ერთი სიტყვით კონტროლზე

 

კორნელიუს კასტორიადისი
კორნელიუს კასტორიადისი


* თავდაპირველად ადამიანი ზებუნებრივ ძალებს მიაწერდა ისეთ მოვლენებს, რომელთა ახსნაც არ შეეძლო. შემდგომ, დაკვირვებების შედეგად ადამიანმა აღმოაჩინა გარკვეული კანონზომიერებები, ციკლური მოვლენები და მან ეს ცოდნა გამოიყენა ადამიანთა უმრავლესობის კონტროლისათვის, რომელსაც საფუძვლად პირადი, მერკანტილური ინტერესები ჰქონდა. განათლების გავრცელების შეზღუდვით ადმიანთა მცირე ჯგუფი დღემდე წარმატებით იყენებს მეცნიერებას და მის მიღწევებს ამ მიზნებისათვის.

* ასე შეიქმნა რელიგია, რომელიც წარმოადგენს მთელ სისტემას საკრალიზებული ცოდნისა და რიტუალების კომპლექსს, ადამიანის ყალიბში მოქცევისა და მისი მართვის შესაძლებლობისთვის.

* ეს შედეგი მიიღწევა ბუნებრივი მოვლენების პერსონიფიცირებით და დუალისტური დაყოფის გზით, რომლის ნებისმიერი პოლარული სახე დაიყვანება პოზიტიურ და ნეგატიურ ასპექტზე. ამ დაყოფით იქმნება მტრის ხატი. ბოროტება ფონია, რომელიც მთელი სიმკვეთრით წარმოაჩენს ”სიკეთეს”. პრიმიტიულია, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია. მტრის ხატის შექმნა მეთოდია ადამიანთა უმრავლესობის სასურველი მიმართულებით კონსოლიდაციისათვის. კალაპოტიზაცია სამი მთავარი პროცედურის მეშვეობით ხორციელდება: გამოცდა, ჯილდო და სასჯელი. ამ მეთოდების მიზანია ადამიანთა დაყოფა, დახარისხება, ფილტრაცია არსებული სისტემის ფუნქციონირებისა და განგრძობისათვის საჭირო ფასეულობების მიხედვით.

* იგივე პრინციპებით მოქმედებს სახელმწიფო. ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაზრდისთვის ის ცდილობს შექმნას საგანგებო რეჟიმები; გამოიყენოს ან პროვოცირება გაუკეთოს ომებს, ეკონომიკურ კრიზისებს, ეპიდემიებს, სტიქიურ უბედურებებს, ეკოლოგიურ კატასტროფებს და ა.შ.

* სახელმწიფო არის ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც ემსახურება და იცავს კაპიტალს  საკანონმდებლო, სასამართლო და სასჯელაღსრულებითი რეპრესიული აპარატით.

* კაპიტალი არის კერძო საკუთრებაში არსებული საწარმოო საშუალებები, სადაც ყველაფერი: ბუნებრივი რესურსები, სამუშაო იარაღები, საარსებო საშუალებები და მათ შორის ადამიანი, თავისი სამუშაო ძალით წარმოადგენს უბრალოდ საქონელს, საცვლელ ღირებულებას.

* კაპიტალიზმი დღეს არსებული საზოგადოებრივი წარმოებითი ურთიერთობაა. ვინაიდან ადამიანთა უმცირესობას უსამართლოდ აქვს მისაკუთრებული, როგორც მატერიალური რესურსები, ასევე კაცობრიობის კულტურული მიღწევები, ხოლო  უმრავლესობას არაფერი არ გააჩნია გარდა თავიანთი სამუშაო ძალისა, რათა იცხოვრონ ისინი იძულებულნი არიან მიჰყიდონ სამუშაო ძალა საწარმოო საშუალებების მესაკუთრეებს – კაპიტალისტებს. მშრომელი ადამიანი სამუშაო ძალის სანაცვლოდ ღებულობს მინიმუმს საარსებო საშუალებისას საწარმოო ძალთა გენოფონდის შენარჩუნებისათვის, ხოლო კაპიტალისტი საარსებო საშუალების სანაცვლოდ მუშის შრომას, საწარმოო მოქმედებას, შემოქმედებით ძალას, რომლის შემწეობით მუშა არა მარტო ანაზღაურებს იმას, რაც მოიხმარა, არამედ ზრდის კაპიტალს – დაგროვილ შრომას მეტ ღირებულებას აძლევს, ვიდრე მანამდე ჰქონდა.  კაპიტალი, რომელიც დაქირავებულ შრომას გულისხმობს საზოგადოებას ჰყოფს კლასებად, რადგან იწვევს საზოაგდოების ერთი, მცირე ფენის უსაღვროდ გამდიდრებას, ხოლო უმრავლესობის გაღატაკებას. უკვე ცხადია საერთოდ რატომ და რისთვის არსებობს კონტროლი, თავისი ტოტალურობის ტენდენციით, რომ შენარჩუნებულ იქნას ძალაუფლების მქონე ფენის პრივილეგიები, ხელმისაწვდომობა ყველაფერზე და უზრუნველყოფილი ამ წყობის განგრძობა, რომელშიაც ისინი მოგებას ხედავენ. ამიტომ ბუნებრივია რომ არსებობს კონფლიქტი და ანტაგონისტური დამოკიდებულება კლასებს შორის, მაგრამ საკვირველი ისაა რომ ამ ძალადობრივ და მავნე სისტემას ხალხი ასე ცოტა წინააღმდეგობას რომ უწევს.

* როგორც დავინახეთ სახელმწიფოს არსებობის რეალური და ერთადერთი მიზანი არის არა საზოგადოებრივი ურთირთობების რეგულირება, არა ღარიბი ადამიანების დახმარება მდიდრების ხარჯზე, (საზოგადოების ნაწილს დღემდე ესახება რობინ ჰუდის ხატად სახელმწიფო, რომელსაც მშვენივრად აქვს ეს იმიჯი მორგებული თავისი უბადრუკი და შეურაცმყოფელი სოციალური პროგრამებით) არამედ კაპიტალის დაცვა და კაპიტალისტების ინტერესების გატარება. სახელმწიფო არის არსებული წყობის ანუ ადმიანთა ერთი ჯგუფის მიერ უმრავლესობის ექსპლუატაციის შესაძლებლობის დაცვის სისტემა.

* დღევანდელ საზოგადოებრივ ურთიერთობაში წარმოება და მმართველობა დაფუძნებულია იერარქის პრინციპზე და პირიქით, ამგვარი წყობა მიიღწევა იერარქიის პრინციპით. (იერარქიის ანალიზი არის ნაწყვეტი და რუსულიდან თარგმანი კორნელიუს კასტორიადისის ესედან ”თვითმართველობა და იერარქია)

* იერარქია (ბერძნულად ”იეროს” წმინდა, ”არქოს” – ძალაუფლება) აღნიშნავს მთელის ელემენტების განლაგებას დაქვემდებარებისა და მორჩილების თანმიმდევრობით ზემოდან ქვემოთკენ. იერარქია არის შესაძლებლობა უმცირესობისათვის მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც მრავალ სხვას ეხება. ეს არის უმცირესობის ძალაუფლება უმრავლესობაზე. თანამედროვე საზოგადოებაში იერარქია დაკავშირებულია ბიუროკრატიასთან, რომელიც ქმნის ჩინოვნიკების პირამიდებს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე საზოგადოებაში და წარმოებაში.

* სოციალურ ურთიერთობაში იერარქიული სისტემა ნიშნავს იმას, რომ ხალხის ერთი ფენა მართავს საზოგადოებას, ხოლო დანარჩენი მხოლოდ ასრულებენ მის გადაწყვეტილებას, ასევე ეს ფენა ღებულობს უფრო მეტ მოგებას წარმოებიდან და საზოგადოებრივი შრომისაგან, ვიდრე ყველა დანარჩენი. საზოგადოება დაყოფილია იმათ მიერ, ვინც შედის ხელისუფალთა და პრივილეგირებულთა ფენაში, რომლებიც ფლობენ ძალაუფლებას და პრივილეგიებს დანარჩენებზე, რომლებიც ყველაფერს ამას მოკლებულნი არიან. იერარქია ან ბიუროკრატიზაცია მთელ საზოგადოებრივ ურთიერთობაში დღეს წარმოადგენს მხოლოდ უფრო და უფრო მზარდ ფორმას საზოგადოების დაყოფისას. როგორც ასეთი ის ერთდროულად წარმოადგენს საზოგადოებრივი კონფლიქტის მიზეზს და შედეგს.

* იერარქიულ საზოგადოებაში მთელი ინფრომაცია მიდის ძირიდან მწვერვალისკენ და არ ჩამოდის ქვემოთ, ანუ არ ცირკულირებს (ფაქტიურად ის ცირკულირებს, მაგრამ ეს ხდება იერარქიული სისტემის წესების ფარგლებში). გარდა ამისა, ყველა გადაწყვეტილება მოდის მწვერვალიდან ძირისაკენ, სადაც მათ მხოლოდ ახორციელენ. სხვა სიტყვებით არსებობს ხელმძღვანელობის იერარქია. ზედა სართულები აგროვებს ინფორმაციას და გადასცემს შემსრულებლებს მხოლოდ მინიმუმს ინფორმაციისას, რომელიც საჭიროა მითითების შესასრულებლად.

* იერარქიის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნქციაა იძულების ორგანიზება. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ სამუშაოზე ქარხნებსა თუ ოფისებში, შეიძლება შემჩნევა იმისა, რომ მანდ ძირითადი ”საქმიანობა” ბიუროკრატიული აპარატისა მდგომარეობს იმაში, რომ მეთვალყურეობა გაუწიოს, აკონტროლოს, დააწესოს სანქციები, პირდაპირ თუ ირიბად დაამყაროს ”დისციპლინა” და ბრძანებების ერთნაირი შესრულება მათვის, ვინც უნდა შეასრულოს ისინი. მაგრამ რატომ უნდა იქნას ორგანიზებული მაინცდამაინც იძულება? რატომ უნდა აიძულონ ადამიანები? იმიტომ, რომ მშრომელები არ განიცდიან ენთუზიაზმს, როცა მათ ევალებათ იმის კეთება, რაც ხელმძღვანელობამ მიუთითა. მაგრამ რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ხელმძღვანელებს წვლილი არ მიუძღვით შრომაში და მშრომელებს არ ეკუთვნით თავიანთი შრომის პროდუქტები. მშრომელები თავს ექსპლოატირებულად გრძნობენ, რადგან ისინი არ წყვიტავენ რისი კეთებაა საჭირო, როგორ უნდა გაკეთებულიყო და შემდგომ რა ბედი ეწევა გაკეთებულს. მოკლედ, არსებობს მუდმივი კონფლიქტი მშრომელებსა და იმათ შორის ვინც მართავს სხვათა შრომას და სარგებლობს ამის ნაყოფით. იერარქია აუცილებელია სწორედ იძულების ორგანიზებისათვის. ხოლო თუ იძულება აუცილებელია – იარსებებს კონფლიქტი ზედასა და ქვედას შორის ე. ი. იერარქია.

* იერარქიას წარმოგვიდგენენ როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებას იმ ფაქტის შენიღბვით, რომ თვით იერარქიის არსებობა წარმოადგენს მუდმივი კონფლიქტის წყაროს. სანამ იარსებებს იერარქიული სისტემა, მანამ იქნება კონფლიქტი მართველ, პრივილიგებულ ფენასა და მოსახლეობის სხვა კატეგორიებს შორის, დაყვანილს შემსრულებლის როლამდის.

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.