Tag Archives: ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს მორალის გენეალოგია – ედუარდ კრეიგი

წ ი ნ ა ს ი ტ ყ ვ ა ო ბ ა

1844 წლის დღევანდელ დღეს, 14 ოქტომბერს დაიბადა გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე. ამ დღესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ გამომცემლობა სულაკაურის მიერ ქართულად თარგმნილი წიგნის, “ფილოსოფია: ძალიან მოკლე შესავალი”, დასკანერებულ ფრაგმენტს ნიცშეს მორალის გენეალოგიაზე. წიგნი დაწერილია ოქსფორდის უნივერსიტეტის გამოცემათა სერიის “ძალიან მოკლე შესავალი”-ს ფარგლებში და რომლის “ანარქიზმიც” ჩვენ უკვე გამოვეცით ქართულად. წინამდებარე ტექსტში კრისტალიზებულია ნიცშეს აზრი ქრისტიანულ (და არა მარტო!) რელიგიაზე, მის მორალზე, და მორალის გენეალოგიაზე. ნამდვილად საინტერესო თეორიაა და გამოსადეგიც სოციალურ ფსიქოლოგიაში, აგრეთვე ეს თეორია ძალიან აქტუალურია “ტრენდული რელიგიებისა” და დღევანდელი ცივი ტექნოკრატიის ფონზე რეაქციულად აღმოცენებადი ათასი ჯურის გურუების გასაკრიტიკებლადაც, რომლებიც სრულ სიბეცეებს ქადაგებენ და არც მრევლის სიმცირეს უჩივიან. აიღეთ გია ეძგვერაძე მაგალითად. სხვათაშორის მისი ერთი ტექსტი ანარქისტულ ბიბლიოთეკაზეც დევს. თუმცა ანარქისტები იდეებს მივყვებით და არა ავტორიტეტებს!

მიუხედვად იმისა რომ ნიცშე ანარქისტების მიმართ კრიტიკული იყო და თავის მხრივ ანარქისტებიც აკრიტიკებდნენ მას, მათ მაინც ბევრი რამ აქვთ საერთო: ბაზრისა და სახელმწიფოს სიძულვილი, აგრეთვე ისეთი ადამიანის რწმენის, რომელიც “არც არავის ემონება და არც ბატონობს არავის”.

მაგრამ მორალის წარმოშობაზე ანარქისტებს განსხვავებული შეხედულება აქვთ. ყოველშემთხვევაში კროპოტკინის “ეთიკაში” განვითარებული პოსტულატები მორალს არ განიხილავს, როგორც მხოლოდ სოციალურ კონსტრუქციას და ის გადადის ბიოლოგიური ევოლუციის სფეროში. უფრო თანმიმდევრულობისთვის დავიწყოთ ქრისტიანობის მოკლე მიმოხილვით. Continue reading ნიცშეს მორალის გენეალოგია – ედუარდ კრეიგი

ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”


 1917 წლის რევოლუციის შემდეგ 75 წლის პეტრე კროპოტკინი ემიგრაციიდან რუსეთში დაბრუნდა, მიუხედავად ასაკისა ის აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ  და გონებრივ საქმიანობაში, მუშაობდა კოოპერაციის პრაქტიკულ პრობლემებზე, სამჯერ შეხვდა ლენინს და მიწერა რამდენიმე კრიტიკული წერილი. ინტელექტუალურ საკითხებს შორის, რომელზეც ის მუშაობდა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იყო ეთიკა. მის მიერ ჩაფიქრებული წიგნი უნდა ყოფილიყო ორ ტომად. ორივეზე ის პარალელურად მუშაობდა, პირველი ნაწილი  1919-20 წლებში დაასრულა, მეორე ნაწილის დასრულება ვერ მოასწრო თუმცა დაწერილი ქონდა ცალკეული თავები, შენიშვნები და გეგმები. პირველი ნაწილი გამოიცა მოსკოვში 1922 წელს  (იხ. ინგლისური ვერსია Ethics: Origin and Development ), ხოლო მეორე ტომის ფრაგმენტები, ანარქისტების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, დასაბეჭდად გაგზავნილ იქნა საფრანგეთში, მაგრამ ის არ გამოცემულა და საწმუხაროდ მისი ბედი დღემდე უცნობია. მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერი მეორე ტომიდან ნაპოვნი იქნა სსრკ არქივში, და რომელიც გამოცემულ იქნა რუსეთში 90-იან წლებში. წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი პირველი ტომიდან.

…მთავარი ამოცანა, რაც დღეს ეთიკის წინაშე დგას, არის მოძებნოს საერთო ადამიანში არსებულ ორ, ურთიერთსწინააღმდეგო გრძნობებს შორის, და ამგვარად დაეხმაროს ადამიანს არა კომპრომისის მიღწევაში, არამედ მათ სინთეზში. ერთი, ამ გრძნობებიდან, ადამიანს უბიძგებს სხვების დამორჩილებისკენ პირადი ინტერესებისდა სასარგებლოდ; როცა მეორე – სხვებთან გაერთიანებისკენ, რათა საერთო ძალისხმევით მიაღწიონ გარკვეულ მიზნებს. პირველი არის გამოხატულება ადამიანის ერთი-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებისა – ბრძოლისა, ხოლო მეორე, აგრეთვე ძირითადი მოთხოვნილება ადამიანისა: ერთიანობის განცდისა და თანაგრძნობისა. ეს ორი ჯგუფი გრძნობებისა ერთმანეთს უპირისპირდება, მაგრამ აუცილებელია რაიმე ფორმაში მათი სინთეზის პოვნა. მითუმეტეს აუცილებელია, როცა თანამედროვე ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია რა განსაზღვრული ცოდნა, რათა გაუმკლავდეს ამ შინაგან წინააღმდეგობას, კარგავს თავის რეალურ ძალას. ის ვერ დაუშვებს, რომ ბრძოლა დაუფლებისთვის, რომელიც მიმდინარეობს ინდივიდებსა და ერებს შორის, გახდეს მეცნიერების უკანასკნელი სიტყვა; ამასთანავე ის ვერ ირწმუნებს საკითხის გადაწყვეტად ძმობას და თვითგვემას, რომელსაც ქადაგებდა ქრისტიანობა საუკუნეების განმავლობაში, ისე რომ არასოდეს მიუღწევია ძმობისთვის არა თუ ხალხთა შორის, არამედ ურთიერთატანისთვისაც კი ქრისტიანობის სხვადასხვა სწავლებებს შორის. Continue reading ნაწყვეტი კროპოტკინის წიგნიდან “ეთიკა”

ერეტიკოსის გზამკვლევი ბიბლიაში

ქვევით იხილავთ ციტატებს ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლებიც პირდაპირ ქადაგებს სიძულვილს, ქალთმოძულეობას, ჩაგვრას, მორჩილებას და სავსეა სადისტური ფანტაზიებით.

„სანამ ბიბლიას წაიკითხავთ გირჩევთ ხელთათმანები ჩაიცვათ. მოჭარბებული ტალახისა და სიბინძურის არსებობა ამას სავალდებულოს ხდის.“ – ფრიდრიხ ნიცშე, ანტიქრისტე.

god

სექსი

კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.

კორინთელთა მიმართ 7:1

ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. Continue reading ერეტიკოსის გზამკვლევი ბიბლიაში