Tag Archives: დევიდ გრებერი

დევიდ გრებერი – დემოკრატიის პროექტი (PDF)

დევიდ გრებერი (1961 თებერვალი 12 –  სექტემბერი 2 , 2020)  ამერიკელი ანარქისტი და ანთროპოლოგი. მის ცნობილ წიგნებს შორისაა: ვალი, პირველი 5000 წელი (2011) და აბსურდული სამუშაოების თეორია (2018).   მისი წიგნი, რომლის ქართული თარგმანის PDF ვერსიასაც გთავაზობთ, დაიწერა 2013 წელს და მოგვითხრობს აშშ-ში განხორციელებულ სამოქალაქო პროტესტზე Occupy Wall Street-ზე („დაიკავე უოლსტრიტი“).  ეს წიგნი გამორჩეულია ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად კი იმიტომ, რომ გრებერი წერს მოძრაობაზე, რომლის დამკვირვებელიც არის და მონაწილეც.  ეს წიგნი არის მცდელობა, ერთი მხრივ, გამოამჟღავნოს ის სიმახინჯეები, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკურ და ფინანსურ სისტემას ახასიათებს და, მეორე მხრივ, Occupy Wall Street-ის მაგალითზე დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს „რადიკალური დემოკრატიისთვის“ ბრძოლის ხედვა. ამიტომ ეს ნაშრომი, ზოგადად, დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ამერიკული პოლიტიკური დისკურსის ისტორიის კრიტიკული ანალიზიცაა და რადიკალური დემოკრატიისათვის ბრძოლის მეთოდების პრაქტიკული სახელმძღვანელოც.

„დემოკრატიის პროექტი“ 2013 წელს,  გამოცემიდან მალევე
იქცა პოპულარულ საკითხავ წიგნად როგორც ამერიკაში, ისე
ბევრ სხვა ქვეყანაში. მისი წარმატება ალბათ იმანაც განაპირობა, რომ გრებერი არაჩვეულებრივად მარტივი ენით, ლაღი თხრობით ახერხებს, თავისი მკითხველი გაათვითცნობიეროს ურთულეს და სპეციფიკურ სფეროებში, მაგალითად, ისეთი კომპლექსური სტრუქტურის დეტალებში, როგორიცაა დღევანდელი ფინანსური სისტემა. ეს
წიგნი მოგაქცევთ დღევანდელი ამერიკის ყველაზე კრიტიკული დისკურსის ცენტრში და, ზოგადად, დაგაფიქრებთ იმაზე,
რაც ყველა მოქალაქეობრივად მოაზროვნე ადამიანისთვის და
თავისუფლების მოყვარული საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საკითხებს უნდა წარმოადგენდეს: რა არის დემოკრატია? როგორი უნდა იყოს დემოკრატია? და როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ დემოკრატია ნახევრად რეალიზებულ ან პოლიტიკურად აბსტრაგირებულ პროექტად კი არ დარჩეს, არამედ ცხოვრების წესად და ყოფიერების არსად იქცეს.

“როცა საზოგადოებრივი მოძრაობების შეფასებებს ეცნობი, რომლებიც აშკარა კონსერვატორების მიერ არის დაწერილი ხშირად უცნაური კმაყოფილება გეუფლება; განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ლიბერალებს ეხება, რომლებმაც, საერთოდ, ადვილად იციან განაწყენება; ისინი არაპროგნოზირებადნი არიან, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, რადიკალური მოძრაობების იდეებს – დემოკრატიას, ეგალიტარიზმს, თავისუფლებას – იზიარებენ, მაგრამ ასევე როგორღაც ირწმუნებენ თავს, რომ, საბოლოო ჯამში, ამ იდეალებთან მიახლოება შეუძლებელია. ამიტომ ისინი ერთგვარ მორალურ საფრთხეს ხედავენ ნებისმიერ ადამიანში, რომელსაც განზრახული აქვს, ზემოთხსენებული პრინციპები რეალობად აქციოს.” – დევიდ გრებერი

Devid-Greberi-Demokratiis-Proeqti (PDF, 361 გვერდი)

დევიდ გრებერი – ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს

1930-იან წლებამდე, ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ კარგია, როცა ამერიკელების უმრავლესობამ არ იცის თუ რეალურად როგორ მუშაობენ ბანკები. მათ რომ ეს ცოდნოდათ, „რევოლუცია მოხდებოდა ხვალ დილამდე“.

გასულ კვირას აღსანიშნავი რამ მოხდა. ინგლისის ბანკმა „კატა ჩანთიდან გამოუშვა“. თეორიას, რომლის სახელწოდებაა „ფულის შექმნა თანამედროვე ეკონომიკაში“, სამი ეკონომისტი ავტორი ჰყავს ბანკის ფინანსური ანალიზის დირექტორატიდან. მათ ცალსახად განაცხადეს, რომ საერთო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ბანკი – მცდარია. ამ სახის პოპულიზმით კი ერეტიკული პოზიციები უფრო მეტად უკავშირდება ისეთ ჯგუფებს, როგორიცაა მაგალითად – დაიკავე ვოლ სთრითი.

რომ იგრძნოთ თუ რამდენად რადიკალურია ბანკის ახალი პოზიცია, განიხილეთ საყოველთაოდ მიღებული ხედვა, Continue reading დევიდ გრებერი – ფული უბრალოდ ქაღალდია, რომელიც ბანკებს ამოძრავებს

დევიდ გრებერი – ხართ თუ არა ანარქისტი? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ!

არის შანსი, რომ თქვენ უკვე გქონდეთ გაგონილი, იმის შესახებ თუ ვინ არიან ანარქისტები და რისი სჯერათ მათ. არის შანსი, რომ ყველაფერი რაც გაგიგონიათ სისულელეა. ბევრი ფიქრობს, რომ ანარქისტები ძალადობას, ქაოსს და დესტრუქციას ემხრობიან, რომ ისინი ყველანაირი ფორმის წესრიგის და ორგანიზაციის წინააღმდეგნი არიან, ან რომ ისინი გადარეული ნიჰილისტები არიან, რომელთაც უბრალოდ ყველაფრის აფეთქება სურთ.  სინამდვილეში არაფერი შეიძლება იყოს ამაზე შორს სიმართლისგან. ანარქისტები უბრალოდ ის ხალხია, ვისაც სჯერა რომ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ ძალდატანების გარეშე მოიქცეს კეთილგონივრულად. ეს მართლაც ძალიან მარტივი მოსაზრებაა. მაგრამ ის მდიდრებს და ძალაუფლების მქონეთ მუდამ მიაჩნდათ უკიდურესად საშიშ მოსაზრებად. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ანარქისტული რწმენა დგას ორ ელემენტარულ ვარაუდზე. პირველი არის ის, რომ ადამიანების ქცევა ჩვეუელბრივ ვითარებაში არის გონივრული და წესიერი და მათ შეუძლიათ საკუთარი თავის და საზოგადოების ორგანიზება გარე მითითებების გარეშე. მეორე არის ის რომ ძალაუფლება რყვნის. ყველაზე მეტად ანარქიზმი არის სიმამაცის მოკრება, რომ ავიღოთ მარტივი ადამიანური პრინციპები, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ და მივყვეთ მათ თავიანთ ლოგიკურ დასასრულამდე. შეიძლება ეს უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში შენ უკვე ხარ ანარქისტი. უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებ. დავიწყოთ მაგალითით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან.

  • როგორ მოიქცევით გადატვირთულ ავტობუსში რიგში დგომისას? დაელოდებით თქვენს რიგს და შეიკავებთ თავს მუჯლუგუნით გზის გაკაფვისგან, მაშინაც კი როცა პოლიცია არ იქნება?

Continue reading დევიდ გრებერი – ხართ თუ არა ანარქისტი? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ!

დევიდ გრებერი – აბსურდული სამუშაოების ფენომენზე

 1930 წელს, ჯონ მეინარდ კეინზის პროგნოზის მიხედვით, საუკუნის დასასრულს ტექნოლოგიები საკმარისად განვითარდებოდა, იმისათვის რომ დიდი ბრიტანეთისა და შტატების მსგავს სახელმწიფოებს 15 საათიანი სამუშაო კვირისთვის მიეღწიათ. ყველანაირი საფუძველი არსებობს, იმის დასაჯერებლად რომ ის მართალი იყო. დღევანდელი ტექნოლოგიის საშუალებით ჩვენთვის ეს სავსებით შესაძლებელია. და ამის მიუხედავათ, ეს ასე არ მოხდა. ნაცვლად ამისა, სწორედ ტექნოლოგიებმა შექმნა პირობები, იმისთვის რომ ყველამ უფრო მეტი იმუშავოს. ამის მისაღწევად საჭიროა შეიქმნას უმიზნო სამუშაოები. ევროპაში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, უამრავი ადამიანი მთელს თავის სამუშაო დროს ხარჯავს ისეთ საქმიანობაში, რომლის შესრულების საჭიროებასაც ის ვერ ხედავს. ეს სიტუაცია მათთვს იწვევს ღრმა მორალურ და სულიერ ზიანს. ეს არის ჭრილობა ჩვენს კოლექტიურ სულზე. თუმცა ამაზე ფაქტიურად არავინ საუბრობს. Continue reading დევიდ გრებერი – აბსურდული სამუშაოების ფენომენზე