Tag Archives: ანარქისტები

კვლავ „ავტორიტეტის შესახებ“

მთარგმნელის შენიშვნა

ფრიდრიხ ენგელსის “ავტორიტეტის შესახებ“ (იხ. PDF Engelsi-avtoritetis-shesaxeb 1872 წ.)  ხშირად ერთგვარ პანაცეად აღიქმება ანარქისტებისა და მარქსისტების დაპირისპირებაში, თუმცა „ანტი-ავტორიტარიანელთა“, იგივე ანარქისტთა და რევოლუციონერ სოციალისტთა ნაწარმოებთა ზედაპირულად გაცნობის შემდეგაც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენგელსის ეს ნაშრომი ანარქისტულ პოზიციაზე გავრცელებული ცრუ წარმოდგენების თითქმის სრულყოფილ სიას უფრო წარმოადგენს, ვიდრე მის ძირეულ კრიტიკას. ქვემოთ მოყვანილი სტატიაც ამის დამტკიცებას ემსახურება.

ფრიდრიხ ენგელსი ანარქიზმს კაპიტალიზმის წინააღმდეგ რევოლუციის განხორციელებაში და საზოგადოების ორგანიზებაში ავტორიტეტის საჭიროების საფუძველზე აკრიტიკებს. ეს სტატია კი ამტკიცებს რომ ის ფუნდამენტურად უგულებელყოფდა ანარქისტებისთვის ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ მნიშვნელობას.

ანარქისტებსა და მარქსისტებს შორის პირველ ინტერნაციონალში გამართული დებატები ინსტრუმენტული იყო ორივე სკოლის განვითარებაში და ორივე მოძრაობის თვითორგანიზების გზების ჩამოყალიბებაში. ფუნდამენტალური მარქსისტული ნაშრომიც ავტორიტეტის საკითხთან დაკავშირებით – ამ დებატების შედეგად შეიქმნა; მარქსის უახლოესი თეორეტიკული მოკავშირის ფრიდრიხ ენგელსის „ავტორიტეტის შესახებ“. ისტორიულად მარქსისტები სწორედ ამ ნაშრომს იყენებდნენ ამ საკითხთან, კერძოდ კი სახელმწიფოსთან, დაკავშირებით იდეების ჩამოსაყალიბებლად. ენგელსის მიერ მხარდაჭერილი პერსპექტივიდან – თვით ავტორიტეტი ნეგატიური არ არის და შესაძლებელია პოზიტიური იყოს კონკრეტულმა ჯგუფების მიერ კონკრეტული მიზნისთვის გამოყენებისას. სახელმწიფო ავტორიტეტის შემთხვევაში, ენგელსი და შემდეგ მარქსისტები ამტკიცებენ რომ თუ იგი შექმნილია მუშათა კლასის მიერ, მუშათა კლასისთვის, კაპიტალისტური კლასის წინააღმდეგ კლასთა ბრძოლაში – მაშინ ეს ავტორიტეტი მუშათა კლასის იგანთავისუფლების იარაღი ხდება. Continue reading კვლავ „ავტორიტეტის შესახებ“

ნიკოლა საკო და ბართოლომეო ვანზეტი

ამერიკაში თავიანთი შეხედულებების გამო დაპატიმრებული და სიკვდილით დასჯილი იტალიური წარმოშობის ანარქისტების, ნიკოლა საკოსა და ბარტოლომეო ვანზეტის ისტორია.

„დაინახე, რა ვუქენი მაგ ანარქისტ ნაბიჭვრებს?“
-თავმჯდომარე მოსამართლე ვებსტერ ტეიერი.

საკო და ვანზეტი იყვნენ თავდადებული ანარქისტები და აქტიურად მონაწილეობდნენ მუშათა მრავალ მოძრაობაში. 1916 წელს საკო დააპატიმრეს მინესოტაში გაფიცული მუშებისთვის მიძღვნილ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისთვის. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო შტატ მასაჩუსეტში, ფლემეთში გამართულ გაფიცვაში. სწორედ აქ გაიცნო მან ბარტოლომეო ვანზეტი, გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. ანარქისტების დიდი ნაწილის მსგავსად, ეს ორნიც პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ომს მოჰყვა გაუსაძლისი სიღარიბე, რომელმაც გამოიწვია მუშათა დიდი ნაწილის უკმაყოფილება. მთავრობას ეშინოდა, რომ მუშები მიბაძავდნენ რუსეთის რევოლუციის მაგალითს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა კომუნიზმი და ანარქიზმი წარმოედგინად „არაამერიკულად“, და რათა მოერიდებინათ მუშები „წითელი“ პროპაგანდის ზეგავლენისგან. Continue reading ნიკოლა საკო და ბართოლომეო ვანზეტი

გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ამ ფაქტზე. ამ პატარა ტექსტში ჩვენ გავიხსნებეთ იტალიელ მუშასა და ემიგრანტს, რომელმაც რისკის ფასად გადაარჩნა სიკვდილს ანარქისტი ერიკო მალატესტა და შემდგომ გაწირა სიცოცხლე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მეფისთვის ასობით ღატაკი მშრომელის დაღუპვისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბროშურაში შევიტანეთ მალატესტას და ლევ ტოლსტოის აზრები ბრეშის საქციელზე.

მჯერა რომ არ შევმცდარვარ, როცა სისრულეში მოვიყვანე ჩემი ჩანაფიქრი. მე არც კი ვაპირევ გავასაჩივრო განაჩენი. მე მხოლოდ მომავალ სოციალურ რევოლუციაზე ვაპელირებ.

– გაეტანო ბრეში დაკითხვაზე.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვს ფასების მკვეთრმა მატებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ხალხში მთელი იტალიის მაშტაბით. 1898 6 მაისს ათასობით მშრომელი თავიანთი ოჯახებით გამოვიდნენ მილანში და გაემართნენ მეფის სასახლისკენ პურის მოსათხოვად. მეფის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს, შედეგად მოკლულ იქნა 300 ადამიანი და ათასამდე დაჭრილი. რეპრესიები გაგრძელდა, დახურეს რომის, ნეაპოლის პადუას და ბოლონიის უნივერსიტეტები, 110 გაზეთი გამოაცხადეს არაკანონიერად და დააპატიმრეს ათასობით ადამიანი. ასეთმა სისასტიკემ აიძულა ბევრი იტალიელი დაეტოვებინათ ქვეყანა და მიეღოთ რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები. Continue reading გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

ანარქისტები, რომლებმაც გაათავისუფლეს პარიზი

მოკლე ტექსტი გენერალ ლეკლერკის „La Nueve“-ს სახელით ცნობილი მე-9 ბრიგადის შესახებ. ეს იყო პირველი მოკავშირეთა რაზმი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარიზის გათავისუფლებაში.

ამ წელს [2004] სრულდება 60 წელი საფრანგების ნაცისტებისა და მათ მიერ მართული ხელისუფლებისგან გათავისუფლებიდან. ერთი ფაქტი, რომელიც ბევრს აღარ ახსოვს, არის ის, რომ პარიზში შემოსული და სასტუმრო „de Ville“-სთან მისული პირველი მოკავშირეთა დანაყოფი იყო სატანკო კომპანია, რომელიც შედგებოდა 120 ესპანელი ანარქისტისგან, რომლებმაც თავი მოიყარეს მარშალ ფილიპე ლეკლერკის ჯარში. სანამ გავაგრძელებ ამ ამხანაგების საამაყო და საკვირველი ამბის მოყოლას, ნება მიბოძეთ, ვახსენო, თუ როგორ ახსოვთ ეს დღე პარიზში, რას ნიშნავს ეს დღე დანარჩენი საფრანგეთისთვის და რატომ იყო მნიშვნელოვანი ფაშისტური რეჟიმის დანგრევა.

ძნელია იმის თქმა, თუ ვინ უფრო ეზიზღებოდა ფრანგებს ოკუპაციის ბოლო დღეებში, გერმანელები თუ ვიშის პოლიცია. არც ერთი მათგანი არ სარგებლობდა დიდი სიყვარულით, მაგრამ ფრანგ ფაშისტებსა და მათი მხარდამჭერების მიმართ სუძულვილს ჰქონდა უფრო ინტიმური და პირადი ხასიათი.

ერთი წელიც არ იქნება გასული, რაც მე საფრანგეთში გადმოვედი. ამ ქვეყნის მოქალაქე ახლახანს გავხდი, ამის წინ ვიყავი ისტორიით გატაცებული უბრალო ტურისტი. რა შემიძლია მოგიყვეთ აქ გატარებულ წელიწადზე, განსაკუთრებით კი 25 აგვისტოზე, როდესაც მთელი პარიზი მორთულია ეროვნული ფერებით, უზარმაზარ ბულვარებზე კი სამხედრო მანქანებით დადიან მეორე მსოფლიო ომის პერიოდის უნიფრომებში გამოწყობილი მსახიობები? მოდი დავიწყოთ დილით, როდესაც მე ვტოვებ ჩემს გარეუბნის ბინას და მივდივარ სამსახურში.

Continue reading ანარქისტები, რომლებმაც გაათავისუფლეს პარიზი

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

კორეის ანარქისტული ფედერაცია, 1928

როდესაც საუბარი ეხება ეროვნულ გათავისუფლებას, ანარქისტებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ორი სიტუაციის გარჩევა, 1- კულტურული შეზღუდვების მოხსნა აჯანყებულთა მიერ აღიქმება, როგორც სოციალური გათავისუფლების პროგრამის ნაწილი. 2- სოციალური გათავისუფლების წინაპირობად აჯანყებულები მიიჩნევენ ნაციონალურ ავტონომიას / ფედერაციას / სახელმწიფოს. ე.ი. ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერის კონცეფცია. ერის კონცეფცია მოისაზრებს, რომ არსებობს გარკვეული ეთნოსი, რომლის განსაზღვრა ობიექტურად შესაძლებელია, და მას უნდა ჰქონდეს გარკვეულ რეგიონში კულტურული პოლიტიკის ჩატარების უზენაესი უფლება.

პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ტერმინოლოგიურ შეცდომას. აჯანყებულები, რომლებსაც სურთ, ყველაფერთან ერთად, ჩაგვრის დაძლევა კულტურისა და ენის სფეროებში, ამას შეცდომით უწოდებენ ეროვნულ გათავისუფლებას. ამის შედეგად, ისინი ხელახლა აწარმოებენ მითს, რომ სახელმწიფოს გარეშე შესაძლებელია არსებობა ერისა, რომლის წარმომადგენლებიც ფლობენ უცვლადი თვისებების რიგს. ასეთ შემთხვევაში, აჯანყებულებს მუდამ უწევთ ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა იმის ახსნაზე, თუ რას გულისხმობენ ისინი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ხალხის ერებად დაყოფის იდეა საყოველთაო თანასწორობას. Continue reading ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

2003 წლის ოქტომბერში ლატვიურმა პრესამ გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია ლატვიელი ანარქისტის, იანის ჟაკლისის, შესახებ. მათი უმეტესობა ეყრდნობოდა ფილიპ რუფის ნაშრომს, რომელმაც სიდნის ქუჩის შტურმის 20 წლიანი გამოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ჟაკლისი იყო ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში: პეტრე მღებავის ფსევდონიმით. ქვემოთ მოყვანილი ტექსტის ავტორი პოლ ბანკოვსკი, ცნობილი ჟურნალისტი და ნოველისტია. მისი 2002 წლის ნოველა, „მისტერ ლატვია“ ეხება სიდნის ქუჩაზე მომხდარი ამბის მონაწილეებს.

Melnais Peteris (შავი პეტრე)

საიუველირო მაღაზიის ძარცვის წარუმატებელი მცდელობიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ინგლისელი ისტორიკოსი ახლაც მიჰყვება მთავარი ეჭვმიტანილის კვალს. ამ დროის განმავლობაში, კაცი, ზედმეტსახელად „პეტრე მღებავი“ ნამდვილ ლეგენდად იქცა.. იგი გახლავთ ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში.

როდესაც დავამთავრე „მისტერ ლატვიის“ წერა და დავაპირე მისი გაგზავნა ლატვიურ ჟურნალ Karogs-ში, გადავწყვიტე, რომ რედაქციაში ჩემი მისვლა და ხელნაწერის მიტანა ჭკვიანური არ იქნებოდა. ასე ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ „მისტერ ლატვია“ ჩემი შემოქმედება იყო. კონსპირაციისთვის, ხელნაწერი გავატანე მძღოლს. მან ის პირდაპირ რედაქტორის ოფისში მიიტანა. სიუჟეტი მიიღეს და ეჭვიც არავის აუღია. თან, ასეთი ეშმაკობა უხდებოდა კიდეც წიგნს, რომელშიც ყველა პიროვნება გაყალბებულია. ასევე წიგნს, რომელიც დაწერილია ლეგენდარული „პეტრე მღებავზე“ (ან პეტრე მსახიობზე, რადგან სახლების მღებავობასთან ერთად, იგი მსახიობიც იყო), ლატვიელ ანარქისტზე, რომელიც რუსეთის იმპერიას გაექცა და გამოიწვია უპრენცენდენტო აურზაური 1910 წლის ლონდონში. იმ დროს მე არც კი ვიცოდი, რომ პეტრე მღებავი დაბრუნდებოდა, არა როგორც უცნაური ლეგენდა, არამედ როგორც ნამდვილი კაცი, თავისი სახელით, გვარით და ცხოვრების ისტორიით.

წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, ხშირად მეკითხებოდნენ, ეს ამბავი სინამდვილეა თუ ფიქცია. ლონდონისგან განსხვავებით, ლატვიაში პეტრე მღებავი არასოდეს ქცეულა დიდ ლეგენდად, რომლის შესახებ მიუზიკლებშიც კი მღერიან. ლონდონში იგი ისეთივე ცნობილია, როგორც ჯეკ მფატრავი. „იგი იყო თავისი დროის ბინ ლადენი“ – ცოტათი გაზვიადებულად შეამკო იგი აღმოსავლეთ ლონდონის ისტორიკოსმა, ბილ ფიშერმენმა, ლონდონის საიდუმლოებისთვის მიძღვნილ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში. ამათან ერთად, ლონდონში არსებობს პეტრე მღებავის სახელობის ბარები და დეკორაციის კომპანიები.

„მისტერ ლატვიის“ წერისას მე მაინტერესებდა ლატვიელების მოღვაწეობა საზღვარგარეთ, მაგრამ არა ყველა ქმედება, არამედ მხოლოდ ისეთები, რომელბმაც გამოიწვია დიდი ხმაური, კვალი დატოვა ხალხის მეხსიერებაში და იქცა ლეგენდად. ამიტომაც გადავიწვიტე, დამეწერა წიგნი პეტრე მღებავის შესახებ, რომელიც, როგორც მე მითხრეს, „სინამდვილეში უნდა ყოფილიყო მსახიობი გედერტ ელიასი“. ანდრის მელაკაუსმა, რომელიც ლონდონში ცხოვრების დროს აგროვებდა ინფორმაციას განთქმულ თანამემამულეზე, მათხოვა რამდენიმე სხვადასხვა წიგნი პეტრეს შესახებ (მათი სახელწოდებები ჩამოთვლილია „მისტერ ლატვიის“ ბოლოს, ბიბლიოგრაფიაში). პეტრე მღებავის და ელიასის სურათებისა და ბიოგრაფიების შედარების შემდეგ, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, – მაგრამ იმ დროს მე ეს არ მივიჩნიე მნიშვნელოვნად. მე მაინტერესებდა თვითონ ისტორია, გაყალბებული პიროვნებები და მეტსახელები. კაცი, რომელიც გაჩნდა ისტორიის გარკვეულ პერიოდში, შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა და დატოვა უამრავი ჰიპოთეზა და თეორია თავისი პიროვნების შესახებ. Continue reading პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე