ანარქია და დანაშაული

13096_10151432846644644_780418266_n

რუსი ანარქისტი, კროპოტკინი გამოყოფს სამი სახის დანაშაულს : კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული, სახელმწიფო საკუთრებასთან დაკავშირებული დანაშაული და კრიმინალი ინდივიდებს შორის. დადგინდა, რომ, მაგალითად ბრიტანეთში დანაშაულის 94% საკუთრებასთან დაკავშირებულ კრიმინალზე მოდის (რა თქმა უნდა, მის მნიშვნელოვან ნაწილს კერძო საკუთრება შეადგენს). ხოლო ის, რაც არ აღრიცხულა, წარმოადგენენ დანაშაულს საკუთრებისთვის.

ეს არაა მხოლოდ სიტყვების თამაში. ჩვენ კაპიტალისტურ სისტემაში ვცხოვრობთ. მაგრამ საიდან გადმოინაცვლა კაპიტალმა პირველ ადგილზე? მივყვეთ ისტორიას: 18-19 საუკუნის კაპიტალიზმი დაშენდა 16-17 საუკუნისთვის დამახასიათებელ მეკობრეობასა და მონობაზე. “ახალი მსოფლიოს” ძარცვით მოპოვებული მილიონობით გირვანქა ოქრო, ვერცხლი და სანალებლები აფინანსებდა საბანკო და სავაჭრო სისტემას. ერთ-ერთი სავაჭრო საქონელი კი ადამიანი გახლდათ. ასე რომ, კაპიტალიზმის საწყის ეტაპზე მონობა სავსებით ჩვეულებრივი რამ იყო. უამრავმა ევროპულმა ოჯახმა ჰერცოგისა და რაინდის ტიტულები სწორედ ამ სახის სავაჭრო საქმიანობით მოიპოვა.

ძარცვა
სისტემის ყოველდღიური თანამდევი ძარცვაა. მუშების ხელფასი მათ მიერ გაწეული სამუშაოს ადეკვატური არაა და მხოლოდ მის მცირე ნაწილს შეადგენს. დანარჩენი დიდი ნაწილი კი უფროსის ჯიბეს ასქელებს. ეს სწორედ ისაა, რასაც პრუდონი ხშირად უსვამდა ხაზს – “კერძო საკუთრება ხშირად ნაქურდალისგან შედგება”. ნებისმიერი საკუთრება და სიმდიდრე, რომელიც ვინმეს საშუალებას აძლევს მოახდინოს მუშათა ექსპლუატაცია (თუნდაც მცირე ხელფასის მეშვეობით) თავისთავად ქურდობას წარმოადგენს. ჩვენ რომ იმდენს ვიღებდეთ, რამდენსაც ვმუშაობთ, დღევანდელი სისტემა არ იფუნქციონირებდა. ეს ფუნდამენტური მიზეზია პოლიციისა და არმიისთვის, რომ დაიცვას სისტემა – ღარიბთა კლასი მონობაში დარჩეს, მდიდრები კი უფრო გამდიდრდნენ.

არსებობს ოფიციალურად კრიმინალური ცრუ აქტივობების ფართო განასერი. ერთ-ერთია ე.წ. “შიდა საიდუმლო ვაჭრობა”, რომელიც კრიმინალური იმპერიების, მაფიებისთვისაა დამახასიათებელი. ამ საქმიანობით მოგებული ფულის მხოლოდ მცირე წილი გამოდის დღის სინათლეზე. ცხადია, კანონი ისეა მორგებული მათს საქმიანობას, რომ საშუალებას აძლევს არაფერი გამოააშკარავონ.

ტელეკომის სკანდალი ნათელს ხდის, თუ როგორ შეიძლება გააკეთო სამი მილიონი ევრო რამდენიმე კვირაში სავარძელში ჯდომით და პაკეტების გადაცემით. საქმის სასამართლოსათვის გადაცემისა და პროცესების ფართო საზოგადოებისათვის გამჭვირვალედ წარმართვის მოთხოვნა უზენაესმა სასამართლომ ერთგვარი “კაბინეტური კონფიდენციალობით” გაანეიტრალა. აღმოჩნდა რომ დიდი ფულის გაკეთებაა შესაძლებელი საკრედიტო დაზღვევის ბიზნესით, თუკი საჭირო პოლიტიკურ პარტიებს მცირე შეწირულობით დაეხმარები. რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი ამგვარ სკანდალში რომ გაეხვეს – ამ შემთხვევაში კი ზუსტად ასე მოხდა – ყველაზე უარეს რამდენიმე დღეს ციხეში გაატარებენ, ანდაც სოლიდურ ფულად ჯარიმას გადაიხდიან. ხშირ შემთხვევაში ისინი, ვისაც ციხეში ხანგრძლივი ვადით აგზავნიან, უბრალო მსხვერპლები არიან. სისტემა რეკეტსა და ტყუილს ეფექტურად იყენებს. ასეთი კრიმინალის, როგორც პრობლემის გადაჭრა მარტივია. გაანადგურე სისტემა, ისე რომ საკუთარი თავის რეფორმირების შანსი არ დაუტოვო.

რობინ ჰუდები?

ზემოთ მოყვანილი მაგალითების გარდა არსებობს კრიმინალი, რომელიც საკუთრებას, ქონებას უკავშირდება. შემწეობასა და მცირე ხელფასზე დამოკიდებულ ადამიანებს თავად სისტემა უბიძგებს არ გადაიხადოს საკაბელო ტელევიზიის გადასახადი, გამოიმუშავოს ე.წ. “შავი ეკონომია”, ან ოჯახი ფიზიკური შრომით გამოკვებოს, რაც მის ეკონომიკურ მდგომარეობას არ ცვლის. მცირე ნაწილი ქურდობას, ნარკოტიკების არალეგალურ ბიზნესს და სხვა ორგანიზებულ ანტისოციალურ ქმედებებს მიმართავს.
ეს რა თქმა უნდა არ ამართლებს ამ სახის დანაშაულებს, თუმცა ერთგვარ ახსნას უძებნის მათ. ჩვენ კარგად გვესმის რატომაც იქცევიან ასე, თუმცა არასდროს ვპატიობთ მათ. მუშათა კლასი კი ამგვარი სახის დანაშაულებს ყველაზე მტკივნეულად განიცდის. მოხუცები და მშობლები მეტწილად შიშში ატარებენ ცხოვრებას, რადგან შესაძლოა თვითონ გახდნენ მსხვერპლი, ანდაც მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა მათ შვილებს უბიძგონ კრიმინალისკენ. კაპიტალისტები ამით ზარალს სავსებით არ ნახულობენ, რადგან დანაშაულთა უმეტესობა საშუალო და დაბალ ფენებში ხდება. ჩვენ არ გვყავს ბევრი რობინ ჰუდი და ანარქისტებმაც არასდროს უნდა მოახდინონ კრიმინალის რომანტიზაცია.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ადამიანთა უფლებები, დაიცვან საკუთარი თავი კრიმინალისგან. ეფექტური საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლის მოთხოვნილება ხშირად გამჩნდარა რევოლუციურ სიტუაციებშიც კი (როცა ქონების ძარცვა ყველაზე მეტად იჩენს თავს). ასეთ დროს კი საჭიროა არა ვექილებზე დამოკიდებული, არამედ პირდაპირ დემოკრატიის ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოება. მაგალითები კი 1960 იანებში დროის მცირე მონაკვეთზე ყოფილა – “თავისუფალი დერი” და “თავისუფალი ბელფასტი” (ქალაქები ირლანდიაში), როცა დასახლებები ე.წ. “community Policing”-ის მეშვეობით, თვითორგანიზებულად იცავდნენ წესრიგს.

80-იანებში დუბლინის მუშათა კლასის წარმომადგენლებმა შექმნეს ე.წ. Concerned Parents Against Drugs (CPAD), რომელიც საწყის ეტაპზე ნარკოტიკების არალეგალური გავრცელების წინააღმდეგ იყო მიმართული. საეჭვოა, რომ მერის, ან მთავრობის რომელიმე კამპანიას “არასასურველი ელემენტების” წინააღმდეგ, წარმოეჩინა საზოგადოებრივი წესრიგის თვითორგანიზებული სისტემა როგორც არაპროდუქტიული, არაეფექტური. დღევანდელ სისტემაშიც კი რთულია დაამარცხო, ან ნიშა ჩაუნაცვლო საზოგადოებრივი მოძრაობას, რომელიც მიმართულია კრიმინალის საწინააღმდეგოდ. ასეთი მოძრაობების არსებობა მთავრობებისა და პოლიციისათვის თავისთავად საფრთხეს წარმოადგენს. (CPAD დუბლინში ამის კარგი მაგალითია). არც ერთი სახელმწიფო არ შეეგუება წესრიგზე მონოპოლიის, ან ძალაუფლების ეჭვქვეშ დაყენებას მისი მოქალაქეების მხრიდან.

რა თქმა უნდა, გამოსავალი წესრიგზე კონტროლის გამკაცრებაში არ არის, მაგრამ თუ სადმე საზოგადოების თვითორგანიზებით დანაშაულის მინიმუმამდე დაყვანის პრაქტიკული შემთხვევები არსებობს, მხარი უნდა დავუჭიროთ მას. თუმცა, უნდა გავაცნობიეროთ რომ პრობლემას ეს სრულად ვერ აღმოფხვრის. გამოსავალი კი კრიმინალის, როგორც სოციალური მოვლენის ძირში, ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ. სოციალური მოცემულობა კი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია, რომელიც ძიებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ.
კაპიტალისტურ სისტემაში დანაშაულის  ძირითადი გამომწვევი სიღარიბე და ასოციალურობაა. ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ გაუქმდეს სიღარიბე და ხალხს მიეცეს საარსებოდ აუცილებელი ელემენტარული საჭიროებები.

დემოკრატია?

თუკი დანაშაულის კროპოტკინისეულ დიფერენცირებას მივყვებით, დანაშაულის მეორე ტიპი სახელმწიფო საკუთრებასთან დაკავშირებული კრიმინალია. ასეთი შემთხვევების კლასიფიცირება ურთულესია, მათი სიმრავლისა და განსხვავებულობის გამო. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ომებით სისტემებმა მილიონობით მუშა შეიწირეს. ადვილია, ხელი გაიშვირო მესამე მსოფლიოს ქვეყნების დიქტატორებზე და მათ ქვეყნებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა რაოდენობაზე. შესაძლოა მათი რიცხვი ზოგან მკვლელობის მუხლით დაპატიმრებულთა რაოდენობასაც აჭარბებდეს. ნიკ კელის შემთხვევა ადასტურებს, რომ ირლანდიის მთავრობა, საკუთარი კანონმდებლობის ნებართვით, პოლიტიკური ნიშნით დევნის ადამიანებს. გარდა ამისა გავიხსენოთ მასობრივი დაპატიმრებები ბირმინგემში, ტოტენჰემში, გილდფორდში, გახმაურებული მაგუაიერების ოჯახის საქმე და ა.შ.

ინფორმაციამ ქვეყანაში აბორტის სტატისტიკაზე საპუბლიკაციო აქტის ცენზურა უნდა გაიაროს. აბორტის საზღვარგარეთ გაკეთება უზენაესის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აიკრძალა. წიგნებისა და ფილმების გავრცელება მსგავს თემატიკაზე იკრძალება.
კანონთა უმეტესობა კონცენტრირებულია დაიცვას კერძო საკუთრება და მისცეს ბიზნესს მაქსიმალური თავისუფლება, ანდაც შერწყმულია სახელმწიფოს მერკანტილურ ინტერესებთან. ზოგიერთი მათგანის მეტნაკლები ეფექტურობა და საჭიროება შეგვიძლია ვაღიაროთ, მაგალითად ისეთების, როგორიცაა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, წითელ შუქზე გადასვლის, ნარკოტიკების არალეგალეგალური გავრცელების აკრძალვა. ესენი, რაღაც ფორმით ანარქისტულ საზოგადოებაშიც გააგრძელებენ არსებობას. ამ მომენტისათვის კი ზოგიერთ კანონის პირდაპირ უნდა ვებრძოლოთ – კანონებს, რომელიც,მაგალითად იჭრება ინდივიდის პირად ცხოვრებაში – ეს იქნება სექსუალობა, კონტრაცეფცია, გაყრა, აბორტი და ა.შ. მთავრობას არ აქვს ინტერვენციის უფლება, ადამიანის პირად ცხოვრებაში.

მივადექით მესამე საკითხს – ინდივიდთაშორის კონფლიქტებსა და კრიმინალს. რა თქმა უნდა,ყველა შემთხვევაზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი კაპიტალიზმის მოშლასთან ერთად წარსულს ჩაბარდება. უმეტესობა აცნობიერებს, რომ საკუთრებასთან დაკავშირებული ინდივიდთაშორისი კრიმინალი მინიმუმამდე დაიყვანება, თუმცა ყოველთვის იარსებებენ მენტალურად დაუბალანსებელი ადამიანები, ანდაც კრიმინალს ჩაიდენენ მოზღვავებული ემოციის, აფექტის მდგომარეობაში. მენტალურად დაავადებული ადამიანის აფექტურ ქცევასა და და პერსონალურ მიზეზებზე ჩადენილ დანაშაულს ვერც ერთი საზოგადოება ბოლომდე ვერ აღმოფხვრის. სტატისტიკურად გაუპატიურების, გენდერული ნიშნითა და სხვა პიროვნული ძალადობის ჩამდენები გონებრივად ჩამორჩენილი, ან გაუნათლებელი ადამიანები არიან. მთავარია შეიცვალოს ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულება, არსებობდეს საგანმანათლებლო ბაზისი.

გაუპატიურება და ძალადობა ბავშვზე
გაუპატიურება სასტიკი და შემაძრწუნებელი დანაშაულია და მისი ფაქტობრივი განასერის სრულად წარმოჩინება დიდი ხნის საზოგადოებრივი დუმილის შემდეგ მხოლოდ ახლა იწყება. ახლაც კი RCC ცენტრებში (Rape Crisis Centres) აღნუსხულია, რომ სტატისტიკურად, გაუპატიურების შემთხვევების 90% პროცენტი არ არის მოხსენიებული რაიმე საქმეში, რადგან მსხვერპლები თავად არიდებენ თავს გაახმაურონ მათზე ძალადობის დეტალები. მეტწილად მედიისა და მედიის გავლენით – საზოგადოების ყურადღება გადატანილია ინდივიდუალურ შემთხვევებზე, სადაც დაუცველ ქალებს აუპატიურებენ, იტაცებენ და კლავენ ვიღაც ჭკუაზე შეშლილი ადამიანები. ეს გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქალებს მხოლოდ გიჟები აუპატიურებენ ბნელ ქუჩებში. ეს შთაბეჭდილება კი მეტწილად განსხვავდება სექსუალური ძალადობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამოვლინებებზე, რომელთაც უამრავი ქალის ცხოვრებაში აქვთ ადგილი. ფაქტობრივად, ყველა დამამტკიცებელი საბუთი მიუთითებს იმისაკენ, რომ კრიმინალს მსხვერპლის ნაცნობები, ოჯახის წევრები ან სხვა ახლო პირები სჩადიან.

ირლანდიაში მსხვერპლთა 92% თავად იცნობდა თავდამსხმელს. 1989 წელს ბრიტანეთის სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ გაუპატიურების პოლიციისათვის ცნობილი შემთხვევების 61% (რა თქმა უნდა, ნაკლებად მოსალოდნელია პოლიციაში განაცხადო თავდამსხმელზე, რომელსაც იცნობ, მით უმეტეს 80-90 იანების საზოგადოებებში) ადასტურებდა ეჭვს იმის შესახებ, რომ მსხვერპლი მისივე გარემოცვის წევრმა გააუპატიურა. ამერიკაში 1985 წლის RHAS (Ruth Hall’s American survey (“Ask any women”, Bristol 1985) ანალიზმა ასეთი შემთხვევების 75%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. პოლიციის რჩევა ამ დროს ძირითადად იმით შემოიფარგლება, თუ როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა ქუჩაში, და რომ უნდა მოერიდოს უცხოებს. ქალი ვარაუდობს, რომ პრობლემის არსებობა დააბრალოს მის “დაუცველობას”. ეს კი რეალობასთან შეუსაბამობის კიდევ ერთი დასტურია – რადგან რეალურად გაუპატიურების უმრავლეს შემთხვევებში დამნაშავე მსხვერპლის გარემოცვაში უნდა ვეძებოთ.

აბერაცია?
გაუპატიურება არაა აბერაცია. (aberratio – გადახრა, გადატ., წიგნ. – ცდომილება, ჭეშმარიტებიდან გადაცდენა.) თუკი თვალს გადავავლებთ გაუპატიურების ბავშვზე ძალადობის შეთხვევების რეპორტინგის დინამიკას, ნათელი ხდება, რომ ძალადობა ქალის სოციალური არსებობის ყოველდღიურობად იქცა. ეს ყოველდღიურობა კი დღევანდელი სოციალური ორგანიზების დღის წესრიგი უნდა იყოს. კიდევ ერთი ფაქტის დამახინჯება არის ის, რომ გაუპატიურება გაიგივებულია მოძალადის უკონტროლო სექსუალურ ჟინთან. ამის გასაბათილებლად დიანა რასელი, მის წიგნში “Rape within marriage”(1982) – ამტკიცებს, რომ სექსუალური ძალადობა ოჯახში უნდა განვიხილოთ როგორც შედეგი ნებაყოფლობითი სექსზე უარის თქმისა პარტნიორის მხრიდან.

რეალურად, გაუპატიურებას ნაკლები საერთო აქვს სექსის სურვილთან, ამას კვლევებიც ადასტურებს, სადაც მოძალადეები აღიარებენ, რომ მათი მოტივაცია ძალის დემონსტრირება უფრო იყო,ვიდრე სექსუალური კმაყოფილება.

დომინაცია
გაუპატიურება დომინაციის, ძალის დემონსტრირების აქტია. მსხვერპლები კი აღქმულნი არიან, როგორც ადამიანები, რომელთაც უპრობლემოდ, წინააღმდეგობის გარეშე შეურაცხყოფ. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივ, მოძალადეს აქვს ერთგვარი “მონოპოლია” ძალის გამოყენებაზე გაუპატიურებისას, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოციუმის უძლურების ინდიკატორი. ზემოთ ნახსენები დიანა რასელი, თავის წიგნში “Sexual Exploitation” (London 1984) ასახავს უცნობისგან გაუპატიურებულთა სტატისტიკას და მსგავსებებს მოძალადეებს შორის. აღმოჩნდა, რომ მოძალადეთა უმეტესობას ახალგაზრდა მამაკაცები წარმოადგენენ, რომელთაც დაბალი შემოსავალი აქვთ. ამავე თემატიკის ამერიკულ კვლევაში (Sexual Assault among Adolescents”, Lexington, Massachusetts 1985), რომელიც თინეიჯერებში ძალადობის ფაქტებს ასახავდა, გამოირკვა, რომ მოძალადეთა უმეტესობა სკოლაში ცუდად სწავლობა, ამასთან იზოლირებულ, კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და თითქმის არ ჰქონდა კონტაქტი ოჯახის წევრებთან.

ოჯახში ქალზე ძალადობა ძალაუნებურად მიგვითითებს ქალის, როგორც დაქვემდებარებულის როლზე ოჯახში. რასელის ნაშრომში “Rape in marriage” (1982) ხაზგასმულია, რომ ქალთა უმეტესობა მათზე განხორციელებული ძალადობის ერთჯერადი თუ მრავალჯერადი აქტების შემდეგ განაგრძობდა ქმრის გვერდიც ცხოვრებას, რადგანაც ფინანსურად მთლიანად იყო დამოკიდებული მასზე.
ამ კონტექსტში მეტი კონტროლი, იძულება, განაჩენი და უსაგნო აჟიოტაჟი არაა გამოსავალი.პოლიტიკოსების პათეტიკური გამოსვლები საერთო შთაბეჭდილებას ქმნის, რომ გაუპატიურება და ძალადობის სხვა ფორმებიც რეალურად სერიოზულად არაა აღქმული, როგორც ანტისოციალური ქმედება. მთავრობას შეუძლია სრულად დამალოს ამ პრობლემის აქტუალურობა და მნიშვნელობა, მედიის, როგორც კონტროლისა და დღის წესრიგის შემქმნელი ინსტრუმენტის გამოყენებით შეუძლია მასა დაარწმუნოს, რომ ხელისუფლება მთლიანად უმკლავდება სექსუალური ძალადობის ყველა გამოვლინებას და სათანადოდ სჯის მოძალადეებს. გამოსავალი კი ეს ნამდვილად არ არის.

სასჯელი – who watches the watchers?
არსებობს დასჯის სამი მოტივაცია : თავის დაზღვევა შურისძიება და გარდაქმნა. კაპიტალიზმი ძირითადად პირველი ორითაა მოტივირებული. დამსჯელი და შურის მაძიებელი “სამართალი” ამჟამინდელი წესრიგის ტოტალური მარცხია. იძულებითი რეფორმირების მცდელობას რეალური შედეგი არ მოაქვს. შიშსა და ტერორზე დაფუძნებული არგუმენტებიც არასდროს ჟღერს საკმარისად დამაჯერებლად. სისტემა – თავად დანაშაულის ინსტიტუციონალიზებული ფორმა, უმნიშვნელო ეფექტსაც ვერ მიიღებს კრიმინალურ ფიგურებთან სტატიკური დაპირისპირებით. ამის საპირწონედ ვიღებთ მხოლოდ შურისძიებას და სასჯელს – შურისძიების შედეგს. რესოციალიზაცია და საზოგადოებრივი ინტეგრაცია შეთხზული მითია, სინამდვილეში მთავრობების პროგრამები პრაქტიკაში მხოლოდ სტატიკურობით ხასიათდება. ციხით, თუკი ამით რაიმეს აღწევს, ის ფაქტობრივად კრიმინალის მარადიულობას აკანონებს – სავარაუდოა, რომ მსუბუქი დანაშაულის ჩამდენი ციხიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ჩაიდენს დანაშაულს, ამჯერად უფრო მძიმეს.

ამრიგად, კაპიტალისტურ სისტემას პრობლემის გასაღები ჯერ არ უპოვია და ვეჭვობთ, ოდესმე იპოვოს. ის თავად ქმნის კონდინციას, რომელიც ინდივიდებს აქეზებს, უბიძგებს კრიმინალისკენ. მოჩვენებითი სასამართლო სისტემა საბოლოო ჯამში სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეებისა და პრივილეგირებული “ლეგალური პროფესიონალების” დახურული კასტა – ჩახლართული, კომპლექსური კანონებითა და რეგულაციებით, სადაც სამართლიანი კონცეფცია შემთხვევით თუ მოხვდება.

ანარქისტული წესრიგი
კაპიტალიზმის დამარცხებითა და მისი ანარქისტული სისტემით ჩანაცვლების გზით ჩვენ უმეტესწილად შევამცირებთ კრიმინალს. მაგრამ რა ვუყოთ მენტალურად დაუბალანსებელ ინდივიდებს, ან უბრალო ჟინით ჩადენილ დანაშაულებებს? რასაკვირველია, რაღაც ფორმით დასჯა განსაკუთრებით იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აუცილებელიც იყოს. ეს ის ხალხია, რომელთა ადგილი ჯანსაღ საზოგადოებაში არ უნდა იყოს, რათა სხვათა უსაფრთხოება დაცული იყოს.

ასეთი შემთხვევების არსებობა გულისხმობს რომ უნდა არსებობდეს რაღაც ფორმის რეგულაცია, ზემოქმედების ორგანო, რომელიც დაგვჭირდება. რა თქმა უნდა ეს იქნება მცირე ზომისა და გავლენის, და მთლიანად პასუხისმგებელი საზოგადოების წინაშე. ის ფოკუსირებული იქნება დანაშაულის ჩამდენი ინდივიდების გამოვლენასა და მათ იზოლირებაზე საზოგადოებისაგან რაღაც კონკრეტული ვადით – ეს გამორიცხავს შურისძიების ელემენტს. მიზანი კი, უნდა იყოს მათი მენტალური გარდაქმნა (რაც, სრულიად შესაძლებელია გულისხმობდეს ფსიქოლოგის, თერაპევტის, ფსიქიატრის დახმარებას) და გათავისუფლება.

წყარო: ირლანდიის მუშათა სოლიდარობა 

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.