ელ. წიგნებიდან მომავალი საფრთხე

დროში, სადაც ბიზნესი დომინირებს სახელმწიფოზე და თვითონ გვიწერს კანონებს, ნებისმიერი ტექნოლოგიური მიღწევა ბიზნესისთვის არის კიდევ ერთი შანსი დაუწესოს აკრძალვები საზოგადოებას. ტექნოლოგიები რომლებიც შეიძლება გვათავისუფლებდეს, გამოიყენება ჩვენს დასაბმელად.

ნაბეჭდი წიგნი

  • შეგიძლია იყიდო ნაღდი ფულით, ანონიმურად.
  • შემდეგ შენ ფლობ მას.
  • შენ არ ხარ იძულებული მოაწერო ხელი  ლიცენზიას რომელიც გიზღუდავს მის გამოყენებას.
  • ფორმატი ცნობილია და არ გიწევს რაიმე დაპატენტებული ტექნოლოგიის გამოყენება მის წასაკითხად.
  • შეგიძლია ათხოვო ან მიყიდო სხვას
  • შეგიძლია გადაიღო მისი ასლი და ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში
  • არავის შეუძლია დისტანციურ რეჟიმში გაანადგუროს შენი წიგნი.

 

ნაბეჭდი წიგნისგან განსხვავებით, ამაზონის ელექტრონული წიგნები:

  • მოითხოვს იდენტიფიცირება მოახდინო ამაზონზე.
  • ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაშიც ამაზონი ამბობს რომ მომხმარებელი არაა თავისივე ნაყიდი წიგნის მფლობელი.
  • ამაზონი მოითხოვს მომხმარებელი დათანხმდეს ლიცენზიას რომელიც ზღუდავს წიგნის გამოყენებას.
  • ფორმატი საიდუმლოა და მხოლოდ დაპატენტებულ, მომხმარებლისთვის შემზღუდველ, პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია  მისი წაკითხვა.
  • შესაძლებელია ზოგიერთი წიგნის თხოვება, ლიმიტირებული დროით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი მიუთითებს იგივე სისტემის იმ  მომხმარებლის სახელს ვისაც თხოვნის. არაა შესაძლებელი წიგნის მიცემა ან გაყიდვა.
  • წიგნის კოპირება შეუძლებელია Digital Restrictions Management*-ის გამო რიდერში და აკრძალულია ლიცენზიით, რომელიც თავის მხრივ იმაზე უფრო შემზღუდველია ვიდრე კანონი კოპირაითის შესახებ.
  • ამაზონს შეუძლია დისტანციურ რეჟიმში წაშალოს წიგნი მომხმარებლის მოწყობილობიდან. 2009 წელს წაიშალა ათასობით ორუელის „1984“ და სხვა წიგნები.

 

თუნდაც ერთი ასეთი თავისუფლების შეზღუდვა, ნაბეჭდი წიგნების უკან აყენებს ელექტრონულ წიგნებს და ჩვენ აუცილებლად უნდა უარვყოთ ისინი სანამ პატივს არ სცემენ ჩვენს თავისუფლებებს.

 

კომპანიები ამბობენ რომ ჩვენი ტრადიციული უფლებების უარყოფა აუცილებელია იმისთვის რომ წიგნის ავტორებისთვის ფულის გადახდა შეძლონ. თუმცა თანამედროვე კოპირაითის სისტემა ეხმარება კომპანიებს და არა ავტორებს. ჩვენ უკეთესად შეგვიძლია დავეხმაროთ წიგნის ავტორებს და ამისთვის სულაც არაა საჭირო ჩვენი თავისუფლებების შეკვეცა. ორი მეთოდი რომელსაც გთავაზობთ:

  • გადასახადებიდან თითოეულ ავტორს ერგოს საკუთარი პოპულარობის კუბური ფესვის რაოდენობის თანხა. იხილეთ http://stallman.org/articles/internet-sharing-license.en.html
  • მოეწყოს რიდერები ისე რომ მომხმარებელმა შეძლოს ანონიმურად გადაუხადოს ფული ავტორს.

ელექტრონული წიგნები თავისთავად არ ესხმის თავს ჩვენს თავისუფლებებს (მაგალითისთვის Project Gutenberg-ის წიგნები), სანამ მათი მფლობელი კომპანიები არ გადაწყვეტენ ასე. ასე რომ ჩვენი გადასაწყვეტია შევაჩეროთ თუ არა ისინი.

შეუერთდი ბრძოლას, მოაწერე ხელი  http://DefectiveByDesign.org/ebooks.html.

 

 

*Digital Restrictions Management – http://www.gnu.org/philosophy/right-to-read.html

წყარო – http://www.gnu.org/philosophy/the-danger-of-ebooks.html

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.