Category Archives: ანარქია

ბაზარი არასაკმარისია!

საბაზრო ანარქიზმი* არის იდეა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია კაპიტალიზმის ჩანაცვლება რეფორმირებული “თავისუფალი ბაზარით” ადამიანური მოთხოვნილებების უკეთ დასაკმაყოფილებლად. ეს იდეა არაა ახალი და სხვადახვა დროს ატარებდა სხვადასხვა სახელს, როგორიცაა მუტუალიზმი, ინდივიდუალისტური ანარქიზმი, კოლექტივისტური სახელფასო სისტემა და ა.შ. თუმცა XIX საუკუნის ბოლოსთვის ეს იდეა განდევნა ანარქო-კომუნიზმმა. მიზეზთა გამო მარკეტის ანარქიზმი, კვლავ წამოიწია დღის წესრიგში, მაგრამ მისი საწინააღმდეგო ძირითადი არგუმენტები კვლავ იგივე რჩება. მისი კლასიკური კრიტიკის გარდა, იხ. პეტრე კროპოტკინის წიგნიდან “პური და თავისუფლება” XIII თავი kropotkini-daqiravebuli-shroma PDF (14 გვერდი). ამ სტატიაში იქნება ნაჩვენები 7 კონკრეტული საკითხი, რომელთა გადაწყვეტა არ შეუძლია თვითრეგულირებად თავისუფალ ბაზარს. ამ ესეში იქნება ნაჩვენები, რომ ყველაზე თანამედროვე ფორმაშიც კი საბაზრო ანარქიზმს არ შეუძლია მოგვცეს ჰუმანური საზოგადოება და არ აქვს იმ პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებსაც აწყდება დღეს მუშათა კლასი.

1. მოთხოვნა და მიწოდება

ყველა ბაზარი ღირებულებას ზომავს ციფრებში (ფასებში) – რაც ნიშნავს რომ ყველაფერი შეიძლება შედარებულ იქნას დანარჩენ ყველაფერს. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს შრომის ქვითრები, ბიტკოინი თუ ძველი სკოლის ვალუტა, ყველაფერს აქვს ფასი. ეს ისეთივე ნორმალური გახდა ჩვენთვის, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ რამდენად აბსურდულია ეს. ჩვენი სურვილები და მისწრაფებები არ შეიძლება დაყვანილ იქნას რიცხვებზე. მათი გაზომვა და ერთმანეთის შედარება შეუძლებელია. რამდენ პლაზმურ ტელევიზორად ღირს ერთი სასუნთქი აპარატი? რამდენია საჭირო ერთი ინტენსიური თერაპიისთვის? რამდენი სკეიტბორდი დაჯდება დღიური ულუფა? უაზროა ამგვარად შევადაროთ მოხმარების საგნები ერთმანეთს. მითუმეტეს როცა ბაზრისთვის ეს ყველაფერი ერთი სახისაა: საქონელი. Continue reading ბაზარი არასაკმარისია!

კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი (PDF)

კოლინ ვარდი (1924 – 2010) – ბრიტანელი მწერალი, არქიტექტორი და თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანარქისტი მოაზროვნეა. კ. ვარდი, მეორე მსოფლიო ომის დროს გახდა ანარქისტი. გამოწერილი ჰქონდა ანარქისტული პერიოდული გამოცემა War Commentary. ომის შემდეგ, ბრიტანული ანარქისტული გაზეთის Freedom-ის რედაქტორი იყო. ხოლო, 1961 წლიდან დააარსა ჟურნალი – Anarchy. საყოველთაო აღიარება დაიმსახურეს მისმა ნაშრომებმა განათლების, არქიტექტურის, ქალაქ დაგეგმარების დარგში. აღსანიშნავია, კოლინ ვარდის წიგნი- The Child in The City, ბავშვების და ურბანული გარემოს ურთიერთობის შესახებ. 1995-96 წლებში, კოლინ ვარდი, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის სოციალური პოლიტიკის პროფესორი იყო.

‘’ანარქიზმი – ძალიან მოკლე შესავალი’’, ერთგვარი, ინფორმაციული გზამკვლევია ანარქისტი ავტორების შესახებ. იგი ანარქისტული მიმდინარეობების და ისტორიის უმოკლესი მიმოხილვაა.

Colin-Ward-anarchism (PDF ვერსია, 120 გვერდი A5 ფორმატი)

ბეჭდური ვერსიის შეძენა

სარჩევი Continue reading კოლინ ვარდი – ანარქიზმი: ძალიან მოკლე შესავალი (PDF)

რეკომენდებული ლიტერატურა

იხ. რეკომენდებული ფილმები

1.  ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი რამდენიმე წიგნი გამოცემულია ქართულად მათ შორის  ” წყვდიადის მარცხენა ხელი” და  The Dispossessed: An Ambiguous Utopia (განპყრობილები: ორაზროვანი უტოპია). ეს უკანასკნელი არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ.

2. “ესპანეთის სამოქალაქო ომი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო ანარქიის ისტორიაში – როგორც იცით, 1936 წელს ესპანეთის დიდ ნაწილში იფეთქა ანარქისტულმა რევოლუციამ, რასაც სულაც არ ჰქონია სპონტანური აფეთქების სახე – პირიქით, მისი საფუძვლები იქმნებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სამწუხაროდ, ანარქიზმს დაუპირისპირდა თითქმის ყველა სისტემა – სტალინიზმი, ფაშიზმი, დასავლური ლიბერალიზმი – ისინი გაერთიანდნენ ანარქიის წინააღმდეგ და შეძლეს ანარქისტული რევოლუციის დამარცხება. ეს გაერთიანება, ჩემი აზრით, ანარქიზმის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს.” – ნოამ ჩომსკი

ორუელმა, რომელიც თავად იღებდა შეიარაღებულ მონაწილეობას ამ რევოლუციაში, მთელი სიცხადით აღწერა წიგნში “პატივი კატალონიას” ის დრო, რომელსაც აანალიზებს ჩომსკი. ქართულად აგრეთვე ხელმისაწვდომია “ცხოველების ფერმა” (ალეგორიული ფანტაზია, რომელიც აკრიტიკებს ბოლშევიზმს და სტალინისტურ რეჟიმს) და 1984 ( ორუელის ყველაზე ცნობილი წიგნი სამყაროზე, სადაც მუმდივად თვალთვალია, იმყოფება უწყვეტი ომის რეჟიმში და პოლიციური სახელმწიფოს ტოტალურობა დღევანდელ დღეს ძალიან შეეფერება). Continue reading რეკომენდებული ლიტერატურა

რეკომენდებული ფილმები

იხ. რეკომენდებული ლიტერატურა

1. Salvador (2006) Director: Manuel Huerga

1974 წლის 2 მარტს,  ფრანკოს დიქტატურის დროს, პოლიციელის დაღუპვისათვის გაროტის (garrote) მეთოდით სიკვდილით დასაჯეს კატალონიელი რევოლუციონერი და მილიტანტი ანარქისტი სალვადორ პუჩ ანტიქი.  აღსანიშნავია რომ სალვადორის შემდეგ არასოდეს გამოუყენებიათ ესპანეთში დასჯის ეს ფორმა.  მისმა სიკვდილმა ინტერნაციონალური რეზონანსი გამოიწვია. ესპანეთის ქალაქებში სტუდენტების გამოსვლები დაიწყო. როგორც ინგლისელი ანარქისტი, ალბერტ მელცერი (Albert Meltzer) იხსენებს: “პარიზში თავს დაესხნენ ესპანურ ბანკებს, მსგავსი აქტები იყო დუბლინში, ტულუზში, ლიონში, ბოლონიაში, რომში, მილანში, გენუაში, ბრიუსელში, ლუქსემბურგში, ჟენევაში, ლივერპულსა და ლონდონში.  ეს არ იყო ცენტრალური დაგეგმვის შედეგი.  ეს იყო სპონტანური პასუხი იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცნობდნენ სალვადორს და რომლის გულწრფელობითაც მოხიბლულები იყვნენ.” Continue reading რეკომენდებული ფილმები

გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

1900 წლის 29 ივლისს ანარქისტმა გაეტანო ბრეშიმ მოკლა იტალიის მეფე უმბერტო. მაგრამ მისი ისტორია არ დაიყვანება მხოლოდ ამ ფაქტზე. ამ პატარა ტექსტში ჩვენ გავიხსნებეთ იტალიელ მუშასა და ემიგრანტს, რომელმაც რისკის ფასად გადაარჩნა სიკვდილს ანარქისტი ერიკო მალატესტა და შემდგომ გაწირა სიცოცხლე, რათა პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მეფისთვის ასობით ღატაკი მშრომელის დაღუპვისათვის. გარდა ამისა, ჩვენ ამ ბროშურაში შევიტანეთ მალატესტას და ლევ ტოლსტოის აზრები ბრეშის საქციელზე.

მჯერა რომ არ შევმცდარვარ, როცა სისრულეში მოვიყვანე ჩემი ჩანაფიქრი. მე არც კი ვაპირევ გავასაჩივრო განაჩენი. მე მხოლოდ მომავალ სოციალურ რევოლუციაზე ვაპელირებ.

– გაეტანო ბრეში დაკითხვაზე.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისთვს ფასების მკვეთრმა მატებამ დიდი მღელვარება გამოიწვია ხალხში მთელი იტალიის მაშტაბით. 1898 6 მაისს ათასობით მშრომელი თავიანთი ოჯახებით გამოვიდნენ მილანში და გაემართნენ მეფის სასახლისკენ პურის მოსათხოვად. მეფის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მომიტინგეებს, შედეგად მოკლულ იქნა 300 ადამიანი და ათასამდე დაჭრილი. რეპრესიები გაგრძელდა, დახურეს რომის, ნეაპოლის პადუას და ბოლონიის უნივერსიტეტები, 110 გაზეთი გამოაცხადეს არაკანონიერად და დააპატიმრეს ათასობით ადამიანი. ასეთმა სისასტიკემ აიძულა ბევრი იტალიელი დაეტოვებინათ ქვეყანა და მიეღოთ რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები. Continue reading გაეტანო ბრეში: ტირანიციდი და ხალხის მცველი

მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო

1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, სადაც შეკრებილი იყვნენ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის მშრომელთა წარმომადგენლები გადაწყვიტეს შეექმნათ “მშრომელთა საერთაშორისო ამხანაგობა”, ცნობილი როგორც პირველი ინტერნაციონალი. მასში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, მარქსისტული და ანარქისტული, რომელიც მარქსიზმში ტოტალიტარიზმის ჩანასახს ხედავდა. ბაკუნინის აზრით ახალი საზოგადოება ანარქო-კოლექტივიზმსა და ფედერალიზმის საფუძვლებზე უნდა მოწყობილიყო, რაც უზრუნველყოფდა პიროვნების თავისუფლებასა და კეთილდღეობას.

1869 წლის ბაზელში გამართულ ინტერნაციონალის IV კონგრესზე ბაკუნინს 63% მიემხრო, მარქს 31%, ხოლო დანარჩენ 6%-ს მუტუალისტები (პრუდონისტები) წარმოადგენენ. გერმანიის წარმატებებმა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, კვლავ გაუღვივა მათ სახელმწიფოს ძლევამოსილებისა და აუცილებლობის რწმენა, რის შედეგადაც 1872 წელს V კონგრესზე პირველი ინტერნაციონალი გაიხლიჩა წითლებად (მარქსისტები) და შავებად (ანარქისტები). ეს ფაქტი შემდეგი სიტყვებით აღნიშნა ოტო ფონ ბისმარკმა:  “გვირგვინოსნები და პრივილიგირებულები უნდა აცახცახდნენ შიშით, თუ კი ოდესმე კვლავ გაერთიანდებიან წითლები და შავები”.

წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი ბაკუნინის მიერ პირველ ინტერნაციონალზე წარდგენილი პრინციპებისა. მასში ავტორის მიერაა კონცენტრირებული ნაშრომში გაჟღერებული ძირითადი დებულებები. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო

პრუდონის წერილი მარქსს

პიერ-ჟოზეფ პრუდონი შვილებთან. მხატვარი გუსტავ კურბე, 1865

ჩვენ უკვე აღვნიშნეთ თანამედროვე ანარქიზმის ფუძემდებლების, პიერ-ჟოზეფ პრუდონის (2009) და მიხეილ ბაკუნინის (2014) დაბადებიდან 200 წლისთავი. მიმდინარე წლის (2018) 5 მაისს კი მათზე ახალგაზრდა და ცნობილი კარლ მარქსის დაბადების იუბილე იყო. ქართულად ფაქტიურად არ არსებობს მარქსისა და მარქსისტების ანარქისტული კრიტიკა. პირველი ანარქისტი, ვინც მარქსი გააკრიტიკა იყო თვითონ პრუდონი, წერილში, რომელიც მიწერა მარქს 1846 წელს, ერთი წლით ადრე მანამ, სანამ მარქსი გამოაქვეყნებდა თავის გესლიან (და უსამართლო) კრიტიკას პრუდონზე, “ფილოსოფიის სიღარიბე”. დაახლოებითი წარმოდგენა რომ შეგექმნათ მარქსის ენაზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ქართულად მარქსის წერილს პრუდონზე, ვინმე ი. ბ. შვაიცერის მისამართით Marx-on-Proudhon (PDF, 10 გვერდი). პრუდონმა უკვე მაშინ იგრძნო მარქსის ინტელექტუალური არატოლერანტულობა სოციალიზმის მისი იდეების საწინააღმდეგო კონცეფციების მიმართ. ეს არატოლერანტულობა მშრომელთა საერთაშორისო ასოციაციაში გამოვლინდა, სადაც მარქსი ყველაფერს აკეთებდა პრუდონის მომხრეების ნეიტრალიზაციისთვის, ისევე, როგორც უფრო აშკარად რევოლუციონერი ფედერალისტებისა და ანტი-ავტორიტარიანელების წინააღმდეგ, რომლებიც ბაკუნინთან ასოცირდებოდნენ – ამას ბაკუნინის და მისი ამხანაგის, ჯეიმს გილიომის ინტერნაციონალიდან გარიცხვა მოჰყვა კიდევაც 1872 წელს. დეტალურად ეს ისტორია შეგიძლიათ იხილოთ კანადელი ისტორიკოსის, რობერტ გრაჰამის ტექსტში “პირველი ინტერნაციონალი და ანარქისტული მოძრაობის დასაწყისი”.

ძვირფასო ბატონო მარქს, Continue reading პრუდონის წერილი მარქსს

პეტრე კროპოტკინი – ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

kropotkini-organizebuli-shuriszieba.pdf  (10 გვერდი, 12 MB)

წინასიტყვაობა მეორე ქართული გამოცემისათვის


შეიძლება ითქვას რომ პეტრე კროპოტკინი მოდერნული დასავლეთის ერთ-ერთი პირველი ინტერნაციონალური სელებრითი იყო [1]. ინგლისში ის ცნობილი იყო როგორც ბრწყინვალე მეცნიერი, განთქმული თავისი ნაშრომით ცხოველებისა და ადამიანების კოოპერაციაზე, კონტინენტალური ევროპა უფრო ფოკუსირებული იყო მის როლზე ანარქიზმში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ორივე მიმართულებით აფასებდნენ. მისი გზა ამ სახელისაკენ ლაბირინთულია, რომელიც მან დაიწყო სულიად ახალგაზრდამ, რუსეთის მეფის, ალექსანდრე II ელიტურ გვარდიაში მსახურებიდან, გააგრძელა 50 000 კილომეტრი ციმბირში მეცნიერულ ექსპედიციაში, ამბოხებისთვის 1872 წელს გამოკეტეს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში, სადაც დაასრულა თავისი მეცნიერული ანგარიში გამყინვარების თეორიაზე, 4 წლის მერე კი მეგობრების დახმარებით მოახერხა ციხიდან გაქცევა, მიაშურა შვეიცარიას და განაგრძო მეცნიერული და რევოლუციური საქმიანობა, მაგრამ ამ უკანასკნელის გამო 1882 წელს კვლავ ციხეში აღმოჩნდა, ამჯერად საფრანგეთში და იქ ასევე 4 წელი გაატარა. ამ გამოცდილებამ კროპოტკინს დამატებითი საშუალება და სტიმული მისცა, გამოეკვლია და კონტრიბუცია შეეტანა სამართლის დარგშიც, სხვა მრავალ სფეროსთან ერთად, როგორიც იყო ეთიკა, ევოლუციის თეორია, გეოლოგია, ეკონომიკა და ა.შ.

სწორედ კროპოტკინის ესედან, “ციხე და მორალური გავლენა პატიმრებზე” (1886) იღებს სათავეს ცნობილი ანარქისტული პოზიცია ციხეზე, როგორც კრიმინალის სკოლაზე, რომელსაც უფრო მეტი ცუდი მოაქვს საზოგადოებისათვის ვიდრე კარგი. აღნიშნული ესე თარგმნილია ქართულად.

წინამდებარე პამფლეტი, პირველად 1906 წელს ითარგმნა ქართულად, სათაურით “მართლმსაჯულება”. ბროშურა ინახება თბილისის საჯარო ბიბლიოთეკაში, ხოლო ელექტრონული ვერსია ანარქისტული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (www.a-library.org) ეხლა კი თქვენს წინაშეა განახლებული და შენიშვნებდართული თარგმანი.

ანარქისტული ბიბლიოთეკის კოლექტივი, 2019 Continue reading პეტრე კროპოტკინი – ორგანიზებული შურისძიება სახელად ‘მართლმსაჯულება’

კორნელიუს კასტორიადისი – თვითმმართველობა და იერარქია

წინამდებარე ესე გამოქვეყნდა, ‘’საფრანგეთის შრომის დემოკრატიული კონფედერაციის’’ (CFDT – პროფკავშირების კონფედერაცია) გაზეთში, 1974 წელს. კასტორიადისმა, იგი დაწერა სინდიკალისტ დანიელ მოტესთან თანამშრომლობით, მემარცხენე რადიკალური ჯგუფის – ‘’სოციალიზმი ან ბარბაროსობა’’ საქმიანობის ფარგლებში. შემდგომში, კასტორიადისმა განავრცო თემაწიგნში ‘’სოციალიზმის შინაარსი’’ (‘’Le contenu du socialism’’; 1979).

PDF ვერსია Kornelius-Kastoriadisi-Tvitmmartveloba-da-Ierarqia (194.9 kB)

ჩვენ იერარქიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. იერარქია ყველგან გვხვდება: სამსახურში, წარმოებაში, ბიზნესში და თვითმმართველ სტრუქტურებშიც, პოლიტიკაში, სახელმწიფოში, განათლებასა და სამეცნიერო სფეროშიც. იერარქია არ არის თანამედროვე მოვლენა. მისი ფესვები შორეული წარსულიდან მოდის. თუმცა, იგი ყოველთვის არ არსებობდა. არა-იერარქიული პრინციპით მოწყობილი საზოგადოებები მშვენივრად არსებობდნენ. მაგრამ თანამედროვე საზოგადოებაში, იერარქიული (ან ბიუროკრატიული), სისტემა უნივერსალური გახდა. ყველა სახის კოლექტიური საქმიანობა ხორციელდება იერარქიული პრინციპით. მართვის და ძალაუფლების იერარქია გულისხმობს – ანაზღაურების და შემოსავლების იერარქიასაც. ადამიანები საკუთარ თავს ვერ მოიაზრებენ იერარქიული პირამიდისგან დამოუკიდებლად.

თანამედროვე იერარქიული სისტემის დამცველები ცდილობენ გაამართლონ იგი და მას ახასიათებენ, როგორც ერთადერთ ‘’ლოგიკურ’’, ‘’რაციონალურ’’, ‘’ეკონომიურ’’ სისტემას. ცალკე აღებული თითოეული არგუმენტი მცდარია, ხოლო მთლიანობაში განხილვისას, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამ საკითხს უფრო ვრცლად, ქვემოთ დავუბრუნდებით. ამავე დროს, თანამედროვე სისტემას წარმოადგენენ, როგორც ერთადერთ შესაძლებელს, თითქოს თანამედროვე წარმოების აუცილებლობიდან გამომდინარეს, სოციალური ცხოვრების სირთულით ან ნებისმიერი საქმიანობის დიდ მასშტაბებში განხორციელებით გამოწვეულს და ა. შ. ვეცდებით, დავამტკიცოთ ამ არგუმენტების სიმცდარე და იერარქიის შეთავსების შეუძლებლობა თვითმმართველობასთან. Continue reading კორნელიუს კასტორიადისი – თვითმმართველობა და იერარქია

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

კორეის ანარქისტული ფედერაცია, 1928

როდესაც საუბარი ეხება ეროვნულ გათავისუფლებას, ანარქისტებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ორი სიტუაციის გარჩევა, 1- კულტურული შეზღუდვების მოხსნა აჯანყებულთა მიერ აღიქმება, როგორც სოციალური გათავისუფლების პროგრამის ნაწილი. 2- სოციალური გათავისუფლების წინაპირობად აჯანყებულები მიიჩნევენ ნაციონალურ ავტონომიას / ფედერაციას / სახელმწიფოს. ე.ი. ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერის კონცეფცია. ერის კონცეფცია მოისაზრებს, რომ არსებობს გარკვეული ეთნოსი, რომლის განსაზღვრა ობიექტურად შესაძლებელია, და მას უნდა ჰქონდეს გარკვეულ რეგიონში კულტურული პოლიტიკის ჩატარების უზენაესი უფლება.

პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ტერმინოლოგიურ შეცდომას. აჯანყებულები, რომლებსაც სურთ, ყველაფერთან ერთად, ჩაგვრის დაძლევა კულტურისა და ენის სფეროებში, ამას შეცდომით უწოდებენ ეროვნულ გათავისუფლებას. ამის შედეგად, ისინი ხელახლა აწარმოებენ მითს, რომ სახელმწიფოს გარეშე შესაძლებელია არსებობა ერისა, რომლის წარმომადგენლებიც ფლობენ უცვლადი თვისებების რიგს. ასეთ შემთხვევაში, აჯანყებულებს მუდამ უწევთ ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა იმის ახსნაზე, თუ რას გულისხმობენ ისინი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ხალხის ერებად დაყოფის იდეა საყოველთაო თანასწორობას. Continue reading ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი