ნოამ ჩომსკი – რა სახის ანარქიზმის მწამს და რა ხდება ლიბერტარიანელების თავს

ნოამ ჩომსკსს ინტერვიუ ჩამოართვა მიშელ ს. უილსონმა 28 მაისი, 2013 წელი

25163_noam_chomsky-660x350

მიშელ ს. უილსონი: თქვენ ბევრ სხვა რამესთან ერთად, თვითდეკლარირებული ანარიქსტი ხართ, უფრო კონკრეტულად, ანარქო-სინდიკალისტი. ადამიანების უმრავლესობა ანარქისტებს წარმოიდგენს როგორც დეპრივილეგირებულ პანკებს, რომლებიც მაღაზიების ვიტრინებს ქვებს უშენენ ან როგორც შენიღბულ ტიპებს, რომლებიც ბურთის ფორმის ნაღმებს მსუქან მრეწველებს სტყორცნიან. არის კი ეს სწორი ხედვა? რა არის ანარქიზმი თქვენთვის?

ნოამ ჩომსკი: ანარქიზმი, ჩემი გადმოსახედიდან, არსებითად, გარკვეული სახის ტენდენციაა ადამიანების აზროვნებაში, რომელიც თავს ავლენს განსხვავებული ფორმებით, განსხვავებულ ვითარებებში, და მას აუცილებლად ახლავს წამყვანი მახასიათებლები. პირველ რიგში, ეს არის ტენდენცია, რომელიც ეჭვნეულად და სკეპტიკურადაა განწყობილი დომინაციის, ხელისუფლების და იერარქის მიმართ. ის იკვლევს იერარქიულ და დომინაციურ სტრუქტურებს ადამიანის სიცოცხლის ყველა სპექტრში, დაწყებყლი პატრიარქალური ოჯახებიდან დამთავრებული იმპერიული სისტემებით, და ის სვამს კითხვას, ნუთუ ეს სისტემები გამართლებულია. ის ვარაუდობს, რომ მკტიცების ტვირთი უნდა დაეკისროს ნებისმიერს, ვინც ფლობს ძალაუფლებას და ავტორიტეტს. მათი უფლებამოსლებანი არ არის თვითდამტკიცებული. მათ უნდა მისცენ საკმარისი მიზეზი ხალხს, რათა მოიპოვონ ლეგიტიმაცია. და თუ ისინი ვერ ართმევენ თავს ნაკისრ ვალდებულებებს, ძალაუფლებას და უფლებამოსილებებს, რაც ჩევეულებრივი შემთხვევაა, მაშინ უნდა მოხდეს ხელისუფლების დემონტაჟი და ჩანაცვლება რაიმე მეტად თავისუფალით და სამართლიანით. როგორც მე მემის, ანარქია ზუსტად ეს ტენდენციაა. ის იღებს სხვადასხვა ფორმებს სხვადასხვა დროს.

ანარქო-სინდიკალიზმი არის ანარქიზმის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც დაკავშრებულია, თუმცა არა მარტოოდენ, მაგრამ პირველ რიგში,  სამუშაოს, სამუშაო ადგილების და პროდუქციის მართვასთან. ის თავისთავად გულისხმობს, რომ მუშათა კლასი უნდა აკონტროლებდეს თავიანთ სამუშაოს, სამუშაო კონდიციებს, მათ უნდა აკონტროლონ საწარმოები, რომლებშიც დასაქმებულები არიან კომუნების მეშვეობით. ასე რომ, ისინი უნდა იყვნენ დაკავშირებულები ერთმანეთთან თავისუფალი გაერთიანებებით/ასოციაციებით. ამ სახის დემოკრატია იქნება ფუძემდებლური ელემენტი საყოველთაოდ თავისუფალი საზოგადოების. და ამის შემდეგ, ჩვენ გეცოდინება, შემუშავებული იდეები ზუსტად როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ანარქო-სინდიკალისტური ხედვის ბირთვი სწორედ ესაა. მე ვგულისხმობ, რომ ის არანაირ კავშირში არაა იმ ზოგად წარმოდგენებთან, რომლებიც შენ აღწერე – ქუჩებში მოთარეშე ხალხი, რომლებიც ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინებს – ამის ნაცვლად, ანარქო-სინდიკალიზმი არის კონცეფცია მეტად ორგანიზებული საზოგადოების, მაგრამ ორგანიზებულის ქვემოდან ზემოთ, პირდაპირი თანამონაწილეობით უკლებლივ ყველა დონეზე, შეძლებისდაგვარად, უმცირესი კონტროლით და დომინაციით, შეიძლება უმცირესიც – არ გახდეს საჭირო.

მიშელ ს. უილსონი: კაპიტალისტური სახელმწიფოს მიმდინარე აშკარა დასამარების ფონზე, საზოგადოების დიდი ნაწილი ეძებს წარმატების სხვა გზებს და ფორმულებს, იმისათვის, რომ ახლებურად წარმართონ თავიანთი ცხოვრება. მე მაინტერესებს, რას იტყვით, რისი შეთავაზება შეუძლია ანარქიზმსა და სინდიკალიზმს, სახელდობრივ, ისეთი რამის, რასაც სხვა იდეები – მაგ. მოვიყვანოთ პრაქტიკაში იმპლიმენტირებული სახელმწიფო სოციალიზმი – ვერ სთავაზობენ? რატომ უნდა ავირჩიოთ ანარქიზმი, როგორც იტყვიან, ანტიპოდი ლიბერტარიანიზმისა?

ნოამ ჩომსკი: რასაც ლიბერტარიანიზმს უწოდებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის სპეციფიური ამერიკული ფენომენი, ის რეალურად სხვაგან არც არსებობს – მცირე დოზით დიდ ბრიტანეთში – ის უშვებს ეგზომ მაღალ დონეს ხელისუფლებისა და დომინაციის კერძო საკუთრების ხელში. ამგვარად, კერძო საკუთრებას ეხსნება ხელბორკირები და აკეთებს ყველაფერს, რაც მოესურვება. არსებობს ვარაუდი, თითქოს რაღაც ჯადოქრობის მეოხებით კონცენტრირეპული კერძო ძალაუფლება წარუძღვება საზოგადოებას გაცილებით თავისუფალი და სამართლიანი მოწყობისკენ. სინამდვილეში, ეს ღრმა წარსულში სჯეროდათ. მაგალითად ადამ სმიტი, ერთ-ერთი მისი არგუმენტი ბაზართან დაკავშირებით იყო იმის მტკიცება, რომ აბსოლუტური თავისუფლების კონდიციაში, ბაზრები მიიყვანდნენ საზოგადოებას სრულყოფილ თანასწორობამდე. მაშ ასე, ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ ამაზე, ამ სახის…..

მიშელ ს. უილსონი: როგორც ჩანს, ეს უწყვეტი განხეთქილების საგანია დღესაც..

ნოამ ჩომსკი: დიახ, ასეა. ჩემი აზრით, ამ სახის ლიბერტარიანიზმი დღევანდელ მსოფლიოში არის პირდაპირი მოთხოვნა უკიდურესი ხასიათის ტირანიის, უფრო ზუსტად, ყოვლად არაანგარიშვალდებული კერძო საკუთრების ტირანიის. ანარქიზმი საკმაოდ განსვავდება ამ ყველაფრისგან. ის ქადაგებს ტირანიის აღმოფხვრას, მეტიც, უკლებლივ ყველა სახის ტირანიის. მათ შორის იმ სახის ტირანიის, რომელიც არის იმანენტური კერძო საკუთრების კონცენტრაციისთვის. მაშ, რატომ უნდა მივანიჭოთ უპირატესობა ანარქიზმს? კარგით.. მე ვფიქრობ, იმიტომ, რომ თავისუფლებას სუბორდინაციაზე მაღლა ვაყენებთ. უკეთესია იყო თავისუფალი, ვიდრე დამონებული. უკეთესია შეგეძლოს შენით მიიღო გადაწყვეტილებები, ვიდრე შენს მაგივრად სხვა იღებდეს მას და გაიძულებდეს დადგე სხვისი გადაწყვეტილებების სადარაჯოზე. მგონი, არცაა საჭირო ამის ახსნა და არგუმენტების მოყვანა. ეს იმდენად ცხადია..

თემა, რაზეც თქვენ არგუმენტები გესაჭიროებათ და რომელზედაც მიიღებთ არგუმენტებს, არის, როგორი საუკეთესო განგრძობა შეიძლება მოენახოს იმ კურსს, რასაც ვადგავართ? უამრავი გზა ძევს თანამედროვე საზოგადიების წინაშე. სხვათაშორის, ერთ-ერთი გზა გადის სახელმწიფოს გამოყენებაზე, იმდენად, რამდენადაც ის იქნება დემოკრატიულად გაკონტროლებული. ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც ანარქისტები გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ სახელმწიფოს ამოძირკვას. თუმცა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო თანაარსებობს კერძო ძალაუფლებასთან ერთად და სახელმწიფო, სულ მცირე აპრიორი განიხილილება სოციუმის გავლენისა და კონტროლის ქვეშ მყოფი – ამ ვარიაციაში ესაა მაქსიმუმი. ეს მოდელი  უზრუნველყოფს შემაბრკოლებელ მექანიზმებს ყველაზე მეტად საშიში ძალისთვის, კერძო საკუთრებისთვის. მაგალითად, უსაფრთხოების და ჯამრთელობის დაცვის წესებს სამუშაო ადგილებზე ან უზრუნველყოფს მაღალი დონის ჯანდაცვას და ბევრ სხვა ამგვარ რამეს. ეს ყველაფერი კერძო საკუთრებას ვერაფერს მოუხერხებს და არ გამოიწვევს მის დაისს. პირიქით.. ეს მოდელი საბოლოოდ დაასრულებს სახელმწიფო სისტემის გამოყენებას შეზღუდული დემოკრატიული კონტროლის ქვეშ და რეფორმისტურლი ღონისძიებების გატარებას. ვფიქრობ, ასეც უნდა მოხდეს. ამის შემდეგ ხალხი მოუთმენლად დაიწყებს რაღაც გაცილებით მეტისკენ სწრაფვას, რაც ბევრად სცილდება ტიპურ დემოკრატიას – გაცილებით უფრო მაშტაბურ დემოკრატიზაციას მოითხოვენ. რაზეც შესაძლებელია არამხოლოდ ფიქრი, არამედ – პრაქტიკული მუშაობაც.  ერთ-ერთმა წამყვანმა ანარქისტმა მოაზროვნემ, ბაკუნინმა, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია ააშენო მომავალის საზოგადოების ინსტიტუციები აწმყო დროში. და ეს ვერცელდება ბევრად უფრო ავტოკრატიულ საზოგადოებებზე, ვიდრე დღეს ჩვენია. ეს მიდგომა მუშაობს. მაგალითისთვის, მუშები და კომუნები ავიღოთ, ვის მიერაც კონტროლირებული საწარმოები არის ჩანასახი მომავლის საზოგადოების დღევანდელობაში. და ამ ყველაფრის მიღწევა არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ – აღსრულების პროცესშია. არსებობს გარ ალპეროვიცის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ნაშრომი ამ თემაზე, იგი ჩართულია საწარმო სისტემაში ქლივნელდის ტერიტორიაზე (ოჰაიო), რომელიც კონტროლირებადია მუშებისა და მუშათა ასოციაციების მიერ. ბევრი თეორიული დისკუსია მიმდინარეობს სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ იდეამ. ყველაზე ხშირად გამოყენებული იდეა წარმოადგენს იმას, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „ფერექონ“-ს – მონაწილეობითი ეკონომიკა – ლიტერატურაში და დისკუსიებში. არსებობს სხვა თეორიებიც, რომლებიც გაწერის და შემუშავების დონეზეა. პრაქტიკული იმპლიმენტაციის საფეხურზე კი, არსებობს ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას, რათა სასწრაფოდ უკან იქნას მოტოვებული ყველაზე უარესი… ძირითადი ზიანი, მიყენებული ხალხზე კერძო ძალაუფლების კონცენტრაციის მიერ სახელმწიფოს გავლით, მანამ, სანამ მოცემული სისტემა სულდგმულობს. ასე რომ, არ არსებობს მოტივების დეფიციტი, რის გამოც მიზნისკენ სვლა უნდა შევაჩეროთ და ზემოთქმულის განხორციელებაზე თავი შევიკავოთ.

რაც შეეხება სახელმწიფო სოციალიზმს, გააჩნია ამ ტერმინით რას ვგულისხმობთ. თუ ეს ბოლშევიკური ნაირსახეობის ტირანიაა(ან მისი რომელიმე განშტოება), ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის. თუ საქმე მიდგა მეტად გავრცელებულ სოციალ-დემოკრატიულ სახელმწიფოზე, ამაზე დიალოგი მისაღებია. თუ სხვა რამეზე ვსაუბრობთ, მაშინ დავკონკრეტდეთ რაზე. რაზეც ვსაუბრობთ, ის, განათავსებს გადაწყვეტილების მიღების ბერკეტებს მუშათა კლასისა და მუშათა კავშირების ხელში თუ რომელიმე ხელისუფლების ინსტიტუციის? თუ ამ უკანასკნელის, მაშინ – განვმეორდები – ვიტყვი, რომ თავისუფლება მონობაზე მაღლა დგას და ხელისუფლების ინსტიტუციებს აკისრიათ ძალიან მძიმე ტვირთი რეაბილიტაციის და თავიანთი პოზიტიური მნიშვნელობის დამკიტცების.

_____________________________

წყარო: http://lukapamphleteer.wordpress.com/

Facebook Comments