Category Archives: კრიტიკა

ალან კირბი – პოსტმოდერნიზმის სიკვდილი და შემდეგ

C_006

ახლა წინ მიდევს განმარტებების მოდული, რომელიც ერთ-ერთი ბრიტანული უნივერსიტეტის ინგილისური დეპარტამენტის ვებსაიტიდან გადმოვწერე. იგი აგრეთვე მოიცავს ყოველკვირეულ სტატისტიკას, სტუდენტთა სიას, რომელთა გარკვეული რაოდენობა ნებაყოფლობით გაეცნო „პოსტმოდერნული მწერლობის“ საგანს. და ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტების სახელები მითითებული არ არის, მიანიშნებს არა იმაზე, რომ ესა თუ ის მოდული სამარცხვინო სტატისტიკას გვამცნობს, არამედ იმაზე, რომ იგი მარჯვედ ასახავს სასწავლო საგნების შედარებით ანალიზს, რომელი საგნებიც ვირტუალურად უნდა ასწავლონ ყველა ინგლისურ დეპარტამენტში მომდევნო აკადემიური წლიდან. მოდული გვამცნობს, რომ : – „ეს საგანი გაგვაცნობს პოსტმოდერნიზმისა და პოსტმოდერნულობის გენერალურ თემებს, განიხილავს მათ ურთიერთობას თანამედროვე მწერლობასთან“ – რომ პოსტმოდერნიზმი თანამედროვე კულტურული კონტექსტია, რომელშიც ვცხოვრობთ და რომლის პროდუქტიც თავად ვართ, თუმცა შედარებითი ანალიზი ფაქტობრივად ცხადყოფს, რომ იგი მკვდარია და დაკრძალულია. Continue reading ალან კირბი – პოსტმოდერნიზმის სიკვდილი და შემდეგ

თორნიკე ჩივაძე – ნეო-ფაშიზმი

ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride
ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride

30 იანვარს (2012 წელი) თბილისში მოეწყო  ნეო-ნაცისტების მცირე აქცია. აქციას მსვლელობის სახე ჰქონდა , ისინი ქალაქის ცენტრში თავხედურად აფრიალებდნენ ნაცისტური სიმბოლიკის მქონე დროშებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი ზრდასრული პიროვნებები იყვნენ და არა პატარა ცხვირმოუხოცავი ბავშვები! მოხდა საკმაოდ დაძაბული შელაპარაკება ბონჰედებსა (არ აგვერიოს ანარქო-პანკ სკინჰედებში) და ერთ-ერთ სტუდენტ გოგონას შორის, რომელმაც რეპლიკა ესროლა “მედროშეებს”. სამწუხაროდ ჩემთვის მეტი არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული აქციის შესახებ. ახლა კი ორიოდე სიტყვა ნეო-ფაშიზმზე.

პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ ფაშიზმი (გავაერთიანოთ ნაციზმთან) არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულ სწავლებად , ფაშიზმის ყველა ძირითადი იდეა რომლებიცაა, ანტი-იმიგრაცია, რასობრივი სიწმინდე, ნაციონალური პოლიტიკური უფლებები და შესაძლებლობები და სოციალური დარვინიზმი, რეალობასაა მოწყვეტილი და არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია (ამ თემის გაშლას აქ საჭიროდ არ მივიჩნევ, კითხვების შემთხვევაში ვეცდები დავამტკიცო ჩემი მოსაზრებები ცალ-ცალკე.) და მთლიანად ირაციონალურ რომანტიზმს ეფუძვნება. ფაშიზმი არის სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის შედეგი,რომელიც წარმოიშობა უთანასწორობის დროს საზოგადოების სხვადასხვა კლასებში. ფაშიზმი აჯანყების ინსტიქტის „სუბლიმაციაა“ ნაციონაიზმის ნიადაგზე. იყო ფაშისტი ნიშნავს ურტყა მეზობელს,როცა შენი ოჯახის წევრი გქურდავს. ფაშიზმი, პირველ რიგში, საზრდოობს პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის იდეალებით, ინტერნაციონალიზმის და კლასობრივი სოლიდარობის საპირისპიროდ. ფაშიზმის მიერ ნაციის განდიდება, იერარქიების თაყვანისცემაა, რომელიც „არსებობს“ ნაციებს შორის…
Continue reading თორნიკე ჩივაძე – ნეო-ფაშიზმი

სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი

social_democracyჯერ კიდევ 1911 წელს ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ მინიმალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა მუშებს ჩამოაცილებდა “რევოლუციურ სოციალიზმს”. 1930-იანი წლების დასაწყისში მისი ვარაუდები დადასტურდა, მეტიც, მისი სიტყვები დღესაც ეხმაურება თანამედროვეობას. სოციალ-დემოკრატია ერთდროულად საფლავიც და მესაფლავეცაა ყველა სოციალური მოძრაობისა. “პროგრესივიზმის” ნიღაბს ამოფარებული, იგი ართმევს მასებს ყოველ შანსს, მისწრაფებას, მოიპოვონ თავისუფლება. სოციალური და ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სოციალ-დემოკრატები კომპრომისზე მიდიოდნენ, მაგრამ როცა მონაპოვარი თვალშისაცემი და ხელშესახები იყო, ისინი სწრაფადვე ცდილობდნენ მის მონოპოლიზაციას. ეს “მომგებიანი კომპრომისის” პოლიტიკა წამიერად ტრანსფორმირდებოდა თანამედროვე კაპიტალიზმის ქვაკუთხედად, ამდენად, სოციალ-დემოკრატია თვითონვე იქცა კაპიტალიზმის ბოლო ციხესიმაგრედ. ამავე ტრანსფორმაციის შედეგს შეგვიძლია ირონიულად ვუწოდოთ “კაპიტალიზმი ადამიანური სახით” – მეცხრამეტე საუკუნის მიწურულისა და მეოცე საუკუნის საწყის ორ დეკადაში გაბატონებულ კაპიტალიზმთან შედარებით – იმდენად, რამდენადაც ისინი ხასიათდებოდნენ, როგორც “ველური კაპიტალიზმი”. კაპიტალიზმის “ჰუმანიზაცია”, ან, უკეთ რომ ვთქვათ, გადარჩენის მცდელობა, ერთდროულად ტრაგედია და ბედის ირონიაა ძველი სოციალისტებისა, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პირველ ინტერნაციონალში.

ფაქტობრივად, ტრაგედიაა ისიც, როცა მარქსი, – მისი შეხედულებების გვიანდელი მხარდამჭერების თანახმად, – “აჭიანურებდა კაპიტალიზმის განადგურების გენერალურ იდეას, რომელსაც მისი მოწოდებები ქაღალდზე დაუყოვნებლივ მოითხოვდნენ.” სიტუაციის დრამატიზება მაშინ მოხდა, როცა, ამ სახის სოციალ-დემოკრატიისაგან ლენინიზმი წარმოიშვა. Continue reading სოციალ-დემოკრატია – კაპიტალიზმის უკანასკნელი იმედი