Tag Archives: ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძის დემისტიფიკაცია

 

ძნელად თუ მოიძებნება საქართველოში ისეთი ადამიანი, რომლის ხელშეუხებელი ავტორიტეტის ირგვლივ ერთიანდებიან: გულანთებული პატრიოტები, რელიგიური ფანატიკოსები, ლიბერალები, კონსერვატორები, ნაციონალისტები, სხვადასხვა მასშტაბის მედროვეები და ბანალური ნაძირლები. და ყველა, ერთხმად მისტირიან „ილიას საქართველოს“.

თავს უფლებას მივსცემთ დავსვათ სრულიად სამართლიანი კითხვა – როგორ ხედავენ ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეებითა და მიზნებით შეპყრობილი ადამიანები ილიაში თავის მოძღვარს, ხოლო „ილიასეულ საქართველოში“ კონკრეტულად მისთვის დატოვებულ მემკვიდრეობას?

ვინაიდან ჩვენს მიერ დასახულ მიზანთა მწირე ჩამონათვალში არ შედის, წმინდა სინოდის მოვალეობების გადაბარება და იმის გამორკვევა თუ რამდენად შეესაბამება ილიას პიროვნებას ისეთი ეპითეტები, როგორებიცაა “წმინდა” და “მართალი”. ამიტომ არ შევეხებით ილიას საბანკო საქმიანობასა და მის დამოკიდებულებას ყმებისადმი, რაც უფრო მორალური საკითხებია და ნებისმიერ შემთხვევაში გაკიცხვით ან შექებით უნდა დასრულდეს, ხოლო ილიას პიროვნების სიკარგის ან სიცუდის გამორკვევა ერთი ნაბიჯითაც არ მიგვაახლოვებს ჩვენს მიერ დასახულ მიზანს, გამოვარკვიოთ რაში მდგომარეობს საქართველოს მოწყობის ილიასეული ხედვა, რომლის ხორცშესხმის იდეა ორი საუკუნის განმავლობაში არ ტოვებს ქართველი ადამიანის გონებას. Continue reading ილია ჭავჭავაძის დემისტიფიკაცია