კონტროლის ახალი პარადიგმა

 

იყო მართული ნიშნავს: იყო ნათვალთვალები, ინსპექტირებული, დირექტირებული დანომრილი, რეგულირებული, აღრიცხული, ინსტრუქტირებული, ნაქადაგევი, შემოწმებული, შეფასებული, ცენზორირებული, ნაბრძანები იმ არსებებისაგან, რომელთაც არ აქვთ არც უფლება, არც გონიერება და არც ღირსება, აკეთონ ასე. იყო მართული ნიშნავს იყო ჩართული ნებისმიერ ოპერაციაში, ჩანიშნული ყველა აღრიცხულ გარიგებაში, დათვლილი, რეგისტრირებული, დაშტამპული, გაზომილი, ლიცენზირებული, ავტორიზებული, დაჯერებული, აღკვეთილი, რეფორმირებული, კორექტირებული, დასჯილი. საზოგადოებრივი სარგებლის, საერთო ინტერესების სახელით იყო ექსპლოატირებული, გამოძალული, ჩახშობილი, გაძარცვული. უმნიშვნელო წინააღმდეგობის გაწევისა და უბრალო დაჩივლებისათვის – რეპრესირებული, დაჯარიმებული, გალანძღული,განიარაღებული,დაპატიმრებული, გასამართლებული, დეპორტირებული, გაყიდული, მსხვერპლშეწირული. საბოლოოდ კი მასხრად აგდებული, შერცხვენილი, დამნაშავის იარლიყით. ეს არის მთავრობა. ეს არის მისი მორალი.

პიერ-ჟოზეფ პრუდონი, 1850-იანი წლები

r2k-logo

კონტროლის ახალი პარადიგმა: პრუდონი დღეს, 2012 წელი

იყო მართული ნიშნავს: შენს ინფორმაციას კატალოგებში, ყოველდღიურ მეთვალყურეობას, ინსპექციას, შენი წესრიგის დირექტირებას, საკუთარი სამოქალაქო თავისუფლებების ამოქოლვას, უფლებას, ნებისმიერი დოკუმენტი IP მისამართით დაგინომრონ, ფარმაცევტულმა ინდუსტრიამ არეგულიროს შენი ემოციები, ამოწმონ შენი “Like”-ები და “Dislike”-ები ყველა სოციალურ ქსელში, შეგიფასონ საქონლის მიმოცვლის ყველაზე ხელოვნური ფორმები, თვითცენზურით გაამართლო ინდუსტრიალიზაციის პერსპექტივები, იცხოვრო იმანენტური პროტოკოლით, რომელიც შესაძლოა იყოს როგორც ნაციონალური, ისე ინტერნაციონალური, როგორც პრივატული, ისე საჯარო.

ინტერესისა და ინვესტიციის მიზეზებით გამართლებული რენტაბელურობა და სოციალური სიკეთე რადიკალური ექსპროპრიაციის, მენტალური ჯანმრთელობის, განათლებისა და განმანათლებლობის, ადამიანური ურთიერთობებისა და გრძნობების იდეებს უკვე დანიშნული რეცეპტების მიღმა ათავსებს. წინააღდეგობის გაძლიერებასთან ერთად სოციალური სხეული მოქნილი, დამყოლი, ელასტიკური ხდება იმ ზომამდე, რა ზომამდეც არ სჭირდება არც დისციპლინა, გასამართლება, წყევლა, დეპორტირება, გაყიდვა, შეურაცხყოფა – ყველაფერი ისედაც მისი აკორდებით მიდის. სოციალური ფაბრიკიდან გამოქცევა, რაც ნიშნავს თავი დააღწიო კაპიტალიზმის სიმბოლურ სამყაროს, ფატალური ხდება. ეს ეგოს ახალი ტიპის მმართველობაა, ეს ახალი ერის ახალი მორალია, ის, რაც განსაზღვრავს სამართლიანობის გაგებას.

Facebook Comments

One thought on “კონტროლის ახალი პარადიგმა”

Leave a Reply

Your email address will not be published.