მარკ როთკო – 1903-1970

რაც უფრო საშინელი ხდება რეალობა, მით უფრო აბსტრაქტული ხდება ჩვენი ხელოვნება” – პოლ კლეე, ფრაგმენტი მისი დღიურიდან, რომელიც მან I მსოფლიო ომის დროს ჯარში მსახურებისას ჩაწერა.

1958 წელს, ცივი ომის პერიოდში, მანამადე არც ისე ცნობილი მხატვარი მარკ როთკო, დაჯილდოებული იქნა 35 000 დოლარით, რათა შეექმნა ნამუშევრები იმ დროის ნიუ იორკის ელიტის სიმბოლოს, მანჰეტენზე ახალაშენებულ ცათაბჯენში განთავსებული რესტორანისათვის.

ეს ძალიან დიდ წარმატებას და აღიარებას ნიშნავდა, მაგრამ მოულოდნელად მარკ როთკომ დააბრუნა ავანსი და უარი თქვა თავისი ტილოები გადაეცა რესტორნისათვის.

როგორც Harper’s Magazine ჟურნალისტი ჯონ ფიშერი ციტირებს, როთქომ ძალიან ძვირადღირებული რესტორანი აღწერა როგორც ადგილი, “სადაც ნიუ იორკის ყველაზე მდიდარი ნაბიჭვრები ივლიან ძალაუფლების დემონსტრაციისათვის”… “მე ვიმედოვნებ რომ გავუქრობ მადას ყველას, ვინც კი შეჭამს ამ სივრცეში… ჩემი ნახატები შეუქმნიან ისეთ განწყობას, თითქოს ხაფანგში არიან და რომ ყველა ფანჯარა და კედელი აგურებითაა ამოვსებული”.

როთკომ ეს ტილოები თავისთვის დაიტოვა, მოგვიანებით მან ის საჩუქრად გადასცა ლონდონის გალერეა ტეიტ მოდერნს.

1970 წლის 25 თებერვალს მარკ როტკოს ტილოები დანიშნულების ადგილას – ლონდონის გალერეა “ტეიტში” მიიტანეს. იმავე დილით კი ნიუ იორკში, საკუთარ სახელოსნოში როთკო იპოვეს თავისი სისხლის მუქწითელი ღვინისფერ ზღვაში მწოლიარე. ღრმად გადასერილი მკლავებიდან გადმოსული გუბე ოთახში დაახლოებით იმ ზომაზე განფენილიყო, როგორც მისი ტილოების გარშემოწერილობა.

მარკუს როთკოვიჩი, დაიბადა 1903 წლის 25 სექტემბერს რუსეთის იმპერიაში, დვინსკში (თანამედროვე ლატვიაში), მისი მამა ემიგრირდა ამერიკაში, როცა ის იყო 10 წლის. ძალიან ემოციური როთკო თავიდან ექსპრესიონისტულ მანერაში მუშაობდა, გამოსახავდა რა ცხოვრების დრამას მეტროპოლიის უსახოობაში. ცხოვრების ბოლო წლებში სანამ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა, მან საერთოდ უარი თქვა რეპრეზენტაციულ ხელოვნებაზე და ძირითადად მუშაობდა წითელი და შავი ლაქებით, რის გამოც გახდა ის ცნობილი.

ის საუბრობდა რამდენიმე ენაზე, მათ შორის რუსულად, ებრაულად და ინგლისურად. დვინსკში საკმაოდ ძლიერი იყო მშრომელთა ფენა და ვრცელდებოდა რევოლუციური იდეები, მეორეს მხრივ ცარისტული რეპრესიებიც სისხლიანი იყო, განსაკუთრებით ებრაელების წინააღმდეგ.

ამერიკაში ისინი პორტლენდში დაფუძნდნენ. მამამისი მალევე გარდაიცვალა. პორტლენდი იმ დროს ამერიკის რევოლუციური აქტივიზმის ეპიცენტრს წარმოადგენდა, სადაც მოქმედებდა რევოლუციონერ სინდიკალისტთა პროფკავშირი (IWW).

მარკუსი გაიზარდა რადიკალ მუშებს შორის, სადაც ის ესწრებოდა შეხვედრებს, რომელშიც მონაწილეობდნენ ისეთი ანარქისტები, როგორიც იყვნენ ბილ ჰეივუდი და ემა გოლდმანი. აქ ის გაიწაფა ორატორულ უნარებში, რომელიც მას მოგვიანებით გამოადგა სიურეალიზმის დაცვაში. მან ჩააბარა იელის უნივერსიტეტში, იქცა მხატვარად, 1938 წელს შეიცვალა სახელი დასავლური ელფერით – მარკ როთკო.

მას მერე, რაც რუსეთის რევოლუცია დაკნინდა, მას მერე რაც ესპანეთის რევოლუცია ჩახშობილი იქნა კომუნისტებისა და ფაშისტების მიერ, ხოლო მეორეს მხრივ ნაციზმი აღზევდა, როთკოს იმედგაცრუება დაეუფლა, და მთელი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებოდა ესტრემალური დეპრესიით, თუმცა ის ირწმუნებოდა რომ ანარქისტად რჩებოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. https://www.theguardian.com/culture/2002/dec/07/artsfeatures

2. https://libcom.org/history/articles/1903-1970-mark-rothko