Tag Archives: რევოლუცია

უნგრეთი 1956 – ნიკ ჰიტი

ტექსტი აღწერს უნგრელ მუშათა რევოლუციის ისტორიას კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ, რომლის დროსაც გამოცხადებული იყო საყოველთაო გაფიცვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდა მუშათა საბჭოები. ქალაქებში მუშები შეიარაღდნენ და შეუერთდნენ ჯარისკაცებს, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ საბჭოთა ტანკების მიერ.

ჩვენ არ ვიხსენებთ 1956 წლის აჯანყებას ნოსტალგიის გამო: 1956 წლის უნგრეთი წარმოადგენს ჩინებულ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია თვითორგანიზებულ მუშათა კლასს ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ამ მოვლენას ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება, რომ მოხდა სწორედ ერთ-ერთ მითიურ „მუშათა სახელმწიფოში“.  ამ აჯანყებამ ბევრს უჩვენა კაპიტალიზმისა და საბჭოთა კომუნიზმის – [იგივე სახელმწიფო კაპიტალიზმის] ალტერნატივა და წააქეზა ნამდვილი რევოლუციური პოლიტიკის მატარებელი მოძრაობები.

„ფაშისტები“

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც საბჭოთა არმია შევიდა აღმოსავლეთ ევროპაში, მას რეალურად არ გაუთავისუფლებია მუშები და გლეხები. გაბატონებული სისტემა აგრძელებდა არებობას, სტალინი კი მხარს უჭერდა რეაქციულ მთავრობებს. 1919 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე უნგრეთი იტანჯებოდა ადმირალ ჰორტის ფაშისტური რეჟიმის ქვეშ, რომელმაც დახოცა ათასობით ადამიანი და გააგზავნა 400 000 ებრაელი ნაცისტურ კონცენტრაციულ ბანაკებში. 1944 წელს წითელმა არმიამ „გაანთავისუფლა“ უნგრეთი და დანიშნა ახალი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უნგრეთის არმიის მთავარსარდალი ბელა მილკოსი, კაცი, რომელიც დაჯილდოებული იყო რკინის ჯვრით ადოლფ ჰიტლერის მიერ. კომუნისტურმა პარტიამ მალევე დაიწყო უნგრეთის მთავრობაში შეღწევა. მან ხელში ჩაიგდო შინაგან საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საიდუმლო პოლიცია – AVO. უნგრეთის მუშათა კლასს ყოველთვის სძულდა AVO მკვლელობებისა და წამების არცთუ იშვიათი პრეცენდენტების და უნგრულ საზოგადოებაში პრივილეგიური პოზიციის გამო. AVO-ს თანამშრომლის ხელფასი 12-13-ჯერ აღემატებოდა რიგითი მუშის საშუალო ხელფასს. Continue reading უნგრეთი 1956 – ნიკ ჰიტი

კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი (PDF)

კოლინ ვარდი (1924 – 2010) – ბრიტანელი მწერალი, არქიტექტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარქისტი მოაზროვნეა. კ. ვარდი, მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ანარქისტი. გამოწერილი ჰქონდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა War Commentary. ომის შემდეგ, ბრიტანული ანარქისტული გაზეთის Freedom-ის რედაქტორი იყო. ხოლო, 1961 წლიდან დააარსა ჟურნალი – Anarchy. საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს მისმა ნაშრომებმა განათლების, არქიტექტურის, ქალაქ დაგეგმარების დარგში. აღსანიშნავია, კოლინ ვარდის წიგნი- The Child in The City, ბავშვების და ურბანული გარემოს ურთიერთობის შესახებ. 1995-96 წლებში, კოლინ ვარდი, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური პოლიტიკის პროფესორი იყო.

‘’ანარქიზმი – ძალიან მოკლე შესავალი’’, ერთგვარი, ინფორმაციული გზამკვლევია ანარქისტი ავტორების შესახებ. იგი ანარქისტული მიმდინარეობების და ისტორიის უმოკლესი მიმოხილვაა.

Colin-Ward-anarchism (PDF ვერსია, 120 გვერდი A5 ფორმატი)

ბეჭდური ვერსიის შეძენა

სარჩევი Continue reading კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი (PDF)

ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ

 

(ნაწყვეტი ესსედან)

ფაქტია, რომ სახელმწიფო არის კარგად ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც თვითნებურად, ხშირად
ძალადობის გამოყენებით მართავს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სახელმწიფო არის იარაღი, რომლის საშუალებითაც უმცირესობა მართავს უმრავლესობას. იმისთვის, რომ სახელმწიფომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, მართველი ელიტა იყენებს არა მხოლოდ იარაღს და ფულს, არამედ ახდენს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოსახლეობაზე. ამ რეპრესიული აპარატის დახმარებით მართველი კლასი ყველანაირად ცდილობს, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მონური სისტემიდან სხვა, შედარებით მცირე დეტალებზე. ცხადია, თუ ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ ამ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ, უნდა შევქმნათ ამ ამოცანის შესაბამისი სიძლიერის იარაღი. ის მეთოდები, რომლებსაც მთავარი მტრების – სახელმწიფოს და კაპიტალის წინააღმდეგ – დღემდე იყენებდა რევოლუციონერთა კლასი, არ აღმოჩნდა საკმარისი გამარჯვებისთვის. ისტორიამ შემოგვინახა მომენტები, როდესაც ხალხმა შეძლო სახელმწიფოს დამარცხება, მაგრამ სამწუხაროდ, მათ ვერ შეძლეს ამ მონაპოვარის შენარჩუნება: სახელმწიფომ მაინც შეძლო ძალების მოკრება და კაპიტალისტთა გაერთიანება, რასაც ხალხზე გამარჯვება მოჰყვა. რუსეთის რევოლუციამ გამოააშკარავა ჩვენი ნაკლოვანებები, რაც არ უნდა დავივიწყოთ. პირიქით, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ. ერთი მხრივ, რუსეთის რევოლუციის დროს სახელმწიფოს წინააღმდეგ შესანიშნავ წარმატებას მივაღწიეთ, მაგრამ მეორე მხრივ თითქმის არაფერი გაგვიკეთებია იმისთვის, რომ აგვეშენებინა პროლეტარიატთა თავისუფალი საზოგადოება, თავისი სოციალური სტრუქტურებით, რომლებიც სახელმწიფოს რეპრესიული მანქანის ზედამხედველობის გარეშე განვითარდებოდნენ. Continue reading ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ