მმართველი კლასის წერილი მუშათა კლასს

399101_10150961975501419_687346418_11832052_1146415983_n

ძვირფასო მუშავ

ნუ დაგწყდება გული შენი სიძნელეებით სავსე ცხოვრების გამო, რომელიც ჩვენს გამდიდრებას ემსახურება, ნურც ის გეწყინება, რომ ჩვენი სიხარბის დასაკმაყოფილებლად გაღვრევინებთ ოფლს. გპირდებით, რომ როგორც კი მუშაობას დაასრულებთ, თქვენი სული პირდაპირ სამოთხის ბაღში აღმოჩნდება.

სიტყვამ მოიტანა და.. არ დაფიქრებულხართ, რამდენად ცოდვილი ხართ ახლა ? ხომ არ აჯობებს, ეკლესიაში წახვიდეთ და მოინანიოთ, პატიება ითხოვოთ. აღსარების თქმამდე არ დაგავიწყდეთ საეკლესიო გადასახადის სრულად დაფარვა. ასევე, გირჩევთ იხელმძღვანელოთ ცოდვების იმ სიით, რომელიც ბოლოს მოგეცით და რომელსაც საჭიროებისამებრ შევცვლით.

ნუ შეწუხდებით იმის გამო, რომ ნელ-ნელა გავიწყდებათ  (1) როგორ მოიპოვო საკვები, (2) როგორ აიშენო სადგომი (3) როგორ იპოვო და მოიმარაგო წყალი, (4) როგორ მოიშორო ნაგავი – ახლახანს დავიწყეთ ახალი კამპანია, რომელიც უფრო დამოკიდებულს გაგხდით ჩვენზე – (1) ვხსნით ახალ სასურსათო მაღაზიებს, რაც იძულებულს გაგხდით, საკვები ჩვენგან შეიძინოთ, რადგან მთელ მიწას ჩვენ ვფლობთ და ვერც ინადირებთ და ვერც მოსავალს მოიყვანთ. (2) ვაშენებთ ახალ ქოხებს, რომელთა ყიდვაც ჩვენგან მოგიწევთ იმ მიწასთან ერთად, რომელზეც ისინი დგას. (3) ვაკეთებთ ახალ წყალსაცავებს და რეზერვუარებს და მოგიწევთ სასმელი წყლის ჩვენგან ყიდვა, რადგან წყალზე ყველა უფლება მხოლოდ ჩვენ გვაქვს დაკანონებული. (4) ვაკეთებთ ახალ ნაგავსაყრელებს და თუ ნაგვის თავიდან მოშორება გსურთ, ფულის გადახდა მოგიწევთ, რადგან ნარჩენების სხვაგან გადაყრა ავკრძალეთ. გარწმუნებთ, ეს ყველაზე ხელსაყრელი პირობებია თქვენთვის – ერთადერთი , რისი გაკეთებაც მოგიწევთ – ფულის გადახდაა.

ჩვენი წინასწარმეტყველები გვეუბნებიან , რომ მომავალში,როდესაც თქვენ ვეღარც ინადირებთ და ვეღარც მოსავალს მოიყვანთ, ფულის შოვნის ერთადერთი გზა დაგრჩებათ – ჩვენს სასარგებლოდ მუშაობა. თქვენს სახლსა და სამსახურს შორის იმხელა მანძილი იქნება, რომ ფეხით ვერ გაივლით, ამიტომ მომავალში ჩვენ გამოვიგონებთ ავტომობილებს , რომლებსაც ძვირად მოგყიდით. ასევე ძვირად მოგყიდით მათ საწვავს, დაზღვევას, მართვის უფლებას და ა.შ.

ეს არის ჩვენი სამომავლო გეგმების ერთი ნაწილი. მომავალ კვირას გამოგიგზავნით კიდევ ერთ წერილს, რომლითაც ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.

სიყვარულითა და პატივისცემით – მართველი კლასი.

ძვ.წ. 6500წ.

___________
სიდი

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.