A.3.4. ანარქო პაციფიზმი

პაციფისტური მიმართულება თავიდანვე არსებობდა ანარქიზმში, მისი ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი იყო ლევ ტოლსტოი. ამ მიმართულებას ძირითადად ეძახიან „ანარქო-პაციფიზმს“ (ასევე ხანდახან იყენებენ ტერმინს „არაძალადობრივი ანარქიზმი“, თუმცა ეს შეუსაბამოა რადგანაც ეს გულისხმობს თითქოს დანარჩენი მოძრაობა ძალადობრივია, რაც არასწორია! ). ანარქიზმის და პაციფიზმის გაერთიანება ეფუძნება ანარქიზმის ფუნდამენტური იდეებს და შეხედულებებს. ძალადობა და ჩაგვრა მთავარი საშუალებაა რითაც ინდივიდუალური თავისფულება ნადგურდება, როგორც პიტერ მარშალი აღნიშნავს: „ანარქისტები პატივს სცემენ ინდივიდუალის სუვერენიტეტს, რაც იმის საფუძველია რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ძალადობა, და არ იქნას შელახული ანარქიზმის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება – თავისფულება “ ერიკო მალატესტა უფრო მკაფიოდ და ხაზგასმით აღწერს: „ანარქიზმის მთავარი მიზანია ძალადობის მოსპობა ადამიანური ურთიერთობებიდან“ და შესაბამისად ანარქისტები „ეწინააღმდეგებიან ძალადობას“.

მიუხედავად იმისა რომ ბევრი ანარქისტი უარყოფს ძალადობას და თავს აცხადებს პაციფისტად, ანარქისტული მოძრაობა არ არის არსებითად პაციფისტური(იმ გაგებით რომ ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერ ფორმას ნებისმიერ დროს). უფრო მეტიც, ის არის ანტიმილიტარისტული, ანარქიზმი ორგანიზებული ძალადობის წინააღმდეგია მაგრამ ამავე დროს ითვალისწინებს განსხვავებებს მჩაგვრელის ძალადობასა და ჩაგრულის თავდაცვით ძალადობას შორის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ როცა აგრესორი თავს ესხმის მსხვერპლს და მასზე ძალადობს ეს ძალადობაა, მსხვერპლი თავის დაცვის დროს თუ მას თავს დაესხა ესეც ძალადობაა მაგრამ არსებითად განსხვავდება ძალადობის ეს ორი ტიპი, თავდაცვითი ძალადობა ემსახურება მხოლოდ თავდამსხმელის მოგერიებას და საკუთარი თავის დაცვას, მსხვერპლი არ არის ძალადობის ინიციატორი, ის ამ თავდაცვის ფორმას მიმართავს მხოლოდ იმიტომ რომ მოიგერიოს და თავიდან აიცილოს ძალადობა და ამ გზით გაანეიტრალოს აგრესორი. ამით გასაგები ხდება თუ რატომ სჭირდება ანარქისტულ მოძრაობას ყოველთვის დიდი დრო და ენერგია რომ შეეწინააღმდეგოს მილიტარისტულ, ძალადობრივ სისტემას და კაპიტალიზმის მანქანას, როცა ამავე დროს მხარ უჭერს ორგანიზებას და უკომპრომისო ბრძოლას მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ(ამის მაგალითია თუ როგორ აღუდგა წინ ნესტორ მახნოს არმია რუსული რევოლუციის დროს ორივეს, წითელ და თეთრ არმიების და მათ შეიარაღებულ ფორმირებებს, ასევე ანარქისტები რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ ფაშისტებს ესპანეთის რევოლუციის დროს).

არაძალადობრივი მოძრაობა იყოფა ინდივიდუალურ და სოციალურ მიმართულებებად . უმეტესობა ინდივიდუალისტი ანარქისტებისა მხარს უჭერს სოციალური ცვლილებების წმინდა არაძალადობრივ ტაქტიკას, თუმცა, ინდივიდუალური ანარქიზმი არ არის მთლად პაციფისტური, ანუ ბევრი უჭერს მხარს ძალადობის, როგორც თავდაცვის იარაღის

გამოყენების იდეას აგრესორის წინააღმდეგ. უმეტესობა სოციალ-ანარქისტებისა მეორეს მხრივ მხარ უჭერენ რევოლუციური ძალადობის გამოყენებას, ანუ თვლიან რომ ფიზიკური ძალის გარეშე შეუძლებელი იქნება რომ ჩამოიშალოს და დაემხოს კაპიტალისტური და სახელმწიფო აგრესია. როგორც ერიკო მალატესტა ამბობდა: „ძალადობა, თვით ბოროტებაა და ის გამართლებულია მხოლოდ მაშინ როცა საჭიროა დაიცვა საკუთარი თავი და სხვები ძალადობისგან. ისევე როგორც მონის მხრიდან ყოველთვის სამართლიანია თავდაცვა ასევე ძალადობა მჩაგვრელის, მოძალადის, უფროსის მიმართ მორალურად ყოველთვის გამართლებულია, როცა იბრძვი საკუთარი და სხვისი უფლებებისთვის“. ბაკუნინის სიტყვები რომ გამოვიყენოთ „როცა ადგილი აქვს სოციალურ ჩაგვრას დამნაშავეები უფრო მეტად ორგანიზაციები და სოციალური პოზიციებია ვიდრე ინდივიდები, ანარქისტების მიზანია გაანადგურონ იერარქია და კაპიტალისტური სისტემა რომელიც აწყობილია ძალადობაზე და ჩაგვრაზე“. ანარქიზმის მიზანია წერტილი დაუსვას პრივილეგირებულ კლასებს და კლასობრივ ჩაგვრას, „მოსპოს არა ინდივიდები, არამდედ კლასობრივი დაყოფა“ რაც სოციალური უთანასწორობის საფუძველია.

ძალადობის საკითხი შედარებით ნაკლებ განხილვას იწვევს ანარქისტებს შორის, იმის გამო რომ მათ გაცნობიერებული აქვთ და მიაჩნიათ რომ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი ძალადობის ყველა შესაძლო გამოვლინება, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნებისმიერი სოციალური ბრძოლის ან რევოლუციის შემთხვევაში. ყველა ანარქისტი ეთანხმება ჰოლანდიელ ანარქო-პაციფისტს და ანტიმილიტარისტს ბარტ დე ლითს როცა ის ამბობს რომ: „ძალადობა და ომი მთავარი მახასიათებელია კაპიტალისტური სამყაროსი რომელიც ინდივიდის თავისუფლებამდე კი არ მიდის არამედ ემსახურება პრივილეგირებული კლასების გაძლიერებას და კლასობრივ ჩაგვრას, რომელიც თავის მხრივ მთავარი დასაყრდენია ამ ძალადობრივი კაპიტალისტური სისტემისთვის, ექსპლუატირებული კლასების ისტორიული მისია იყო თავისუფლებისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლა, რომელსაც მუდმივად უშლიდნენ ხელს პრივილეგირებული მჩაგვრელი კლასები, რომელთა მიზანი იყო და არის და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ამას აღწევენ ძალადობის გზით რაშიც ხელს უწყობს სახელმწიფო, რომელიც თავის მხრივ სარგებლობს ამით, იმიტომ რომ სახელმწიფო და კაპიტალიზმი განუყოფელია, და ყველაფერი ემსახურება იმას რომ უფრო მეტად შეუზღუდონ თავისუფლება ექსპლუატირებულ კლასებს, ეს კი თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ კეთილდღობას, სიმდიდრის და ძალაუფლების ზრდას“.

ბარტ დე ლითმა თავის ერთ ერთ წიგნში აღწერა „ბურჟუაზიული პაციფიზმის აბსურდულობა“. ბარტ დე ლითს (და საერთოდ ყველა ანარქისტს) მიაჩნია რომ, ძალადობა არის კაპიტალისტური სისტემის თანმდევი და დამახასიათებელი, ნებისმიერ მცდელობა რომ გავხადოთ კაპიტალიზმი პაციფისტური არის მარცხისთვის განწირული. ეს ასეა იმიტომ რომ,

ერთის მხრივ ომი ხშირად არის ეკონომიკური შეჯიბრება რომელიც იმართება განსხვავებულ შეხედულებს შორის, ერები ხშირად მიდიან ომებამდე როცა ისინი ეჯახებიან ეკონომიკურ კრიზისებს, რასაც ისინი ვერ იღებენ ეკონომიკური ბრძოლიდან, ცდილობენ მიიღონ კონფლიქტიდან. მეორეს მხრივ, „ძალადობა შეუცვლელია თანამედროვე საზოგადოებისთვის იმიტომ რომ მმართველი კლასისთვის ჩაგვრის და ძალადობის გარეშე სრულიად შეუძლებელი იქნება შეინარჩუნოს თავისი პრივილეგირებული პოზიცია, რომელიც დაკავშირებულია მასების ექსპლუატაციასთან ყველა ქვეყანაში. ჯარი და პოლიცია არის მოწინავე საშუალება მასების დასამორჩილებლად და დასაშინებლად, ამ გზით ისინი მაქსიმალურად ზღუდავენ მშრომელთა უფლებებს, არმიის და პოლიციის დანიშნულებაა ჩაახშონ ხალხის აქტივობები, გათიშონ ერთმანეთისგან, გამორიცხონ მათი სოლიდარობა და თანადგომა საერთო უფლებებისთვის ბრძოლაში, ცალ-ცალკე კი ადვილია მათი მართვა და დამონება“. ანარქო-პაციფისტები თვლიან რომ სანამ სახელმწიფო და კაპიტალიზმი არსებობს, ძალადობა გარდაუვალია, ამიტომ თანმიმდევრული პაციფისტი უნდა იყოს ანარქისტი ისევე როგორც თანმიმდევრული ანარქისტი უნდა იყოს პაციფისტი.

იმ ანარქისტებისთვის ნაკლებად არიან პაციფისტები, ძალადობა ჩაგვრის და ექსპლუატაციის გარდაუვალი და სამწუხარო შედეგია, ასევე ძალადობა არის ერთადერთი საშუალება რომელიც უარს ათქმევინებს პრივილეგირებული კლასებს ძალაუფლებაზე და სიმდიდრეზე. მმართველი კლასები საკუთარი ნებით არ დათმობენ ძალაუფლებას ამიტომ უნდა აიძულო. აქედან გამომდინარე საჭიროა ასე ვთქვათ „გარდამავალი“ ძალადობის გამოყენება „რომელიც სამუდამოდ ბოლოს მოუღებს უფრო დიდ და მუდმივ ძალადობას, რომელიც იმორჩილებს კაცობრიობის უმრავლესობას. კონცენტრირება ძალადობრივი მიდგომის დაპირისპირებაზე არაძალადობრივ მიდგომასთან ყურადღების მიღმა ტოვებს ბევრად მნიშვნელოვან საკითხს, მაგალითად – როგორ შევცვალოთ საზოგადოება და სოციალური სისტემა უკეთესობისაკენ. ანარქო-პაციფისტებს აფიქრებთ ისეთი საკითხები რომლებიც ეხება საზოგადოების და სოციალური სისტემის უკეთესობისკენ შეცვლას. როგორც ალექსანდერ ბერკმენი აღნიშნავს: „იმის მიჩნევა რომ ყვირილი – ვიმუშავოთ ვიმუშავოთ და მუშაობა ერთი და იგივეა, სისულელეა“ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ: „ბრძოლა როგორც რევოლუციის ნაწილი მხოლოდ ყვირილი გამოდის – ვიმუშავოთ ვიმუშავოთ, და უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი ყურადღების მიღმა რჩება(მაგალითად ეკონომიკა ანარქისტულ საზოგადოებაში, სოციალური სისტემა და ა.შ.)“. და მართლაც, სოციალური ბრძოლების და რევოლუციების უმეტესობა იწყებოდა შედარებით მშვიდობიანად (გაფიცვებით, საპროტესტო აქციებით და ა.შ.) და მხოლოდ მხოლოდ იმის შემდეგ გადაიზრდებოდა ძალადობაში როცა ძალაუფლების მქონე მმართველი კლასები ცდილობდნენ საკუთარი პოზიციის შეენარჩუნებას(ამის კლასიკური მაგალითია იტალია 20_იან წლებში, როცა მუშებმა ხელში აიღეს ქარხნების მართვა და თვითონ მართავდნენ, ფაშისტური მთავრობა სასტიკად გაუსწორდა მათ).

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველა ანარქისტი არის ანტი-მილიტარისტი და წინააღმდეგია როგორც მილიტარისტულ მანქანის(სახელმწიფო და კაპიტალიზმი), ასევე სახელმწიფო/კაპიტალისტური ომების (თუმცა ზოგიერთი ანარქისტი, მაგალითად რუდოლფ როკერი და სემ დოლგოფი, მხარს უჭერდნენ ანტი-ფაშისტურ, კაპიტალისტურ ქვეყნებს მეორე მსოფლიო ომის დროს როგორც ნაკლებ ბოროტებას). ანარქისტების და ანარქო-სინდიკალისტების ომის საწინააღმდეგო მესიჯი გავრცელდა მანამდე, სანამ დაიწყებოდა პირველი მსოფლიო ომი, სინდიკალისტები და ანარქისტები ბრიტანეთში და ჩრდილო ამერიკაში ბეჭდავდნენ ფრანგულ მშრომელთა კონფედერაციის ბროშურებს, რომელშიც მოუწოდებდნენ ჯარისკაცებს არ დამორჩილებოდნენ ბრძანებებს და არ ჩაეხშოთ მათი გაფიცული თანამემამულე მუშების საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. 1917 წელს ემა გოლდმენი და ალექსანდერ ბერკმენი დააპატიმრეს და გააძევეს ამერიკიდან, მათ ბრალად დასდეს „არასამხედრო ლიგის“ ორგანიზება, ასევე ევროპაში ბევრი ანარქისტი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს, იმის გამო რომ მათ უარი თქვეს შეერთებოდნენ შეირაღებულ ძალებს პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს. პირველი მსოფლიო ომის დროს მთავრობები ევროპაში იწყებდნენ შეუბრალებელ, ულმობელ რეპრესიების ანარქო-სინდიკალისტების მიმართ, იმის გამო რომ ისინი ორგანიზებას უკეთებდნენ ომის საწინააღმდეგო კამპანიას და ებრძოდნენ ძალაულფების მქონე, პრივილეგირებულ, ელიტარულ ფენებს, რომლებიც სარგებელს იღებდნენ ომის შედეგად. უფრო მოგვიანებით ანარქისტები(მათ შორის ნოამ ჩომსკი და პოლ გუდმენი) აქტიურად მონაწილეობდნენ მშვიდობის მოძრაობაში, ასევე საკუთრი წვლილი შეჰქონდათ სამხედრო სამსახურში გაწვების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში სავალდებულოა. ანარქისტები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო კამპანიაში, აპროტესტებდნენ ბრიტანეთის და არგენტინის ომს, ასევე სპარსეთის ყურის ომებს(იტალიაში და ესპანეთში მათი ორგანიზებით იმართებოდა საპროტესტო აქციები და გაფიცვები ამის საწინააღმდეგოდ). 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს როცა ძალიან ბევრი ანარქისტი გამოვიდა სლოგანით “No war but the class war” , ამან ნათლად გარმოაჩინა რომ ანარქისტები ომების წინააღმდეგი იყვნენ – კერძოდ კი ომის, როგორც ნებისმიერი კლასობრივი სისტემის ბოროტების შედეგის, რომელიც ჩაგრავს კლასებს ან სხვადასხვა ქვეყნები უპირისპირდებიან ერთმანეთს ძალაუფლების მოსაპოვებლად და საკუთარი მმართველებისათვის მოგების და სარგებლისთვის მოტანის მიზნით, რაც თავის მხრივ უფრო აძლიერებს მმართველ კლასებს, იმის ნაცვლად რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ორგანიზებულ სასაკლაოში, ანარქისტები მოუწოდებენ მშრომელ ხალხს რომ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის და ინტერესებისთვის და არა თავისი უფროსებისთვის:

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ თავიდან ავიცილოთ კომპრომისი, უფსკრულის გააღრმავება კაპიტალიზმსა და „ხელფასიან მონებს“ შორის, მმართველსა და მართულს შორის, უნდა მოვახდინოთ კერძო საკუთრების ექსპოპრიაცია და სახელმწიფო მმართველობის განადგურება, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება უზრუნველყოფილი

თანასწორობა, სამართლიანობა და თავისუფლება ხალხთა შორის, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად რომ ყველაფერი გავაკეთოთ ამისათვის“ – ერიკო მალატესტა

საჭიროა ავღნიშნოთ რომ ერიკო მალატესტას სიტყვა დაწერილი იყო პეტრე კროპოტკინის საპასუხოდ, კროპოტკინმა უარყო ყველაფერი რასაც ამტკიცებდა ათწლეულების განმავლობაში და მხარს უჭერდა ალიანსს პირველი მსოფლიო ომის დროს როგორც ნაკლებ ბოროტებას, გერმანიის ავტორიტარიზმის და იმპერიალიზმის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ერიკო მალატესტამ როგორც აღნიშნა „ყველა მთავრობა და ყველა კაპიტალისტური კლასი დამნაშავეა საკუთარი მშრომელი და თანამემამულეების წინააღმდეგ და განსაკუთრებით სასტიკად უსწორდება მათ, ვინც გაბედავს და წინ აღუდგება მათ გაბატონებულ მდგომარეობას“. მალატესტამ ბერკმენმა , გოლდმენმა,ბევრ სხვა ანარქისტთან ერთად, დააფიქსირეს საკუთარი სახელები საერთაშორისო ანარქისტულ მანიფესტში პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ. ეს მანიფესტი გამოხატავდა მათი ანარქისტული მოძრაობის ძირითად შეხედულებებს ომზე და იმაზე თუ როგორ უნდა შეეჩერებინათ იგი.

„ომების წარმოების და ქვეყნების ომში ჩამბმის რეალური მიზეზი არის მხოლოდ სახელმწიფოს არსებობა, შესაბამისად მთელი პასუხისმგებლობა ამის გამო ეკისრება სახელმწიფოს, რომელიც სინამდვილეში არის პრივილეგირებული კლასების მმართველობის ფორმა. როგორი ფორმითაც არ უნდა არსებობდეს ის, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ რომ, სახელმწიფო სხვა არაფერია თუ არა ორგანიზებული ჩაგვრა პრივილეგირებული უმცირესობის სასარგებლოდ.

ხალხის უბედურება მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფოსთან. იმ მიზნით რომ აიცილონ ომი, ისინი უცხადებენ საკუთარ ნდობას სახელმწიფოს, ენდობიან და სჯერათ მათი დემოკრატიის და პოლიტიკური პარტიების, ამ ნდობას შეგნებულად უღალატა სახელმწიფომ, და კვლავ გამოდის ისე რომ მთავრობა პრესის და მთელი თავისი პროპაგანდისტული მანქანის წყალობით ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები თითქოს ეს ომი თავისუფლების გამოა და ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველა ომის ადამიანებს შორის , იმიტომ რომ ხალხი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, არის და იქნება ომისა, ისინი არ იწყებენ ომებს, ომებს იწყებენ სახელმწიფოები რომლებსაც მართავენ პრივილეგირებული კლასები, იყენებენ ყველა პროპაგანდისტულ საშუალებას და როგროც უნდათ ისე აფიქრებინებენ ადამიანებს, მათზე მანიპულირებენ სხვადასხვა გზებით და სასურველ შედეგს აღწევენ, ომის დროს და მის შემდეგ სარგებელს ნახულობენ პრივილეგირებული კლასები, ერთეულები და ეს ყველაფერი უმრავლესობის(ჩაგრული ფენის) სისხლის ფასად ხდება.

ანარქისტების როლი მდგომარეობს იმაში რომ გააგრძელონ ინფორმაციის გავრცელება და გააგებინონ ყველას რომ მხოლოდ ერთადერთი ომია თავისუფლებისთვის ომი და ეს ომი მიმდინარეობს ყველა ქვეყანაში მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის, ექსპლოტატორსა და

ექსპლუატირებულს შორის, ჩვენი პარტია მოუწოდებს მონებს რომ აჯანყდნენ ბატონის წინააღმდეგ.

ანარქისტული ქმედება და პროპაგანდა ბეჯითად და დაჟინებულად ისახავს მიზნად დაასუსტოს და გაანადგუროს ნებისმიერი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმა, გამოაღვიძოს აჯანყების სული და გამოაღვიძოს უკმაყოფილება ხალხში და არმიაში.

ჩვენ უნდა მოვიპოვოთ უპირატესობა ყველა რევოლუციურ მოძრაობაზე, ყველა უკმაყოფილებაზე იმ მიზნით რომ გამოვიყენოთ ამბოხებისთვის, და ორგანიზება გავუკეთოთ რევოლუციას რომელიც ბოლოს მოუღებს ყველანაირ სოციალურ უთანასწორობას, ჩვენი მიზანია მივაღწიოთ სოციალურ სამართლიანობას რომელიც იქნება რეალიზებული თავისუფალი მწარმოებლების ორგანიზებით, ომი და მილიტარიზმი სამუდამოდ უნდა იქნას უარყოფილი და მიღწეული უნდა იქნას სრული თავისუფლება სახელმწიფოს გაუქმების და მისი ორგანოების განადგურების საფუძველზე.“ – ანარქისტების საერთაშორისო მანიფესტის ტექსტი პირველი მსოფლიო ომის დროს

ამდენად, ანარქისტების მისწრაფება პაციფიზმისკენ ნათელია. ძალადობა არის ავტორიტარული და იძულებითი, მისი გამოყენება არ ეწინააღმდეგება ანარქიზმის პრინციპებს, სწორედ ამიტომ ანარქისტები მაინც ეთანხმებიან მალატესტას როცა ის ამტკიცებს რომ: „ჩვენ ვართ პრინციპულად წინააღმდეგი ძალადობის და ამ მიზნით გვსურს რომ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა იყოს მშვიდობიანი და ჰუმანური რამდენადაც ეს შესაძლებელია “. ანარქისტები მაინც თანხმდებიან რომ ძალადობა ხშირად არის კონტპროდუქტიული, იწვევს გაუცხოებას ხალხში და აძლევს სახელმწიფოს საბაბს ჩაახშოს როგორც ანარქისტული, ისე სხვა პოპულარული მოძრაობები რომლებიც იბრძვიან სოციალური ცვლილებებისთვის. ყველა ანარქისტი მხარ უჭერს არაძალადობრივ ქმედებას და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რომელიც ხშირად უფრო ეფექტურია რადიკალური ცვლილებებისთვის.

ასე რომ, ანარქისტები რომლებიც არიან წმინდად პაციფისტები საკმაოდ ცოტა არიან. უმეტესობა დასაშვებად მიიჩნევს ძალადობას როგორც გარდაუვალ ქმედებას და ემხრობა მის მინიმალურ გამოყენებას. ყველა ეთანხმება იმას რომ რევოლუცია, რომელიც ეყრდნობა და ეფუძნება ძალადობას, ის უბრალოდ შექმნის ახალ სახელმწიფოს, სახელმწიფოს ახალ ფორმას და არ იქნება არსებითი განსხვავება მათს შორის. მათ დასაშვებად მიაჩნიათ ძალადობის გამოყენება რომ წინააღმდეგობა გაუწიონ მოძალადეს, თუმცა ანარქო-პაციფისტებს მიაჩნიათ რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ თავდაცვის მიზნით და არ მიაჩნიათ გამართლებულად ძალადობა რომელიც ემსახურება დასჯას და შურისძიებას. უმეტესობა ანარქისტებისა არ არის პაციფისტი, მაგრამ თითქმის ყველა უარყოფს ძალადობის ნებისმიერ ფორმას ნებისმიერ დროს გარდა თავდაცვისა და მაშინაც ცდილობს რომ შეამციროს ის მინიმუმამდე.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.

Anarchist Library, ანარქისტული ბიბლიოთეკა

Visit Us On Facebook