Tag Archives: ფრიდრიხ ენგელსი

კვლავ „ავტორიტეტის შესახებ“

მთარგმნელის შენიშვნა

ფრიდრიხ ენგელსის “ავტორიტეტის შესახებ“ (იხ. PDF Engelsi-avtoritetis-shesaxeb 1872 წ.)  ხშირად ერთგვარ პანაცეად აღიქმება ანარქისტებისა და მარქსისტების დაპირისპირებაში, თუმცა „ანტი-ავტორიტარიანელთა“, იგივე ანარქისტთა და რევოლუციონერ სოციალისტთა ნაწარმოებთა ზედაპირულად გაცნობის შემდეგაც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენგელსის ეს ნაშრომი ანარქისტულ პოზიციაზე გავრცელებული ცრუ წარმოდგენების თითქმის სრულყოფილ სიას უფრო წარმოადგენს, ვიდრე მის ძირეულ კრიტიკას. ქვემოთ მოყვანილი სტატიაც ამის დამტკიცებას ემსახურება.

ფრიდრიხ ენგელსი ანარქიზმს კაპიტალიზმის წინააღმდეგ რევოლუციის განხორციელებაში და საზოგადოების ორგანიზებაში ავტორიტეტის საჭიროების საფუძველზე აკრიტიკებს. ეს სტატია კი ამტკიცებს რომ ის ფუნდამენტურად უგულებელყოფდა ანარქისტებისთვის ავტორიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის რეალურ მნიშვნელობას.

ანარქისტებსა და მარქსისტებს შორის პირველ ინტერნაციონალში გამართული დებატები ინსტრუმენტული იყო ორივე სკოლის განვითარებაში და ორივე მოძრაობის თვითორგანიზების გზების ჩამოყალიბებაში. ფუნდამენტალური მარქსისტული ნაშრომიც ავტორიტეტის საკითხთან დაკავშირებით – ამ დებატების შედეგად შეიქმნა; მარქსის უახლოესი თეორეტიკული მოკავშირის ფრიდრიხ ენგელსის „ავტორიტეტის შესახებ“. ისტორიულად მარქსისტები სწორედ ამ ნაშრომს იყენებდნენ ამ საკითხთან, კერძოდ კი სახელმწიფოსთან, დაკავშირებით იდეების ჩამოსაყალიბებლად. ენგელსის მიერ მხარდაჭერილი პერსპექტივიდან – თვით ავტორიტეტი ნეგატიური არ არის და შესაძლებელია პოზიტიური იყოს კონკრეტულმა ჯგუფების მიერ კონკრეტული მიზნისთვის გამოყენებისას. სახელმწიფო ავტორიტეტის შემთხვევაში, ენგელსი და შემდეგ მარქსისტები ამტკიცებენ რომ თუ იგი შექმნილია მუშათა კლასის მიერ, მუშათა კლასისთვის, კაპიტალისტური კლასის წინააღმდეგ კლასთა ბრძოლაში – მაშინ ეს ავტორიტეტი მუშათა კლასის იგანთავისუფლების იარაღი ხდება. Continue reading კვლავ „ავტორიტეტის შესახებ“