Tag Archives: პეტრე კროპოტკინი

პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი

წინასიტყვაობა პირველი ქართული გამოცემისათვის
1908 წელი

ქართველებს ფილოსოფიურ-მეცნიერული წიგნები ბევრი არა გვაქვს და ამ უკანასკნელს დროში კი მათი საჭიროება დღითიდღე მატულობს. ადამიანისათვის არაა საკმარისი, რომ ნაგლეჯ-ნაგლეჯად ყური მოჰკრას რამეს მეცნიერება-ფილოსოფიაზე. იმისათვის, რომ ადამიანს გარკვეული მსოფლმხედველობა ჰქონდეს აუცილებლად საჭიროა თავადაც იშრომოს: იკითხოს, იფიქროს; ამისათვის კი აუცილებელი საჭიროა სახელმძღვანელო წიგნები. სწორედ იმ მიზნით, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენში ჭეშმარიტ მსოფლმხედველობის გავრცელებას გამოვცემთ ამ პატარა წიგნს. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს წიგნაკი მხოლოდ მათთვის იყოს საჭირო ვისაც სურს გაეცნოს ანარქისტულ მსოფლმხეველობას. ეს წიგნაკი ძლიერ საჭირო და სასარგებლოა, ვისაც კი აინტერესებს მართალი მსოფლმხედველობის ქონა. თუმცა წიგნაკი წარმოადგენს მოკლე სისტემას ანარქიზმის მსოფლმხედველობისას, მაგრამ იგი შეიცავს ძლიერ საფუძვლიან კრიტიკას მეცნიერებისას და ფილოსოფოსებისას, როგორიცაა მაგალითად დარვინიზმი, ფილოსოფია კონტისა, კანტის, სპენსერისა და სხვ. ამ კრიტიკასთან ერთად წიგნში არის მოყვანლი ის ჭეშმარიტებანი დამატებანი, რომელსაც მიაღწია დღეს მეცნიერებამ და რომლის გარეშედაც არ იქნებოდა მართალი არც ერთი მსოფლმხედველობა.

Continue reading პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი

პეტრე კროპოტკინი – კომუნიზმი და ანარქია

Peter_Kropotkin_circa_1900

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს საქართველოში გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

I

ამ კითხვის მნიშვნელობაზედ მეტიც არის ლაპარაკი. ბევრი ანარხისტთაგანი და ბევრი მოაზრეთაგანი, თუმცა ძლიერ ბევრ უპირატესობას ხედავენ კომმუნისტიურ წეს-წყობილებაში, მაგრამ მიუხადავად ამისა, ისინი დარწმუნებული არიან, რომ დიდი საფრთხე მოელის კომუნიზმის მხრივ საზოგადოებრივ თავისუფლებას და პიროვნების თავისუაფალ განვითარებას. ეჭვს გარეშეა რომ ამგვარი საფრთხე ნამდვილად არსებობს. ამასთანავე, როდესაც ამ საგანს შევეხებით, იძულებული ვართ განვიხილოთ მეორე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: – კითხვა შესახებ საზოგადოებისა და პიროვნებათა განწყობილებისა საზოგადოდ.

საუბედუროდ კომუნიზმის კითხვა ძლიერ გართულებულია ამ საზოგადოებრივ ცხოვრების ფორმაზედ ბევრი შემცდარი შეხედულობით, რომელიც ძლიერ ფართოთ არის გავრცელებული. უმეტეს შემთხვევაში კომმუნიზმის სახელით ქადაგებდნენ ცოტად თუ ბევრად ქრისტიანულ ანუ მონასტრულ კომმუნიზმსა – და ყოველ შემთხვევაში მორჩილებით კომმუნიზმს, რომელიც ექვემდებარება სასტიკ ცენტრალურ ძალას. ამნაირ სახის კომმუნიზმს ჰქადაგებდნენ 19 საუკუნის პირველ ნახევარში, და ამგვარი სახით ანხორციელებდნენ მას ძლიერ ბევრ თემებში. ამ თემთათვის ოჯახი იყო ნიმუში, და ისინიც მიისწრაფოდნენ შეექმნათ დიდი კომმუნისტიური ოჯახი. ამ მიზნით სცდილობდნენ ისინი უწინარეს ყოვლისა გარდაექმნათ ადამიანის ბუნება. ამის გამო, საერთო შრომის გარდა ისინი ავალებდნენ თავიანთ წევრებს ეცხოვრათ ვიწრო ოჯახური ცხოვრებით, განშორებოდნენ თანამედროვე ცივილიზაციას, განცალკევებული ყოფილიყო მათი კომუნა და „ძმანი და დანი“ ჩარეულიყვნენ ხოლმე თემის ყოველი წევრის შინაგანი ცხოვრების ყველა წვრილმანებში. Continue reading პეტრე კროპოტკინი – კომუნიზმი და ანარქია

ვეფხვია მანია – შრომა და წარმოება

26908_103052356392746_100000639450517_85423_7777161_n

საზოგადოების განვითარების საფუძველს კონკრეტული ადამიანის თავისუფლება (შესაძლებლობა აკეთო ის რაც გინდა) წარმოადგენს. ნებისმიერ სოციალურ პროექტში პირველ რიგში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის, რომ ადამიანი ბიოლოგიური ორგანიზმია. ამიტომაც მას იმისათვის, რომ იმოქმედოს, გამრავლდეს და იაზროვნოს, სჭირდება საკვები. მომავალ სოციალურ სისტემაში წარმოება ისე უნდა იყოს მოწყობილი და ორგანიზებული რომ არ იყოს ადმიანის თავისუფლება შეზღუდული.

საბჭოთა კავშირში გავრცელებული ლოზუნგი, „შრომამ შექმნა ადამიანი“, სადაც შრომა წარმოადგენს ღმერთის ჩანაცვლებას და მთელი ეკონომიკაც საბჭოთა კავშირში ამ რელიგიით იმართებოდა. ამ რელიგიამ შობა სტახანოველთა მრევლი. ადამიანისა და ცხოველის მთავარ განმასხვავებელ ნიშნად შრომის უნარი იყო გამოცხადებული, როცა შრომა წარმოადგენს მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის გაწეულ ძალისხმევას, რომელიც გამომდინარეობს რეფლექსიდან, რაც კი არ ასხვავებს ადამიანს ცხოველისგან, არამედ პირიქით, აერთიანებს. აქ ძალიან ნათლად ჩანს ის ფაქტი, თუ როგორ მიზანმიმართულად ერიდება ძალაუფლება აზროვნებისა და შემოქმედების, როგორც ადამიანსა და ცხოველს შორის არსებითად განმასხვავებელი უნარის აღიარებას. Continue reading ვეფხვია მანია – შრომა და წარმოება

პეტრე კროპოტკინი – მეამბოხის წერილები

garekanik

I. დღევანდელი ვითარება

ეჭვი არ არის, რომ ჩვენ დიდი ნაბიჯებით მივექანებით რევოლუციისაკენ. ის ჯერ ერთ ქვეყანაში იფეთქებს და შემდეგ, როგორც ეს 1848 წელს იყო, გადავა მეზობელ მხარეებში, მოედება მთელ ქვეყანას და გარდაქმნის თანამედროვე საზოგადოებას, რომელსაც დაუმკვიდრებს ცხოვრების ახალ საფუძვლებს.

შესანიშნავია, რომ ეს ნაწინასწარმეტყველევი აქვთ განთქმულ გერმანელ ისტორიკოს გერვენუსს და იტალიელ ფილოსოფოს ფერარს. მათ პირდაპირ აქვთ ნათქვამი, რომ მეცხრამეტე საუკუნის დასასრულს აუცილებელია დიდი რევოლუციაო.

გადაჰხედეთ იმას, რაც ბოლო ოც წელიწადში ხდებოდა თქვენს გარშემო და დარწმუნდებით, რომ თანამედროვე ცხოვრების ათასგვარ მოვლენათა შორის ორი რამ ჩანს ძალიან ცხადად:

1) ხალხის გამოღვიძება და

2) სრული ზნეობრივი, გონებრივი და ეკონომიკური გაკოტრება მართველი კლასისა და სულთმობრძავი, ამაო ცდა ქონების პატრონების მიერ ხელი შეუშალონ ხალხის ამ გამოღვიძებას… დიახ, ხალხის გამოღვიძებას!

____

ქარხნების სულმხუთავ დარბაზებში, ბნელსა და ნესტიან სარდაფებში, მტვრიან ჩარდახებში და მადანთა შავ-ბნელ მაღაროებში, აი სად იჭედება დღეს ის ახალი ძალა, ის ახალი ხალხი, რომლის ერთი გახსენება თმას ყალყზე უყენებს ყოვლისშემძლე ბურჟუა-ბიუროკრატებს, მაშინ როდესაც მთელი ქვეყნის საუკეთესო რეფორმატორნი მხოლოდ ამ ბნელ ხალხში ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც თავიანთი მაღალი სულის საუკეთესო მისწრაფებათა აღფრთოვანებას… არავისთვის არის დღეს საეჭვო, რომ სწორედ ამ შავ ბრბოში იბადება და ინასკვება ის ძირითადი კითხვები სოციალურის, ეკონომიკისა და პოლიტიკური წეს-წყობილებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და განხორციელდეს კიდეც ახლო მომავალში სრული თავისი სიმართლითა და სიდიადით… Continue reading პეტრე კროპოტკინი – მეამბოხის წერილები

პეტრე კროპოტკინი – რევოლუციური უმცირესობა

Peter_Kropotkin_circa_1900

ტექსტი წარმოადგენს 1906 წელს გამოცემული წიგნის ელექტრონულ ვერსიას

  „ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, სრულიად სამართლიანია“, ხშირად გვიპასუხებენ ხოლმე ჩვენი მოწინააღმდეგენი. “თქვენი იდეალი ანარქიულ კომუნიზმისა მშვენიერია და იმის განხორციელება მართლაც ბედნიერებასა და მშვიდობიანობას დაამყარებდა ქვეყნად. მაგრამ როგორ ცოტაა ამის მსურველთა რიცხვი! როგორ ცოტაა ამის შემგნებთა რიცხვი, როგორ ცოტაა ისეთნი, რომელთაც ჰყოფნიდეთ საქმის ერთგულება, რომ იმუშაონ ამის მისაღწევად! თქვენ, – არც მეტი, არც ნაკლები, უმნიშვნელო რიცხვი, უგრძნობელ მასაში აქა–იქ გაფანტული სუსტი ჯგუფი ხართ, თქვენს წინ–კი ძლიერი მტერი სდგას, კარგად მოწყობილი, არმიის მყოლე, შეიარაღებული კაპიტალით, განათლებით. თქვენ საძნელო საქმეს შეუდექით“. ყოველთვის გვესმის ეს პასუხი ზოგიერთ მოწინააღმდეგეთაგან, და ხშირად მეგობართაგანაც. ვნახოთ რამდენად სამართლიანია ესა.

რომ ანარქისტების ჯგუფი–მხოლოდ უმნიშვნელო უმცირესობაა შედარებით ათ მილიონთან, რომლითაც დასახლებულია საფრანგეთი, ისპანია, იტალია და გერმანია, ეს სრული სიმართლეა. ჯგუფები, რომელნიც რაიმე ახალ იდეას წარმოადგენენ, დასაწყისში ყოველთვის ცოტანი იყვნენ. ადვილად შესაძლებელია, რომ ფუტკრის გროვასავით ჩვენც ცოტა უმცირესობად დავრჩეთ თვით რევოლიუციის წამამდე, მაგრამ განა ეს საბუთია ჩვენს წინააღმდეგ? ამ წამში უმეტესობა ოპორტიუნისტები არიან, თანდათანობის მიმდევარნი და ნუ თუ ჩვენც უნდა ოპორტიუნისტები გავხდეთ? 1790 წლამდე საფრანგეთში უმრავლესობა მეფის მთავრობის მომხრე, ან და კონსტიტუციონალისტები იყვნენ. მერე აქედან ის გამოდის, რომ იმ დროის რესპუბლიკელებს უარი უნდა ეთქვათ თავიანთ რესპუბლიკანურ იდეებისაგან და როიალისტები (მეფის მომხრეები) უნდა გამხდარიყვნენ იმ დროს, როცა საფრანგეთი ჩქარის ნაბიჯით მიდიოდა მეფის მთავრობის გასაუქმებლად. Continue reading პეტრე კროპოტკინი – რევოლუციური უმცირესობა

პეტრე კროპოტკინი – მართლმსაჯულება

წიგნის გამომცემლობა ”თანასწორობა”
____________________________

პეტრე კროპოტკინი

მართლმსაჯულება

თარგმანი ა.ფ-ვასი.

თფილისი

სტამბა ”იდეალი” (მ.დ. კიკნაძისა), ნიკოლოზის ქუჩა № 6

1906

 მართლმსაჯულება

კროპოტკინი

ადოლფ ბლანკიმ [1], სენ-სიმონის მიმდევარმა, თავის პოლიტიკური ეკონომიის ისტორიაში, რომელიც გამოსცა 1837 წელს, სრულის სისწორით აღნიშნა  ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა კაცობრიობის ცხოვრებაში. მან აღნიშნა, რომ ეკონომიკური ფაქტორები განსაზღვრავენ საზოგადოების პოლიტიკურ ფორმებს და ძლიერი გავლენა აქვთ, როგორც უფლებისა და ზნეობის ცნებაზე, აგრეთვე ფილოსოფიაზედაც საერთოდ. იმ დროში საზოგადოებრივი ყურადღება მიპყრობილი იყო უმთავრესად ცხოვრების პოლიტიკურ ფორმებზე; სამეურნეო პირობებს კი ჯეროვან ყურადღებას არ აქცევდნენ; ამის გამო შესაფერის ანგარიშს არ უწევდნენ ბურჟუაზიული მეურნეობის შედეგებს, რომელიც საფრანგეთში დამყარდა პირველი რესპუბლიკის ნანგრევებზე.

სრულიად ბუნებრივია, რომ ბლანკიმ, წამოაყენა რა ცხოვრების ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და სურდა რა მოაზრე ხალხის ყურადღება მიექცია ამ საკითხისათვის, რომელსაც მცირე მნიშვნელობას აძლევდნენ, და აგრეთვე სოციალისტური მოძრაობისთვის, რომელიც ის-ის იყო იბადებოდა ამ წლებში, – რამდენადმე გაადიდა ეკონომიკურ პირობათა მნიშვნელობა და ამტკიცებდა, რომ შეიძლება  მთელი ისტორია განხილულ იქნას, როგორც ეკონომიკურ ურთიერთობათა ზედნაშენიო. ეს საჭირო იყო, ყოველ შემთხვევაში კი – აუცილებელი. მეცნიერებათა ისტორიაში ეს მუდმივ გვხვდება. ხოლმე “დაე სხვებმა, ფიქრობდა იგი, წამოაყენონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა ფაქტორები: მართველობის პოლიტიკური ფორმები, სამართლიანობისა და სასამართლოს ცნებანი, სარწმუნოებრივი და ზნეობრივი შეხედულებანი. ჩემთვის კი, აუცილებელია ჩემი მსოფლმხედველობის სიდიადე წამოვაყენო,  ცხოვრების სხვა ფაქტორებს უჩემოდაც უკვე დიდი მნიშვნელობა მისცესო”.

ცნობილია, თუ როგორ განადიდეს ბლანკისა და სენ-სიმონისტების საფუძვლები გერმანიის სოციალ-დემოკრატებმა [2]. ანარქისტები, თავის ყურადღებას აქცევენ, მეორე მძლავრ ფაქტორს საზოგადოების ცხოვრებაში – სახელმწიფოებრივი იდეის განვითარებას და მის ფუნქციათა გამრავლებას. Continue reading პეტრე კროპოტკინი – მართლმსაჯულება

პეტრე კროპოტკინი – ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე

ეკონომიკასთან და სახელმწიფო აპარატთან დაკავშირებული პრობლემების შემდეგ, აქტუალურობითა და მნიშვნელობით, შესაძლოა ყველაზე მწვავე იყოს ანტი-სოციალური ქმედებების კონტროლის მექანიზმის პრობლემა.

სამართლიანობის ცნება ყოველთვის წარმოადგენდა ძირითად ინსტრუმენტს უფლებებისა და სოციალური პრივილეგიების ჩამოყალიბებისას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პრინციპი დაფუძნებული იყო უკვე განსაზღვრულ უფლებებზე.

პრობლემა – რა უნდა ვუყოთ ინდივიდს, რომელიც ანტი-სოციალურ ქმედებას სჩადის, თავად შეიცავს წინააღმდეგობას სახელმწიფოს ცნებასთან.

დროა დავსვათ შეკითხვა, რამდენად სამართლიანია სიკვდილით ან სამუდამო თავისუფლების აღკვეთით დასჯა? აქვს კი ციხეს ორმაგი ფუნქცია – ერთი მხრივ მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციის, მეორე მხრივ კი პატიმრის გამოსწორების?

ეს საყურადღებო კითხვებია. მათზე გაცემულ პასუხებზე არა მარტო ათასობით თავისუფლებააღკვეთილი პატიმრის, მათი მეუღლეების, შვილების, მშობლებისა და ნათესავების, არამედ მთლიანად, კაცობრიობის ბედია დამოკიდებული. ყოველი უსამართლობა, ჩადენილი ინდივიდის მიმართ, საბოლოო ანგარიშით კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსამართლობაა.
მქონია ერთმანეთის მსგავსი სიტუაციები საფრანგეთისა ორ და რუსეთის რამდენიმე ციხეში. სხვადასხვა გარემოებებმა მაიძულეს დავუბრუნდე სამართლებრივი საკითხების შესწავლას და ვფიქრობ, ჩემი მოვალეობაა, მკაფიოდ ვაჩვენო ციხის ნამდვილი ბუნება და ამგვარად დაკვირვებათა შედეგები ჩემს ღირებულებებს დავუკავშირო. Continue reading პეტრე კროპოტკინი – ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე