კავშირი თავისუფალ სიყვარულსა და ანარქიზმს შორის

“აუცილებელია სრულად გავიგოთ რომ რევოლუცია რომელიც მოწამლულია ლამაზი სიტყვებით თავისუფლება, თანასწორობა სოლიდარობა, ვერ შეასრულებს თავის როლს თუ მან შეინარჩუნა მონობა სახლში. ოჯახში დამონებული ნახევარი კაცობრიობა ისევ უნდა აუჯანყდეს მეორე ნახევარს.”

–პეტრე კროპოტკინი, 1892

 

Anarchy & Polyamory. Pamphlet collection of essays around polyamorous relationships - both for and against, current and historic, theoretical and personal. (Manufacturer: Dysophia)
Anarchy & Polyamory. Pamphlet collection of essays around polyamorous relationships – both for and against, current and historic, theoretical and personal. (Manufacturer: Dysophia)

ანარქიზმი შესაძლებელია განვსაზღვროთ როგორც ფილოსოფია, რომელიც ნებისმიერ ძალაუფლებას რომელიც ვრცელდება სხვებზე განიხილავს ბოროტებად. თავისუფალი სიყვარული, პოლიამორია, არის ცხოვრების სტილი სადაც პიროვნება არ იზღუდავს თავს მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორით. ანარქიზმი პოლიტიკურ-ეკონომიკური იდეალია, პოლიამორია კი ცხოვრების სტილი. შესაძლებელია უცებ არ ჩანს, მაგრამ ორივე მოტივირებულია ერთი და იგივე პრინციპით: თითოეულმა პიროვნებამ მხოლოდ თვითონ იცის რა უნდა მას და მხოლოდ თავისუფლებით მოიპოვებს ჭეშმარიტ ბედნიერებას.

ორივე ეს იდეა თავისუფლების შემავსებელია. “ტირანს, რომელიც მართავს შეზღუდვების გარეშე, არ შეუძლია გააუმჯობესოს მართულის მდგომარეობა”- ეს განცხადება ჭეშმარიტია როდესაც ურთიერთობაში ერთ-ერთი მხარე ნებას არ რთავს მეორეს სხვასთან ერთად ყოფნისას და მსგავსად, ზუსტად ასევე ჭეშმარიტია როდესაც მთავრობა გადასახადებს აკისრებს თავის ხალხს და ამით სარგებელს ნახულობს.

რას ნიშნავს კაპიტალიზმი და სახელმწიფო? დომინაციას, კონტროლსა და საბოლოოდ დამორჩილებას. ეს ნიშნავს კომპრომისს ჩვენს დროსა და ენერგიას შორის, კომპრომისს ჩვენს ძლიერ სურვილებსა და შიმშილს შორის. ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავხდეთ რაღაც რაც ჩვენ არ ვართ, რაც შიგნიდან გვანადგურებს. ამ პირობებში ჩვენ მხოლოდ მითითებებით შეგვიძლია ცხოვრება. ესაა უსიცოცხლო არსებობა, ჩვენ არაფრის ფლობა შეგვიძლია და არაფერია საკუთარი, ყველაფერი მმართველების ძალაუფლებრივ სივრცეშია და ნებისმიერ დროს შეიძლება წაგვართვან.

რას ნიშნავს მონოგამია? აირჩიო ერთი პარტნიორი დროის დიდ მონაკვეთებში და შესაბამისად ისაა შენი სექსუალური გამორკვევისა თუ აღმოჩენების ერთადერთი წყარო, ანუ მონოგამმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ისწავლოს რომ მიიღოს ის ნებისმიერი შეზღუდვები რასაც პარტნიორი დაუწესებს.

ანარქიზმი არის ამბოხი იმ “უფროსების” წინააღმდეგ რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკასა თუ პოლიტიკას, პოლიამორია კი მათ მიმართ ვინც საზოგადოებასა და სასიყვარულო ურთიერთობებს. ინდივიდს არ ჭირდება იყოს მართული, მას ჭირდება საკუთარი თავის მართვის თავისუფლება.

ანარქიზმისა და თავისუფალი სიყვარულის უმაღლესი გამოხატულებაა, როდესაც ისინი ცდილობენ შექმნან უკეთესი საზოგადოება. არსებული სიტუაციის კრიტიკა არაა საკმარისი და აუცილებელია გამოინახოს ცხოვრებისა და ფიქრის ალტერნატიული გზა. სოციალური რევოლუციისთვის საჭიროა დრო, ჩვენი იდეების პროპაგანდისთვისა და ხალხის ორგანიზებისთვის. ანარქიზმი და თავისუფალი სიყვარული იგივე მიდგომას იყენებს და ცდილობს ჩაანაცვლოს არსებული საზოგადოება სხვით, რომელიც ხალხს ხდის პასუხისმგებლობიანსა და თავისუფალს.

უკეთესი საზოგადოების შექმნის მცდელობამდე ფოკუსირება უნდა მოხდეს იმაზე, რაც ცუდია არსებულში. ანარქიზმი ჩვენი ტანჯვის მიზეზად ერთის მეორეზე(ან ბევრზე) ბატონობას მიიჩნევს. ხალხმა აუცილებლად უნდა დააკმაყოფილოს სისტემის თავში მომჯდარი მცირე ჯგუფის მოთხოვნები შიმშილისა თუ ციხის შიშით. პოლიამორიაც კონტროლსა და გამორჩევას მიიჩნევს ჩვენი უბედურებისა და არასაიმედოობის მიზეზად. ჩვენი სექსუალური გამოცდილების შეზღუდვა ერთი ადამიანით ხდება ბარიერი ჩვენი ემოციური განვითარებისთვის. ესენია პრობლემა რომლებიც თან ახლავს მმართველებსა და მონოგამიას და მათზე დაკვირვებით შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი.

თუ მართვა იწვევს უბედურებას, შეიძლება კოოპერაციამ იმუშაოს. თუ გვტანჯავს კანონები, პარლამენტი, ციხე და პოლიცია, მაშინ თავისუფალი ასოციაციები გვჭირდება. ესაა ანარქისტული გადაწყვეტა და ის დაფუძნებულია ცივილიზაციის ისტორიიდან მიღებულ ცოდნაზე.

თუ გამორჩევით ერთი პარტნიორი არის ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილებების ლიმიტი, მაშინ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვსპოთ გამორჩევა. ჩვენ უნდა გვქონდეს ღია ურთიერთობები, რომლებიც არაა დაფუძნებული ლიმიტებსა და ჩვენი პარტნიორის ემოციურ შეზღუდვაზე თუ მოქმედებებზე. მონოგამიური პრინციპი ანუ ერთ ადამიანთან ურთიერთობა არ აძლევს საშუალებას ყველას სრულად გამოიკვლიოს საკუთარი ვნებები და სურვილები, ამ სირთულის გადასალახავად ჩვენ უნდა გავაფართოვოთ სასიყვარულო პარტნიორებისთვის სივრცე და არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ ერთით. ესაა პოლიამორიის გადაწყვეტა, რომელიც ანარქიზმის მსგავსად დაფუძნებულია არსებული სოციალური ორგანიზაციის პრობლემების გაანალიზებაზე.

თავისუფალ სიყვარული და ანარქიზმი, ორივე, არის გაერთიანება ვნებებისა და აზრების რომლებიც მჭიდროდაა დაკავშირებული ინდივიდის დამოუკიდებლობასა და ბედნიერებასთან. ხოლო მიზანი ორივესთვის პასუხისმგებლობა და სოციალური ჰარმონიაა.

Punkerslut

რეკომენდირებული ტექსტები:

Facebook Comments