Category Archives: ეკონომიკა

კაპიტალიზმის კრიტიკა ბავშვებისთვის და არამარტო…

 


რა არის კაპიტალიზმი?

კაპიტალიზმი, უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში არსებობს. მას კაპიტალიზმი იმიტომ ჰქვია, რომ კაპიტალზე ბატონობს. ეს ცნება, განსხვავდება ისეთი ცნებებისაგან, როგორიცაა კაპიტალისტებზე ბატონობა ან კაპიტალისტების კლასზე ბატონობა. კაპიტალიზმში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უფრო მეტი ეთქმით, ვიდრე სხვა ადამიანებს. მაგრამ, აღარ არსებობენ მეფეები და დედოფლები, რომლებიც საზოგადოების სათავეში სხედან და იქიდან იძლევიან ბრძანებებს.

-მაგრამ, თუკი აღარ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს მართავენ, მაშინ ვინ ან რა უნდა იყოს მმართველი? Continue reading კაპიტალიზმის კრიტიკა ბავშვებისთვის და არამარტო…

ბობ ბლექი – შრომის გაუქმება

ამერიკელი ანარქისტი ბობ ბლექი იძულებითი შრომის გაუქმების იდეით გამოდის, რაც მისი აზრით წარმოების და საქმიანობის ახლებურმა, ‘’თამაშის’’ ფორმამ უნდა ჩაანაცვლოს. ჩვენ გარკვეულ საკითხებში არ ვეთანხმებით ავტორს, მაგრამ მიგვაჩნია რომ ტექსტი ბევრ საყურადღებო თვალსაზრისს შეიცავს.

PDF ვერსია  Bob-Black-shromis-gauqmeba (197.8 kB)

არავინ, არასოდეს არაა ვალდებული იშრომოს.

შრომა – ადამიანის თითქმის ყველა უბედურების სათავეა. რომელი ბოროტებაც არ უნდა დაასახელოთ – მისი მიზეზი არის შრომა ან შრომისთვის შექმნილ სამყაროში ცხოვრება. შეწყვიტო შრომა, იგივეა რაც, გათავისუფლდე ტანჯვისგან.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ვაკეთოთ. არამედ, გულისხმობს ცხოვრების ახალი სტილის შექმნის საჭიროებას, დაფუძნებულს ‘’თამაშზე’’. სხვა სიტყვებით – ‘’ლუდისტურ’’ანუ ‘’მოთამაშე’’ არსებობას: გულკეთილობას; მეგობრობას; ერთიანობას; ერთგვარ, ცხოვრების ხელოვნებასაც კი. ამ შემთხვევაში, ‘’თამაში’’ უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ, ბავშვის გართობას, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ეს უკანასკნელი. მე მოგიწოდებთ, ნებაყოფლობით ურთიერთ-დამოკიდებული სიუხვისა და სიხარულის, თანაზიარი თავგადასავლისკენ. თამაში არ არის პასიური დასვენება. ეჭვსგარეშეა რომ დღეს, როგორი შემოსავალი თუ პროფესიაც არ უნდა გვქონდეს, ყველასთვის ჩვეულია სიზარმაცე და უსაქმობისკენ მიდრეკილება. მაგრამ, როგორც კი შრომისგან მოგვრილი გამოფიტვა გაივლის, თითოეული ადამიანი უპირატესობას მიანიჭებს ქმედებას. ორივე – ‘’ობლომოვობაც’’ და ‘’სტახანოველობაც’’, ერთი მედლის ორი მხარეა.

ლუდისტური ცხოვრება-თამაში, ვერ ეგუება დღეს არსებულ რეალობას. მით უარესი, ‘’რეალობისთვის’’- ამ შავი ხვრელისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად შლის ზღვარს ცხოვრებასა და გადარჩენას შორის. რეალობა, მთელ ცხოვრებას, მის მცირედ ნაწილსაც კი შთანთქავს. საინტერესოა, ან იქნებ არც ისე, რომ ყველა ძველ იდეოლოგიას, როგორებიცაა მარქსიზმი და ანარქიზმის 2  ბევრი მიმდინარეობა, განსაკუთრებული გატაცებით სჯერათ შრომის, რადგან სხვა რამის ნაკლებად თუ სწამთ.

ლიბერალები მიუთითებენ, ყოველგვარი დისკრიმინაციის გაუქმების აუცილებლობაზე სამუშაოზე აყვანისას – მე ვამტკიცებ, რომ თავად სამსახურია გასაუქმებელი; კონსერვატორები მხარს უჭერენ შრომის უფლების შესახებ კანონმდებლობას – მე მხარს ვუჭერ ზარმაცობის უფლებას კარლ მარქსის მეამბოხე სიძის, პოლ ლაფარგის 3 მსავსად; მემარცხენეები ითხოვენ საყოველთაო დასაქმებას – მე, ისევე როგორც სურეალისტები, იმ განსხვავებით რომ არ ვხუმრობ, ვითხოვ სრულ დაუსაქმებლობას; ტროცკისტები მოუწოდებენ პერმანენტული რევოლუციისკენ, მე – ლხინისკენ.   Continue reading ბობ ბლექი – შრომის გაუქმება

პეტრე კროპოტკინი – პური და თავისუფლება

მხატვარი ირაკლი კეკუტია, მუყაო, პასტელი 70 x 50 cm
პეტრე კროპოტკინი. მხატვარი ირაკლი კეკუტია, 2015 მუყაო, პასტელი 70 x 50 cm

 

სრული ვერსია ბეჭდური სახით მალე იქნება ხელმისაწვდომი.

თავი  I. ჩვენი სიმდიდრე
I

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მომაკვდავი პირველყოფილი ადამიანი თავის შვილებს კაჟის ქვისაგან გამოკვეთილ რამდენიმე “იარაღს”, რაიმე თავშესაფარს, რამდენიმე მოუხერხებელ ჭურჭელს და უსაზღვრო, საშინელ, შეუცნოებელ ბუნებას უტოვებდა, რომელთანაც მათ ყოველდღიურად სასტიკი ბრძოლა უნდა გაემართათ, საკუთარი უმწეო არსებობის შესანარჩუნებლად.

თუმცა, ადამიანმა ამის შემდეგ ათასობით წლის განმავლობაში, დიდი განძის დაგროვება მოახერხა. მან ამოავსო ჭაობები, დააგო გზები და გაჩეხა ტყეები. ის აშენებდა, იგონებდა, აკვირდებოდა, აანალიზებდა. მან შექმნა მრავალი რთული მექანიზმის იარაღი, ამოხსნა ბუნების ბევრი საიდუმლო – და ახლა, თანემედროვე დროში, ცივილიზებულ ქვეყანაში დაბადებული ბავშვი, შეიძლება დაბადებისთანავე იყოს უზარმაზარი კაპიტალის მფლობელი, შექმნილის და დაგროვებულის მათ მიერ, ვინც ცხოვრობდა და მუშაობდა მის დაბადებამდე. ეს კაპიტალი მას აძლევს შანსს, რომ თავისი მცირედი შრომის სხვების შრომასთან გაერთიანებით, შექმნას წარმოუდგენელი სიმდიდრე, რომელთან შედარებითაც “ათას ერთ ღამეში” აღწერილი ყველა განძი, მცირედ მოგვეჩვენება.

გასუფთავებული ნიადაგი მხოლოდ ელოდება, როდის გამოიყენებენ მას გონივრულად, დათესავენ კარგ თესლს, უხვი მოსავლის ასაღებად, რომელიც ბევრად მეტია, ვიდრე ადამიანების მოთხოვნილების სრულიად დაკმაყოფილებას სჭირდება.

ამერიკული სტეპების ნიადაგზე, ასი ადამიანი, მანქანების დახმარებით, რამდენიმე თვეში აწარმოებს იმ რაოდენობის პურს, რომელიც საკმარისია ათი ათასი ადამიანის ერთი წლის განმავლობაში გამოსაკვებად. ადამიანი, რომელსაც სურს რომ გაზარდოს თავისი შემოსავალი, თავად ამუშავებს საჭირო ნიადაგს და უვლის თითოეულ მცენარეს, შესაბამისად ის იღებს უხვ მოსავალს. ის ნაკლები რისკისა და შრომის ხარჯზე იღებს მეტ შემოსავალს, ვიდრე მონადირე, რომელსაც სჭირდება ასობით კვადრატული მეტრის შემოვლა ოჯახისათვის საკმარისი საკვების მოსაპოვებლად.

კლიმატი მისთვის შემაფერხებელი არ არის. თუ მზის სითბო არ კმარა, ის მას ხელოვნური სითბოთი ჩაანაცვლებს, შემდეგ კი ხელოვნურ განათებასაც გამოიყენებს მცენარეთა ზრდის დასაჩქარებლად. მინის კონსტრუქციისა და თუჯის მილების საშუალებით, რომლებშიც ცხელი წყალი გადის, ის მიწის მცირე ნაწილზე, იმაზე ათჯერ მეტ მოსავალს მიიღებს, ვიდრე ადრე ბუნებრივ ჰაერზე იღებდა.

კიდევ უფრო გასაოცარია მიღწევები, რომლებიც ადამიანებს მრეწველობაში აქვთ. თანამედროვე მანქანათა დახმარებით – გონიერი ქმნილებები, რომლებიც სამი თუ ოთხი თაობის უცნობი გამომგონებლების შრომის წყალობითაა შექმნილი – ახლა ასი ადამიანი აწარმოებს ტანსაცმლის ისეთ რაოდენობას, რომელიც საკმარისია ათი ათასი ადამიანისათვის ორი-სამი წლის განმავლობაში. კარგად მოწყობილ საბადოებში ასი ადამიანი მოიპოვებს იმდენ ნავთობს, რამდენიც საკმარისია ათი ათასი ოჯახისათვის, დაბალი ტემპერატურის პირობებშიც. ცოტა ხნის წინ კი, 1889 წლის დასაწყისში, ჩვენ მომსწრენი გავხდით, როგორ შეიქმნა მთელი გასაოცარი ქალაქი პარიზის ახლოს, სულ რამოდენიმე თვეში.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ფოლადის მტკიცე დამხმარეების საშუალებით, შეგვიძლია შევქმნათ სამყარო, რომელშიც ყველას ექნება საშუალება იცხოვროს მდიდრულად. დიახ, ჩვენ მდიდრები ვართ, ბევრად უფრო მდიდრები, ვიდრე წარმოგვიდგენია. მდიდრები ვართ იმით, რაც უკვე გვაქვს, და კიდევ უფრო მდიდრები იმით, რისი შექმნაც შეგვიძლია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის დახმარებით. და შეუფასებლად მდიდრები იმით, რასაც ჩვენ შევქმნიდით, თუ მიწა, მეცნიერება და ტექნიკა (ტექნიკური ცოდნა) იქნებოდა ყველას საკუთრება და ყველასათვის ხელმისაწვდომი. Continue reading პეტრე კროპოტკინი – პური და თავისუფლება

პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი

წინასიტყვაობა პირველი ქართული გამოცემისათვის
1908 წელი

ქართველებს ფილოსოფიურ-მეცნიერული წიგნები ბევრი არა გვაქვს და ამ უკანასკნელს დროში კი მათი საჭიროება დღითიდღე მატულობს. ადამიანისათვის არაა საკმარისი, რომ ნაგლეჯ-ნაგლეჯად ყური მოჰკრას რამეს მეცნიერება-ფილოსოფიაზე. იმისათვის, რომ ადამიანს გარკვეული მსოფლმხედველობა ჰქონდეს აუცილებლად საჭიროა თავადაც იშრომოს: იკითხოს, იფიქროს; ამისათვის კი აუცილებელი საჭიროა სახელმძღვანელო წიგნები. სწორედ იმ მიზნით, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენში ჭეშმარიტ მსოფლმხედველობის გავრცელებას გამოვცემთ ამ პატარა წიგნს. ნურავინ იფიქრებს, რომ ეს წიგნაკი მხოლოდ მათთვის იყოს საჭირო ვისაც სურს გაეცნოს ანარქისტულ მსოფლმხეველობას. ეს წიგნაკი ძლიერ საჭირო და სასარგებლოა, ვისაც კი აინტერესებს მართალი მსოფლმხედველობის ქონა. თუმცა წიგნაკი წარმოადგენს მოკლე სისტემას ანარქიზმის მსოფლმხედველობისას, მაგრამ იგი შეიცავს ძლიერ საფუძვლიან კრიტიკას მეცნიერებისას და ფილოსოფოსებისას, როგორიცაა მაგალითად დარვინიზმი, ფილოსოფია კონტისა, კანტის, სპენსერისა და სხვ. ამ კრიტიკასთან ერთად წიგნში არის მოყვანლი ის ჭეშმარიტებანი დამატებანი, რომელსაც მიაღწია დღეს მეცნიერებამ და რომლის გარეშედაც არ იქნებოდა მართალი არც ერთი მსოფლმხედველობა.

Continue reading პეტრე კროპოტკინი – თანამედროვე მეცნიერება და ანარქიზმი