Tag Archives: ანარქიზმი

ურსულა კ. ლე გუინი – ბოლოსიტყვაობა “ზღვამიწეთის ჯადოქარისათვის


ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის  ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და  The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ.

* * *

ფენტეზი ახლა საგამომცემლო ინდუსტრიის ერთ-ერთი განშტოებაა მრავალი სატაურით, მრავალი სიქველით, გრანდიოზული წარმატების დიდი მოლოდინებითა და კინოადაპტაციებით. 1967 წელს ეს ჟანრი თითქმის დაკარგული იყო, მხოლოდ საბავშვო საკითხავად მიიჩნეოდა. დიდებისთვის განკუთვნილი ფენტეზი ჟანრის ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ხალხს გაგონილი ქონდა, “ბეჭდების მბრძანებელი” იყო. სხვა წიგნებიც არსებობდა, ზოგიერთი მათგანი შესანიშნავიც კი, თუმცა ისინი ძირიტადად მეორეული წიგნების მაღაზიაში იმალებოდნენ კატებისა და ობის სუნში. ის მაღაზიები მენატრება – კატები, ობი, აღმოჩენისაგან მიღებული სიამოვნება. კონვეიერის პრინციპით გამოცემული, ფართო მოხმარების საქონლად ქცეული ფენტეზისადმი გულგრილი ვარ.

თუმცა მიხარია, როდესაც ის დაწერილი და აღიარებულია იმად, რაც არის – ლიტერატურად.

როდესაც “ზღვამიწეთის ჯადოქარი” გამოიცა, მისი მსგავსი წიგნი არ არსებობდა, ეს რაღაც ახალი იყო. თუმცა, იმავდროულად, მასში საკმარისი სტანდარტულობაც ერია, რომ მკითხველი არ დამფრთხალიყო. საზოგადოებამ კარგად მიიღო, რაშიც ბოსტონ გლოუბ-ჰორნის წიგნის პრემიაც დამეხმარა. ასევე ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ფენტეზი არის არა მხოლოდ გარკვეული ასაკისთვის გამიზნული ლიტერატურა, არამედ ყველასთვის, ვინც სიგნებს კითხულობს. ჩემი ჯადოქარი ბესტსელერების სიაში ერთხელაც არ მოხვედრილა, მაგრამ ის წლიდან წლამდე, უწყვეტად პოულობდა ახალ მკითხველს. წიგნის ბეჭდვა არასოდეს შეწყვეტილა. Continue reading ურსულა კ. ლე გუინი – ბოლოსიტყვაობა “ზღვამიწეთის ჯადოქარისათვის

ფრანკ ფერნანდესი – ანარქიზმი კუბაში


1987 წელს გამოცემული ფრანკ ფერნანდესის მიერ დაწერილი პამფლეტი კუბის მუშათა ანარქისტული მოძრაობის შესახებ არის მოკლე მიმოხილვა იმისა , თუ რა გავლენა მოახდინა ლიბერტარულმა იდეებმა კუბის მოსახლეობაზე . ჩვენი ვალია , გულწრფელად გადმოვცეთ ისტორია კუბელი ანარქისტებისა , რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ
და თავს სწირავდნენ თავისუფლებისთვის და საზოგადოების ყველაზე ჩაგრული კლასებისთვის . კუბელი ანარქისტების მიღწევებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სოციალურ და პროფკავშირულ ბრძოლებში . ჩვენ მოკლედ აღვწერთ იმ ადამიანების მოღვაწეობას , რომლებმაც , რესურსების ,
დახმარებისა ან დაცვის გარეშე , დავიწყებულებმა და დევნილებმა , უზარმაზარი გავლენა მოახდინეს არა მხოლოდ მუშათა კლასსა და გლეხებზე , არამედ მთლიანი კუბის ისტორიაზე . ისინი , მართლაც , იყვნენ კუბის პროლეტარიატის წინამორბედნი .

PDF ვერსია   frank-fernandesi-anarchismi-kubashi (13 გვერდი)

ტოდ მეი – ანარქიზმი ფუკოდან რანსიერამდე

 

A4_OnlineExclusiveAnarchyEvent_DanielSmith

როგორც წესი, არავინ თვლის, რომ ანარქიზმსა და თანამედროვე ფრანგულ ფილოსოფიას შორის რაიმე სახის ბუნებრივი მსგავსებაა. ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი მოაზროვნეებიდან, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს შეეხნენ – დერიდა, დელიოზი, ფუკო, ბადიუ, რანსიერი – არც ერთს გამოუხატავს ღიად სიმპათიები ანარქიზმისადმი. ამ მოაზროვნეებსა და მარქსისტულ ტრადიციას შორის დიალოგს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. ხშირად დიალოგები მოიცავდა მარქისტული იდეების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებსა თუ მოდიფიკაციებს. თუმცა მარქსის და მათი ნააზრევის დასაკავშირებლად გამოყენებული “დამახინჯებების” გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, რატომ არ ქმნიან ახალ მიმდინარეობას, რომელიც მათი იდეებით იქნება ხორცშესხმული.

ეს ეხება ფუკოსა და რანსიერის ნააზრევების ანარქისტული პერსპექტივიდან შეფასებას. არგუმენტი არის ის, რომ ორივე მოაზროვნე, განსაკუთრებით კომბინაციაში, გვთავაზობს მნიშვნელოვან ხედვას, რომელიც გამომდინარეობს ანარქისტული ტრადიციიდან და აგრძელებს მას. რათქმაუნდა, ისინი ამ გამომდინარეობას პირდაპირ არ განიხილავენ. მაგრამ ვისაც წაუკითხავს ანარქიზმზე ან მის რაიმე სახით პრაქტიკაში გატარების მცდელობაში მიუღია მონაწილეობა, მათი ესეების წაკითხვისას თავს სახლში იგრძნობს – მიუხედავად იმისა, რომ ავეჯი ცოტათი გადაადგილებული დახვდება. Continue reading ტოდ მეი – ანარქიზმი ფუკოდან რანსიერამდე

პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან


თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს. ეს გაკვეთილები კარგადაც ავითვისე; ჩემი “განათლების” თანმხლები მიკერძოებებისა თუ სიმრუდის ამოსაცნობად წლები დამჭირდა. (თეთრკანიანი) კაცობრიობის ისტორია [
“his-story”] სწორედ ამას ნიშნავდა – როგორც ქალს მეორეხარისხოვნად არსებობის ნება მებოძა; როგორც ანარქისტი, საერთოდ არ ვარსებობდი. წარსულის დიდი ნაწილი (და შესაბამისად, სამომავლო შესაძლებლობებიც) ჩემთვის დაფარული და წართმეული იყო. მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემს შეუკავშირებელ პოლიტიკურ მისწრაფებებსა და იმპულსებს საერთო ჩარჩო გააჩნდა – ეს ჩარჩო ანარქისტული ანუ ლიბერტარიანული სააზროვნო ტრადიციაა. ჩემთვის ეს მრავალწლიანი სინაცრისფრის შემდეგ უეცარი განათების ტოლფასი იყო.

ანარქიზმის განსაზღვრება თავდაპირველად ემა გოლდმანთან აღმოვაჩინე:

“ანარქიზმი ემხრობა ადამიანის გონების გათავისუფლებას რელიგიის ბატონობისგან; ადამიანის სხეულის გათავისუფლებას საკუთრების ბატონობისგან; გათავისუფლებას სამთავრობო შეზღუდვებისა და ბორკილებისგან. ანარქიზმი ემხრობა სოციალურ წესრიგს, რომელიც ეფუძნება ინდივიდების თავისუფალ გაერთიანებას ნამდვილი სოციალური სიმდიდრის საწარმოებლად, რაც თავის მხრივ გარანტიაა იმისა, რომ ყოველ ადამიანს ექნება წვდომა რესურსებზე და შეძლებს, სრულად დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული საჭიროებები ინდივიდუალური სურვილების, გემოვნებისა და მისწრაფებების შესაბამისად.” Continue reading პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან

მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

bookchin005
მიუხედავად იმისა, რომ ის 2006 წელს გარდაიცვალა, მურეი ბუკჩინი მაინც აქტიურად ჩანს ახალ ამბებში. ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია როჟავას ქურთებს.

ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მისი ნაშრომები ღრმად მცდარია, რადგან უარყოფს მუშათა კლასის წამყვან როლს კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლაში. როგორც  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას.

ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ” Continue reading მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს

5LMofir_MRkx2w4
ბოლო ხანებში მსოფლიოს წამყვანი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი მედია-სააგენტოები ოპტიმისტური რიტორიკით აშუქებენ სირიის ჩრდილოეთით, ქურთულ ანკლავებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩაბმულმა სირიელმა ქურთებმა ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ადგილი აქვს ქურთული სახელმწიფოებრიობის ჩასახვის პროცესებს, თუმცა ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის საკამაოდ უჩვეულო ფორმებით ხორციელდება. სექტარული დაპირისპირებითა და რელიგიური რადიკალიზმით გამოფიტულ რეგიონში, სირიის ქურთისტანში მოქმედი მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერი-სახელმწიფოს ცნებისგან რადიკალურად განსხვავებულ პრინციპებზე – ეკოლოგიზმზე, სეკულარიზმზე, ეგალიტარიზმზე და მემარცხენე ლიბერტარიანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით ცდილობენ ავტონომიური პოლიტიკური წარმონაქმნის ფორმირებას.

ზემოხსენებული სამი ქურთული კანტონი, ალეპოს პროვინციაში მდებარე აფრინი და ყობანი და ალ-ჰასაკაჰის პროვინციაში მდებარე ჯაზირა ტერიტორიულად ერთმანეთისგან მოწყვეტილი რეგიონებია, რაც ცხადია აფერხებს კოორდინაციას კანტონებს შორის. თუმცა სამივე მათგანი კონფედერაციული ავტონომიური ერთეულის, როჟავას კანტონების ნაწილად მიიჩნევს თავს. ისინი ესწრაფვიან ავტონომიას სირიის ფარგლებში და არა სრულ დამოუკიდებლობას. მათ ერთიანი კონსტიტუციაც შეიმუშავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ომით და სხვა სოციალურ-პოლიტიკური, ან ეკოლოგიური კატაკლიზმებით გაჩანაგებულ ზონებში ჰორიზონტალური, ანარქიული თვითმმართველობის  ფენომენის აღმოცენების პრეცენდენტებს მსოფლიო ისტორიაში ადრეც ჰქონიათ ადგილი. მაგალითისთვის გამოდგება მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თვითმმართველი გლეხთა კომუნების ჩამოყალიბება ესპანეთის ანადალუზიაში, ან უკრაინის ტერიტორიაზე 1918-1921 არსებული ანარქო-კომუნისტური პოლიტიკური წარმონაქმნი – ე. წ. „თავისუფალი ტერიტორიები“, ასევე მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, მაიას ინდიელების ტერიტორიაზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ზაპატისტების მოძრაობა, რომლებიც აგრეთვე ესწრაფვიან თემური დემოკრატიისა და თვითმმართველობის პრინციპების რეალიზებს. Continue reading რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს

ხშირად დასმული კითხვები An Anarchist F.A.Q.

411wzbwKn4L__SS500_

2012 წლის მაისში ანარქისტული ბიბლიოთეკამ  დაიწყო პროექტი  “Anarchist F.A.Q ქართულად”. Anarchist FAQ არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული, რომელშიც ახსნილია ანარქიზმის ყველა ძირითადი პრინციპი და განხილულია როგორც დღევანდელი სისტემის ნაკლოვანი მხარეები, ასევე ანარქიული საზოგადოების მოდელი, გარდა ამისა, Anarchist FAQ გვთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ანარქიასთან დაკავშირებით.

ბიბლიოთეკის მკითხველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ პროექტში და დაგვეხმარონ Anarchist F.A.Q.-ის თარგმნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

სექცია A. რა არის ანარქია?

A.1. რა არის ანარქიზმი?

ანარქიზმი არის თეორია, რომლის მიზანიც არის ანარქიული საზოგადოების შექმნა,რომელშიც არ არსებობენ მმართველები და მფლობელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმის მიზანია შექმნას ისეთი საზოგადოება,რომელშიც ყოველი ინდივიდი თანასწორია და თანაცხოვრებას აქვს კოოპერაციის და არა – მართვის ფორმა. შესაბამისად, ანარქიზმი უპირისპირდება ყოველგვარ იერარქიული კონტროლის მექანიზმს – პირველ რიგში კი სახელმწიფოსა და კაპიტალიზმს – რამდენადაც, მიაჩნია, რომ იერარქიები საზიანო და უსარგებლოა ადამიანებისთვის. Continue reading ხშირად დასმული კითხვები An Anarchist F.A.Q.

ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

ალექსანდრ ბრენერი, ბარბარა შურცი რეცენზია ბობ ბლექის წიგნზე “ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

403120_417114118359932_1565622922_n

 

ეშმაკმა დალახვროს… რა არის ანარქიზმი ? ვინ არიან ანარქისტები? საიდან გაჩდნენ? ნუთუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია? დღეს? დელიოზის და გვატარის შემდეგ? დიდი თეორეტიკოსების ჰარდტის და ნეგრის ეპოქაში? ტონი ნეგრის ხომ ანარქისტები არ უყვარს… ტონი ნეგრი – თანამედროვეობის ცნობილი კრიტიკოსია,”გლობალიზაციის” მთავარი ავტორიტეტი და უახლესი იმპერიის ანალიტიკოსი!..

ჩვენი პასუხია: დაივიწყეთ ტონი ნეგრი! ის სულაც არ არის კრიტიკოსი, არამედ ბაზრის მორჩილი მიმწოდებელია. მისი წიგნები მილიონიანი ტირაჟებით იბეჭდება, როგორც ბილ გეითსის ოპუსები. ის სარეკლამო იხვია. ის კაპიტალის მარცხენა ფრთაა და მატყუარა. ანარქისტები კი ისევ თვითგამოცემით არიან დაკავებულნი. თვითონ ავრცელებენ თავიანთ ბროშურებს. ზუსტად ასე იქცევიან ნამდვილი კრიტიკოსები, დამამხობლები, დამანგრევლები.. ახლა ჩვენ განგიმარტავთ  ვინ არიან ისინი… ყველაზე პირდაპირი და მისაწვდომი ხერხით. საჟურნალო რეცენზიაში…

ესე იგი: ნამდვილი ანარქისტები არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან აუჯანყდნენ უსამართლობას და ჩაგვრას აქ და ახლა. დიახ, აქ და ახლა, დაუყოვნებლივ. ძალაუფლება, სახელმწიფო, კაპიტალი, ავტოტიტეტი, რეპრესია – ყველაფერი ეს ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული (ოფისში, სახლში, მეტროში, ქუჩაში), შორს წასვლა არ გვჭირდება. მაგრამ ვის შეუძლია შეუტიოს მოწინააღმდეგეს დაუყოვნებლივ, სპონტანურად, გაბედულად, ფეხმოუცვლელად ? Continue reading ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

ანარქიზმის ისტორია

პირველი ნაწილი

უილიამ გოდვინი
უილიამ გოდვინი

 ანარქისტული მსოფლმხედველობის ელემენტები გვხვდება უძველეს დროიდან. სრული პიროვნული თავისუფლებისკენ ლტოლვა, თავისუფალი საზოგადოება, ძალაუფლებისა და ექსპლუატაციის უარყოფა – მსგავსი განწყობები სხვადასხვა ფორმებით ჩანდა ანტიკურ ეპოქაში ფინიკიელებში, ჩინეთში დაოსიზმში, შუა საუკუნეებში ანაბაბტისტებში, ინგლისში დიგიტებში, XVIII საუკუნის ფრანგ მოაზროვნეში ს. მარშელის ნაშრომებში. ზემოთ მოყვანილი მიმდინარეობების განსასაზღვრათ, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ პროტოანარქიზმი.
მაგამ ანარქიზმი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაიბადა ახალ ეპოქაში. XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში დაიწყო დიდი რევოლუციების ეპოქა, გზა გაუხსნა ინდივიდუალიზმის დამკვიდრებას და ტრადიციული საზოგადოების დანგრევას. ამ ეპოქაში დაიწყო ანარქიზმის ჩამოყალიბება და გარდაქმნა ფილოსოფიურ სწავლებად, ხოლო შემდეგ უკვე როგორც რევოლუციურ მოძრაობად.

ანარქიზმი იყო რეაქცია  საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიღწევებისა და წარუმატებლობის: შეიცვალა თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეალები და მოხდა მათი ხელახალი გააზრება; პარლამენტარულ დემოკრატიამ ვერ მოიტანა ნანატრი ინდივიდის თავისუფლება.

ანარქიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1830-1840-იან წლებში – ლიბერალიზმთან და სახელმწიფო სოციალიზმთან ბრძოლაში და პოლემიკაში. თუ კი პირველნი ხაზს უსვამდნენ მოქალაქის პოლიტიკურ თავისუფლებას (აღიარებდნენ მინიმალური სახელმწიფოს არსებობის იდეას), მეორენი ხაზს უსვამდნენ სოციალურ თანასწორობას, ხოლო მის განხორციელების ინსტრუმენტად კი ტოტალურ სახელმწიფო რეგულირებებს მიიჩნევდნენ. ანარქიზმის დევიზი, კი ეწინააღმდეგებოდა ორივე მათგანს, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ბაკუნინის ცნობილი სიტყვა: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე არის პრივილეგია და არასამართლიანობა, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე არის მონობა“. Continue reading ანარქიზმის ისტორია

დევიდ გრებერი – ხართ თუ არა ანარქისტი? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ!

არის შანსი, რომ თქვენ უკვე გქონდეთ გაგონილი, იმის შესახებ თუ ვინ არიან ანარქისტები და რისი სჯერათ მათ. არის შანსი, რომ ყველაფერი რაც გაგიგონიათ სისულელეა. ბევრი ფიქრობს, რომ ანარქისტები ძალადობას, ქაოსს და დესტრუქციას ემხრობიან, რომ ისინი ყველანაირი ფორმის წესრიგის და ორგანიზაციის წინააღმდეგნი არიან, ან რომ ისინი გადარეული ნიჰილისტები არიან, რომელთაც უბრალოდ ყველაფრის აფეთქება სურთ.  სინამდვილეში არაფერი შეიძლება იყოს ამაზე შორს სიმართლისგან. ანარქისტები უბრალოდ ის ხალხია, ვისაც სჯერა რომ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ ძალდატანების გარეშე მოიქცეს კეთილგონივრულად. ეს მართლაც ძალიან მარტივი მოსაზრებაა. მაგრამ ის მდიდრებს და ძალაუფლების მქონეთ მუდამ მიაჩნდათ უკიდურესად საშიშ მოსაზრებად. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ანარქისტული რწმენა დგას ორ ელემენტარულ ვარაუდზე. პირველი არის ის, რომ ადამიანების ქცევა ჩვეუელბრივ ვითარებაში არის გონივრული და წესიერი და მათ შეუძლიათ საკუთარი თავის და საზოგადოების ორგანიზება გარე მითითებების გარეშე. მეორე არის ის რომ ძალაუფლება რყვნის. ყველაზე მეტად ანარქიზმი არის სიმამაცის მოკრება, რომ ავიღოთ მარტივი ადამიანური პრინციპები, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ და მივყვეთ მათ თავიანთ ლოგიკურ დასასრულამდე. შეიძლება ეს უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში შენ უკვე ხარ ანარქისტი. უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებ. დავიწყოთ მაგალითით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან.

  • როგორ მოიქცევით გადატვირთულ ავტობუსში რიგში დგომისას? დაელოდებით თქვენს რიგს და შეიკავებთ თავს მუჯლუგუნით გზის გაკაფვისგან, მაშინაც კი როცა პოლიცია არ იქნება?

Continue reading დევიდ გრებერი – ხართ თუ არა ანარქისტი? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ!