ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

ალექსანდრ ბრენერი, ბარბარა შურცი რეცენზია ბობ ბლექის წიგნზე “ანარქიზმი და სხვა წინააღმდეგობები ანარქიისთვის

403120_417114118359932_1565622922_n

 

ეშმაკმა დალახვროს… რა არის ანარქიზმი ? ვინ არიან ანარქისტები? საიდან გაჩდნენ? ნუთუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შესაძლებელია? დღეს? დელიოზის და გვატარის შემდეგ? დიდი თეორეტიკოსების ჰარდტის და ნეგრის ეპოქაში? ტონი ნეგრის ხომ ანარქისტები არ უყვარს… ტონი ნეგრი – თანამედროვეობის ცნობილი კრიტიკოსია,”გლობალიზაციის” მთავარი ავტორიტეტი და უახლესი იმპერიის ანალიტიკოსი!..

ჩვენი პასუხია: დაივიწყეთ ტონი ნეგრი! ის სულაც არ არის კრიტიკოსი, არამედ ბაზრის მორჩილი მიმწოდებელია. მისი წიგნები მილიონიანი ტირაჟებით იბეჭდება, როგორც ბილ გეითსის ოპუსები. ის სარეკლამო იხვია. ის კაპიტალის მარცხენა ფრთაა და მატყუარა. ანარქისტები კი ისევ თვითგამოცემით არიან დაკავებულნი. თვითონ ავრცელებენ თავიანთ ბროშურებს. ზუსტად ასე იქცევიან ნამდვილი კრიტიკოსები, დამამხობლები, დამანგრევლები.. ახლა ჩვენ განგიმარტავთ  ვინ არიან ისინი… ყველაზე პირდაპირი და მისაწვდომი ხერხით. საჟურნალო რეცენზიაში…

ესე იგი: ნამდვილი ანარქისტები არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან აუჯანყდნენ უსამართლობას და ჩაგვრას აქ და ახლა. დიახ, აქ და ახლა, დაუყოვნებლივ. ძალაუფლება, სახელმწიფო, კაპიტალი, ავტოტიტეტი, რეპრესია – ყველაფერი ეს ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული (ოფისში, სახლში, მეტროში, ქუჩაში), შორს წასვლა არ გვჭირდება. მაგრამ ვის შეუძლია შეუტიოს მოწინააღმდეგეს დაუყოვნებლივ, სპონტანურად, გაბედულად, ფეხმოუცვლელად ? მხლოდ ნამდვილ ანარქისტებს. ანარქისტები არ არიან არც მარქსისტები და არც სინდიკალისტები, რომლებიც ელოდებიან პროლეტარულ რევოლუციას, ან საყოველთაო გაფიცვას. ანარქისტები გადაუდებელი აჯანყების მომხრეებია.
მათ არ სწამთ სოციალისტების ტელეოლოგიური დროის, მაგრამ იმყოფებიან პირდაპირი ინდივიდუალური შეტევის აბსოლუტურ აწმყოში, რომელიც უშუალოდ არ გამომდინარეობს, რომელიმე დოგმიდან ან დისციპლინარული ორგანიზაციიდან. შეგხვედრიხართ ასეთებს ?

მხოლოდ და მხოლოდ ანარქისტებმა იციან, რომ ნამდვილი აჯანყება არ ცნობს ბრძოლის არანაირ პრივილეგირებულ ხერხებს. აჯანყება საჭიროებს ყველაფერს – წიგნებს და გამომცემლობებს, თეორიებს და ფურთხებს, სიცილს და ცოდნას, შეყვირებას და დარტყმებს, რევოლვერებს და ნამდვილ გაცოფებას, შხამს და უტოპიებს. თიოთოელი პატივმოყვარე ანარქისტი უნდა ფლობდეს ყველა ამ საშუალებას. მთავრი კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ყველაფერი სწორად შევაერთოდ ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში. რა ავირჩიოთ აქ და ახლა ? ნამდვილი ანარქისტი კაცი და ნამდვილი ანარქისტი ქალი არასდროს არ შეცდება, დარწმუნებულები იყავით. ისინი ხვდებიან, როდის და როგორ უნდა იმოქმედონ. შეხვედრიხართ ასეთებს ?

ანარქისტებს არ სწამთ ცენტრალიზებული პარტიების და იერარქიული ორგანიზაციების, არ ცნობენ მენეჯერებს და რევოლუცის ლიდერებს, მათ ეზიზღებათ პატრონაჟი და სპონსორები. მათ იციან მხოლოდ უწყვეტი კონფლიქტი, ისინი ყველთვის მზად არიან შეტაკებისთვის. კარგია თუ მათ ყავთ რამდენიმე ერთგული ამხანაგი. მაგრამ გარკვეულ შემთხვევაში შეიძლება იმოქმედო პერსონალურად, ანარქისტები ხომ თავისუფალი ინდივიდებია, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარ შიშზე და რისკზე და პირადად არიან პასუხისმგებელნი საკუთარ ქმედებებზე, ყოველგვარი ეთიკური ნორმების, ფილოსოფიური და საზოგადო ინსტიტუციების დაუმოწმებლად. რა, შეგხვედრიხართ ასეთებს ?

გამომცემლობა “ჰილეამ” გამოსცა ამერიკელი ანარქისტის ბობ ბლეკის წიგნი. ის იმ მცირედთა შორისაა, ვინც ხვდება რა არის ნამდვილი ანარქიზმი და როგორ მუშაობს ის. ზუსტად ამიტომ ბლექი თავის სტატიებში გამუდმებით დასცინის სიტყვა “ანარქიზმს” და ამასთანავე დაუნდობლად იგდებს მასხრად ყალბ ანარქისტებს, რომლებმაც ანარქიზმისგან შექმნეს სოციალური ნიშა და გადააქციეს მოსახერხებელ იდეოლოგიად. ანარქიზმი როგორც ნიშა? რა არის ამაზე უფრო სამარცხვინო ? ნიშას თავს აფარებენ, მასში იმალებიან, ნიშა ეს გეტოა, ანარქისტები ოცნებობენ გაანადგურონ ყოველგვარი გეტო: კულტურული, პოლიტკური, სოციალური, ნაციონალური…
ანარქიზმი როგორც იდეოლოგია ? ამ ხარისხში ის უფრო უხამსია, ვიდრე სხვა რომელიმე იდეოლოგია, რადგან რა შეიძლება იყოს იმაზე ამაზრზენი, ვიდრე მყუდრო ლაყბობა სპონტანურ აჯანყებაზე? მხოლოდ სამზარეულოს ლაქლაქი სქესობრივ აქტზე!

ბობ ბლექმა ძალიან კარგად იცის, როგორი რთულია ანარქიზმზე საუბარი. მართლაც, როგორი ტონი უნდა აირჩიო? მკაცრად თეორეტიკული ? “დისკურსული”? ერთგვარი “სამეცნიერო”, მარქსის ტრადიციით ? ტერმინოლოგიური? ეზოთერული?ბრიყვების გამაბრიყვებელი და რომელიც დეპრესიაში აგდებს სუსტებს ? არა და არა! არც ბაკუნინი, არც კროპოტკინი – ორი მეამბოხე რუსი არისტოკრატი, პოზიტივიზმის ეპოქაში რომ წერდნენ, – არ წამოეგენ ამ ყალბ სატყუარას, მხოლოდ იტრიალეს მის გარშემო. ისინი ხვდებოდნენ, რომ ობიექტური სტილი – ეს ინტელექტუალების, ავტორიტეტების, ხელმძღვანელების და ბელადების საკუთრებაა. ამ კორუმპირებული ძალაუფლების მქონე ხროვების საპირისპიროდ ანტიავტორიტარული ავტორები გამოიმუშავებდნენ პერსონალურ ენას, თუნდაც დანაგვიანებულს პოლიტიკური და ფილოსოფიური ტერმინებით. ცხადია ისტორიული ანარქიზმი გატაცებული იყო ლიტერატურით (როგორც ლიტერატურა იყო გატაცებული ანარქიზმით – ზოლას, მირბოს, ზო დ’აქსას, ჟარის, მეტერლინკის, უაილდის, მორისის, ხლებნიკოვის, ბრეტონის და სხვ. სახით), მაგრამ უმეტესწილად ანარქისტები ყოველთვის უპირატესობას ანიჭებდნენ სასაუბრო ენაზე ლაპარაკს და წერას. რას ნიშნავს ეს ? ელემენტარულია: მათ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ქუჩის ჟარგონთან, არ ერიდებოდნენ არგოს, ყოველგვარ ვულგარულობას, შეგნებულად წყვეტდნენ ურთიერთობას ლიტარატურულ ტრადიციებთან და იკვებებოდნენ ხალხური (სასაუბრო) ენით. უფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს რომ ეუეხეშათ, იყვნენ გესლიანები და ფეხებზე ეკიდათ ესთეტიკური პირობითობები.

ასევე ბლექიც  – კარგი მწერალია, რომელიც უხდის ხარკს პოსა და ჰოტორნის რაფინირებული ენის კულტურას, მაგრამ აშკარად უპირატესობას ანიჭებს თოროს მჭერმეტყველურ ენაბლუობას, მარკ ტვენის ლიტერუტურულ პოპულიზმს, ან აშკარა  მარგინალობებს. და ეს ყველაფერი არა უბრალოდ სტილის გამო, არამედ იმიტომ, რომ ანარქისტი მუდმივად უნდა შეიმუშავბდეს ახალ ფეთქებად აზრებს, რომ თავი აარიდოს ყველგანმყოფ იდეოლოგიურ ხაფანგებს (ხელოვნების იდეოლოგიას, ფილოსოფიის იდეოლოგიას, ანარქიზმის იდეოლოგიას). ბლექი ბრწყინვალედ უმკლავდება ამას, თანაც ყველაზე ხშირად “დაბალი” ჟანრული და სტილისტური ფორმების საშუალებით. ისიც, მაგალითად, (ჩვენს მსგავსად) არ თაკილობს რეცენზიებს, რომლებსაც სულაც არ წერს აკადემიურად, არამედ თითქოს ცეკვავს კაფეშანტანურ ტანგოს შერწყმულს ბრუტალურ პოგოსთან.

ის თითქოსდა მუდმივად და განზრახ ყბედობს, მაგრამ მისი “ყბედობა”  მახვილი და გესლიანი რეფლექსიაა, რომელიც გადადის პირდაპირ შეტევაზე. ამასთანავე ბობის ცოდნა დიდია,იუმორის გრძნობა კი დაუშრეტელი.

ბობ ბლექის და ანარქზმის ურთიერთობა (ის კი უკვე 20 წელზე მეტია  გრძელდება) – არ არის ზედაპირული ფლირტი, არ არის საროსკიპოს ეპიზოდი, არაა უხამსი ოჯახური მელოდრამა, არამედ ამაღლებული და კონვულსიური ლტოლვაა.
ამ სიყვარულში ყველაფერია – ინტიმური პაემნები, წინააღმდეგობრივი ემოციების აფეთქებები, მძვინვარე შეხლა-შემოხლები, პირქუში გულგრილობა. ზოგჯერ (თუ ეს მხოლოდ გვეჩვენება?) ჩნდება ცინიკური გაუცხოება, გამომჟღავნდება სულის მღვრიე ნალექი. რას ვიზამთ, ბლექს პრეტენზია აქვს გულწრფელობაზე, და ეს პრეტენზია მის შემთხვევაში არ არის მონაჩმახი. ოდესღაც მალარმემ ანარქისტებს “სისუფთავის ანგელოზები” უწოდა – სიმბოლისტური გაზვიადება. ბლექის ანარქიზმი – ემანსიპირებული შეყვარებულობის, ცივი ფხიზელი მზერის და ჭუჭყიანი ყოფითი სექსის – მგრგვინავი დომხალია. მაგრამ ანალიზი მსგავსი სიმბიოზისგან არ ზარალდება, არამედ მდიდრდება, ნაწერი ძლიერდება.

“ჰილეის” მიერ გამოცემულ ბლექის წიგნში , როგორც მის მთელ შემოქმედებაში, არის ორი გამჭოლი თემა : ანტიშრომისა და მარგინალური საზოგადოების თემა. ორივე თემა თანაბრად მნიშვნელოვანია თანამედროვე ანარქისტული კონტრკულტურისთვის. ანტიშრომის თემა გულწრფელად (როგორც ყოველთვის ბლექთან) პოლემიკურია და მიმართულია სახელმწიფოს ტრადიციული ანარქისტული კრიტიკის მიმართ. ბობი ხაზს უსვამს, რომ დღეს (თუმცა ის 1980-იან წლებშიც კი წერდა, მაგრამ მისი იდეები ახლაც აბსოლუტურად აქტუალურია) საჭიროა კაპიტალზე და სახელმწიფოზე თავდასხმა, არა “როგორც არსზე, არამედ როგორც მოქმედებაზე (საქმიანობაზე)”. “ერთადერთი საშუალება შეცვალო სახელმწიფო – ეს არის ცხოვრების წესის შეცვლა, რომლის შემადგენელი ნაწილი გახლავთ ის. ცხოვრების წესი – თუ შეიძლება ამას ცხოვრება ვუწოდოთ – გამიზნული მუშაობაზე, რომელიც შეიცავს ბიუროკრატიას, მორალიზმს, სკოლების სისტემას, ფულს და სხვა მრავალს”. შრომის რადიკალურმა კრიტიკამ, დაწყებულმა ჯერ კიდევ ფურიეს მიერ, შემდეგ კი ლაფარგით ბრწყინვალედ გაგრძელებული და, ცხადია, სიტუაციონისტებით, იპოვა ბლექში მძვინვარე და დაუღლელი გამაგრძელებელი. და ეს კრიტკა ურტყამს არამარტო გადებილებულ “მშრომელებს”, არამედ იმ მემეარცხენეებსაც და ანარქისტებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერენ წარმოების იდეას, რომელიც, რათქმაუნდა, მხოლოდ მმართველი კლასების სასარგებლოდაა. იმ დროს როდესაც ბაკუნინი მშვენივრად ხვდებოდა, რომ დანგრევა შეიძლება გახდეს ნამდვილი საფუძველი მომავალი რევოლუციური კრეატიულობისა. ბრავო, ბობ! შენ შესანიშნავი ალღო გაქვს! და ნათელი გონება!

ბლექის მეორე თემაა – მარგინალური კონტრკულტურული საზოგადოების თემა – ერთობ მერყევი და მგრძნობიარე მატერია. ბლექს, ამერიკულ “ანდერგრაუნდულ” კულტურულ-პოლიტიკური სცენის მრავალწლიან აქტივისტსა და მკვლევარს, ესმის ყველა საფრთხე, რომელიც ემუქრება მის მობინადრეებს. ეს საფრთხეები სხვადასხვა სახისაა  – რადიკალური გეტოიზაცია, გადაქცევა მორიგ სუბკულტურად, კომერციალიზაცია, უსასრულო თვითგანმეორება, რევოლუციური აზრების გაშალაშინება, წარმოსახვის წაშლა, ტექსტუალიზაცია, ისტორიული პერსპექტივის დაკარგვა, მაგრამ ყოველივე ეს სავსეა საერთო კრიტიკულ საბრძოლო იმპოტენციით, პიროვნულ პლანში – სუიციდური და დეპრესიული ეფექტებით. დომინანტური კულტურული მაშინერიის და საბაზრო ეკონომიკის წნეხი მარგინალებზე დიდია. ამიტომ ისინი, დაიწყებენ რა როგორც ნაღდი პარტიზანები, იქცევიან მორიგ კონკურენციაში ჩაბმულ საქონლად, ახდენენ  საკუთარი თავის და აუდიტორის მისტიფიცირებას და დემორალიზდებიან. გასაგებია, რომ კულტურულ სპექტაკლს სჭირდება არამარტო ჩლუნგი პოპ-ვარსკვლავები, არამედ “ველური”, “დამოუკიდებელი” “ინტელექტუალები” და “მეამბოხეები”. უკანასკენლთ სპექტაკლი მარგინალებს შორის პოულობს, შემდეგ კი ჩაგრავს, მკაცრად ექსპლუატირებს და  სანაგვეზე ყრის როცა მოესურვება. ბლექი მშვენივრად ხვდება ყველა ამ პროცესს და აღწერს მათ წრფელი დრამატიზმითა და ხაზგასმული სისასტიკით. სისასტიკე აქ აუცილებელია: იცოდეთ, ლეკვებო, რა სამყაროშიც ცხოვრობთ. ქვედა ფენა ისევე კორუმპირებულია, როგორც ზედა. ბოსები ყველგან არიან, მათ ყველაფრის ნეხვად ქცევა სურთ, უპირველს ყოვლისა ცოცხალი ცხოვრების. მარგინალების კულტურიზაცია, სოციალური მეამბოხეების გადაკეთება მოშინაურებულ მწერლებად, მუსიკოსებად და მხატვრებად. როგორც, სხვა მხრიდან ყველა სახის დისიდენტების კრიმინალიზაცია და იზოლაცია ციხეებში, – პროცესი, ვირტუოზულად ორგანიზებული  მთავრობის მიერ  და ათწლეულებით გატარებული მისი ყველა აგენტით ,კურატორებით, რედაქტორებით, პროდიუსერებით. აი აქ კი ისინი ნამდვილი ოსტატები და ექსპერტებია! და ისევ და ისევ ბლექი გამოწერს სრულებით შესაბამის წამალს მარგინალური კულტურული დაავადების წინააღმდეგ : პირდაპირ პოლიტიკურ მოქმედებას. კონფლიქტი და წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, უარი და მთავარი წამალი : უშუალო შეტევა სახელმწიფოსა და კაპიტალზე.

სამწუხაროდ ჩვემ არაფერი არ ვიცით ბობ ბლექის პოლიტიკური აქტიურობის და ბრძოლისუნარიანობის შესახებ. მიხეილ ვერბიცკის ბანალური შესავალი სტატია აქ ვერ დაგვეხმარება, როგორც  კირბი ოლსონის ცუდი ეტიუდი. ორივე ეს ავტორი ბლექს აღწერს როგორს სკანდალისტს და ექსცენტრიკოსს, რაც უდაოდ სიმართლეა, მაგრამ არ კმარა. ვიმეორებთ: ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჭეშმარიტი ანარქისტი არ შეიძლება შემოიფარგლებიდეს პოლემიკური გამოსვლებით და დესტრუქციული აქციებით საკუთარ გარემოში. ბოსებზე შეტევის გარეშე, მათ კულტურულ და პოლიციელ მსახურებზე, თანამედროვე სასაქონლო-ტექნოლუგიური საზოგადოებაზე შეტევის გარეშე არ არსებობს ინდივიდუალური (და კულექტიური) ანარქია.

ამიტომ გვინდა შევჩერდეთ და შევძახოთ ბობ ბლექს: ნუთუ შენ, ბობ, კიდევ ერთი სატყუარა ხარ ? ტექსტუალური ანკესი ? კრიალა უტვინო ლიფსიტებისთვის ? ტიპოგრაფიული საღებავი ? ლიტერატურული წურბელა, რომელიც სისხლს წოვს ნახევრად მკვდარ სუბკულტურას ? ვინ ხარ ?! აბა გვიპასუხე!დაუყოვნებლივ! ნუ გაგვირბი! ნუ იმალები, როგორც ყველა ახლანდელი მწერლუკა! გესმის, ბობ?! თუ დაგმანე ყველა სარქველი?!

თუმცა ისიც არაა ცუდი, რომ  ბობ ბლექის თეორიული შეხედულებები შეტევაზე რეცენზირებულ წიგნში საკმაოდ მკაფიოდ წამოტივტივდებიან. ხაზს ვუსმევთ, რომ  ეს შეხედულებები არც ისე მარტივია. ნებისმიერმა ანარქიზმმა, ამბობს ბობი, რომელსაც სურს იყოს სახელმწიფოსთან მიმართებაში უფრო მეტი, ვიდრე ცარიელი მუქარა, უნდა გაითვალისწინოს ყველაზე რადიკალური სახით კონფრონტაციისა და თავდასხმის ყველა შესაძლებლობა . უდავო არის, რომ ანარქისტული შეტევა არ შეიძლება იყოს აღწერილი ომის ტერმინებით, იმიტომ რომ ომი  – განუყუფელი ნაწილია ჩაგვრის სტრატეგიისა. თუმცა იარაღზე ელემენტარული უარის თქმა (აბსტრაქტული ანტიმილიტარიზმის საფუძველზე) მომაკვდინებელია. აუცილებელია ვხვდებოდეთ, რომ გათავისუფლების პროექტში  – ეს სიკვდილის და დაკაბალების იარაღი კი არა, არამედ  ერთ-ერთი იმ ინსტრუმენთთაგანია, რომლის საშუალებითაც ადამიანები ადრე თუ გვიან ჩამოიხსნიან ყველა ბორკილს, ყველა შეზღუდვას, ყველა კანონს, რომლითაც ბატონები აბამენ თავიანთ მონებს. აი ასე. აბა, გათავისუფლდით! და შემდეგ – მშვიდობით, იარაღო!

და ასე, ანარქისტმა ბობ ბლექმა ბევრ რამეზე მოასწრო ფიქრი – ლამის ყველაფერზე, რაზეც უნდა იფიქროს ნამდვილმა ანარქისტმა .მისი აზრის სიფართოვე და ფოკუსიერებულობა გაიძულებს მიხვიდე დასკვნამდე, რომ ნამდვილ ანარქისტად ყოფნა არ არის მარტივი. როგორც ცნობილია, სიტყვები, იარლიყები  ჩვენს დროში იაფი ღირს და ყველგან ყრია.
ანარქისტებს უწოდებენ საკუთარ თავს პრიალა ჟურნალებში მხატვარი კატელანი, დიზაინერი ტოსკანი, რეჟისორი ტარანტინო… ეშმაკმა დალახვროს! ეშმაკმა დალახვროს!წაიკითხეთ ბობ ბლექი და  დარწმუნდებით,რომ ამ თქვენს ხანმოკლე სიცოცხლეში ბევრი გასულელებთ – თქვენი თავის ჩათვლით.

თარგმნა Norik Badoian

Facebook Comments