ლიბერტარული პედაგოგიკა

Anarchist-2012-3-proofdas

ბევრს მიაჩნია რომ განათლება საზოგადებრივი ცხოვრებისგან დამოუკიდებელი სფეროა. გავრცელებულია აზრი რომ სასწავლო დაწესებულება ავტონომიურია იმ გაგებით რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს მის შიდა ცხოვრებაში, სასწავლებელს კი არ ეხება არაფერი რაც მის კედლებს გარეთ ხდება, რომ სასწავლებელი ის ადგილია სადაც ურთიერთობები პედაგოგსა და სტდუდენტს შორის ურთიერთ პატივისცემაზე და ერთმანეთის ინტერესების გათავალისწინებაზეა დაფუძნებული. ეს ყველაფერი გულუბრყვილობა ან სიცრუეა.

სახელმწიფო და მმართველი სოციალური ჯგუფები ყოველთვის იყენებდნენ განათლებას საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნებისთვის. ყველაზე ადრეული ასაკიდან ისინი ასწავლიან ბავშვებს მორჩილებას და ქცევის არასოლიდარულ და კონკურენტულ ფორმებს. სახელმწიფო აკონტროლებს განათლების ყველა პროცესს რადგან ესმით რომ განათლება მსვენიერი საშუალებაა არსებული სისტემის შენარჩუნებისთვის.

საბოლოო ჯამში სახელმწიფო იყენებს განათლებას, როგორც კონტროლის კიდევ ერთ იარაღს. მიმღებ გამოცდებს გააჩნიათ მხოლოდ ერთი მიზანი: დაყონ ადამიანები იმათზე ვინც ფასეულობას წარმოადგენს და ვინც ფასეულობას არ წარმოადგენს.

გამოცდა, სასჯელი, ჯილდო – ასეთია თანამედროვე სასწავლებლის რეგლამენტაციის მთავარი შემადგენელი ნაწილები. ჩვენ გვაიძულებენ დავიჯეროთ რომ ეს რეგლამენტაცია აუცილებელია რადგან ნებისმიერი სხვა მეთოდი შეუძლბელია. სასწავლებელი სახელმწიფოს იდეოლოგიური აპარატია. სასწავლებლის შიგნით მოქმედებს კაპიტალისტური სისტემით წარმოშობილი უსამართლო და უთანასწორო ურთიერთობები. ჩვენთვის ნათელია პირდაპირი კავშრი განათლებისა და კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემებს შორის. ეს კავშირი როგორც უკვე ვიძახდით უზრუნველყობს სასწავლებლის ფუნქციონირების არსებულ ფორმებს და მათ გადასვლას ყოველდღიური ცხოვრების და მუშაობის სფეროებში.

განათლება ინდუსტრიის ერთ ერთ მიმართულებად იქცა. თვალში საცემია თუ როგორ ჰგავს სასწავლო დაწესებულება ნებისმიერ ქარხანას. მაღალი კედლით გარშემორტყმული ერთნაირი ნაცრისფერი შენობები. სასწავლებლის შიდა ვითარება ზუსტად ემთხვევა შრომის ბაზრის სიტუაციას სადაც მშრომელები (სტუდეტები) ასრულებენ მხოლოდ იმას რასაც უბრძანებენ და მოთმენით იღებენ ავტორიტარულ ნორმებს და ურთიერთობებს. სასწავლებელში მისული ახალგაზრდები ითვისებენ იმ ნორმებს და ფასეულობებს რომლებიც ასწავლიან მათ მორჩილი მოსწავლეებს ფუნქციების შესრულებას. ამ როლის გაგრძელებაა მათი მოქმედებები სამუშაო ადგილებზე. ისინი სწრაფად სწავლობენ პუნქტუალურობას, მორჩილებას და ბრძანებების უსიტყვოდ შესრულებას.

ერთადერთი განსხვავება სასწავლებელსა და ქარხანას შორის – სურსათი და დამზადებული პროდუქციაა. სუსრსათი – ახალგაზრდები რომლებიც ყოველწლიურად მიდიან სასწავლებლებში ისევე როგორც ქარხანაში ხდება სურსათის მარაგის შევსება. შემდგომ ეტაპზე, გადამუშავების რამდენიმე წლის შედეგად სტუდენტს აქცევენ სამუშაო ადგილზე გასაყიდად გამზადებულ პროდუქტად. გადამუშავების პროცესში სტუდენტი ითვისებს თუ რა ადგილი უნდა დაიკავოს წარმოებით იერარქიაში. შესაბამისად გამზადებული პროდუქტი – დიპლომის მქონე სტუდენტია. სასწავლებელი ქმნის პროდუქტს რომელსაც თავის მხრივ წარმოება შეუძლია, ჯერ კიდევ არაწარმოებითი სტუდენტი უკვე რენტაბელურია სახელმწფოსთვის.

მეორეს მხრივ შეგვიძლია ვიხილოთ როგორ ბადებს თანამედროვე სასწავლებელი შრომის იერარქიულ განაწილებას. არსებული განათლების პირობებში ყოველ ინდივიდს გააჩნია სხვდა და სხვა კვალიფიკაციური მარკის შეძენის ტენდენცია, მარკის რომელიც მისცემს სტუდენტს გარკვეულ ადგილს წარმოებით იერარქიაში.

რაც უფრო დიდი ხანი გრძელდება სტუდენტის გადამუშავების პროცესი საგანმანათლებლო ჯაჭვში მით უფრო დიდ ფასეულობას იძენს იგი შემდგომში. ამიტომ ისინი, ვისაც მაღალი წოდება და სხვა და სხვა დიპლომები გააჩნია ასრულებენ იმ სამსახურს რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას იბატონონ ნაკლებად გადამუშავებულ ადამიანებზე.

თანამედროვე განათლების სისტემის აუცილებელი შემადგენელია ცხრილები, გაწერილი პროგრამები და ა.შ. ცხრილი აუცილებელია შესრულებისთვის; ყველაფერი გაწერილია და დაგეგმილი. ასეთ საგანმანათლებლო ციხეებში გრძელვადიანი ყოფნის შედეგია ის ფაქტი რომ უმრავვლესობა ვერ აცნობიერებს რომ ეს ყველაფერი ერთი ექსპლუატაციური სისტემის შემადგენელი ნაწილია.

არსებული სისტემა გადასარევად არის აწყობილი. ადმინსტრაცია გასცემს ბრძანებებს, ლექტორები და სტუდენტები ამ ბრძანებებს ასრულებენ.

რა არის ლიბერტარული პედაგოგიკა?

ლიბერტარული პედაგოგიკა გვაძლევს სრულიად სხვა წარმოდგენას განათლებაზე.

სიტყვა “თვითმართველოვება” ნიშნავს იმას, რომ ყოველი ადამიანი თვითონ მართავს საკუთარ თავს. სხვანაირად რომ ვთქვათ ყოველი ინდივიდი ნებისმიერი გარე ჩარევის გარეშე წყვეტს, ირჩევს, და ასახელებს იმას რაც აინტერესებს.
ლიბერტარული განათლების ხერხემალი – სრული ინდივიდუალური თავისუფლებაა.

სწორედ ამ პრინციპის გამო ლიბერტარულ პედაგოგიკას ხშირად აკრიტიკებენ. მაგრამ ამ შემთხევაში კრიტიკა ბანალური უვიცობით არის გამოწვეული. ბევრი თვლის რომ თავისუფლება გამოიხატება ფრაზაში “რაც გინდა ის გააკეთე”.

ჩვენი აზრით, იყო თავისუფალი ნიშნავს – გაიაზრო მიღებული ინფორმაცია, აირჩიო ის რაც უკეთესია შენთვის, არ მოექცე კონტროლის ქვეშ.

თავისუფალი გაათლება დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

1) სრული ინდივიდუალური თავისუფლება.
2) დისკუსია/დიალოგი როგორც ცოდნის მიღების საშუალება.
3) იძულების არ არსებობა როგორც თავისუფლების წყარო.
4) გამოცდების, კონკურსების, კონქურენციის არ არსებობა. სასჯელის და ჯილდოს ტრადიციული კრიტერიუმების ლიკვიდაცია.

სრული ინდივიდუალური თავისუფლება

თავისუფალი განათლების მთავარი ბირთვი – თავისუფლებაა.
ესეთი განათლება მიმართულია ახალგაზრდებისგან ნებისმიერი ფიზიკური და დოგმატური ბატონობისგან თავისუფალი პიროვნების შექმნაზე.

აუცილებელია ხაზი გავუსვათ ავტორიტეტსა და თავისუფლებას შორის არსებულ წინააღმდეგობას.

ლიბ. პედაგოგების აზრით ავტორიტეტი არაფრის მომცემია, მეტიც, უბიძგებს სტუდენტებს მიღონ სხვისი ფასეულობები იმის მაგივრად რომ ჩამოაყალიბონ საკუთარი.

ავტორიტარიზმს სასწავლებლისთვის არაფერი კარგის მოტანა არ შეუძლია და მხოლოდ აფერხებს სტუდენტის განვითარებას, ხელს უშლის მისი როგორც პიროვნების თვითრეალიზებას.

დისკუსია/დიალოგი როგორც ცოდნის მიღების საშუალება

როგორც ცნობილია დიალოგის და დისკუსიის მეშვეობით ინდივიდი ადგენს კავშირს სხვა ადამიანებთან, იღებს და გასცემს ინფორმაციას (ცოდნას), ანვითარებს ყველა საკუთარ თვისებას და ნიჭს. ამიტომ აუცილებელია სასწავლებელში, ცოდნის მიღების პროცესში დისკუსიის/დიალოგის დამკვიდრება. დისკუსიის უმნიშვნელოვანესი ფაკტორი მდგომარეობს იმაში რომ სტუდენტი აქტიურად ჩართულია პროცესში, ღიად გამოხატავს საკუთარ აზრს, არ ერიდება საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოვლენა.

რაც უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის დისკუსია, მით უფრო ინტენსიურად მიდის მსჯელობა.

გამოცდების, კონკურსების, კონკურენციის არ არსებობა. სასჯელის და ჯილდოს ტრადიციული კრიტერიუმების ლიკვიდაცია.

თავისუფალ (ლიბერტარულ) სასწავლებლებში არ არსებობს ტრადიციული გამოცდა. ეს საშუალება არანაირ შედეგს არ იძლევა. შეუძლებელია ერთმა გამოცდამ აჩვენოს ადამიანის შესაძლებლობები. არ შეიძლება დავივიწყოთ ის შიში, სტრესი და პრობლემები, რომლებსაც განიცდიან სტუდენტები ან აბიტურიენტები გამოცდის დროს. გამოცდის შემდეგ კი მათ საკუთარი არასრულფასოვნების ან პირიქით დიდების შეგრძნება აქვთ მიღებული შეფასების გამო.

ლიბ. სასწავლებელში ყველაფერი კეთდება სტუდენტის ინტერესებში, ნებისმიერი ქმედება, რომელიც არ შეესებამება ამ მიზანს, უარყოფილია როგორც პოზიტიური სწავლის ხელის შემშლელი ფაქტორი.

ნათელია რომ ასეთ სასწავლებელში არ არსებობს არც ჯილდო, არც სასჯელი. სასჯელი სტუდენტს შიშზე და ავტორიტეტზე დამოკიდებულს ხდის. პედაგოგებმა უარი უნდა თქვან ნებისმერი სახის მატერიალურ თუ მორალურ დასჯაზე.

ლიბ. პედაგოგიკა უარყობს ავტორიტარიზმს და ამიტომ კონკურენციის ნაცვლად ორიენტირებულია ყოველი სტუდენტის ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებზე.

ქცევის მართვის მაგივრად – თავისუფლება და პასუხისმგებლობის განვითარება, სასჯელის მაგივრად – დიალოგი, გაწერილი პროგრამების მაგივრად – პიროვნების განვითარების რიტმთან ადაპტირებული რაციონალური კულტურა და პრაქტიკა, დაზეპირების მაგივრად – ცოცხალი შემოქმედება, ცოდნის უაზრო დაგროვების ნაცვლად ინტელექტის და პიროვნების მრავალმხრივი განვითარება.

პედაგოგების მონაწილებობა არ ატარებს მართვით ხასიათს. ლექტორი არ უნდა კარნახობდეს საკუთარ ფასეულობებს, აზრებს, ხედვებს – მოსწავლე თვითონ უნდა მართავდეს საკუთარ თავს. პედაგოგის ფუნქციაა მიაწოდოს სტუდენტებს ინფორმაცია, რომელიც მისცემს მათ საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის საშუალებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტუდენტს შეუძლია დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს მიღებულ ინფორმაციას. აუცილებელია რომ ეს პროცესი იშლებოდეს ყოველ ინდივდში, რადგან ამის თავს მოხვევა თავისთავად აბსურდი იქნებოდა.

თავისუფალი სასწავლებლის მეთოდოლოგია

ეს მეთოდოლოგია დაფუძნებულია თანამშრომლობაზე და ცენტრალური მმართველობის არ არსებობაზე. პროექტი ხორციელდება ერთობლივად და გულისხმობს თავისუფალი სივრცის არსებობას, სადაც სტუდენტი თვითონ ირჩევს მისთვის მისაღებ საგნებს და პედაგოგებს. აქედან გამომდინარე პირველი გადაწყვეტილება რომელიც უნდა მიიღოს აბიტურიენტმა: რომელ ჯგუფს შეურთდეს. ჯგუფში წევრობას, კოლექტიური მუშაობიდან გამომდინარე მოყვება მოვალეობების და უფლებების შეძენა. თავისუფლება გულისხმობს პასუხისმგებლობას, რადგან პასუხისმგებლობის განვითარებისთვის საჭიროა დრო, ის უნდა წარმოიშვას შიგნიდან და არა გარედან იქნას დანერგილი. ეს იმას ნიშნავს, რომ სტუდენტი უნდა მიეჩვიოს პასუხისმგებლობას და ავტონომიას, ეს ორი უკანასკნელი კი სულ უფრო კომპლექსური და ყოვლის მომცველი გახდება.

პასუხისმგებლობის განვითარება კოლექტიური მუშაობის გზით თვითმართველობის პრინციპების ნიადაგზე ხდება.

რაც შეეხება სწავლას, სტუდენტის განკარგულებაში უნდა იყოს ყველაზე ფართო და მდიდარი მასალა. თუ სტუდენტი კარგავს ინტერესს საჭიროა მასალის გაღრმავება მისი ცნობისმოყვარეობის გასაღვიძების მიზნით.

ლექტორი მოწოდებულია ინიციატივის, ძიების, დაინტერესების სტიმულირება მოახდინოს და ასევე ითანამშრომლოს სტუდენტებთან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე.

განათლება შენდება გააზრებაზე, და არა დამახსოვრებაზე და დაზეპირებაზე.

ინტელექტუალურ განვითარებასთან ერთად ვითარდება თანამშრომლობა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, ურთიერთდახმარება, სოლიდარობა.

ეს ყველაფერი აკავშირებს პირად და კოლექტიურ ინტერესებს, თავისუფლებას და პასუხისმგებლობას.

 

სარაგოსის ლიბერტარული ახალგაზრდობა

პირდაპირი მოქმედება – საქართველო, 2010

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.