Category Archives: ანარქია

ტოდ მეი – ანარქიზმი ფუკოდან რანსიერამდე

ტოდ მეი, თანამედროვე ამერიკელი ფილოსოფოსი, ავტორი ცნობილი წიგნისა “პოლიტიკური ფილოსოფია პოსტრუქტურალისტური ანარქიზმის”

როგორც წესი, არავინ თვლის, რომ ანარქიზმსა და თანამედროვე ფრანგულ ფილოსოფიას შორის რაიმე სახის ბუნებრივი მსგავსებაა. ფრანგული ფილოსოფიის წამყვანი მოაზროვნეებიდან, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებს შეეხნენ – დერიდა, დელიოზი, ფუკო, ბადიუ, რანსიერი – არც ერთს გამოუხატავს ღიად სიმპათიები ანარქიზმისადმი. ამ მოაზროვნეებსა და მარქსისტულ ტრადიციას შორის დიალოგს ყოველთვის ჰქონდა ადგილი. ხშირად დიალოგები მოიცავდა მარქისტული იდეების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებსა თუ მოდიფიკაციებს. თუმცა მარქსის და მათი ნააზრევის დასაკავშირებლად გამოყენებული “დამახინჯებების” გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, რატომ არ ქმნიან ახალ მიმდინარეობას, რომელიც მათი იდეებით იქნება ხორცშესხმული.

ეს ეხება ფუკოსა და რანსიერის ნააზრევების ანარქისტული პერსპექტივიდან შეფასებას. არგუმენტი არის ის, რომ ორივე მოაზროვნე, განსაკუთრებით კომბინაციაში, გვთავაზობს მნიშვნელოვან ხედვას, რომელიც გამომდინარეობს ანარქისტული ტრადიციიდან და აგრძელებს მას. რათქმაუნდა, ისინი ამ გამომდინარეობას პირდაპირ არ განიხილავენ. მაგრამ ვისაც წაუკითხავს ანარქიზმზე ან მის რაიმე სახით პრაქტიკაში გატარების მცდელობაში მიუღია მონაწილეობა, მათი ესეების წაკითხვისას თავს სახლში იგრძნობს – მიუხედავად იმისა, რომ ავეჯი ცოტათი გადაადგილებული დახვდება. Continue reading ტოდ მეი – ანარქიზმი ფუკოდან რანსიერამდე

ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი

თავი 3: კანონი და სახელმწიფო.

დიახ, მართალი ხართ: კანონი კრძალავს ქურდობას.

თუ მე მოგპარავთ რაიმეს, თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ პოლიციელს, რომელიც დამაპატიმრებს. კანონი დასჯის ქურდს, სახელმწიფო კი დაგიბრუნებთ მოპარულ საკუთრებას (თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია), რადგან კანონი კრძალავს ქურდობას. ის ამბობს, რომ არავის აქვს უფლება ხელჰყოს შენი ქონება შენი ნებართვის გარეშე.

თუმცა, შენი დამქირავებელი იღებს შენი შრომის პროდუქტს. შრომით წარმოებულ მთელ სიდიდრეს კაპიტალისტები თავიანთ საკუთრებად აქცევენ.

კანონი ამბობს, რომ დამქირავებელს არაფერი მოუპარავს, ვინაიდან მისთვის პროდუქტის გადაცემა, შენი თანხმობით მოხდა. შენ თავად დათანხმდი შენს ბოსთან გარკვეულ საფასურად მუშაობას, იმ პირობით, რომ ის შრომის პროდუქტს მიიღებდა. ვინაიდან შენ დათანხმდი ამას, კანონის თქმით, შენი დამქირავებელი ქურდი არ არის.

მაგრამ, ნუთუ მართლა დათანხმდი?

როდესაც მძარცველი შუბლზე იარაღს მოგადებს, მას ყველაფერ ღირებულს მისცემ. დიახ, შენ დათანხმდი, მაგრამ იმ მიზეზით, რომ თავის შველა არ შეგიძლია, მისმა იარაღმა გაიძულა ასე მოქცეულიყავი. Continue reading ალექსანდრე ბერკმანი – ანარქიზმის ანბანი

პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან


თერთმეტი წლის წინ, როდესაც ილინოისის პატარა ქალაქში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლე ვიყავი, სიტყვა “ანარქიზმი” არც კი გამეგო. მსმენოდა მხოლოდ ანარქიის შესახებ, რაც ქაოსს აღნიშნავდა. რაც შეეხება სოციალიზმს და კომუნიზმს, ისტორიის გაკვეთილები როგორღაც მარწმუნებდა, რომ ესენი ფაშიზმისგან არ განსხვავდებოდა. ფაშიზმი კი თავისთავად მომაგონებდა ჰიტლერს, საკონცენტრაციო ბანაკებს და ათასგვარ საშინელებას, რაც ჩვენს თავისუფალ ქვეყანაში არასდროს ხდებოდა. ასე შეუმჩნევლად მკვებავდნენ უგემური, ტრადიციული ამერიკული პოლიტიკით, რაც ზომიერებას, კომპრომისებსა და ორაზროვნებას გულისხმობს. ეს გაკვეთილები კარგადაც ავითვისე; ჩემი “განათლების” თანმხლები მიკერძოებებისა თუ სიმრუდის ამოსაცნობად წლები დამჭირდა. (თეთრკანიანი) კაცობრიობის ისტორია [
“his-story”] სწორედ ამას ნიშნავდა – როგორც ქალს მეორეხარისხოვნად არსებობის ნება მებოძა; როგორც ანარქისტი, საერთოდ არ ვარსებობდი. წარსულის დიდი ნაწილი (და შესაბამისად, სამომავლო შესაძლებლობებიც) ჩემთვის დაფარული და წართმეული იყო. მხოლოდ ამ ბოლო პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემს შეუკავშირებელ პოლიტიკურ მისწრაფებებსა და იმპულსებს საერთო ჩარჩო გააჩნდა – ეს ჩარჩო ანარქისტული ანუ ლიბერტარიანული სააზროვნო ტრადიციაა. ჩემთვის ეს მრავალწლიანი სინაცრისფრის შემდეგ უეცარი განათების ტოლფასი იყო.

ანარქიზმის განსაზღვრება თავდაპირველად ემა გოლდმანთან აღმოვაჩინე:

“ანარქიზმი ემხრობა ადამიანის გონების გათავისუფლებას რელიგიის ბატონობისგან; ადამიანის სხეულის გათავისუფლებას საკუთრების ბატონობისგან; გათავისუფლებას სამთავრობო შეზღუდვებისა და ბორკილებისგან. ანარქიზმი ემხრობა სოციალურ წესრიგს, რომელიც ეფუძნება ინდივიდების თავისუფალ გაერთიანებას ნამდვილი სოციალური სიმდიდრის საწარმოებლად, რაც თავის მხრივ გარანტიაა იმისა, რომ ყოველ ადამიანს ექნება წვდომა რესურსებზე და შეძლებს, სრულად დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული საჭიროებები ინდივიდუალური სურვილების, გემოვნებისა და მისწრაფებების შესაბამისად.” Continue reading პეგი კორნეგერი – ანარქიზმი: კავშირი ფემინიზმთან

მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე


ბურჟუაზიული გაზეთები აშკარა შოკით იტყობინებიან, რომ ქურთების რევოლუციური მოძრაობა ამერიკელი ანარქისტის, მურეი ბუკჩინის იდეებით საზრდოობს. თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ამის განხილვას ახლა. ჩვენი მიზანი არაა იმაზე მსჯელობა, თუ როგორ მიესადაგება მისი პოლიტიკური ფილოსოფია როჟავას ქურთებს.

ბუკჩინმა უდიდესი წვლილი შეიტანა ანარქიზმის, განსაკუთრებით – და არა მხოლოდ – ეკო-ანარქიზმის განვითარებაში. ამასთანავე უნდა ავღნიშნოთ, რომ მის ნაშრომებში განვითარებული იდეა – მუშათა კლასის წამყვანი როლის უარყოფა კაპიტალიზმიდან ანტი-ავტორიტარულ სოციალიზმში გადასვლისაკენ, ღრმად მცდარია. როგორც  მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სხვა რადიკალები, ისიც შეძრული იყო მსოფლიოს მუშათა კლასის მოძრაობების მიერ, ოცდაათიან და ორმოციან წლებში განცდილი მარცხებით და მოხიბლული იყო დასავლური სამყაროს ომის შემდგომი აყვავებით და სტაბილურობით. წინათ კომუნისტი და შემდეგ ტროცკისტი, ახლა ანარქიზმის ახალ მიმდინარეობაზე მოექცა, რომელიც უარყოფდა მუშათა კლასის რევოლუციას.

ეს ხედვა არასდროს ყოფილა დომინანტი ანარქისტებში. ბაკუნინი, კროპოტკინი, მალატესტა, მახნო, გოლდმანი, დურუტი, სხვა ანარქო-სინდიკალისტები და ანარქო-კომუნისტები მიიჩნევდნენ, რომ “ანარქიზმი არის ლიბერტარიანული სოციალიზმის რევოლუციური, ინტერნაციონალური კლასობრივი ბრძოლა. ” Continue reading მურეი ბუკჩინის ანარქიზმი მუშათა კლასის გარეშე

რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს

ბოლო ხანებში მსოფლიოს წამყვანი მემარცხენე იდეოლოგიის მიმდევარი მედია-სააგენტოები ოპტიმისტური რიტორიკით აშუქებენ სირიის ჩრდილოეთით, ქურთულ ანკლავებში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში ჩაბმულმა სირიელმა ქურთებმა ყურადღება იმით მიიპყრეს, რომ აღნიშნულ რეგიონში ადგილი აქვს ქურთული სახელმწიფოებრიობის ჩასახვის პროცესებს, თუმცა ეს პროცესები ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის საკამაოდ უჩვეულო ფორმებით ხორციელდება. სექტარული დაპირისპირებითა და რელიგიური რადიკალიზმით გამოფიტულ რეგიონში, სირიის ქურთისტანში მოქმედი მემარცხენე პოლიტიკური ძალები ერი-სახელმწიფოს ცნებისგან რადიკალურად განსხვავებულ პრინციპებზე – ეკოლოგიზმზე, სეკულარიზმზე, ეგალიტარიზმზე და მემარცხენე ლიბერტარიანიზმის ღირებულებებზე დაყრდნობით ცდილობენ ავტონომიური პოლიტიკური წარმონაქმნის ფორმირებას.

ზემოხსენებული სამი ქურთული კანტონი, ალეპოს პროვინციაში მდებარე აფრინი და ყობანი და ალ-ჰასაკაჰის პროვინციაში მდებარე ჯაზირა ტერიტორიულად ერთმანეთისგან მოწყვეტილი რეგიონებია, რაც ცხადია აფერხებს კოორდინაციას კანტონებს შორის. თუმცა სამივე მათგანი კონფედერაციული ავტონომიური ერთეულის, როჟავას კანტონების ნაწილად მიიჩნევს თავს. ისინი ესწრაფვიან ავტონომიას სირიის ფარგლებში და არა სრულ დამოუკიდებლობას. მათ ერთიანი კონსტიტუციაც შეიმუშავეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ომით და სხვა სოციალურ-პოლიტიკური, ან ეკოლოგიური კატაკლიზმებით გაჩანაგებულ ზონებში ჰორიზონტალური, ანარქიული თვითმმართველობის  ფენომენის აღმოცენების პრეცენდენტებს მსოფლიო ისტორიაში ადრეც ჰქონიათ ადგილი. მაგალითისთვის გამოდგება მე-19 საუკუნის მიწურულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თვითმმართველი გლეხთა კომუნების ჩამოყალიბება ესპანეთის ანადალუზიაში, ან უკრაინის ტერიტორიაზე 1918-1921 არსებული ანარქო-კომუნისტური პოლიტიკური წარმონაქმნი – ე. წ. „თავისუფალი ტერიტორიები“, ასევე მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე, მაიას ინდიელების ტერიტორიაზე 1990-იანი წლების დასაწყისში დაწყებული ზაპატისტების მოძრაობა, რომლებიც აგრეთვე ესწრაფვიან თემური დემოკრატიისა და თვითმმართველობის პრინციპების რეალიზებს. Continue reading რევოლუცია როჟავაში: ძალაუფლება ხალხს

ხშირად დასმული კითხვები An Anarchist F.A.Q.

411wzbwKn4L__SS500_

2012 წლის მაისში ანარქისტული ბიბლიოთეკამ  დაიწყო პროექტი  “Anarchist F.A.Q ქართულად”. Anarchist FAQ არის ერთ-ერთი უდიდესი კრებული, რომელშიც ახსნილია ანარქიზმის ყველა ძირითადი პრინციპი და განხილულია როგორც დღევანდელი სისტემის ნაკლოვანი მხარეები, ასევე ანარქიული საზოგადოების მოდელი, გარდა ამისა, Anarchist FAQ გვთავაზობს პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ანარქიასთან დაკავშირებით.

ბიბლიოთეკის მკითხველებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, ჩაერთონ პროექტში და დაგვეხმარონ Anarchist F.A.Q.-ის თარგმნაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ

სექცია A. რა არის ანარქია?

A.1. რა არის ანარქიზმი?

ანარქიზმი არის თეორია, რომლის მიზანიც არის ანარქიული საზოგადოების შექმნა,რომელშიც არ არსებობენ მმართველები და მფლობელები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანარქიზმის მიზანია შექმნას ისეთი საზოგადოება,რომელშიც ყოველი ინდივიდი თანასწორია და თანაცხოვრებას აქვს კოოპერაციის და არა – მართვის ფორმა. შესაბამისად, ანარქიზმი უპირისპირდება ყოველგვარ იერარქიული კონტროლის მექანიზმს – პირველ რიგში კი სახელმწიფოსა და კაპიტალიზმს – რამდენადაც, მიაჩნია, რომ იერარქიები საზიანო და უსარგებლოა ადამიანებისთვის. Continue reading ხშირად დასმული კითხვები An Anarchist F.A.Q.

კავშირი თავისუფალ სიყვარულსა და ანარქიზმს შორის

“აუცილებელია სრულად გავიგოთ რომ რევოლუცია რომელიც მოწამლულია ლამაზი სიტყვებით თავისუფლება, თანასწორობა სოლიდარობა, ვერ შეასრულებს თავის როლს თუ მან შეინარჩუნა მონობა სახლში. ოჯახში დამონებული ნახევარი კაცობრიობა ისევ უნდა აუჯანყდეს მეორე ნახევარს.”

–პეტრე კროპოტკინი, 1892

 

Anarchy & Polyamory. Pamphlet collection of essays around polyamorous relationships – both for and against, current and historic, theoretical and personal. (Manufacturer: Dysophia)

ანარქიზმი შესაძლებელია განვსაზღვროთ როგორც ფილოსოფია, რომელიც ნებისმიერ ძალაუფლებას რომელიც ვრცელდება სხვებზე განიხილავს ბოროტებად. თავისუფალი სიყვარული, პოლიამორია, არის ცხოვრების სტილი სადაც პიროვნება არ იზღუდავს თავს მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორით. ანარქიზმი პოლიტიკურ-ეკონომიკური იდეალია, პოლიამორია კი ცხოვრების სტილი. შესაძლებელია უცებ არ ჩანს, მაგრამ ორივე მოტივირებულია ერთი და იგივე პრინციპით: თითოეულმა პიროვნებამ მხოლოდ თვითონ იცის რა უნდა მას და მხოლოდ თავისუფლებით მოიპოვებს ჭეშმარიტ ბედნიერებას. Continue reading კავშირი თავისუფალ სიყვარულსა და ანარქიზმს შორის

პირდაპირი მოქმედება – საქართველო

შესავალი

წინამდებარე დოკუმენტური მასალა წარმოადგენს 2010 წელს საქართველოში თვითორგანიზებული სტუდენტური ჯგუფის „პირდაპირი მოქმედების“ მანიფესტს, მის წესდებას და აქციებს. [ორგანიზაციის სათაური წარმოდგება ამავე სახელწოდების ტაქტიკისაგან – პირდაპირი მოქმედება]

იმ დროს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ზონდერებით დაკომპლექტებული „სტუდენტური თვითმმართველობა“, რომელთა საშუალებით სახელმწიფო რეპრესიებს ახორციელებდა უნივერსიტეტში, ზღუდავდა თავისუფალ აზრსა და განათლების სისტემის პრობლემებზე პროტესტის გამოხატვას. თუმცა მსგავსი პოლიტიკა წარსულის საკუთრება არ გამხდარა, და ის დაკვირვებადია ეხლაც.

ჯგუფმა, „პირდაპირი მოქმედება“ ორგანიზაციის სახით ვერ გაუძლო რეპრესიებს, თუმცა როგორც ამბობენ იდეების მოკვლა შეუძლებელია. თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებმა დიდი გავლენა მოახდინა ისეთი ოაზისის შექმნაში, როგორიც იყო თავისუფალი სახელოსნო სამხატვრო აკადემიაში (2011 წ) . „პირდაპირი მოქმედება“ ანარქისტულ პლატფორმაზე იდგა და ის მალევე გადაიზარდა ანარქისტულ ორგანიზაციაში, რომლის წევრები ასევე მონაწილეობდნენ „ლაბორატორია 1918“-ში.

მიუხედავად რამდენიმე წლიანი ისტორიისა ეს დრო და აქტივიზმი სათანადოდ არ არის გააზრებული და შეფასებული. ეს პირველი ორგანიზებული ნაბიჯები იყო პოსტსაბჭოთა რეაქციული საქართველოს ისტორიაში, გადადგმული თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისათვის, ამიტომ ზოგი წარუმატებელი, ზოგს კი უნდა ვუმადლოდეთ რომ არსებობს თუნდაც ეს რადიკალური ლიტერატურა.

ამ შესავალს არ აქვს პრეტენზია ისტორიის ანალიზზე, ჩვენ უბრალოდ მოვალედ ვთვლით თავს გავუზიაროთ საზოგადოებას ჩვენი გამოცდილება, რადგან სანამ იარსებებს სახელმწიფო, მანამ ის ყოველთვის ეცდება ჩაერიოს თავისი საცეცეებით ყველა სფეროში, ჩაახშოს შემოქმედებითი სული და ადამიანები აქციოს ავტომატებად, რათა უსიტყვოდ დაემორჩილონ და შეეგუონ ექსპლოატაციას. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო იყენებს ინდოქტრინაცის მეთოდს – „ტვინის რეცხვას“, რომ მოკლას თავისუფალი ნება სანამ ის დაიბადება. მონურ იდეოლოგიაზე შეტევა თავისუფალი განათლებით შეიძლება. ორგანიზების გარეშე არ არსებობს ბრძოლა, ბრძოლის გარეშე არ არსებობს უკეთესი მომავალი!გისურვებთ წარმატებებს.

პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს "სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია". ეს ის დროა როცა სწავლის საფასურმა თითქმის გაორმაგდა.
პირდაპირი მოქმედების წევრები აკეთებენ სტენსილს “სწავლა არ უნდა იყოს პრივილეგია”. ეს ის დროა როცა სწავლის საფასური თითქმის გაორმაგდა.

 

Continue reading პირდაპირი მოქმედება – საქართველო

პეტრე კროპოტკინი – ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების შესახებ


ჩვენს ლიტერატურაში არაერთხელ იყო მითითებული თანამედროვე საზოგადოებრივი წყობის, სოციუმის სტრუქტურის წინააღმდეგ მიმართულ იმ ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების გარდაუვალობაზე, რომლებიც ატარებენ ტერორის სახელწოდებას. არარევოლუციურ დროში ეს აქტები ხშირად გამოხატავს საზოგადოებრივი მღელვარების ნიშნებს და მაღლა წევს დამოუკიდებლობის სულს მასაში. ისინი აძლევენ მაგალითს პიროვნულ გმირობას საზოგადოებრივი საქმის სამსახურში და თვითონვე აღვიძებენ უმრავლესობის ერთსულოვნებას; ამასთანავე ისინი არყევენ რწმენას პოლიტიკური და ეკონომიკური მჩაგვრელების ძლევამოსილებაზე. რევოლუციურ ეპოქაშივე ისინი იქცევიან ჩვეულებრივ მოვლენებად და არა მხოლოდ ერთეული გმირული პიროვნებები პასუხობენ შეიარაღებული წინააღმდეგობით ჩაგვრაზე. ასეთ დროს არ არის აუცილებელი თუნდაც იყო პრინციპული რევოლუციონერი, იმისათვის რომ თანაუგრძნო ასეთი ტიპის აქტებს. ამის საერთო მდგომარეობად აღიარებისას, აუცილებელია ერთი რამის ხსოვნა, რომ ყოველი ტერორისტული აქტის მნიშვნელობა განიზომება მისი შედეგითა და მოხდენილი შთაბეჭდილებით. Continue reading პეტრე კროპოტკინი – ინდივიდუალური და კოლექტიური საპროტესტო აქტების შესახებ

ამხანაგები


ქალაქის ერთი ჩვეულებრივი სახლის ეზოში ახალგაზრდებს მოუყრიათ თავი. ისინი ცუდები არ არიან. არც უსაქმურები და არც ხულიგნები. დღისით მუშაობდნენ, სკოლაში იყვნენ, უნივერსიტეტში, სწავლობდნენ. საღამოს კი არ იციან სად წავიდნენ. სწორედ ამიტომ შეკრებილან აქ, როგორც თითქმის ყოველ საღამოს ხდება ხოლმე. რატომ შეკრებილან? თვითონაც არ იციან. უბრალოდ დგანან და ხანდახან უხალისოდ გამოელაპარაკებიან ერთმანეთს, მერე ქუჩაში გავლენ, დასალევად, ან კინოში წავლენ, ანდა ჩამოსხდებიან სადმე კიბის საფეხურებზე და კარტის თამაშს გააჩაღებენ. არიან თუ არა ამხანაგები?

ბევრი იტყვის:  დიახ, რა თქმა უნდა! ისინი ხომ ერთმანეთს კარგად იცნობენ, ყოველდღღე ხვდებიან; ცუდად არ იქცევიან და ერთად ატარებენ დროს. ერთ მათგანს რომ ქუჩაში ხულიგანმა შეუტიოს, დანარჩენები დაიცავენ. რასაკვირველია, ისინი ამხანაგებია!

ჩემი აზრით ისინი სულაც არ არიან ამხანაგები. საკმარისია ცხოვრებამ სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენოს, რომ ხუხულასავით დაიშლება მათი მოჩვენებითი ერთიანობა, რადგანაც მათ მხოლოდ დრო გაჰყავთ, მოწყენილობას ებრძვიან, ეს კი ამხანაგობისათვის საკმარისი არაა.

ამხანაგებს კი აერთიანებს საერთო შეხედულება სამყაროზე, საერთო ინტერესები, საერთო მიზნები და ამისთვის მუშაობენ ერთად, ისინი დაობენ, კამათობენ, ეთანხმებიან ერთმანეთს, ან არ ეთანხმებიან.