Tag Archives: საბჭოთა კავშირი

ნესტორ მახნო – ბრძოლა სახელმწიფოს წინააღმდეგ და სხვა ესეები

წინამდებარე ტექსტი შეიცავს ქართულად თარგმნილ 8 ესეს უკრაინელი ანარქო-კომუნისტისა და პარტიზანის, ნესტორ მახნოს დაწერილი ესეების (18) კრებულიდან, რომელიც ეხება მის გამოცდილებას რევოლუციაში და აგრეთვე ორგანიზაციულ საკითხებს. სრული ანთოლოგია ინგლისურად გამოსცა AK პრესმა 1996 წელს ალექსანდრე სკირდას რედაქტორობითა და მისი საინტერესო ბოლოსიტყვაობით.

nestor-makhno-saxelmwifos-winaagmdeg (PDF, 17 გვერდი)

უნგრეთი 1956 – ნიკ ჰიტი

ტექსტი აღწერს უნგრელ მუშათა რევოლუციის ისტორიას კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ, რომლის დროსაც გამოცხადებული იყო საყოველთაო გაფიცვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდა მუშათა საბჭოები. ქალაქებში მუშები შეიარაღდნენ და შეუერთდნენ ჯარისკაცებს, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ საბჭოთა ტანკების მიერ.

ჩვენ არ ვიხსენებთ 1956 წლის აჯანყებას ნოსტალგიის გამო: 1956 წლის უნგრეთი წარმოადგენს ჩინებულ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია თვითორგანიზებულ მუშათა კლასს ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ამ მოვლენას ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება, რომ მოხდა სწორედ ერთ-ერთ მითიურ „მუშათა სახელმწიფოში“.  ამ აჯანყებამ ბევრს უჩვენა კაპიტალიზმისა და საბჭოთა კომუნიზმის – [იგივე სახელმწიფო კაპიტალიზმის] ალტერნატივა და წააქეზა ნამდვილი რევოლუციური პოლიტიკის მატარებელი მოძრაობები.

„ფაშისტები“

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც საბჭოთა არმია შევიდა აღმოსავლეთ ევროპაში, მას რეალურად არ გაუთავისუფლებია მუშები და გლეხები. გაბატონებული სისტემა აგრძელებდა არებობას, სტალინი კი მხარს უჭერდა რეაქციულ მთავრობებს. 1919 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე უნგრეთი იტანჯებოდა ადმირალ ჰორტის ფაშისტური რეჟიმის ქვეშ, რომელმაც დახოცა ათასობით ადამიანი და გააგზავნა 400 000 ებრაელი ნაცისტურ კონცენტრაციულ ბანაკებში. 1944 წელს წითელმა არმიამ „გაანთავისუფლა“ უნგრეთი და დანიშნა ახალი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უნგრეთის არმიის მთავარსარდალი ბელა მილკოსი, კაცი, რომელიც დაჯილდოებული იყო რკინის ჯვრით ადოლფ ჰიტლერის მიერ. კომუნისტურმა პარტიამ მალევე დაიწყო უნგრეთის მთავრობაში შეღწევა. მან ხელში ჩაიგდო შინაგან საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საიდუმლო პოლიცია – AVO. უნგრეთის მუშათა კლასს ყოველთვის სძულდა AVO მკვლელობებისა და წამების არცთუ იშვიათი პრეცენდენტების და უნგრულ საზოგადოებაში პრივილეგიური პოზიციის გამო. AVO-ს თანამშრომლის ხელფასი 12-13-ჯერ აღემატებოდა რიგითი მუშის საშუალო ხელფასს. Continue reading უნგრეთი 1956 – ნიკ ჰიტი

ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო

1921._Нестор_Махно_в_лагере_для_перемещенных_лиц_в_Румынии

სოციალისტურ სამყაროში პირველ მაისს მშრომელთა დღესასწაულად მიიჩნევენ. ამ მნიშვნელოვანი დღის შესახებ ეს მცდარი წარმოდგენა არაერთი ქვეყნის მშრომელებს აქვთ და სწორედ ამიტომ ზეიმობენ პირველ მაისს. სინამდვილეში, პირველი მაისი სულაც არაა დღესასწაული. ამ დღეს მუშები არ უნდა დარჩნენ თავიანთ სამუშაო ადგილებზე, პირიქით, ისინი უნდა შეიკრიბონ ყოველ სოფელსა თუ ქალაქში და უნდა მოაწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები! პირველი მაისს არ უნდა ჰქონდეს ისეთი ფორმა, როგორიც აქვს სოციალისტურ სახელმწიფოებში (განსაკუთრებით საბჭოთა კავშირში). ამ დღეს პროლეტარიატმა უნდა აჩვენოს მთელი თავისი ძალა, რაც გამოიხატება მოძალადე, მონათმფლობელური, მატყუარა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ისტორიულ დღეს მშრომელთა კლასი ერთად უნდა დადგეს და გამოხატოს თავისი ნება და პოზიცია აწმყოსა და მომავაალთან დაკავშირებით. Continue reading ნესტორ მახნო – პირველი მაისი, ახალი ერის სიმბოლო