Tag Archives: ტერორიზმი

პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

2003 წლის ოქტომბერში ლატვიურმა პრესამ გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია ლატვიელი ანარქისტის, იანის ჟაკლისის, შესახებ. მათი უმეტესობა ეყრდნობოდა ფილიპ რუფის ნაშრომს, რომელმაც სიდნის ქუჩის შტურმის 20 წლიანი გამოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ჟაკლისი იყო ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში: პეტრე მღებავის ფსევდონიმით. ქვემოთ მოყვანილი ტექსტის ავტორი პოლ ბანკოვსკი, ცნობილი ჟურნალისტი და ნოველისტია. მისი 2002 წლის ნოველა, „მისტერ ლატვია“ ეხება სიდნის ქუჩაზე მომხდარი ამბის მონაწილეებს.

Melnais Peteris (შავი პეტრე)

საიუველირო მაღაზიის ძარცვის წარუმატებელი მცდელობიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ინგლისელი ისტორიკოსი ახლაც მიჰყვება მთავარი ეჭვმიტანილის კვალს. ამ დროის განმავლობაში, კაცი, ზედმეტსახელად „პეტრე მღებავი“ ნამდვილ ლეგენდად იქცა.. იგი გახლავთ ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში.

როდესაც დავამთავრე „მისტერ ლატვიის“ წერა და დავაპირე მისი გაგზავნა ლატვიურ ჟურნალ Karogs-ში, გადავწყვიტე, რომ რედაქციაში ჩემი მისვლა და ხელნაწერის მიტანა ჭკვიანური არ იქნებოდა. ასე ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ „მისტერ ლატვია“ ჩემი შემოქმედება იყო. კონსპირაციისთვის, ხელნაწერი გავატანე მძღოლს. მან ის პირდაპირ რედაქტორის ოფისში მიიტანა. სიუჟეტი მიიღეს და ეჭვიც არავის აუღია. თან, ასეთი ეშმაკობა უხდებოდა კიდეც წიგნს, რომელშიც ყველა პიროვნება გაყალბებულია. ასევე წიგნს, რომელიც დაწერილია ლეგენდარული „პეტრე მღებავზე“ (ან პეტრე მსახიობზე, რადგან სახლების მღებავობასთან ერთად, იგი მსახიობიც იყო), ლატვიელ ანარქისტზე, რომელიც რუსეთის იმპერიას გაექცა და გამოიწვია უპრენცენდენტო აურზაური 1910 წლის ლონდონში. იმ დროს მე არც კი ვიცოდი, რომ პეტრე მღებავი დაბრუნდებოდა, არა როგორც უცნაური ლეგენდა, არამედ როგორც ნამდვილი კაცი, თავისი სახელით, გვარით და ცხოვრების ისტორიით.

წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, ხშირად მეკითხებოდნენ, ეს ამბავი სინამდვილეა თუ ფიქცია. ლონდონისგან განსხვავებით, ლატვიაში პეტრე მღებავი არასოდეს ქცეულა დიდ ლეგენდად, რომლის შესახებ მიუზიკლებშიც კი მღერიან. ლონდონში იგი ისეთივე ცნობილია, როგორც ჯეკ მფატრავი. „იგი იყო თავისი დროის ბინ ლადენი“ – ცოტათი გაზვიადებულად შეამკო იგი აღმოსავლეთ ლონდონის ისტორიკოსმა, ბილ ფიშერმენმა, ლონდონის საიდუმლოებისთვის მიძღვნილ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში. ამათან ერთად, ლონდონში არსებობს პეტრე მღებავის სახელობის ბარები და დეკორაციის კომპანიები.

„მისტერ ლატვიის“ წერისას მე მაინტერესებდა ლატვიელების მოღვაწეობა საზღვარგარეთ, მაგრამ არა ყველა ქმედება, არამედ მხოლოდ ისეთები, რომელბმაც გამოიწვია დიდი ხმაური, კვალი დატოვა ხალხის მეხსიერებაში და იქცა ლეგენდად. ამიტომაც გადავიწვიტე, დამეწერა წიგნი პეტრე მღებავის შესახებ, რომელიც, როგორც მე მითხრეს, „სინამდვილეში უნდა ყოფილიყო მსახიობი გედერტ ელიასი“. ანდრის მელაკაუსმა, რომელიც ლონდონში ცხოვრების დროს აგროვებდა ინფორმაციას განთქმულ თანამემამულეზე, მათხოვა რამდენიმე სხვადასხვა წიგნი პეტრეს შესახებ (მათი სახელწოდებები ჩამოთვლილია „მისტერ ლატვიის“ ბოლოს, ბიბლიოგრაფიაში). პეტრე მღებავის და ელიასის სურათებისა და ბიოგრაფიების შედარების შემდეგ, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, – მაგრამ იმ დროს მე ეს არ მივიჩნიე მნიშვნელოვნად. მე მაინტერესებდა თვითონ ისტორია, გაყალბებული პიროვნებები და მეტსახელები. კაცი, რომელიც გაჩნდა ისტორიის გარკვეულ პერიოდში, შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა და დატოვა უამრავი ჰიპოთეზა და თეორია თავისი პიროვნების შესახებ. Continue reading პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

პეტრე კროპოტკინი – ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების შესახებ


ჩვენს ლიტერატურაში არაერთხელ იყო მითითებული თანამედროვე საზოგადოებრივი წყობის, სოციუმის სტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ იმ ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების გარდაუვალობაზე, რომლებიც ატარებენ ტერორის სახელწოდებას. არარევოლუციურ დროში ეს აქტები ხშირად გამოხატავს საზოგადოებრივი მღელვარების ნიშნებს და მაღლა წევს დამოუკიდებლობის სულს მასაში. ისინი აძლევენ მაგალითს პიროვნულ გმირობას საზოგადოებრივი საქმის სამსახურში და თვითონვე აღვიძებენ უმრავლესობის ერთსულოვნებას; ამასთანავე ისინი არყევენ რწმენას პოლიტიკური და ეკონომიკური მჩაგვრელების ძლევამოსილებაზე. რევოლუციურ ეპოქაშივე ისინი იქცევიან ჩვეულებრივ მოვლენებად და არა მხოლოდ ერთეული გმირული პიროვნებები პასუხობენ შეიარაღებული წინააღმდეგობით ჩაგვრაზე. ასეთ დროს არ არის აუცილებელი თუნდაც იყო პრინციპული რევოლუციონერი, იმისათვის რომ თანაუგრძნო ასეთი ტიპის აქტებს. ამის საერთო მდგომარეობად აღიარებისას, აუცილებელია ერთი რამის ხსოვნა, რომ ყოველი ტერორისტული აქტის მნიშვნელობა განიზომება მისი შედეგითა და მოხდენილი შთაბეჭდილებით. Continue reading პეტრე კროპოტკინი – ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების შესახებ

სერგეი ნეჩაევი – რევოლუციონერის კატეხიზმო

Nechayev

ვალდებულებები საკუთარი თავის წინაშე

1. რევოლუციონერი სასიკვდილოდ განწირული ადამიანია: არ აქვს პიროვნული ინტერესები, საქმიანი ურთიერთობები, ემოციები, სამკაულები, საკუთრება და სახელი. ყველაფერი რევოლუციის მგზნებარე სიყვარულში ეტევა.

2. რევოლუციონერმა იცის, რომ მისი არსების სიღმეში, არამარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც, საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი “ცივილიზებული” სამყაროს სოციალურ წესრიგთან თავისი კანონებით, მორალით, საბაჟოებით და საზოგადოდ მიღებული კონვენციებით.

3. რევოლუციონერს ეზიზღება ყველა დოქტრინა და უარს ეუბნება ერის სწავლულებს.მას მხოლოდ ერთი მეცნიერების სწამს – ნგრევის მეცნიერების. მისი წყურვილით დაისწავლის მექანიკას, ფიზიკას, ქიმიას, შესაძლოა მედიცინასაც. თუმცა დღედაღამ სწავლობს ადამიანს – ერთადერთ სასიცოცხლო მეცნიერებას, მის ბუნებასა და გარემოს, რომელშიც ცხოვრობს – სოციალური ცხოვრების ყველა ფენომენს. მიზანი კი იგივე რჩება: მოძებნოს ყველაზე საიმედო და მოკლე გზა, გაანადგუროს ეს ტალახიანი წესრიგი. Continue reading სერგეი ნეჩაევი – რევოლუციონერის კატეხიზმო