Tag Archives: მაქს შტირნერი

ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”


 1917 წლის რევოლუციის შემდეგ 75 წლის პეტრე კროპოტკინი ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა, მიუხედავად ასაკისა ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ  და გონებრივ საქმიანობაში, მუშაობდა კოოპერაციის პრაქტიკულ პრობლემებზე, სამჯერ შეხვდა ლენინს და მიწერა რამდენიმე კრიტიკული წერილი. ინტელექტუალურ საკითხებს შორის, რომელზეც ის მუშაობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო ეთიკა. მის მიერ ჩაფიქრებული წიგნი უნდა ყოფილიყო ორ ტომად. ორივეზე ის პარალელურად მუშაობდა, პირველი ნაწილი  1919-20 წლებში დაასრულა, მეორე ნაწილის დასრულება ვერ მოასწრო თუმცა დაწერილი ქონდა ცალკეული თავები, შენიშვნები და გეგმები. პირველი ნაწილი გამოიცა მოსკოვში 1922 წელს  (იხ. ინგლისური ვერსია Ethics: Origin and Development ), ხოლო მეორე ტომის ფრაგმენტები, ანარქისტების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, დასაბეჭდად გაგზავნილ იქნა საფრანგეთში, მაგრამ ის არ გამოცემულა და საწმუხაროდ მისი ბედი დღემდე უცნობია. მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერი მეორე ტომიდან ნაპოვნი იქნა სსრკ არქივში, და რომელიც გამოცემულ იქნა რუსეთში 90-იან წლებში. წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი პირველი ტომიდან.

…მთავარი ამოცანა, რაც დღეს ეთიკის წინაშე დგას, არის მოძებნოს საერთო ადამიანში არსებულ ორ, ურთიერთსწინააღმდეგო გრძნობებს შორის, და ამგვარად დაეხმაროს ადამიანს არა კომპრომისის მიღწევაში, არამედ მათ სინთეზში. ერთი, ამ გრძნობებიდან, ადამიანს უბიძგებს სხვების დამორჩილებისკენ პირადი ინტერესებისდა სასარგებლოდ; როცა მეორე – სხვებთან გაერთიანებისკენ, რათა საერთო ძალისხმევით მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს. პირველი არის გამოხატულება ადამიანის ერთი-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებისა – ბრძოლისა, ხოლო მეორე, აგრეთვე ძირითადი მოთხოვნილება ადამიანისა: ერთიანობის განცდისა და თანაგრძნობისა. ეს ორი ჯგუფი გრძნობებისა ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ აუცილებელია რაიმე ფორმაში მათი სინთეზის პოვნა. მითუმეტეს აუცილებელია, როცა თანამედროვე ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რა განსაზღვრული ცოდნა, რათა გაუმკლავდეს ამ შინაგან წინააღმდეგობას, კარგავს თავის რეალურ ძალას. ის ვერ დაუშვებს, რომ ბრძოლა დაუფლებისთვის, რომელიც მიმდინარეობს ინდივიდებსა და ერებს შორის, გახდეს მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა; ამასთანავე ის ვერ ირწმუნებს საკითხის გადაწყვეტად ძმობას და თვითგვემას, რომელსაც ქადაგებდა ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში, ისე რომ არასოდეს მიუღწევია ძმობისთვის არა თუ ხალხთა შორის, არამედ ურთიერთატანისთვისაც კი ქრისტიანობის სხვადასხვა სწავლებებს შორის. Continue reading ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”

ანარქიზმის ისტორია

პირველი ნაწილი

უილიამ გოდვინი, 1802

ანარქისტული მსოფლმხედველობის ელემენტები გვხვდება უძველეს დროიდან. სრული პიროვნული თავისუფლებისკენ ლტოლვა, თავისუფალი საზოგადოება, ძალაუფლებისა და ექსპლუატაციის უარყოფა – მსგავსი განწყობები სხვადასხვა ფორმებით ჩანდა ანტიკურ ეპოქაში ფინიკიელებში, ჩინეთში დაოსიზმში, შუა საუკუნეებში ანაბაბტისტებში, ინგლისში დიგიტებში, XVIII საუკუნის ფრანგ მოაზროვნეში ს. მარშელის ნაშრომებში. ზემოთ მოყვანილი მიმდინარეობების განსასაზღვრათ, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ პროტოანარქიზმი.
მაგამ ანარქიზმი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაიბადა ახალ ეპოქაში. XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში დაიწყო დიდი რევოლუციების ეპოქა, გზა გაუხსნა ინდივიდუალიზმის დამკვიდრებას და ტრადიციული საზოგადოების დანგრევას. ამ ეპოქაში დაიწყო ანარქიზმის ჩამოყალიბება და გარდაქმნა ფილოსოფიურ სწავლებად, ხოლო შემდეგ უკვე როგორც რევოლუციურ მოძრაობად.

ანარქიზმი იყო რეაქცია  საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიღწევებისა და წარუმატებლობის: შეიცვალა თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეალები და მოხდა მათი ხელახალი გააზრება; პარლამენტარულ დემოკრატიამ ვერ მოიტანა ნანატრი ინდივიდის თავისუფლება.

ანარქიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1830-1840-იან წლებში – ლიბერალიზმთან და სახელმწიფო სოციალიზმთან ბრძოლაში და პოლემიკაში. თუ კი პირველნი ხაზს უსვამდნენ მოქალაქის პოლიტიკურ თავისუფლებას (აღიარებდნენ მინიმალური სახელმწიფოს არსებობის იდეას), მეორენი ხაზს უსვამდნენ სოციალურ თანასწორობას, ხოლო მის განხორციელების ინსტრუმენტად კი ტოტალურ სახელმწიფო რეგულირებებს მიიჩნევდნენ. ანარქიზმის დევიზი, კი ეწინააღმდეგებოდა ორივე მათგანს, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ბაკუნინის ცნობილი სიტყვა: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე არის პრივილეგია და არასამართლიანობა, სოციალიზმი თავისუფლების გარეშე არის მონობა“. Continue reading ანარქიზმის ისტორია