დევიდ გრებერი – ხართ თუ არა ანარქისტი? პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ!

არის შანსი, რომ თქვენ უკვე გქონდეთ გაგონილი, იმის შესახებ თუ ვინ არიან ანარქისტები და რისი სჯერათ მათ. არის შანსი, რომ ყველაფერი რაც გაგიგონიათ სისულელეა. ბევრი ფიქრობს, რომ ანარქისტები ძალადობას, ქაოსს და დესტრუქციას ემხრობიან, რომ ისინი ყველანაირი ფორმის წესრიგის და ორგანიზაციის წინააღმდეგნი არიან, ან რომ ისინი გადარეული ნიჰილისტები არიან, რომელთაც უბრალოდ ყველაფრის აფეთქება სურთ.  სინამდვილეში არაფერი შეიძლება იყოს ამაზე შორს სიმართლისგან. ანარქისტები უბრალოდ ის ხალხია, ვისაც სჯერა რომ ადამიანს აქვს იმის უნარი, რომ ძალდატანების გარეშე მოიქცეს კეთილგონივრულად. ეს მართლაც ძალიან მარტივი მოსაზრებაა. მაგრამ ის მდიდრებს და ძალაუფლების მქონეთ მუდამ მიაჩნდათ უკიდურესად საშიშ მოსაზრებად. ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, ანარქისტული რწმენა დგას ორ ელემენტარულ ვარაუდზე. პირველი არის ის, რომ ადამიანების ქცევა ჩვეუელბრივ ვითარებაში არის გონივრული და წესიერი და მათ შეუძლიათ საკუთარი თავის და საზოგადოების ორგანიზება გარე მითითებების გარეშე. მეორე არის ის რომ ძალაუფლება რყვნის. ყველაზე მეტად ანარქიზმი არის სიმამაცის მოკრება, რომ ავიღოთ მარტივი ადამიანური პრინციპები, რომლითაც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ და მივყვეთ მათ თავიანთ ლოგიკურ დასასრულამდე. შეიძლება ეს უცნაურად ჩანდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში შენ უკვე ხარ ანარქისტი. უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებ. დავიწყოთ მაგალითით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან.

  • როგორ მოიქცევით გადატვირთულ ავტობუსში რიგში დგომისას? დაელოდებით თქვენს რიგს და შეიკავებთ თავს მუჯლუგუნით გზის გაკაფვისგან, მაშინაც კი როცა პოლიცია არ იქნება?

თუ თქვენ მშვიდად დაელოდებით თქვენს რიგს, ესეიგი ნაჩვევი ხართ ანარქისტივით მოქცევას. თვით-ორგანიზება ყველაზე მთავარი ანარქისტული პრინციპია, ანუ მოსაზრება რომ ადამიანებს არ სჭირდებათ სასჯელის შიში, იმისათვის რომ ერთმანეთთან დაამყარონ გონივრული ურთიერთობა, ან რომ ერთმანეთს ღირსეულად და პატივისცემით მოექცნენ. ყველას სჯერა, რომ შეუძლია გონივრულად მოქცევა. თუ ისინი ფიქრობენ რომ კანონები და პოლიცია საჭიროა, ეს მხოლოდ იმიტომ რომ მათ არ სჯერათ სხვა ადამიანების. მაგრამ თუ დაფიქრდებით, ყველა ეს ადამიანი თქვენზეც იგივეს არ ფიქრობს? ანარქისტები ამბობენ რომ თითქმის ყველა ანტი-სოციალური ქცევა, რომელიც გვაფიქრებინებს რომ საჭიროა არმიების, პოლიციის, ციხეების და სახელმწიფოს კონტროლის არსებობა, სინამდვილეში გამოწვეულია სისტემური უთანასწორობით და უსამართლობით, რომელსაც შესაძლებელს ხდის სწორედ ეს არმიები, პოლიცია, ციხეები და სახელმწიფო. ეს ყველაფერი ჩაკეტილი წრეა. თუ ხალხი მიეჩვია, რომ მათ აზრს არაფრად აგდებენ, მოსალოდნელია რომ ისინი იქნებიან გაღიზიანებულები და ცინიკურები, სასტიკებიც კი. რაც რა თქმა უნდა შემდგომ უფრო მარტივს ხდის ძალაუფლების მქონეთათვის ამ ხალხის აზრის უგულებელყოფას.  როდესაც ხალხი გაიგებს, რომ მათ შეხედულებასაც აქვს მნიშვნელობა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვისას, მაშინ დაიწყებენ ერთმანეთის უკეთ გაგებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ანარქისტებს სჯერათ რომ ძალაუფლება და მისი შედეგები ხდის ადამიანებს სულელებს და უპასუხისმგებლოებს.

  • ხართ კლუბის, სპორტული გუნდის ან რაიმე სხვა მოხალისეობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის წევრი? სადაც გადაწყვეტილებები არ მიიღება ლიდერის მიერ, არამედ საერთო თანხმობაზე დაყრდნობით?

თუ თქვენი პასუხია დადებითია, მაშინ თქვენ ეკუთვნით ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ანარქისტულ პრინციპებზე. სხვა ძირითადი ანარქისტული პრინციპი არის ნებაყოფლობითი გაერთიანება. ეს უბრალოდ დემოკრატიული პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვის საკითხია. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ანარქისტებს სჯერათ ისეთი საზოგადოების შესაძლებლობის, სადაც ყველაფერი იქნება ორგანიზებული ამ პრინციპების თანახმად, სადაც ყველა ჯგუფი იქნება დაფუძნებული მათი წევრების თავისუფალ შეთანხმებაზე, და აქედან გამომდინარე მეტად აღარ იქნება საჭირო იერარქიული, ბრძანებათა ჯაჭვზე დაფუძნებული სამხედრო ტიპის ორგანიზაციები, როგორებიცაა არმიები, ბიუროკრატიები ან დიდი კორპორაციები. შეიძლება თქვენ არ გჯერათ რომ ეს შესაძლებელია, შეიძლება გჯერათ კიდეც. მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც აღწევთ შეთანხმებას კონსენსუსი და არა მუქარის გზით, ყოველ ჯერზე როდესაც ნებაყოფლობით თანხმდებით სხვა ადამიანთან, მიდიხართ კომპრომისზე, იმის გათვალისწინებით, რომ შედიხართ სხვა ადამიანის კონკრეტულ სიტუაციაში ან მისი საჭიროების გამო თმობთ რაღაცას, თქვენ იქცევით როგორც ანარქისტი, იმის მიუხედავათ იაზრებთ ამას თუ არა. ანარქიზმი ეს არის უბრალოდ წესი როგორც იქცევიან ადამიანები, როდესაც ისინი არიან თავისუფლები თავიანთ არჩევანში, და როდესაც მათ საქმე თავიანთ თანასწორებთან აქვთ, და აქედან გამომდინარე ცნობიერნი არიან იმ პასუხისმგებლობის რაც ამას მოსდევს. ამას მივყავართ სხვა მნიშნვნელოვან მომენტამდე: ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ კეთილგონიერნი და ყურადღებიანნი თავიანთ თანასწორებთან, მაგრამ ადამიანის ბუნება ისეთია რომ მისგან იგივეს არ შეიძლება მოველოდეთ, როდესაც მას მივცემთ ძალაუფლებას სხვებზე. მიეცით მსგავსი ძალაუფლება და ადამიანი თითქმის აუცილებლად ბოროტად გამოიყენებს მას.

  • ფიქრობთ რომ უმეტესი პოლიტიკოსი ეგოისტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანია, რომელსაც სულ არ ანაღვლებს საჯარო ინტერესები? ფიქრობთ რომ ეკონომიკური სისტემა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სულელური და უსამართლოა?

თუ თქვენი პასუხია დადებითია, მაშინ თქვენ ემხრობით საზოგადოების ანარქისტულ კრიტიკას,სულ მცირე მის ყველაზე ფართო მონახაზს. ანარქისტები ფიქრობენ, რომ ძალაუფლება რყვნის და მათ ვინც მთელი თავიანთი ცხოვრება ძალაუფლების მოპოვებისთვის იბრძვიის ყველაზე ნაკელბად ეკუთვნის ის. ანარქისტები თვლიან, რომ დღევანდელი ეკონომიკური სისტემა უფრო მეტად მიმუართულია იმისკენ რომ დააჯილდოფოს ადამიანები ეგოისტობისთვის და უღირსობისთვის, ვიდრე წესიერი და მზრუნველი ადამიანობისთვის. უმეტესი ადამიანი ასე გრძნობს თავს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ უმეტესობის აზრით ამას ვერაფერი გამოასწორებს, ან – და ამას როგორც წესი ამბობენ ძალაუფლების მქონეთა ერთგული მსახურები – ამ სიტუაციის გამოსწორების მცდელობა, საბოლოოდ უარესს შედეგამდე მიგვიყვანს. მაგრამ იქნებ ეს არ არის სიმართლე? და არის კი რაიმე მიზეზი რომ ეს დავიჯეროთ? სრულიად არასწორი აღმოჩნდება ხოლმე ვარაუდები იმის შესახებ თუ რა მოხდებოდა სახელმწიფოს და კაპიტალიზმის გარეშე, როდესაც ნამდვილად შეამოწმებთ მათ. ათასობით წლები ხალხი ცხოვრობდა სახელმწიფოების გარეშე. მსოფლიოს ბევრ კუთხეში დღესაც ცხოვრობს ხალხი სახელმწიფოთა კონტროლს მიღმა. ისინიც ისე აწყობენ თავიანთ ცხოვრებას, როგორც ყველა დანარჩენი და სულაც არ ხოცავენ ერთმანეთს. რა თქმა უნდა კომპლექსურ, ურბანულ, ტექნოლოგურ საზოგადოებაში ეს ყველაფერი უფრო გართულებული იქნება, მაგრამ ტექნოლოგიას ასევე შეუძლია ამ პრობლემების გაცილებით მარტივად მოგვარება. ფაქტიურად ჩვენ არც კი დაგვიწყია ფიქრი, იმის თაობაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი ცხოვრება ტექნოლოგია მართლაც რომ ადამიანთა საჭიროების მიხედვით იქნას გამოყენებული. სინამდვილეში რამდენი საათი შრომა დაგვჭირდება საზოგადოების გამართულად ფუნქციონირებისთვის? ანუ თუ თავიდან მოვიშორებდით ისეთ უსარგებლო და დესტრუქციულ საქმიანობებს, როგორიცაა ტელემარკეტინგი, ადვოკატობა, ციხის მცველობა, ფინანსური ანალიტიკოსობა, საჯარო ურთიერთობების ექსპერტობა, ბიუროკრატობა და პოლიტიკოსობა, და თუ ნაცვლად კოსმოსური იარაღზე ან საბაზრო ბირჟის სისტემებზე მუშაობისა ჩვენს სამეცნიერო უნარებს მივმართავდით ისეთი სახიფათო და  მოსაბეზრებელი სამუშაოს მექანიზაციისთვის, როგორიცაა ქვანახშირის მოპოვება ან საპირფარეშოს დასუფთავება, და შემდეგ დარჩენილ სამუშაოს ყველასთვის თანაბრად გადავანაწილებდით? დღეში ხუთ საათი? თუ ოთხი? სამი? ორი? ეს არავინ იცის, რადგან ამის შესახებ კითხვასც კი არ სვამს არავინ. ანარქისტები ფიქრობენ, რომ ეს არის ზუსტად ის კითხვები რაც უნდა ისმებოდეს.

  • მართლა გჯერათ იმის რასაც თქვენს შვილებს ეუბნებით(ან თქვენი მშობლები გეუბნებიან)?

“მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო.” “ორი ტყული სიმართლეს არ მოგვცემს.”  “თავად მოაგვარე შენი გაფუჭებული საქმე.” “მოექეცი სხვებს ისე, როგორც ისურვებდი რომ შენ მოგქცეოდნენ.” ალბათ უნდა გადავწყვიტოთ ვატყუებთ თუ არა ჩვენს შვილებს, როდესაც ვეუბნებით მათ რა არის სწორი და რა არასწორი, ან ვართ თუ არა მზად რომ ეს მითითებები სერიოზულად აღვიქვათ. რადგან როდესაც ამ მორალურ პრინციპებს მიყვებით მათ ლოგიკურ დასასრულამდე საბოლოოდ ანარქიზმთან მიხვალთ. ავიღოთ პრინციპი, რომ ორი ტყუილი სიმართლეს არ გვაძლევს. თუკი მას მართა სერიოზულად მიიღებთ, მარტო ეს პრინციპი გამოაცლის მთლიან საძირკველს ომს და სისხლის სამართლის სისტემას. იგივე ეხება გაცემას. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს შვილებს, რომ მათ უნდა ისწავლონ გაცემა, ერთმანეთის საჭიროებების გათვალისწინება, დაეხმარონ ერთმანეთს. შემდეგ კი ჩვენ აღმოვჩნდებით რეალურ სამყაროში, სადაც ჩვენ ვუშვებთ რომ ყველა ბუნებრივად ეგოისტია და ჩვენი მეტოქეა. მაგრამ ანარქისტები აღნიშნავენ, რომ სიმართლეა ის რასაც ჩვენს შვილებს ვეუბნებით. კაცობრიობის ისტორიაში საკმაოდ ბევრი ღირებული მიღწევა, ყველა აღმოჩენა და მონაპოვარი, რამაც გააუმჯობესა ჩვენი ცხოვრება,  იყო დაფუძნებული თანამშრომლობაზე და ურთიერთდახმარებაზე. დღესაც კი უმტესი ჩვენთაგანი უფრო მეტ ფულს ხარჯავს მეგობრებზე და ოჯახზე ვიდრე საკუთარ თავზე. არ არსებობს მიზეზი თუ რატომ უნდა იყოს საზოგადოება დაფუძნებული კონკურენციული ქცევის წახალისებაზე, მითუმეტეს თუ რატომ უნდა იყოს შეჯიბრი საჭირო ცხოვრებისათვის აცუილებელი პირობებისათვის. ეს მხოლოდ ძალაუფლების მქონეთა ინტერესში შედის, ვისაც უნდა რომ ხალხმა ერთმანეთის შიშში იცხოვროს. ამიტომაც ანარქისტები მოუწოდებენ საზოგადოებისკენ, რომელიც იქნება დაფუძნებული არა მარტო თაივუსფალ ურთიერთობაზე არამედ ურთიერთდახმარებაზეც. ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ბავშვი იზრდება ანარქისტული მორალით და შემდეგ ნელ-ნელა უწევს იმის გაცნობიერება, რომ მოზრდილთა სამყარო სინამდვილეში ასე არ მუშაობს. ამიტომ არის რომ ამდენი ახალგაზრდა ხდება მეამბოხე, გაუცხოებული, სუიციდურიც და საბოლოოდ კი მორჩილი და სასტიკი, როგორც მოზრდილი ადამიანი. ხშირად მათი ერთადერთი ნუგეში იმის შესალებლობაა, რომ  თავად აღზარდონ თავიანთი შვილები და მათ მოაჩვენონ რომ სამყარო სამართლიანია მაგრამ რა იქნება, ჩვენ რომ მართლა დაგვეწყო ისეთი სამყაროს შენება, რომელიც სხვა თუ არაფერი დაფუძნებული მაინც იქნებოდა სამართლიან პრინციპებზე? არ იქნებოდა ეს ყველაზე დიდი საჩუქარი რაც ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ შვილებს გაუკეთონ?

  • გჯერათ რომ ადამიანები თავიდანვე გარყვნილები და ბოროტები არიან? ან რომ ზოგიერთი ადამიანი (ქალები, ფერადკანიანები, ჩვეულებრივი ხალხი, ვინც არც მდიდარია და არც უმაღლესი განათლება აქვს) უუნარო სუბიექტები არიან, და ისინი ვინმე უფრო ჭკვიანის მიერ უნდა იყოს მართული?

თუ ასე ფიქრობთ, მაშინ როგორც ჩანს სულაც არ ხართ ანარქისტი. მაგრამ თუ თქვენი პასუხია არა, მაშინ გამოდის რომ თქვენ უკვე ემხრობით ანარქისტული პრინციპების 90 პროცენტს და სავარაუდოდ, ცხოვრობთ უმეტესად ამ პრინციპების შესაბამისად. ყოველთვის, როდესაც ყურადღებით და პატივისცემით ეპყრობით სხვა ადამიანს, თქვენ იქცევით როგორც ანარქისტი. ყოველთვის, როდესაც თქვენს უთანხმოებას სხვა ადამიანთან კომპრომისის საშუალებით აგვარებთ, ისმენთ ყველას სათქმელს, და არ აძლევთ საშუალებას ერთ ადამიანს გადაწყვიტოს ყველას გადასაწყვეტი, თქვენ ხართ ანარქისტი. ყოველთვის, როდესაც გაქვთ შესააძლებლობა ვინმეს დააძალოთ რაიმეს გაკეთება, მაგრამ გადაწყვეტთ რომ კეთილგონიერებისკენ ან სამართლიანობისკენ მოუწოდოთ, თქვენ ანარქისტი ხართ. იგივე ხდება ყოველთვის, როდესაც უაზიარებთ რაიმეს მეგობარს, ან გადაწყვეტილებას იღებთ იმის თაობაზე თუ ვინ გარეცხავს ჭურჭელს და ამ ყველაფერში სამართლიანობის პრინციპით ხელმძღვანელობთ. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ეს ყველაფერი კარგია თუ საქმე ადამიანების პატარა ჯგუფებთან გვაქვს, მაგრამ სულ სხვა საქმეა ქალაქის ან ქვეყნის მართვა. და რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი საკითხია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოების დეცენტრალიზაცია მოხდება და რაც შეიძლება მეტად გადავანაწილებთ ძალაუფლებას, მაინც დარჩება საგნები, რომელთაც დაჭირდება კორდინირება. დაწყებული რკინიგზებით დამთავრებული სამედიცინო კვლევების მიმართულებებით. მაგრამ ის რომ რაღაც რთულია, არ ნიშნავს რომ მისი გაკეთება დემოკრატიულად შეუძლებელია. უბრალოდ ამის გაკეთება რთული იქნება. სინამდვილეში, ანარქისტებს მრავალი სახის იდეა და ხედვა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართოს თავის თავი კომპლექსურმა საზოგადოებამ. მაგრამ მათი განხილვა ასეთი პატარა შესავალი ტექსტის ფარგლებს ცდება. საკმარისი იქნება ვთქვათ ჯერ ერთი, რომ ბევრმა ადამიანმა დახარჯა ბევრი დრო ნამდვილად დემოკრატიული და ჯანმრთელი საზოგადოების მოდელების შექმნაში და მეოერე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომ ანარქისტები არ იჩემებენ სრულყოფილი მოდელის ქონას. ჭეშმარიტება ის არის, რომ ჩვენ ალბათ ვერც წარმოვიდგენთ იმ პრობლემების ნახევარს, რაც ნამდვილად დემოკრატიული საზოგადოების შექმნის მცდელობისას გამოჩნდება. და მაინც, ჩვენ გვჯერა ადამიანის გამჭრიახობის და ასეთი პრობლემები ყოველთვის შეიძლება გადაიჭრას, თუკი ჩვენს ფუნდამენტურ პრინციპებს მივყვებით, რომლებიც საბოლოოდ უბრალოდ ფუნდამენტური ადამიანური პრინციპები აღმოჩნდა.

წყარო: http://bodvebi.wordpress.com/

Facebook Comments