Category Archives: ბიოგრაფიული

პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

2003 წლის ოქტომბერში ლატვიურმა პრესამ გამოაქვეყნა სტატიების მთელი სერია ლატვიელი ანარქისტის, იანის ჟაკლისის, შესახებ. მათი უმეტესობა ეყრდნობოდა ფილიპ რუფის ნაშრომს, რომელმაც სიდნის ქუჩის შტურმის 20 წლიანი გამოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ჟაკლისი იყო ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში: პეტრე მღებავის ფსევდონიმით. ქვემოთ მოყვანილი ტექსტის ავტორი პოლ ბანკოვსკი, ცნობილი ჟურნალისტი და ნოველისტია. მისი 2002 წლის ნოველა, „მისტერ ლატვია“ ეხება სიდნის ქუჩაზე მომხდარი ამბის მონაწილეებს.

Melnais Peteris (შავი პეტრე)

საიუველირო მაღაზიის ძარცვის წარუმატებელი მცდელობიდან თითქმის 100 წლის შემდეგ ინგლისელი ისტორიკოსი ახლაც მიჰყვება მთავარი ეჭვმიტანილის კვალს. ამ დროის განმავლობაში, კაცი, ზედმეტსახელად „პეტრე მღებავი“ ნამდვილ ლეგენდად იქცა.. იგი გახლავთ ყველაზე ცნობილი ლატვიელი ლონდონში.

როდესაც დავამთავრე „მისტერ ლატვიის“ წერა და დავაპირე მისი გაგზავნა ლატვიურ ჟურნალ Karogs-ში, გადავწყვიტე, რომ რედაქციაში ჩემი მისვლა და ხელნაწერის მიტანა ჭკვიანური არ იქნებოდა. ასე ყველასთვის ნათელი გახდებოდა, რომ „მისტერ ლატვია“ ჩემი შემოქმედება იყო. კონსპირაციისთვის, ხელნაწერი გავატანე მძღოლს. მან ის პირდაპირ რედაქტორის ოფისში მიიტანა. სიუჟეტი მიიღეს და ეჭვიც არავის აუღია. თან, ასეთი ეშმაკობა უხდებოდა კიდეც წიგნს, რომელშიც ყველა პიროვნება გაყალბებულია. ასევე წიგნს, რომელიც დაწერილია ლეგენდარული „პეტრე მღებავზე“ (ან პეტრე მსახიობზე, რადგან სახლების მღებავობასთან ერთად, იგი მსახიობიც იყო), ლატვიელ ანარქისტზე, რომელიც რუსეთის იმპერიას გაექცა და გამოიწვია უპრენცენდენტო აურზაური 1910 წლის ლონდონში. იმ დროს მე არც კი ვიცოდი, რომ პეტრე მღებავი დაბრუნდებოდა, არა როგორც უცნაური ლეგენდა, არამედ როგორც ნამდვილი კაცი, თავისი სახელით, გვარით და ცხოვრების ისტორიით.

წიგნის გამოქვეყნების შემდეგ, ხშირად მეკითხებოდნენ, ეს ამბავი სინამდვილეა თუ ფიქცია. ლონდონისგან განსხვავებით, ლატვიაში პეტრე მღებავი არასოდეს ქცეულა დიდ ლეგენდად, რომლის შესახებ მიუზიკლებშიც კი მღერიან. ლონდონში იგი ისეთივე ცნობილია, როგორც ჯეკ მფატრავი. „იგი იყო თავისი დროის ბინ ლადენი“ – ცოტათი გაზვიადებულად შეამკო იგი აღმოსავლეთ ლონდონის ისტორიკოსმა, ბილ ფიშერმენმა, ლონდონის საიდუმლოებისთვის მიძღვნილ ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში. ამათან ერთად, ლონდონში არსებობს პეტრე მღებავის სახელობის ბარები და დეკორაციის კომპანიები.

„მისტერ ლატვიის“ წერისას მე მაინტერესებდა ლატვიელების მოღვაწეობა საზღვარგარეთ, მაგრამ არა ყველა ქმედება, არამედ მხოლოდ ისეთები, რომელბმაც გამოიწვია დიდი ხმაური, კვალი დატოვა ხალხის მეხსიერებაში და იქცა ლეგენდად. ამიტომაც გადავიწვიტე, დამეწერა წიგნი პეტრე მღებავის შესახებ, რომელიც, როგორც მე მითხრეს, „სინამდვილეში უნდა ყოფილიყო მსახიობი გედერტ ელიასი“. ანდრის მელაკაუსმა, რომელიც ლონდონში ცხოვრების დროს აგროვებდა ინფორმაციას განთქმულ თანამემამულეზე, მათხოვა რამდენიმე სხვადასხვა წიგნი პეტრეს შესახებ (მათი სახელწოდებები ჩამოთვლილია „მისტერ ლატვიის“ ბოლოს, ბიბლიოგრაფიაში). პეტრე მღებავის და ელიასის სურათებისა და ბიოგრაფიების შედარების შემდეგ, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია, – მაგრამ იმ დროს მე ეს არ მივიჩნიე მნიშვნელოვნად. მე მაინტერესებდა თვითონ ისტორია, გაყალბებული პიროვნებები და მეტსახელები. კაცი, რომელიც გაჩნდა ისტორიის გარკვეულ პერიოდში, შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარდა და დატოვა უამრავი ჰიპოთეზა და თეორია თავისი პიროვნების შესახებ. Continue reading პეტრე მღებავი და შტურმი სიდნის ქუჩაზე

სუბკომანდანტე მარკოსის ცხოვრების წესი

მე არ შემიძლია საკუთარ თავს მივანიჭო ისეთი ფუფუნება, როგორიც ტყულია.

არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამ ნიღაბის უკან, მთავარია რას სიმბოლიზირებს ის.

დიახ, მარკოსი – გეია. მარკოსი გეია სან-ფრანცისკოში, ზანგი – სამხრეთ აფრიკაში, მექსიკელი სან-ისიდროში (ქალაქი ამერიკაში მექსიკის საზღვართან -ა.ბ.). ანარქისტი – ესპანეთში. პალესტინელი ისრაელში. ინდიელი სან-კრისტობალის ქუჩებზე, ებრაელი გერმანიაში,  ბოშა პოლონეთში,  პაციფისტი ბოსნიაში, მარტოხელა ქალი მეტროში საღამოს ათი საათის შემდეგ, გლეხი მიწის გარეშე, ქურდი ჯურღმულში, უმუშევარი, უბედური სტუდენტი და რათქმაუნდა ზაპატისტა მთებში. მარკოსი ესაა ყველა ჩაგრული, შეურაცხყოფილი და დაბეჩავებული მმართველი უმცირესობის მიერ, რომლებიც აჯანყდნენ და ამბობენ: საკმარისია.

არავინ საჭიროებს თანხმობას, რომ იყოს თავისუფალი.

თავისუფლება გავს მზის ამოსვლას, ამ დროს ბევრი ამჯობინებს  ძილს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც იღვიძებენ ჯერ კიდევ მაშინ როცა ბნელა, რათა არაფერი გამოტოვონ.

Continue reading სუბკომანდანტე მარკოსის ცხოვრების წესი

ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

დაკავებულის ფოტოაღწერის პროცედურის (mug shot) გამომგონებელის, ალფონსო ბერტილონის მიერ გადაღებული რავაშოლი, 1892


რანგ ანარქისტთა წრეში XIX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში პოპულარული გახდა ე.წ. “დინამიტით პროპაგანდის” იდეა. ველაზე რეზონანსული იყო 1892 წ. ოწყობილი თავდასხმების სერია, რომელიც მიზნად ისახავდა კლიშის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საქმეში მონაწილე სამი ანარქისტის დაპატიმრებისა და სასტიკად წამებისათვის, სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატისათვის, სათანადო პასუხის გაცემას. 1892 წლის 12 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით პარიზში ანარქისტებმა სამი ტერაქტის ორგანიზება მოახდინეს. ტერაქტების სულისჩამდგმელი და ყველაზე აქტიური მონაწილე რავაშოლი 30 მარტს დაპატიმრებულ იქნა.ქ მოყვანილია მის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა, სადაც ის „დამნაშავის“ პოზიციიდან, დანაშაულის ნამდვილ მიზეზებსა და სასამართლო სისტემის უვარგისობაზე საუბრობს. ვინაიდან სახელმწიფოს სადამსჯელო აპარატი,რომელიც გაბატონებული კლასის ინსტრუმენტია, მიმართულია საზოგადოების მიერ გარიყული და ცხოვრების მიერ უკიდურეს მდგომარეობაში აყენებული ადამიანების ნების დათრგუნვისაკენ.

სასამართლომ რავაშოლს სიკვდილით დასჯა გამოუტანა. ისი ბოლო სიტყვები იყო A mort la société bourgeoise et vive l’anarchie!(სიკვდილი ბურჟუაზიულ საზოგადოებას, გაუმარჯოსანარქიას).

მე ვიღებ სიტყვას არა თავის გამართლებისათვის, ვინაიდან ჩემს დანაშაულებზე პასუხს აგებს საზოგადოება, რომელიც ადამიანებს ბრძოლისაკენ უბიძგებს. ანა ჩვენს ეპოქაში ყველა კლასის წარმომადგენლები არ ოცნებობენ – არ ვიტყვი სიკვდილს, ეს სიტყვა არასასიამოვნოდ ჟერს, სხვების უბედურებას, თუ ის მოემსახურება მათ სარგებელს? ანა მეწარმე არ ოცნებობს თავისი კონკურენტის სიკვდილზე? ა განა ყველა კომერსანტი არ ოცნებობს იყოს ერთადერთი თავის დარგში? განა მუშევარი სამუშაო ადგილის იმედით არ ელოდება როდის გაანთავისუფლებს მეწარმე მუშას ამა თუ იმ მიზეზის გამო სამსახურიდან? Continue reading ანარქისტ რავაშოლის მიერ სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვა

ფრანცისკო ფერერი

ცნობილი ესპანელი ანარქისტი და ლიბერტარიანელი პედაგოგი ფრანცისკო ფერერი (10 იანვარი 1859 – 13 ოქტომბერი 1909)

ფრანცისკო ფერერი, შეიძლება ითქვას თანამედროვე დროის ერეტიკოსია აღსრულებული ერეტიკოსობისთვის. მისი ნაშრომი თანამედროვე სკოლის წარმოშობაზე და იდეაზე იყო კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული და ძალიან ინსპირაციული[*] წიგნი. სწორედ ამ წიგნში ამტკიცებდა ფერერი ქალ-ვაჟების ერთად სწავლების აუცილებლობაზე.

მეხუთე თავში, ის აღნიშნავს, “ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ჩვენს რაციონალურ პროგრამაში, ინტელექტუალურ კონდინციაზე და მომავალზე, იქნებოდა თანამედროვე ცრურწმენების დაძლევა და ქალებისა და ვაჟებისთვის ერთად სწავლების საშუალება.” ის აგრეთვე აცხადებდა რომ ღარიბებისა და მდიდრების შვილებიც ერთად უნდა სწავლობდნენ საჯარო სკოლაში. მეექვსე თავში ის ამბობს: “განსხვავებულ სქესთან ერთად განსხვავებული სოციალური ფენების ბავშვებიც ერთად უნდა სწავლობდნენ. შესაძლოა მე დამეარსებინა სკოლა, სადაც საგნებს უფასოდ შევასწავლიდი ბავშვებს, მაგრამ სკოლა მხოლოდ ღარიბებისთვის იქნებოდა არარაციონალური, ხოლო მას მერე, რაც უკუგდებული იქნებოდა მორჩილებისა და ბრმა ნდობის სწავლება, როგორც ეს ძველი ყაიდის სკოლებშია, მაშინ ისინი იქნებოდნენ მიდრეკილები ამბოხისაკენ და გაუღვივდებოდათ სიძულვილის გრძნობა”. Continue reading ფრანცისკო ფერერი