შესავალი
წინამდებარე დოკუმენტური მასალა წარმოადგენს 2010 წელს საქართველოში თვითორგანიზებული სტუდენტური ჯგუფის „პირდაპირი მოქმედების“ მანიფესტს, მის წესდებას და აქციებს. [ორგანიზაციის სათაური წარმოდგება ამავე სახელწოდების ტაქტიკისაგან – პირდაპირი მოქმედება]
იმ დროს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ზონდერებით დაკომპლექტებული „სტუდენტური თვითმმართველობა“, რომელთა საშუალებით სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებდა უნივერსიტეტში, ზღუდავდა თავისუფალ აზრსა და განათლების სისტემის პრობლემებზე პროტესტის გამოხატვას. თუმცა მსგავსი პოლიტიკა წარსულის საკუთრება არ გამხდარა, და ის დაკვირვებადია ეხლაც.
ჯგუფმა, „პირდაპირი მოქმედება“ ორგანიზაციის სახით ვერ გაუძლო რეპრესიებს, თუმცა როგორც ამბობენ იდეების მოკვლა შეუძლებელია. თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ოაზისის შექმნაში, როგორიც იყო თავისუფალი სახელოსნო სამხატვრო აკადემიაში (2011 წ) . „პირდაპირი მოქმედება“ ანარქისტულ პლატფორმაზე იდგა და ის მალევე გადაიზარდა ანარქისტულ ორგანიზაციაში, რომლის წევრები ასევე მონაწილეობდნენ „ლაბორატორია 1918“-ში.
მიუხედავად რამდენიმე წლიანი ისტორიისა ეს დრო და აქტივიზმი სათანადოდ არ არის გააზრებული და შეფასებული. ეს პირველი ორგანიზებული ნაბიჯები იყო პოსტსაბჭოთა რეაქციული საქართველოს ისტორიაში, გადადგმული თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისათვის, ამიტომ ზოგი წარუმატებელი, ზოგს კი უნდა ვუმადლოდეთ რომ არსებობს თუნდაც ეს რადიკალური ლიტერატურა.
ამ შესავალს არ აქვს პრეტენზია ისტორიის ანალიზზე, ჩვენ უბრალოდ მოვალედ ვთვლით თავს გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება, რადგან სანამ იარსებებს სახელმწიფო, მანამ ის ყოველთვის ეცდება ჩაერიოს თავისი საცეცეებით ყველა სფეროში, ჩაახშოს შემოქმედებითი სული და ადამიანები აქციოს ავტომატებად, რათა უსიტყვოდ დაემორჩილონ და შეეგუონ ექსპლოატაციას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს ინდოქტრინაცის მეთოდს – „ტვინის რეცხვას“, რომ მოკლას თავისუფალი ნება სანამ ის დაიბადება. მონურ იდეოლოგიაზე შეტევა თავისუფალი განათლებით შეიძლება. ორგანიზების გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს უკეთესი მომავალი!გისურვებთ წარმატებებს.

Continue reading პირდაპირი მოქმედება – საქართველო