Tag Archives: ძალადობა

ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის

ინტერვიუ ბობ ბლექთან

1.    რა არის ანარქიზმი? რა არის ანარქია? ვინ არიან ანარქისტები?

ანარქიზმი – ეს არის პოლიტიკურ-ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გამოდის იდეით, რომ სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობა არ არის საჭირო. საზოგადოებას შეუძლია საკუთარი თავის მართვა თვითორგანიზებისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით. თვითმმართველობა ყველგან!

ანარქისტები – ხალხი, რომელთაც სწამთ თავისუფლების. საუბარია ჭეშმარიტ თავისუფლებაზე, და არა იმ ილუზიაზე, რომელსაც უწოდებს „თავისუფლებას“ სახელმწიფო და მას დაქვემდებარებული მედია. მოვიყვან ჟაკ ფრესკოს ციტატას: „როდესაც გესმის სიტყვა „თავისუფლება“ და „დემოკრატია“ , ფრთხილად! იმიტომ, რომ ჭეშმარიტად თავისუფალ საზოგადოებაში არავის სჭირდება შეგახსენოს, რომ თავისუფალი ხარ“. აქედან გამომდინარე, თავისუფლება არ არის სხვა სახელმწიფოზე დამოუკიდებლობა, როდესაც საკუთარი სახელმწიფოს ტყვეები ვართ. არ აქვს მნიშვნელობა მთავრობას, ხელისუფლება მუდამ იცვლება, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისევ უცვლელი რჩება, რადგან თვით სისტემაა უცვლელი!

შეიძლება მოგეჩველოთ, რომ ანარქიზმი მხოლოდ ნეგატიური იდეოლოგიაა, გამუდმებით ვიღაცის წინააღმდეგ მიმართული. სინამდვილეში, ანარქისტებს აქვთ ბევრი პოზიტიური იდეა უხელისუფლებო საზოგადოებასთან მიმართებაში. თუმცა ჩვენ თავს არ ვახვევთ რაღაც ერთ კონკრეტულ გეგმას, რადგან ზოგადად ადამიანის ბუნება იმდენად მრავალფეროვანია, რომ მისი ერთ გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია, ხოლო მცდელობა – დამღუპველი.

ლიბერალიზმი, მარქსიზმი, ფაშიზმი, კონსერვატიზმი, წარმომადგენლობითი დემოკრატია, და ყველა „სახელმწიფოებრივი“ და ავტორიტარული პოლიტიკური იდეოლოგიისგან განსხვავებით, ანარქიზმი არის ერთადერთი პოლიტიკური  იდეა, რომელიც არ იღწვის პიროვნებაზე ძალმომრეობითი კონტროლისთვის.  

2.    გასაგებია, მაგრამ ანარქისტები ყოველთვის ასოცირდებიან ძალადობასთან, მასობრივ არეულობასთან, მოლოტოვის კოქტეილთან და ბომბებთან. არ არის ასე? Continue reading ბობ ბლექი – ანარქია აბიტურიენტებისთვის