Tag Archives: სასამართლო

პეტრე კროპოტკინი – ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

kropotkini-organizebuli-shuriszieba.pdf  (10 გვერდი, 12 MB)

წინასიტყვაობა მეორე ქართული გამოცემისათვის


შეიძლება ითქვას რომ პეტრე კროპოტკინი მოდერნული დასავლეთის ერთ-ერთი პირველი ინტერნაციონალური სელებრითი იყო [1]. ინგლისში ის ცნობილი იყო როგორც ბრწყინვალე მეცნიერი, განთქმული თავისი ნაშრომით ცხოველებისა და ადამიანების კოოპერაციაზე, კონტინენტალური ევროპა უფრო ფოკუსირებული იყო მის როლზე ანარქიზმში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ორივე მიმართულებით აფასებდნენ. მისი გზა ამ სახელისაკენ ლაბირინთულია, რომელიც მან დაიწყო სულიად ახალგაზრდამ, რუსეთის მეფის, ალექსანდრე II ელიტურ გვარდიაში მსახურებიდან, გააგრძელა 50 000 კილომეტრი ციმბირში მეცნიერულ ექსპედიციაში, ამბოხებისთვის 1872 წელს გამოკეტეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, სადაც დაასრულა თავისი მეცნიერული ანგარიში გამყინვარების თეორიაზე, 4 წლის მერე კი მეგობრების დახმარებით მოახერხა ციხიდან გაქცევა, მიაშურა შვეიცარიას და განაგრძო მეცნიერული და რევოლუციური საქმიანობა, მაგრამ ამ უკანასკნელის გამო 1882 წელს კვლავ ციხეში აღმოჩნდა, ამჯერად საფრანგეთში და იქ ასევე 4 წელი გაატარა. ამ გამოცდილებამ კროპოტკინს დამატებითი საშუალება და სტიმული მისცა, გამოეკვლია და კონტრიბუცია შეეტანა სამართლის დარგშიც, სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, როგორიც იყო ეთიკა, ევოლუციის თეორია, გეოლოგია, ეკონომიკა და ა.შ.

სწორედ კროპოტკინის ესედან, “ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე” (1886) იღებს სათავეს ცნობილი ანარქისტული პოზიცია ციხეზე, როგორც კრიმინალის სკოლაზე, რომელსაც უფრო მეტი ცუდი მოაქვს საზოგადოებისათვის ვიდრე კარგი. აღნიშნული ესე თარგმნილია ქართულად.

წინამდებარე პამფლეტი, პირველად 1906 წელს ითარგმნა ქართულად, სათაურით “მართლმსაჯულება”. ბროშურა ინახება თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში, ხოლო ელექტრონული ვერსია ანარქისტული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (www.a-library.org) ეხლა კი თქვენს წინაშეა განახლებული და შენიშვნებდართული თარგმანი.

ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი, 2019 Continue reading პეტრე კროპოტკინი – ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

დაკავებულის ფოტოაღწერის პროცედურის (mug shot) გამომგონებელის, ალფონსო ბერტილონის მიერ გადაღებული რავაშოლი, 1892


რანგ ანარქისტთა წრეში XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. “დინამიტით პროპაგანდის” იდეა. ველაზე რეზონანსული იყო 1892 წ. ოწყობილი თავდასხმების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიშის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეში მონაწილე სამი ანარქისტის დაპატიმრებისა და სასტიკად წამებისათვის, სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატისათვის, სათანადო პასუხის გაცემას. 1892 წლის 12 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პარიზში ანარქისტებმა სამი ტერაქტის ორგანიზება მოახდინეს. ტერაქტების სულისჩამდგმელი და ყველაზე აქტიური მონაწილე რავაშოლი 30 მარტს დაპატიმრებულ იქნა.ქ მოყვანილია მის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „დამნაშავის“ პოზიციიდან, დანაშაულის ნამდვილ მიზეზებსა და სასამართლო სისტემის უვარგისობაზე საუბრობს. ვინაიდან სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატი,რომელიც გაბატონებული კლასის ინსტრუმენტია, მიმართულია საზოგადოების მიერ გარიყული და ცხოვრების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში აყენებული ადამიანების ნების დათრგუნვისაკენ.

სასამართლომ რავაშოლს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. ისი ბოლო სიტყვები იყო A mort la société bourgeoise et vive l’anarchie!(სიკვდილი ბურჟუაზიულ საზოგადოებას, გაუმარჯოსანარქიას).

მე ვიღებ სიტყვას არა თავის გამართლებისათვის, ვინაიდან ჩემს დანაშაულებზე პასუხს აგებს საზოგადოება, რომელიც ადამიანებს ბრძოლისაკენ უბიძგებს. ანა ჩვენს ეპოქაში ყველა კლასის წარმომადგენლები არ ოცნებობენ – არ ვიტყვი სიკვდილს, ეს სიტყვა არასასიამოვნოდ ჟერს, სხვების უბედურებას, თუ ის მოემსახურება მათ სარგებელს? ანა მეწარმე არ ოცნებობს თავისი კონკურენტის სიკვდილზე? ა განა ყველა კომერსანტი არ ოცნებობს იყოს ერთადერთი თავის დარგში? განა მუშევარი სამუშაო ადგილის იმედით არ ელოდება როდის გაანთავისუფლებს მეწარმე მუშას ამა თუ იმ მიზეზის გამო სამსახურიდან? Continue reading ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა

მიხეილ ჯავახიშვილი

წინა წერილში მე ვთქვი, რომ მშრომელ გლეხობას ბევრი დამჩაგვრელი ჰყავს მეთქი. გლეხებს სჩაგრავს და იბრიყვებს პოლიცია, მთავრობა, მემამულე და ძალიან ხშირად ისეთი გლეხებიც, რომლებსაც ჯიბე გაუსქელებიათ და თავის სუსტ მოძმეს სულს უხუთავენ.

დავიწყოთ თავიდან.

რა არის და რისთვის არის მოგონილი პოლიცია? ვინ დაუყენა ხალხს ბოქაული, ჩაფარი, გუბერნატორი და მამასახლისი? რას აკეთებ, ან ვის ემსახურებიან ეს მუქთახორა ავაზაკები? პოლიცია იმისთვის არის მოგონილი, რომ მდიდრებს მშრომელ ხალხის გაყვლეფაში ხელი გაუმართოს და, თუ გაჭირდება, იარაღით მიეშველოს. ბოქაულები, ჩაფრები, გზირები, მამასახლისებისა და ამისთანა წურბელები ხალხს მოახვია მთავრობამ, მინისტრებმა, მეფემ, რომელნიც ყურმოჭრილი მონები არიან მდიდარ მემამულეებისა და ვაჭრებისა. ყველანი ემსახურებიან სიმდიდრეს, ყველას უნდა გამდიდრება, მაგრამ პატიოსან შრომით შეუძლებელია გამდიდრება, ამიტომ გველაძუებმა და გაქნილებმა ასეთი ხერხი მოიგონეს: ხალხი უგუნურია, ბოროტია, უჭკუოა და არ იცის რა არის მისთვის სასარგებლო და რა არაო. ამიტომ ხალხს პატრონობა და ყურისგდება უნდაო. პატრონად ხალხს დაუყენეს მეფე, თვითონ კი ამ მეფეს გარს შემოეხვივნენ და ხალხის ოფლითა და სისხლით დაიწყეს ცხოვრება, პარპაში და ფუფუნება.

ვინ არის მეფე? Continue reading მიხეილ ჯავახიშვილი – მთავრობა