Tag Archives: წიგნები ანარქიზმზე

რეკომენდებული ლიტერატურა

იხ. რეკომენდებული ფილმები

1.  ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის  ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და  The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ.

2. “ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.” – ნოამ ჩომსკი

ორუელმა, რომელიც თავად იღებდა შეიარაღებულ მონაწილეობას ამ რევოლუციაში, მთელი სიცხადით აღწერა წიგნში “პატივი კატალონიას” ის დრო, რომელსაც აანალიზებს ჩომსკი. ქართულად აგრეთვე ხელმისაწვდომია “ცხოველების ფერმა” (ალეგორიული ფანტაზია, რომელიც აკრიტიკებს ბოლშევიზმს და სტალინისტურ რეჟიმს) და 1984 ( ორუელის ყველაზე ცნობილი წიგნი სამყაროზე, სადაც მუმდივად თვალთვალია, იმყოფება უწყვეტი ომის რეჟიმში და პოლიციური სახელმწიფოს ტოტალურობა დღევანდელ დღეს ძალიან შეეფერება). Continue reading რეკომენდებული ლიტერატურა