ემილ პუჟე – რევოლუციური ლუკმა

Émile_Pouget
ანტიკური ხანის რომელიღაც ფილოსოფოსს  უთქვამს: „ბრძენი კანონს საკუთარ თავში ატარებს“. ეს ანარქიის მთელი კონცეფციაა ერთ სიტყვაში. მაგრამ იკითხავენ: „დიახ, მაგრამ არის კი ყველა ადამიანი ბრძენი?“

თავისთავად კითხვას კი არასწორად გაიგებენ, რადგან არ არსებობს სიბრძნის საზომი ერთეული. ნამდვილი სიბრძნე ყველასთვის იქნებოდა პრინციპი – „იყავი ნამდვილი, ის რაც ხარ“. ამ დონის ინდვიდუალიზმის განსაზოგადებლად უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ფსიქიკური ურთიერთქმედების მარეგულირებელი ფამილარულობა ახასიათებთ და ეს უხმო შეთანხმება აყალიბებს სოციალურ გარემოს.

რაც ყველა ადამიანს აერთიანებს, ეს საკვების მოთხოვნილებაა. იმისათვის, რომ იფილოსოფოსო, ჯერ უნდა იარსებო – საარსებოდ კი საკვები აუცილებლად დაგჭირდება. როგორი რევოლუციური იდეებიც არ უნდა გქონდეს, ძნელია შეეწინააღდეგო ამ მოთხოვნილებას : ყველაზე ველური იდეალისტებიც მიირთმევენ დღიურ ულუფას.

ამგვარად, ჩვენ ვაღიარებთ, რომ ნებისმიერი  პოლიტიკური პრინციპის, უფლებებათა და ვალდებულებათა დეკლარაციების მიუხედავად, სოციუმთა კონსტრუირების ყალბი მოდელების მიღმა  ხალხის უმეტესობა ისაა, ვინც შიმშილით იღუპება. გადამეტების გარეშე, უნდა შევნიშნოთ, რომ მთელი ჩვენი თანამედროვე საზოგადოება შიმშილის ლეგიტიმაციას, მის ლეგალიზაციას თავისდაუნებურად ახდენს, ეს პროცესი კი უარს ეუბნება ინდივიდს, ხელში აიღოს თავისუფლება და თვითონ განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების წესი. დანაშაულია იყო უმუშევარი – ან უარი თქვა დაბეგრილის კონდინციაზე. ეს დანაშაული კი, თუმცა კოდექსებში მასზე არაფერი წერია, შიმშილით სიკვდილით ისჯება.

და თუკი ამ კუთხით შევხედავთ, დღიური ლუკმის საკითხს ნებისმიერი სოცალური გარემო ჩანასახშივე შეიცავს. თუკი სიცოცხლის ელემენტარული ფორმა, მარტივი მოთხოვნილება ყველას აერთიანებს, თუკი სოციალური გარემო ცვლილებების  ნაცვლად უმოძრაობას გვთავაზობს, ეს უმოძრაო და მტკიცე წერტილი გვარწმუნებს ყველას, რომ თავისუფლება იქნებოდა მხოლოდ უძრაობის საპირწონე რაციონალური საზოგადოების ერთობლივი მიზანი, აქსიომა, რომელზეც ვთანხმდებით. ის იქნებოდა ბაზისი, რომელზეც დავაშენებდით რაიმე ღირებულს, რაიმე მყარს, ძირეულად ახალ სტრუქტურასა და ახალ არქიტექტურას, სადაც ყველა სოციალური ერთეული მყარ წონასწორობაში იქნებოდა.

რა საოცარი სილამაზის ოცნებები და იმედის ვრცელი ჰორიზონტები არ უნდა გვქონდეს ილუზიაში, არ უნდა დავივიწყოთ როგორი სასიცოცხლო აუცილებლობაა ბრძოლა პურისთვის. ცხოვრების მინიმალური საჭიროება – რომლის მნიშვნელობა არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი, როგორც ამას თანამედროვე სოციალური გარემო გვთავაზობს. მხოლოდ იმ დღიდან, როცა მას მოვიპოვებთ, წამოიჭრება ყველა სხვა უფლების მოთხოვნის აუცილებლობა და ჩვენც ვისარგებლებთ იმ უფლებებითა და თავისუფლებებით, რომელიც დღევანდელი სოციალური კონტექსტიდან, დღის წესრიგიდან ამოვარდნილია. ახალი მსოფლიოს პროექტი (რომელიც არ იქნება კონფორმული იმ პროექტებისა, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ) აუცილებლად უნდა წამოიზარდოს მისივე სოციალური ბაზისებისა და პრინციპებისაგან, როგორც ღერო იზრდება მისივე ფესვებისაგან, ნაყოფი – თესლისგან, ამისათვის კი ნოყიერი ნიადაგის მოძებნაა საჭირო.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.