ინტერვიუ სირიაში მებრძოლ ანარქისტებთან


“საერთაშორისო რევოლუციური სახალხო პარტიზანული ძალები“-IRPGF ბოლო თვეებში ცნობილი გახდა როგორც სირიის კონფლიქტში YPG-SDF-ს მხარეს მებრძოლი პირველი ანარქისტული რაზმი. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ისინი საკუთარ თავზე ბევრს არ ლაპარაკობენ, თუმცა მზად არიან, გვესაუბრონ გარკვეულ საკითხებზე. მაგალითად იმაზე, თუ რამ აიძულა სირიულ ქურთისტანში წასვლა, თუ რას საქმიანობენ იქ და რა არის მათი მიზანი. ინტერვიუდან შეძლებთ ამ ყველაფრის გაგებას.

– რატომ გადაწყვიტეთ როჟავაში მგზავრობა?

– ჩვენ ჩამოვედით როჯავაში, რათა დაგვეცვა აქ მიმდინარე სოციალური რევოლუცია. ჩვენ გვინდოდა, მხარი დაგვეჭირა რევოლუციისთვის არა მხოლოდ სიტყვებითა და სოლიდარობის აქციებით, არამედ ფიზიკური დასწრებითა და ჩვენი სიცოცხლეებითაც. ყურადღების გამახვილება ქალთა განთავისუფლებასა და ეკოლოგიაზე ძალიან დიდ როლს თამაშობს ყოველგვარ რევოლუციაში, ამიტომაც ჩვენ არა მარტო მხარს ვუჭერთ და ვიცავთ მას, არამედ ვმუშაობთ რევოლუციის გავრცელებაზეც. ამასთან ერთად, ჩვენ გვინდოდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა სხვადასხვა კომუნისტური პარტიების საბრძოლო ტაქტიკასა და პრაქტიკაზე და, ასევე, შეგვექმნა სივრცე ანარქისტი მებრძოლებისთვის.

– როგორ ხედავთ საკუთარ როლს როჟავაში? ხომ არ შეცვლილა იგი სამხედრო კონფლიქტში თქვენს მონაწილეობასთან ერთად?

– ჩვენი უმთავრესი როლი ამ რეგიონში არის რევოლუცის დაცვა და მისი წარმატების უზრუნველყოფა როგორც საზოგადო, ასევე, სამხედრო დონეზეც. ჩვენი მეორე მოვალეობაა ანარქისტული პრინციპებისა და თეორიის გავრცელება საგანმანათებლო პროგრამებისა და ადგილობრივ კომუნებსა და კოლექტივებთან ინფორმააციის გაცვლის საშუალებით. ჩვენ საკუთარი თავები მიგვაჩნდა დემოკრატიული კონფედერალიზმის პროექტის მონაწილეებად და ამიტომაც, ჩვენ ვეკიდებით ყოველგვარ სამუშაოს, რაც კი საჭიროა რევოლუციისა და ამ პროექტის წარმატებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ყველანი აქ ჩამოსვლისას ვატარებდით ამ იდეალებსა და პრონციპებს, რაც უფრო დიდ დროს ვატარებდით აქ, მით უფრო კარგათ ვხედავდით და ვიაზრებდით რევოლუციისა და აქაური ხალხის მთელ სიმდიდრესა და სირთულეს არა მხოლოდ ანალიტიკურ, არამედ ემოციურ დონეზეც. მაგალითად, აქ ჩვენ ახლიდან გავეცანით ამხანაგობის გაგებას, რომელიც ვერასოდეს განვითარდება ინდივიდუალისტურ საზოგადოებებში. ამის წყალობით, ჩვენი გაგება რევოლუციის შესახებ გახდა უფრო ფართო და ნიუანსური.

– როჟავაში თქვენს მიერ აღმოჩენილ რევოლუციურ პრაქტიკებიდან, რომელია ყველაზე სამაგალითო თქვენი აზრით?

– უმთავრესი პრაქტიკა, რომელიც ახასიათებს ამ რევოლუციას, არის „ტეკმილი“. ეს ტერმინი აღნიშნავს კრიტიკისა და თვითკრიტიკის რევოლუციურ პრაქტიკას, რომელიც PKK-ში შემოიღო ოჯალანმა და რომელიც დღესაც გამოიყენება რევოლუციურ ინსტიტუტებში, როგორც საზოგადო, ასევე სამხედრო სფეროებშიც. „ტეკმილის“ მიზნებია: უზრუნველყოს ხალხისა და გარე სამყაროსთან მათი ურთიერთობის მუდმივი განვითარება, კონფლიქტისა და უთანხმოების გადაჭრა რაციონალური გზით, საერთო რევოლუციური ჰორიზონტის შენარჩუნება ბრძოლის პორველ რიგებში და ავტონომიურ ჯგუფებში იერარქიული ურთიერთობების ჩამოყალიბების აღკვეთა. მისი სხვა მთავარი მახასიათებლებია კოლექტიური ცხოვრება, ქალთა უფლებების გაფართოება, ხალხის დაცვა, პლურალიზმი (რელიგიური, ეთნიკური), ეთნიკური კონფლიქტების მოგვარება, ადამიანის ცხოვრებაში პოლიტიკის ქცევა მნიშვნელოვან ფაქტორად. ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ ჰეტეროგენურმა საზოგადოებამ არა მხოლოდ გაათავისუფლოს და დაიცვას საკუთარი თავი, არამედ ეცადოს მოაგვაროს ის კონფლიქტები, რომლებიც ემუქრება მის საკუთარ სოლიდარობას. ჩვენთვის, ეს მუდმივად მიმდინარე ბრძოლა საყოველთაო გათავისუფლებისთვის არის რევოლუციის არსი.

– თქვენი აზრით, რა კავშირშია როჟავის რევოლუცია გლობალურ ანარქისტულ ბრძოლასთან?

– როჟავის რევოლუცია, ისევე, როგორც 90-იანი წლების რევოლუცია ჩიაპასში, მდგომარეობს იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არა მხოლოდ წინ აღუდგება კოლონიალიზმსა და იმპერიალიზმს, არამედ ცდილობს, გასცდეს კაპიტალიზმისა და ნაციონალური სახელმწიფოს ფარგლებს. როჟავის რევოლუცია და მისი პრინციპები შეესაბამება ანარქისტულ პრინციპებს და იმედს აძლევს მსოფლიოს ყველა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის ჩაგვრის წინააღმდეგ. მაგალითად, Sehid Kawa Amed იყო ინდიელი ამერიკელი და “No DAPL”-ის აქტივისტი, რომელიც ჩამოვიდა როჟავაში, რათა გამოეხატა სოლიდარობა და, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი სიცოცხლეც კი მიეცა რევოლუციისთვის. ზუსტად ასეთი ხალხი წარმოაჩენს კავშირს ადგილობრივ და ანარქისტულ წინააღმდეგობებს შორის და გვაძლევს მოტივაციას, გავნაგრძოთ ბრძოლა.

– რა არის თქვენი ორგანიზაციის უფრო ფართო მიზნები?

– როჟავის რევოლუციის მხარდაჭერის და დაცვის გარდა, IRPGF-ს სურს ანარქიზმის გავრცელება მთელს მსოფლიოში და შეიარაღებული ბრძოლის მიყვანა მსოფლიო რევოლუციამდე. მანამდე, ჩვენი გვინდა, ამ რეგიონში საკუთარი სამხედრო ბაზის დაარსება, რათა ანარქისტებს შეეძლოთ რევოლუციისთვის მომზადება როგორც აქ, ასევე მათ საკუთარ ფრონტებზე. იმედი გვაქ, რომ ეს ბაზა იქნება კოლექტიური სივრცე, რომელიც მიაწვდის ანარქისტებს ყველანაირ რევოლუციურ პრაკქიტას, საზოგადოგადო საქმით დაწყრბული, პარტიზანული ომით დამთავრებული. ამასთან ერთად, ჩვენი ჯგუფის შექმნით ჩვენ გვსურს, მივცეთ მოტივაცია სხვა ანარქისტების, რათა ჩამოვიდნენ ამ რეგიონში და გამოხატონ ფიზიკური სოლიდარობა. რაც შეეხება ანარქისტებს, რომლებიც ვერანაირად ვერ ახერხებენ აქ ჩამოსვლას, იმედი გვაქვს, რომ ისინი მაინც შეძლებენ რევოლუციური მოძრაობის მხარდაჭეას ადგილობრივი სოლიდარობის აქციებითა და სხვა კრეატიული საშუალებებით.

– რა იქნებოდა იდეალური შედეგი IRPGF-სთვის?

– პირველ რიგში, ეს იქნებოდა როჟავის რევოლუციის გამარჯვება და ანარქისტული წინააღმდეგობის გავრცელება მთელ დანარჩენ მსოფლოიში. ასევე, იდეალური ანარქისტული ბაზა, რომელსიც გახდებოდა რევოლუციური ცხოვრებისა და მომზადების ცენტრი.

– როგორ გადაწყვიტეთ ამ ჯგუფის შექმნა?

– ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ათი ათასობით საერთაშორისო მოხალისე გაემგზავრა ესპანეთში ისეთი სიშორიდან, როგორციაა, მაგალითად, ჩინეთი, რათა გამოეხატათ სოლიდარობა და საკუთარი სიცოცხლე შეეწირათ რევოლუციისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, დამარცხებით დასრულდა. სირიის სამოქალაქო ომის დროს როჟავაში მიმდინარე სოციალური რევოლუციის დასაცავად აქ ჩამოვიდა ათასზე ნაკლები საერთაშორისო რევოლუციონერი. ჩვენ საკუთარ თავებს დავუსვით კითხვა: როგორ მოხდა, რომ ინტერნეტის და ავიაციის ეპოქაში, როდესაც სამყაროს ყველა წერტილი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, შეიქნა საერთაშორისო სოლიდარობის უკმარისობა. ჩვენ მუდამ გვესმოდა კრიტიკა იმ ხალხისგან, ვინც, ერთ მხრივ, ადიდებს ესპანურ სამოქალაქო ომს და, ამავე დროს, ცდილობს შეარცხვინოს როჟავაში მიმავალი ხალხი ისეთი ტერმინებით, როგორიცაა „ავანტიურისტები“, „იმპერიალისტები“, „რასისტები“. თუმცა ზუსტად ასეთი ადამიანები, რომლებსაც არ სურთ სოლიდარობის გამოხატვა, არიან ნამდვილი რასისტები, ისლამოფობები და იმპერიალისტები. იმის მაგიერ, რომ გარისკონ თავისი კომფორტით, პრივილეგიებითა და გაუფილტრავი ლუდით, ისინი აგრძელებენ საკუთარ სავარძლებში ჯდომას და სარგებლობენ იმ მატერიალური კეთილდღეობით, რომელიც უზრუნველყოფილია იმპერიალისტური და კოლონიალური ძალებით, რომლებმაც, თავის მხრივ, შექმნეს ფაშისტური ურჩხულები ამ რეგიონში. ამ ყველაფრის გამო, ჩვენ მივედით დასკვნამდე, ჩამოგვეყალიბებინა ეს ჯგუფი, რათა შეგვევსო ცარიელი სივრცე, რომელიც გაჩნდა როჟავაში ანარქისტული ორგანიზაციების არარსებობის გამო.

– შეგიძლიათ, მოგვიყვეთ რაიმე კონკრეტულ მოვლენაზე, რომელმაც გაამყარა თქვენი ერთგულება როჟავის რევოლუციური პროექტის მიმართ?

– ერთ ერთი ყველაზე ნათელი მომენტი შეგვემთხვა მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ჩვენი ამხანაგი დარჩა ოჯახში, ოჯახის წევრმა ქალმა კი დაიწყო ლაპარაკი განათლების მიღებისა და Mala Jin-ში გაწევრიანების საკუთარ გამოცდილებებზე. მან მოუყვა, თუ როგორ შეცვალა ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება, როგორი გადატრიალება მოხდა მის მიერ საკუთარი თავის აღთქმაში და როგორ გაიხსნა მის წინაშე უამრავი ახალი შესაძლებლობა. ჩვენი ამხანაგი არასოდეს დაივიწყებს იმ ქალის თვალებს ამ ყველაფრის მოყოლის დროს. თუმცა ამხანაგი აღნიშნავს, რომ იგი ყოველდღიურად განიცდის რევოლუციურ სულისკვეთებას და ჭეშმარიტი განთავისუფლების ასეთი მომენტები მოდის არა შექმნილი ინსტიტუტებიდან, არამედ რევოლუციის დროს მომხდარი კულტურული ცვლილებებიდან, რომელთა სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია.

კიდევ ერთი ამგვარი მოვლენა მოხდა ნოვრუზის დამდეგს. ღამით ქუჩებში დაანთეს უამრავი კოცონი. ხალხი იკრიბებოდა მათ გარშემო, მღეროდა და ცეკვავდა. ამ დღესასწაულის აღნიშვნა სირიასა და თურქეთში ქურთებისთვის ძალიან დიდი ხნის განვმავლობაში აკრძალული იყო. ახლა კი მას დიდი სიხარულითა და მღელვარებით აღნიშნავენ როგორც კულტურული თვითგამოხატვისა და თავისუფლების დღეს. როდესაც ჩვენ და ჩვენი ამხანაგები ხელების ქნევით, ყვირილითა და დრო და დრო ჰაერში ავტომატების გასროლით მივდიოდით ქალაქში, ჩვენ დავინახეთ მანქანაების უზარმაზარი კონვოი. მანქანები გატენილი იყო ხალხით. ზოგი მათგანი ხელით ეჭიდებოდა ფანჯრებს, ზოგიც კი სახურავებზე იდგა. ისინი იქნევდნენ დროშებს და გაიძახოდნენ რევოლუციურ ლოზუნგებს. რადგან რეგიონში ფეირვერკები არ მოიპოვება, ზოგი მათგანი ჰაერში ისროდა ტრასირებულ ტყვიებს. ჩვენ მაშინვე შევუერთდით კონვოის, რის შემდეგაც საათობით დავდიოდით ქალაქში, ხელს ვუქნევდით აივნებზე გამოსულ ხალხს და ვუსმენდით რევოლუციურ მუსიკას. საღამოს ჩვენ აღმოვჩდით უზარმაზარ კოცონთან. მის გარშემო ცეკვავდნენ ხელი-ხელს ჩაკიდებული ბავშვები. ალის წინ იდგა ახალგაზრდა ქალების ჯგუფი. ისინი ხელი-ხელ ჩაკიდულნი ცეკვავდნენ და გაიძახოდნენ: „Jin, Jiyan, Azadi!”(ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება!)“. ჩვენ გაგვაოცა, თუ როგორი სიხარულითა და თავისუფლებით გაიძახოდნენ ქალები ამ სიტყვებს. მაშინ ერთ-ერთმა ამხანაგმა შემომხედა და მითხრა, რომ, თუ რევოლუცია მომავალში დამარცხდება, მაგას მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ამ მომენტში მდგომარეობს რევოლუციის ჭეშმარიტი გამარჯვება.

კიდევ ერთი სცენა, რომელიც არ შეიძლება, დავტოვო უყურადღებოდ, არის ერთი საერთაშორისო და ორი ადგილობრივი ამხანაგისთვის გამართული sehid-ის ცერემონიალი (იგივე დაკრძალვა). იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ორი აქაურის დაკრძალვა, ცერემონიალზე გამოვიდა ახლოს მდებარე დაბების მთელი მოსახლეობა. ყველა მოდიოდა საკუთარი YPG-ს და YPJ-ს და სხვა ორგანიზაციების დროშებით და მთელი ცერემონიალის განმავლობაში ასრულებდნენ საგალობლებს „Sehid Namirin! (მოწამეები არ კვდებიან!)“ და „Bi can, bi xwin, em bi te re ne ey sehid (სულითაც და ხორცითაც ჩვენ თქვენთან ვართ)“. ყველანი ერთად შეიკრიბნენ და ერთად გლოვობდნენ ახლო ადამიანის სიკვდილს. ეგ დაკავშირებულია იმასთან, რომ აქ სიკვდილი აღითქმება, როგორც მთლიანი საზოგადოების ტრაგედია. მათ იციან, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი გავლენას ახდენს ყველაზე, რადგან ყოველი ადამიანი დიდი საზოგადოების ნაწილია. ამასთან ერთად, ამ ხალხს ესმის ფიზიკური სოლიდარობის მნიშვნელობა, რაზეც მიგვითითებს ცერემონიაზე HPC-ის, უმეტესად ქალებისგან შემდგარი ადგიობრივი პოლიციის, დასწრება. ასეთი სცენები და მოვლენები არა მხოლოდ გვახსენებს, თუ რისთვის ვიბრძვით, არამედ, ასევე, გვაძლევს იმედს, რომ რევოლუცია განაგრძობს განვითარებას ამ რეგიონში და, ადრე თუ გვიან, გავრცელდება დანარჩენ მსოფლიოშიც.

– თქვენი აზრით, რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს რევოლუციისათვის?

– ყველაზე დიდი საფრთხე რევოლუციისათვის მომდინარეობს სხვადასხვა ფრონტიდან: კონტრრევოლუციური ძალები; იმპერიალისტურ-კოლონიალისტური ძალები – ისეთები, როგორებიცაა თურქეთი, აშშ, ბაშარ ალ ასადი, რუსეთი, ირანი, მასუდ ბარზანი – ქურთისტანის დემოკრატიული პარტია/ქურთული ეროვნული საბჭო; რელიგიური/ეთნიკური დოგმატური შეხედულებები, და ასევე, რევოლუციური კურსის ცვლილება ლიბერალურისკენ. როგორც ცალკეული ანარქისტები და როგორც კოლექტივი სახელად IPRGF , ჩვენ ვაპირებთ ამ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რათა ვუზრუნველყოთ მათი განადგურება იმ შემთხვევაში, თუ ისინი იერიშს მიიტანენ რევოლუციაზე. ნებისმიერი ანარქისტისთვის, ვინც დაინტერესებულია, რომ გახდეს IPRGF-ის წევრი, ეს წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას.

-როგორ ისურვებდით IPRGF -ს პოზიციონირებას საერთაშორისო ბრძოლასთან მიმართებაში?

-ჩილედან დაწყებული, საბერძნეთით დამთავრებული, ანარქისტული ჯგუფები წამოდგნენ და მზადყოფნა განაცხადეს შეიარაღებული ბრძოლისათვის. სხვა სფეროებში, სადაც შეიარაღებული ბრძოლა ჯერ შესაძლებელი არ არის, ანარქისტები შემოქმედებითად ავითარებენ ინფრასტრუქტურას და პროექტებს, რომლებიც რეალურად წყვეტენ არსებულ სოციალურ პრობლემებს, რომლებსაც სხვა ვერავინ გაუმკლავდა. ჩვენ თავს ვთვლით ამ შედარებით დიდი ანარქისტული მოძრაობის ნაწილად, ვუცხადებთ ჩვენს მხარდაჭერას და სოლიდარობას ანარქისტებს, რომლებიც იბრძვიან როგორც სახელმწიფოს შიგნით, ასევე მის გარეთ. ასევე პატივს მივაგებთ და ვადიდებთ იმ მამაც ანარქისტებს მთელს მსოფლიოში, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს იმისათვის, რომ დაემარცხებინათ ჩაგვრა- ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით. გრძელვადიან პერსპექტივაში იმედი გვაქვს, რომ შევქმნით შეიარაღებული ანარქისტული ჯგუფების ქსელს მთელს მსოფლიოში, რომლებსაც შეეძლებათ კაპიტალიზმის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ერთობლივი და თანმიმდევრული ბრძოლა.

-მოხდა თუ არა როჟავაში იმ წარმოდგენების ცვლილება, რომელიც გაგაჩნდათ ანარქისტული ბრძოლის ბუნების შესახებ?

-ანარქისტული ბრძოლა პრაქტიკის გარეშე – ბრძოლა არაა. ამიტომ, აღვიჭურვეთ რა რევოლუციისათვის აუცილებელი, თეორიის და პრაქტიკის ერთიანი გაგებით, ჩვენ დავინახეთ, როგორ შეუძლია შეცვალოს იარაღის ხელში ჩაგდებამ ერთის მხივ, თვითონ ბრძოლა და მეორეს მხრივ, თანამებრძოლების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება. ძალიან სერიოზული და სამარცხვინო დანაკლისია საერთაშორისო ანარქისტული მხარდაჭერის პასიურობა, რაც მიანიშნებს დიდი პრობლემის არსებობაზე ანარქისტულ მოძრაობაში – სურვილის არქონა – რეალურად მიუძღვნა ცხოვრება ბრძოლას. იმისათვის, რომ შეცვალო სამყარო, მზად უნდა იყო გაწირო საკუთარი სიცოცხლე, დათმო პრივილეგიები და კომფორტი. ეს რათქმაუნდა უკავშირდება იმ სფეროს, სადაც მოღვწეობ. მაგალითად, თუ ადამიანები შენი რაიონიდან განიცდიან ძლიერ რეიდებს/რეპრესიებს საიმიგრაციო პოლიციის მხრიდან, შეგიძლიათ დაიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმით საბოტაჟი გაუკეთოთ რეიდებს. თუ მეჩეთებზე ხდება თავდასხმა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტების მიერ, შექმენით ჯგუფები, რომ აღკვეთოთ თავდასხმები და გააძევოთ ფაშისტები ამ რაიონიდან. აუცილებლობის შემთხვევაში, აიღე ხელში იარაღი. თუ საჭირო იქნება, დადექი იარაღის წინ. თუ ვინმე არ არის მზად ამის გასაკეთებლად, ჩვენი შეხედულებით, ვერ უწოდებს თავს რევოლუცინერს.

– რა სახის უნარების და პრაქტიკების განვითარებას ურჩევდით ანარქისტ რევოლუციონერებს, რაც დაეხმარებათ შემდგომ ბრძოლაში?

-იმის გათვალისწინებით, რომ რევოლუცია თავის თავში მოიცავს როგორც სოციალურ, ისე საომარ ასპექტებს, ჩვენ გთავაზობთ, რომ მოვამზადოთ ადეკვატური და შორსმჭვრეტელი ნაბიჯები. ადამიანებმა უნდა ისწავლონ ერთად, კომუნალურად ცხოვრება და ამასთან ერთად განივითარონ უნარები, რათა წარმართონ შეიარაღებული ბრძოლა. სწორედ ამ მიზეზის გამო ჩვენ აუცილებლად ვთვლით რეგიონში შევქმნათ ბაზა ანარქისტებისთვის, რომ და ხელი შევუწყოთ სწორედ ამას.

-მრავალ ჯგუფს მთელი მსოფლიოს გარშემო, სურთ დანერგონ როჟავის რევოლუციური პრაქტიკები თავიანთ ადგილობრივ გარემოში. რა რჩევას მისცემდით მათ?

-პირველ რიგში, მათ ვურჩევდი, რომ იყვნენ გათვითცნობიერებულები ადგილობრივ კონტექსტში და განავითარონ პროგრამები, სპეციფიური და შესაბამისობაში მყოფი არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ ისტორიულ ლოკალურ კონტექსტებთან. მეორე, იმისთვის, რომ დაითრგუნოს სახელმწიფოს და კაპიტალის მიერ თავსმოხვეულ გაუცხოება, მნიშვნელოვანია, იპოვოთ საშუალება, განავითაროთ და დახვეწოთ ინტერპერსონალური ურთიერთობები და დახვეწოთ ხარისხიანი დროის გატარების საშუალებები ერთმანეთთან, რაც ქმნის და მხარს უჭერს ჭეშმარიტ რევოლუციურ ურთიერთობებს. ერთად ცხოვრების განცდა – როჟავაში არსებობის განუყოფელი ნაწილი და საკვანძო ფაქტორია ადამიანთა შესაძლებლობაში.

ყოველთვის მზად იყვნენ დადგნენ ერთმანეთის დასაცავად – როდესაც ეს საჭირო იქნება. აქ ხალხი ზრუნავს გარშემომყოფებზე, უფრო მეტად ღრმა გაგებით, ვიდრე კაპიტალისტური კონცეპცია – “ხელი ხელს ბანს“. იმისათვის, რომ კვლავ შეიქმნას ერთობის განცდა დასავლურ საზოგადოებებში, ჩვენ მანამდე გვჭირდება მოვახდინოთ რევოლუცია საკუთარ თავებში და ჩვენს დამოკიდებულებაში ერთმანეთთან. მოქმედებისკენ მოწოდებები სოციალური ქსელების მეშვეობით უნდა შეჩერდეს უგუნურება, ზედაპირულობა და თვითკმაყოფილება საჭიროა აღმოიფხვრას. ასეთმა ურთიერთობებმა და მიმართებებმა არაფერი მოიტანეს, პირიქით, მეტად შეუშალეს ხელი მოძრაობას. დაუახლოვდი შენს გარშემომყოფ ადამიანებს და ჩაერთე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. დაიწყე მოძრაობის აღქმა, როგორც უფრო მეტის, ვიდრე უბრალოდ საკუთარი თვითშეფასების ამაღლების საშუალება და ჩაერთე რეალურ ბრძოლაში. სანამ ეს არ გაკეთდება, რევოლუცია შეუძლებელი იქნება. ასე რომ, გაატარეთ მეტი დრო ერთმანეთთან.
თუ ხედავთ პრობლემებს თქვენი ამხანაგების ქცევაში, მიმართეთ მათ როგორც ჯგუფს, რომელიც ზრუნავს იმისთვის, რომ სრულყონ საკუთარი თავი და ერთმანეთი, როგორც რევოლუციონერები. არ გადახვიდეთ ფეისბუქზე, რომ იქ სახალხოდ განსაჯოთ ისინი. შექმენით ჯგუფები, რომლებიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, ისევ დაიწყონ ერთმანეთზე გათვლა და დაყრდნობა სახელმწიფოს ნაცვლად. არ იფიქროთ საკუთარ თავზე, როგორ სხვებზე უკეთესზე, არ განუდგეთ საერთო მოსახლეობას, რადგან ნამდვილი რევოლუცია ხალხისაგან უნდა მოდიოდეს. მოაწყვეთ სამეზობლო შეკრებები, რაც პროექტებს მისცემს საშუალებას განვითარდნენ ადგილობრივი საჭიროებების გარშემო და გადაიტანეთ თქვენი ცხოვრება ალტრუისტულ ხაზზე. განავითარეთ დეცენტრალიზებული თავდაცვის ნაწილები, რომლებსაც შეეძლებათ იბრძოლონ სახელმწიფოსთან და მის ლაქიებთან (პოლიციასთან, ბონჰედებთან და ა.შ.)

წყარო: ავტონომიური კოლექტივი (Geo)

Facebook Comments