A.2.1. ანარქიზმის ფუნდამენტური ღირებულებები

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ანარქია ნიშნავს „მმართველობის არარსებობას“, „იერარქიული ავტორიტეტის არარსებობას“. ანარქისტები არ არიან ისეთი ავტორიტეტების წინააღმდეგნი, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინდივიდუალური ღირსებები,რომლის გამოც ხალხი მათ უსმენს, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს ავტორიტეტები არ უნდა ფლობდნენ ძალაუფლებას და არავის არ უნდა აიძულონ თავიანთ აზრის გათვალისწინება. ასეთი ავტორიტეტები ავტორიტარულ სოციალურ ურთიერთობებს არ აყალიბებენ, ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანარქიზმი – ანტი-ავტორიტარიზმია.

ანარქისტები არიან ანტი-ავტორიტარულები, რადგან მიაჩნიათ,რომ არავინ არავიზე არ უნდა დომინირებდეს. დომინაცია დამანგრეველია ინდივიდისთვის, რადგან დომინირებული იძულებულია დაემორჩილოს დომინანტის სურვილებს, რაც ანადგურებს მის თვითშეფასებას და ღირსებას. ეს კი აისახება სოციალურ ურთიერთობებზე და შედეგად ვიღებთ არაჯანსაღ საზოგადოებას.

ანარქიზმის ფუნდამენტური პრინციპი შეგვიძლია პოზიტიურადაც გამოვხატოთ – ანარქიზმი არის თავისუფალი კოოპერაცია, რაც მაქსიმალური განვითარების საშუალებას აძლევს ინდივიდს. კოოპერაცია თანასწორ ინდივიდებს შორის ანტი-ავტორიტარულობის გასაღებია. კოოპერაციის ხარჯზე ჩვენ საშუალება გვეძლევა დავიცვათ საკუთარი ღირებულებები, რასაც ვერ მოვახერხებთ ავტორიტარულ საზოგადოებაში.

კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტორიტარული სოციალური ურთიერთობები არ უნდა ავურიოთ ბუნებრივ გავლენაში. ბაკუნინის სიტყვებით: „ბუნებრივი გავლენის უარყოფა საზოგადოებას დაღუპავს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, ვითვალისწინებთ იმას, რომ უფრო გამოცდილ და ჭკვიან ადამიანებს რაღაც გავლენა ექნებათ დანარჩენებზე, მაგრამ ეს გავლენა არ უნდა იქცეს სხვების მართვის წინაპირობად“.

 

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook