანტიაა იმისა, რომ ყოველ ადამიანს ექნება წვდომა რესურსებზე და შეძლებს, სრულად დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული საჭიროებები ინდივიდუალური სურვილების, გემოვნებისა და მისწრაფებების შესაბამისად.” Continue reading პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან