Category Archives: ისტორია

პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

2003 წლის ოქტომბერში ლატვიურმა პრესამ გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია ლატვიელი ანარქისტის, იანის ჟაკლისის, შესახებ. მათი უმეტესობა ეყრდნობოდა ფილიპ რუფის ნაშრომს, რომელმაც სიდნის ქუჩის შტურმის 20 წლიანი გამოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ჟაკლისი იყო ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში: პეტრე მღებავის ფსევდონიმით. ქვემოთ მოყვანილი ტექსტის ავტორი პოლ ბანკოვსკი, ცნობილი ჟურნალისტი და ნოველისტია. მისი 2002 წლის ნოველა, „მისტერ ლატვია“ ეხება სიდნის ქუჩაზე მომხდარი ამბის მონაწილეებს.

Melnais Peteris (შავი პეტრე)

საიუველირო მაღაზიის ძარცვის წარუმატებელი მცდელობიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ინგლისელი ისტორიკოსი ახლაც მიჰყვება მთავარი ეჭვმიტანილის კვალს. ამ დროის განმავლობაში, კაცი, ზედმეტსახელად „პეტრე მღებავი“ ნამდვილ ლეგენდად იქცა.. იგი გახლავთ ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში.

როდესაც დავამთავრე „მისტერ ლატვიის“ წერა და დავაპირე მისი გაგზავნა ლატვიურ ჟურნალ Karogs-ში, გადავწყვიტე, რომ რედაქციაში ჩემი მისვლა და ხელნაწერის მიტანა ჭკვიანური არ იქნებოდა. ასე ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ „მისტერ ლატვია“ ჩემი შემოქმედება იყო. კონსპირაციისთვის, ხელნაწერი გავატანე მძღოლს. მან ის პირდაპირ რედაქტორის ოფისში მიიტანა. სიუჟეტი მიიღეს და ეჭვიც არავის აუღია. თან, ასეთი ეშმაკობა უხდებოდა კიდეც წიგნს, რომელშიც ყველა პიროვნება გაყალბებულია. ასევე წიგნს, რომელიც დაწერილია ლეგენდარული „პეტრე მღებავზე“ (ან პეტრე მსახიობზე, რადგან სახლების მღებავობასთან ერთად, იგი მსახიობიც იყო), ლატვიელ ანარქისტზე, რომელიც რუსეთის იმპერიას გაექცა და გამოიწვია უპრენცენდენტო აურზაური 1910 წლის ლონდონში. იმ დროს მე არც კი ვიცოდი, რომ პეტრე მღებავი დაბრუნდებოდა, არა როგორც უცნაური ლეგენდა, არამედ როგორც ნამდვილი კაცი, თავისი სახელით, გვარით და ცხოვრების ისტორიით. Continue reading პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

დაკავებულის ფოტოაღწერის პროცედურის (mug shot) გამომგონებელის, ალფონსო ბერტილონის მიერ გადაღებული რავაშოლი, 1892

რანგ ანარქისტთა წრეში XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. “დინამიტით პროპაგანდის” იდეა. ველაზე რეზონანსული იყო 1892 წ. ოწყობილი თავდასხმების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიშის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეში მონაწილე სამი ანარქისტის დაპატიმრებისა და სასტიკად წამებისათვის, სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატისათვის, სათანადო პასუხის გაცემას. 1892 წლის 12 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პარიზში ანარქისტებმა სამი ტერაქტის ორგანიზება მოახდინეს. ტერაქტების სულისჩამდგმელი და ყველაზე აქტიური მონაწილე რავაშოლი 30 მარტს დაპატიმრებულ იქნა. ქ მოყვანილია მის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „დამნაშავის“ პოზიციიდან, დანაშაულის ნამდვილ მიზეზებსა და სასამართლო სისტემის უვარგისობაზე საუბრობს. ვინაიდან სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატი, რომელიც გაბატონებული კლასის ინსტრუმენტია, მიმართულია საზოგადოების მიერ გარიყული და ცხოვრების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში აყენებული ადამიანების ნების დათრგუნვისაკენ.

სასამართლომ რავაშოლს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. ისი ბოლო სიტყვები იყო A mort la société bourgeoise et vive l’anarchie! (სიკვდილი ბურჟუაზიულ საზოგადოებას, გაუმარჯოს ანარქიას).

მე ვიღებ სიტყვას არა თავის გამართლებისათვის, ვინაიდან ჩემს დანაშაულებზე პასუხს აგებს საზოგადოება, რომელიც ადამიანებს ბრძოლისაკენ უბიძგებს. ანა ჩვენს ეპოქაში ყველა კლასის წარმომადგენლები არ ოცნებობენ – არ ვიტყვი სიკვდილს, ეს სიტყვა არასასიამოვნოდ ჟერს, სხვების უბედურებას, თუ ის მოემსახურება მათ სარგებელს? ანა მეწარმე არ ოცნებობს თავისი კონკურენტის სიკვდილზე? ა განა ყველა კომერსანტი არ ოცნებობს იყოს ერთადერთი თავის დარგში? განა მუშევარი სამუშაო ადგილის იმედით არ ელოდება როდის გაანთავისუფლებს მეწარმე მუშას ამა თუ იმ მიზეზის გამო სამსახურიდან?

მგვარად საზოგადოებაში, რომელშიც ხდება აღნიშნული მოვლენები, არავის არ უნდა გაუკვირდეს ჩემს მიერ ჩადენილი ქმედებები. ვინაიდან ასეთი ქმედებები არის მხოლოდ თვითგადარჩენისათვის ბრძოლის ლოგიკური შედეგი, რისთვისაც ადამიანები ყველა ხერხს ხმარობენ. ველა ჩვენგანი მარტოხელაა; სიღატაკის უღლის ქვეშ, მას არ სურს დიდხანს ფიქრი; და მე შიმშილით შეყრობილი, დაუფიქრებლად ვსარგებლობდი იმ ხერხებით, რომელიც ჩემს ხელთ იყო, და სიცოცხლესაც ვრისკავდი. Continue reading ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

ფრანცისკო ფერერი

ცნობილი ესპანელი ანარქისტი და ლიბერტარიანელი პედაგოგი ფრანცისკო ფერერი

ფრანცისკო ფერერი, შეიძლება ითქვას თანამედროვე დროის ერეტიკოსია აღსრულებული ერეტიკოსობისთვის. მისი ნაშრომი თანამედროვე სკოლის წარმოშობაზე და იდეაზე იყო კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული და ძალიან ინსპირაციული[*] წიგნი. სწორედ ამ წიგნში ამტკიცებდა ფერერი ქალ-ვაჟების ერთად სწავლების აუცილებლობაზე.

მეხუთე თავში, ის აღნიშნავს, “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენს რაციონალურ პროგრამაში, ინტელექტუალურ კონდინციაზე და მომავალზე, იქნებოდა თანამედროვე ცრურწმენების დაძლევა და ქალებისა და ვაჟებისთვის ერთად სწავლების საშუალება.” ის აგრეთვე აცხადებდა რომ ღარიბებისა და მდიდრების შვილებიც ერთად უნდა სწავლობდნენ საჯარო სკოლაში. მეექვსე თავში ის ამბობს: “განსხვავებულ სქესთან ერთად განსხვავებული სოციალური ფენების ბავშვებიც ერთად უნდა სწავლობდნენ. შესაძლოა მე დამეარსებინა სკოლა, სადაც საგნებს უფასოდ შევასწავლიდი ბავშვებს, მაგრამ სკოლა მხოლოდ ღარიბებისთვის იქნებოდა არარაციონალური, ხოლო მას მერე, რაც უკუგდებული იქნებოდა მორჩილებისა და ბრმა ნდობის სწავლება, როგორც ეს ძველი ყაიდის სკოლებშია, მაშინ ისინი იქნებოდნენ მიდრეკილები ამბოხისაკენ და გაუღვივდებოდათ სიძულვილის გრძნობა”. Continue reading ფრანცისკო ფერერი

ურსულა კ. ლე გუინი – ბოლოსიტყვაობა “ზღვამიწეთის ჯადოქარისათვის”

ურსულა კ. ლე გუინი არის ანარქისტი მწერალი, რომელიც ძირითადად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. მისი წიგნი ” წყვდიადის მარცხენა ხელი” გამოცემულია ქართულად. მისი წიგნი The Dispossessed: An Ambiguous Utopia არის პირველი ანარქისტული უტოპია სამეცნიერო ფანსტასტიკის ჟანრში, დაფუძნებული პეტრე კროპოტკინისა და ანარქო-სინდიკალიზმის იდეებზე. აღნიშნულ ორივე წიგნს მოპოვებული აქვს ინგლისურენოვანი ფანტასტიკის ორივე უმაღლესი ჯილდო – „ჰიუგო“ და „ნებულა“. წინამდებარე ბოლოსიტყვაობა წიგნზე “ზღვამიწეთის ჯადოქარი” ასევე გამოცემულია ქართულად წიგნები ბათუმში მიერ.

* * *

ფენტეზი ახლა საგამომცემლო ინდუსტრიის ერთ-ერთი განშტოებაა მრავალი სატაურით, მრავალი სიქველით, გრანდიოზული წარმატების დიდი მოლოდინებითა და კინოადაპტაციებით. 1967 წელს ეს ჟანრი თითქმის დაკარგული იყო, მხოლოდ საბავშვო საკითხავად მიიჩნეოდა. დიდებისთვის განკუთვნილი ფენტეზი ჟანრის ერთადერთი ნაწარმოები, რომელიც ხალხს გაგონილი ქონდა, “ბეჭდების მბრძანებელი” იყო. სხვა წიგნებიც არსებობდა, ზოგიერთი მათგანი შესანიშნავიც კი, თუმცა ისინი ძირიტადად მეორეული წიგნების მაღაზიაში იმალებოდნენ კატებისა და ობის სუნში. ის მაღაზიები მენატრება – კატები, ობი, აღმოჩენისაგან მიღებული სიამოვნება. კონვეიერის პრინციპით გამოცემული, ფართო მოხმარების საქონლად ქცეული ფენტეზისადმი გულგრილი ვარ.

თუმცა მიხარია, როდესაც ის დაწერილი და აღიარებულია იმად, რაც არის – ლიტერატურად.

როდესაც “ზღვამიწეთის ჯადოქარი” გამოიცა, მისი მსგავსი წიგნი არ არსებობდა, ეს რაღაც ახალი იყო. თუმცა, იმავდროულად, მასში საკმარისი სტანდარტულობაც ერია, რომ მკითხველი არ დამფრთხალიყო. საზოგადოებამ კარგად მიიღო, რაშიც ბოსტონ გლოუბ-ჰორნის წიგნის პრემიაც დამეხმარა. ასევე ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ფენტეზი არის არა მხოლოდ გარკვეული ასაკისთვის გამიზნული ლიტერატურა, არამედ ყველასთვის, ვინც სიგნებს კითხულობს. ჩემი ჯადოქარი ბესტსელერების სიაში ერთხელაც არ მოხვედრილა, მაგრამ ის წლიდან წლამდე, უწყვეტად პოულობდა ახალ მკითხველს. წიგნის ბეჭდვა არასოდეს შეწყვეტილა. Continue reading ურსულა კ. ლე გუინი – ბოლოსიტყვაობა “ზღვამიწეთის ჯადოქარისათვის”

მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო

1864 წლის 28 სექტემბერს ლონდონში, სადაც შეკრებილი იყვნენ ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის მშრომელთა წარმომადგენლები გადაწყვიტეს შეექმნათ “მშრომელთა საერთაშორისო ამხანაგობა”, ცნობილი როგორც პირველი ინტერნაციონალი. მასში გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, მარქსისტული და ანარქისტული, რომელიც მარქსიზმში ტოტალიტარიზმის ჩანასახს ხედავდა. ბაკუნინის აზრით ახალი საზოგადოება ანარქო-კოლექტივიზმსა და ფედერალიზმის საფუძვლებზე უნდა მოწყობილიყო, რაც უზრუნველყოფდა პიროვნების თავისუფლებასა და კეთილდღეობას.

1869 წლის ბაზელში გამართულ ინტერნაციონალის IV კონგრესზე ბაკუნინს 63% მიემხრო, მარქს 31%, ხოლო დანარჩენ 6%-ს მუტუალისტები (პრუდონისტები) წარმოადგენენ. გერმანიის წარმატებებმა 1870-1871 წლების საფრანგეთ-პრუსიის ომში დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თანამედროვეებზე, კვლავ გაუღვივა მათ სახელმწიფოს ძლევამოსილებისა და აუცილებლობის რწმენა, რის შედეგადაც 1872 წელს V კონგრესზე პირველი ინტერნაციონალი გაიხლიჩა წითლებად (მარქსისტები) და შავებად (ანარქისტები). ეს ფაქტი შემდეგი სიტყვებით აღნიშნა ოტო ფონ ბისმარკმა:  “გვირგვინოსნები და პრივილიგირებულები უნდა აცახცახდნენ შიშით, თუ კი ოდესმე კვლავ გაერთიანდებიან წითლები და შავები”.

წინამდებარე ტექსტი არის ფრაგმენტი ბაკუნინის მიერ პირველ ინტერნაციონალზე წარდგენილი პრინციპებისა. მასში ავტორის მიერაა კონცენტრირებული ნაშრომში გაჟღერებული ძირითადი დებულებები.

რევოლუციური ინტერნაციონალური საზოგადოების ორგანიზაცია და  პრინციპები
II. რევოლუციური კატეხიზმო

A) ღმერთის უარყოფა
B) კაცობრიობის თაყვანისცემამ უნდა ჩაანაცვლოს ღვთაების კულტი. ადამიანის გონება უნდა იქნეს აღიარებული ჭეშარიტების ერთადერთ კრიტერიუმად, ადამიანის სინდისი-სამართლიანობის საფუძვლად, ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლება – წყაროდ და ერთადერთ საფუძვლად წესრიგის ორგანიზებისა კაცობრიობისათვის.
C) ინდივიდის თავისუფლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ყველას თანასწორობის პირობებში. თავისუფლების განხორციელება თანასწორობაში არის სამართლიანობა.
D) ავტორიტეტისა და სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობის პრინციპის უპირობო გამორიცხვა. Continue reading მიხეილ ბაკუნინი – რევოლუციური კატეხიზმო

ნიკოლა საკო და ბართოლომეო ვანზეტი

 

ამერიკაში თავიანთი შეხედულებების გამო დაპატიმრებული და სიკვდილით დასჯილი იტალიური წარმოშობის ანარქისტების, ნიკოლა საკოსა და ბარტოლომეო ვანზეტის ისტორია.

„დაინახე, რა ვუქენი მაგ ანარქისტ ნაბიჭვრებს?“
-თავმჯდომარე მოსამართლე ვებსტერ ტეიერი.

საკო და ვანზეტი იყვნენ თავდადებული ანარქისტები და აქტიურად მონაწილეობდნენ მუშათა მრავალ მოძრაობაში. 1916 წელს საკო დააპატიმრეს მინესოტაში გაფიცული მუშებისთვის მიძღვნილ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობისთვის. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო შტატ მასაჩუსეტში, ფლემეთში გამართულ გაფიცვაში. სწორედ აქ გაიცნო მან ბარტოლომეო ვანზეტი, გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. ანარქისტების დიდი ნაწილის მსგავსად, ეს ორნიც პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

ომს მოჰყვა გაუსაძლისი სიღარიბე, რომელმაც გამოიწვია მუშათა დიდი ნაწილის უკმაყოფილება. მთავრობას ეშინოდა, რომ მუშები მიბაძავდნენ რუსეთის რევოლუციის მაგალითს. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა კომუნიზმი და ანარქიზმი წარმოედგინად „არაამერიკულად“, და რათა მოერიდებინათ მუშები „წითელი“ პროპაგანდის ზეგავლენისგან.

1920 წლის აპრილში, 8 კვირით დააპატიმრეს ანარქისტი ანდრეა სალსედო. 3 მაისის დილას კი იგი „გადმოვარდა“ ნიუ-იორკის სამართლის დეპარტამენტის შენობის მეთოთხმეტე სართულიდან. საკომ და ვანზეტიმ, სხვა ამხანაგებთან ერთად, იმ წამსვე ამის გასაპროტესტებლად მოაწყეს საჯარო შეხვედრა ბოსტონში. Continue reading ნიკოლა საკო და ბართოლომეო ვანზეტი

კლასობრივი ბრძოლა დასავლეთ ვირჯინიის მაღაროებში

მაღაროელები იღებენ იარაღს

მოკლე ისტორიული ანგარიში ძალადობრივი კონფლიქტისა მუშებსა და დასავლეთ ვირჯინიის მაღაროების მფლობელებს შორის IXX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში, სადაც მუშებს უწევდათ ბრძოლა კერძო პოლიციასთან. პ.ს. ამ ისტორიულ ფაქტებზე გადაღებულია მხატვრული ფილმი Matewan (1987) რეჟისორი და სცენარისტი John Sayles.

1883 წლის 12 მარტს პოკაჰონტასიდან (თეიზველის ოლქი, ვირჯინია) ნორფოლკის და დასავლეთის რკინიგზის მიმართულებით გაგზავნეს ქვანახშირით დატვირთული პირველი ვაგონი. ამ ახალმა რკინიგზამ ხელმისაწვდომი გახადა დასავლეთ ვირჯინიის ხელშეუხებელი ქვანახშირის საბადოები და დააჩქარა მოსახლეობის ზრდის ტემპი ამ ტერიტორიაზე. რეგიონის აგრიკულტურული ეკონომიკა გადაიქცა ინდუსტრიულად და პრაქტიკულად ერთ ღამეში აშენდა ორი ახალი ქალაქი. მაღალმა ხელფასებმა და იაფფასიანმა საცხოვრებელმა დასავლეთ ვირჯინიაში მიიზიდა ათასობით ევროპელი იმიგრანტი. მათთან ერთად, აფრო-ამერიკელების დიდი რაოდენობა გადმოვიდა აქ სამხრეთი შტატებიდან. მაკდოველის ოლქის შავკანიანთა მოსახლეობა 1880-1910 წლებში 0.1 პროცენტიდან 30.7 პროცენტამდე გაიზარდა.

დასავლეთ ვირჯინიის ახალ მკვიდრთა უმეტესობა მალევე იქცა ქვანახშირის ინდუსტრიის მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური სისტემის ნაწილად. მაღაროელები მუშაობდნენ კომპანიის მაღაროებში, კომპანიის ინსტრუმენტებითა და აღჭურვილობით, რომლებსაც კომპანია იჯარით აძლევდა მუშებს. კომპანიის სახლების ქირა და კომპანიის მაღაზიაში ნაყიდი საქონის ფასი იქვითებოდა მაღაროელების ხელფასს. მაღაზიები, თავის მხრივ, თავის საქონელს ადებდნენ ძალიან დიდ ფასებს, რადგან საქონლის ყიდვის სხვა ალტერნატივა არ არსებობდა. ქვანახშირის კომპანიებმა, რათა დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ მაღაროელები მთელ ხელფასს მათ მაღაზიებში დახარჯავდნენ, შემოიღეს საკუთარი მონეტარული სისტემა. მაღაროელებს უხდიდნენ ტალონებით, რომლების გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ კომპანიის მაღაზიებში. მაშინაც კი, თუ ხელფასი მოიმატებდა, ქვანახშირის კომპანიები უბრალოდ ზრდიდნენ ფასებს საკუთარ მაღაზიებში და ამით ინაზღაურებდნენ დანაკარგს. Continue reading კლასობრივი ბრძოლა დასავლეთ ვირჯინიის მაღაროებში

უნგრეთი 1956 – ნიკ ჰიტი

ტექსტი აღწერს უნგრელ მუშათა რევოლუციის ისტორიას კომუნისტური დიქტატურის წინააღმდეგ, რომლის დროსაც გამოცხადებული იყო საყოველთაო გაფიცვა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდა მუშათა საბჭოები. ქალაქებში მუშები შეიარაღდნენ და შეუერთდნენ ჯარისკაცებს, თუმცა საბოლოოდ დამარცხდნენ საბჭოთა ტანკების მიერ.

ჩვენ არ ვიხსენებთ 1956 წლის აჯანყებას ნოსტალგიის გამო: 1956 წლის უნგრეთი წარმოადგენს ჩინებულ მაგალითს, თუ როგორ შეუძლია თვითორგანიზებულ მუშათა კლასს ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ამ მოვლენას ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის ის გარემოება, რომ მოხდა სწორედ ერთ-ერთ მითიურ „მუშათა სახელმწიფოში“.  ამ აჯანყებამ ბევრს უჩვენა კაპიტალიზმისა და საბჭოთა კომუნიზმის – [იგივე სახელმწიფო კაპიტალიზმის] ალტერნატივა და წააქეზა ნამდვილი რევოლუციური პოლიტიკის მატარებელი მოძრაობები.

„ფაშისტები“

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, როდესაც საბჭოთა არმია შევიდა აღმოსავლეთ ევროპაში, მას რეალურად არ გაუთავისუფლებია მუშები და გლეხები. გაბატონებული სისტემა აგრძელებდა არებობას, სტალინი კი მხარს უჭერდა რეაქციულ მთავრობებს. 1919 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე უნგრეთი იტანჯებოდა ადმირალ ჰორტის ფაშისტური რეჟიმის ქვეშ, რომელმაც დახოცა ათასობით ადამიანი და გააგზავნა 400 000 ებრაელი ნაცისტურ კონცენტრაციულ ბანაკებში. 1944 წელს წითელმა არმიამ „გაანთავისუფლა“ უნგრეთი და დანიშნა ახალი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უნგრეთის არმიის მთავარსარდალი ბელა მილკოსი, კაცი, რომელიც დაჯილდოებული იყო რკინის ჯვრით ადოლფ ჰიტლერის მიერ. კომუნისტურმა პარტიამ მალევე დაიწყო უნგრეთის მთავრობაში შეღწევა. მან ხელში ჩაიგდო შინაგან საქმეთა სამინისტრო და უნგრეთის საიდუმლო პოლიცია – AVO. უნგრეთის მუშათა კლასს ყოველთვის სძულდა AVO მკვლელობებისა და წამების არცთუ იშვიათი პრეცენდენტების და უნგრულ საზოგადოებაში პრივილეგიური პოზიციის გამო. AVO-ს თანამშრომლის ხელფასი 12-13-ჯერ აღემატებოდა რიგითი მუშის საშუალო ხელფასს.

ამასობაში კი საბჭოთა არმია ძარცვავდა უნგრეთს. მან მიჰქონდათ ხორბლის, ხორცის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დიდი ოდენობა. საბჭოთა კავშირმა დააკისრა უნგრეთს უზარმაზარი რეპარაციების გადახდა. ეს კი ნიშნავდა, რომ გადახდა მოუწევდა მუშათა კლასს, საკვების უკმარისობისა და დაბალი ხელფასების ხარჯზე. 1948 წელს საბჭოთა ხელისუფლებას აჯანყების შიშით, მოუწია გაეუქმებინა რეპარაციების ნახევარი. თუმცა მოსკოვი აგრძელებდა უნგრეთის ექსპლუატაციას სხვა გაგებით: იგი ყიდდა უნგრეთში თავის საქონელს მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით მაღალ ფასებად, ხოლო უნგრულ საქონელს ყიდულობდა მსოფლიო სტანდარტებზე ბევრად იაფად. 1950 წლისთვის უნგრეთი უკვე მთლიანად იყო ინტეგრირებული სსრკ-ს პლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აგრიკულტურული კოლექტივიზაციითა და ნაციონალიზებური ინდუსტრიით. თუმცა უკმაყოფილება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მუშები ახალ სისტემას აპროტესტებდნენ სამუშაოს შესრულების ცუდი ხარისხით, გაცდენებითა და მუშაობის ნელი ტემპით. უკმაყოფილება ძალიან სწრაფად გავრცელდა. ასევე, გახშირდა უთანხმოებები კომუნისტურ პარტიაში, რის გამოც დაიწყო რეპრესიები. უნგრეთში პარტიიდან გარიცხეს 483 000 წევრი, ხოლო რამდენიმე ასეული წევრი სიკვდილით დასაჯეს. Continue reading უნგრეთი 1956 – ნიკ ჰიტი

ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

კორეის ანარქისტული ფედერაცია, 1928

როდესაც საუბარი ეხება ეროვნულ გათავისუფლებას, ანარქისტებისთვის მნიშვნელოვანი ხდება ორი სიტუაციის გარჩევა, 1- კულტურული შეზღუდვების მოხსნა აჯანყებულთა მიერ აღიქმება, როგორც სოციალური გათავისუფლების პროგრამის ნაწილი. 2- სოციალური გათავისუფლების წინაპირობად აჯანყებულები მიიჩნევენ ნაციონალურ ავტონომიას / ფედერაციას / სახელმწიფოს. ე.ი. ტერიტორიულ გაერთიანებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ერის კონცეფცია. ერის კონცეფცია მოისაზრებს, რომ არსებობს გარკვეული ეთნოსი, რომლის განსაზღვრა ობიექტურად შესაძლებელია, და მას უნდა ჰქონდეს გარკვეულ რეგიონში კულტურული პოლიტიკის ჩატარების უზენაესი უფლება.

პირველ შემთხვევაში ჩვენ ვაწყდებით ტერმინოლოგიურ შეცდომას. აჯანყებულები, რომლებსაც სურთ, ყველაფერთან ერთად, ჩაგვრის დაძლევა კულტურისა და ენის სფეროებში, ამას შეცდომით უწოდებენ ეროვნულ გათავისუფლებას. ამის შედეგად, ისინი ხელახლა აწარმოებენ მითს, რომ სახელმწიფოს გარეშე შესაძლებელია არსებობა ერისა, რომლის წარმომადგენლებიც ფლობენ უცვლადი თვისებების რიგს. ასეთ შემთხვევაში, აჯანყებულებს მუდამ უწევთ ძალიან ბევრი ენერგიის დახარჯვა იმის ახსნაზე, თუ რას გულისხმობენ ისინი ყოველ ცალკეულ შემთხვევაში და თუ რატომ არ ეწინააღმდეგება ხალხის ერებად დაყოფის იდეა საყოველთაო თანასწორობას.

მეორე შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ერის არსებობის შენარჩუნებისა და მისთვის საარსებო სივრცის გამოყოფის სურვილს. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ დემოკრატიული ცვლილებები მთლიანი ერისთვის იქნება სასარგებლო. აქ არსებობს მთავარი წინააღმდეგობა – ერის სრულყოფილი არსებობისთვის ტერიტორიის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ეროვნებების განდევნისა ან შევიწროების გზით. შედეგად ჩვენ ვიღებთ ერების დაპირისპირებას, რომლიდანაც გამომდინარეობს კულტურული ზეწოლა იმათზე, ვინც არ ერგება ეროვნულ სტანდარტებს, ახალი საზღვრების წარმოქმნა და კულტურისა და ენის საკითხებით გამოწვეული ომები. ე.ი. ხელახლა იწარმოება კულტურული ზეწოლის სიტუაცია, ახლა უკვე იმათ მხრიდან, ვინც აპირებს, ყველანაირი საშუალებით დაიცვას თავისი წარმოსახვითი საზოგადოება. Continue reading ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და ანარქიზმი

სუბკომანდანტე მარკოსის ცხოვრების წესი

მე არ შემიძლია საკუთარ თავს მივანიჭო ისეთი ფუფუნება, როგორიც ტყულია.

არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამ ნიღაბის უკან, მთავარია რას სიმბოლიზირებს ის.

დიახ, მარკოსი – გეია. მარკოსი გეია სან-ფრანცისკოში, ზანგი – სამხრეთ აფრიკაში, მექსიკელი სან-ისიდროში (ქალაქი ამერიკაში მექსიკის საზღვართან -ა.ბ.). ანარქისტი – ესპანეთში. პალესტინელი ისრაელში. ინდიელი სან-კრისტობალის ქუჩებზე, ებრაელი გერმანიაში,  ბოშა პოლონეთში,  პაციფისტი ბოსნიაში, მარტოხელა ქალი მეტროში საღამოს ათი საათის შემდეგ, გლეხი მიწის გარეშე, ქურდი ჯურღმულში, უმუშევარი, უბედური სტუდენტი და რათქმაუნდა ზაპატისტა მთებში. მარკოსი ესაა ყველა ჩაგრული, შეურაცხყოფილი და დაბეჩავებული მმართველი უმცირესობის მიერ, რომლებიც აჯანყდნენ და ამბობენ: საკმარისია.

არავინ საჭიროებს თანხმობას, რომ იყოს თავისუფალი.

თავისუფლება გავს მზის ამოსვლას, ამ დროს ბევრი ამჯობინებს  ძილს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იღვიძებენ ჯერ კიდევ მაშინ როცა ბნელა, რათა არაფერი გამოტოვონ.

Continue reading სუბკომანდანტე მარკოსის ცხოვრების წესი