თორნიკე ჩივაძე – ნეო-ფაშიზმი

ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride
ორიგინალი ფოტო, რომლისგანაც შექმნილია ცნობილი ანტიფაშისტური ლოგო Good Night White Pride

30 იანვარს (2012 წელი) თბილისში მოეწყო  ნეო-ნაცისტების მცირე აქცია. აქციას მსვლელობის სახე ჰქონდა , ისინი ქალაქის ცენტრში თავხედურად აფრიალებდნენ ნაცისტური სიმბოლიკის მქონე დროშებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ისინი ზრდასრული პიროვნებები იყვნენ და არა პატარა ცხვირმოუხოცავი ბავშვები! მოხდა საკმაოდ დაძაბული შელაპარაკება ბონჰედებსა (არ აგვერიოს ანარქო-პანკ სკინჰედებში) და ერთ-ერთ სტუდენტ გოგონას შორის, რომელმაც რეპლიკა ესროლა “მედროშეებს”. სამწუხაროდ ჩემთვის მეტი არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული აქციის შესახებ. ახლა კი ორიოდე სიტყვა ნეო-ფაშიზმზე.

პირველ რიგში, უნდა ითქვას რომ ფაშიზმი (გავაერთიანოთ ნაციზმთან) არ შეიძლება ჩაითვალოს კონსტრუქციულ სწავლებად , ფაშიზმის ყველა ძირითადი იდეა რომლებიცაა, ანტი-იმიგრაცია, რასობრივი სიწმინდე, ნაციონალური პოლიტიკური უფლებები და შესაძლებლობები და სოციალური დარვინიზმი, რეალობასაა მოწყვეტილი და არანაირი მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია (ამ თემის გაშლას აქ საჭიროდ არ მივიჩნევ, კითხვების შემთხვევაში ვეცდები დავამტკიცო ჩემი მოსაზრებები ცალ-ცალკე.) და მთლიანად ირაციონალურ რომანტიზმს ეფუძვნება. ფაშიზმი არის სოციალური და პოლიტიკური უსამართლობის შედეგი,რომელიც წარმოიშობა უთანასწორობის დროს საზოგადოების სხვადასხვა კლასებში. ფაშიზმი აჯანყების ინსტიქტის „სუბლიმაციაა“ ნაციონაიზმის ნიადაგზე. იყო ფაშისტი ნიშნავს ურტყა მეზობელს,როცა შენი ოჯახის წევრი გქურდავს. ფაშიზმი, პირველ რიგში, საზრდოობს პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის იდეალებით, ინტერნაციონალიზმის და კლასობრივი სოლიდარობის საპირისპიროდ. ფაშიზმის მიერ ნაციის განდიდება, იერარქიების თაყვანისცემაა, რომელიც „არსებობს“ ნაციებს შორის…

ფაშიზმი შეიძლება განიხილოს როგორც ელიტური ფენომენი, ესპანეთში ფრანკოს გვერდში ედგნენ გენერლები,მსხვილი კაპიტალისტები სასულიერო ლიდერები.მუსლონი ფაშიზმს “კორპორატივიზმს” უწოდებდა, იმიტომ რომ ეს არის „სახელმწიფოს და კორპორაციების ძალაუფლების ნარევი „. ფაშიზმი რეაქციონისტული ელიტისთვის საშუალებაა დაიცვას არსებული მორალი, შეინარჩუნოს სოციალური იერარქია, თავი დაიცვას დაბალი კლასის რევოლუციური აქტივობისგან. ფაშიზმი დღეს კაპიტალიზმია ლპობაში. კორპორატიული მედია(რომელიც მმართველი ელიტის ინტერესებს ემსახურება) იმიგრაციის პრობლემასთან დაკავშირებით აყალიბებს უვიცობას და შიშს. ისინი არასდროს გადმოსცემენ კონტექსტუალურად იმიგრაციის პროცესს, თუ ვისი კორპორაციებმა და ვისმა ომებმა გაანადგურა იმიგრანტების საცხოვრებლები. ისინი არასდროს აღნიშნავენ, რომ ევროპის და ამერიკის ეკონომიკა ჩამოიშლება, რომ არა იმიგრანტების შრომა. მომხმარებელი დამოკიდებულია იმიგრანტების იაფ მუშა-ხელზე და იაფ იმპორტზე მათი ქვეყნებიდან. ამავ დროულად სახელმწიფო აფინანსებს უამრავ ფაშისტურ პროექტს ევროკავშირის ქვეყნები ატარებენ „კულტურის სიწმინდის“ პოლიტიკას.

შესანიშნავი მაგალითი იყო 2006 წელს უნგრეთი აქციები, როცა ხალხმა გაუსაძლისი მდგომარეობის გამო , აიღეს ქუჩები , გაყარეს პოლიცია და ბოლოს სახელმწიფო ტელევიზიის შენობა.აქციის მონაწილეებზე გავლენა ფაშისტებს ჰქონდათ და ამიტომაც მათ დაიწყეს თავიანთზე ღარიბი ხალხის-იმიგრანტების დადანაშაულება, ისინი სინაგოგას დაესხნენ თავს. ნაციონალისტურმა დისკურსმა, რომელიც ბატონობდა აქციებზე, არასწორი მიმართულებით წაიყვანა სოციალური ბრძოლა. ფაშიზმმა შეიძლება ხელი შეუწყოს უმრავლესობის გაერთიანებას, თუმცა ვერასდროს შეძლებს, სწორი მიმართულება მისცეს მოძრაობას. ფაშიზმის (ნაციზმის) საბოლოო მიზანი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: ფაშიზმი ცდილობს შექმნას ისეთი იერარქიული საზოგადოება სადაც მონას და ბატონს მხოლოდ ეროვნება აქვთ საერთო.

რაც შეეხება საქართველოს: ბოლო წლებია შეინიშნება სხვადასხვა რელიგიურ-ფაშისტური ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც არ ერიდებიან აგრესიულ მოქმედებას. მართალია პოლიციამ დააკავა რამოდენიმე „მმკ“-ს წევრი, თუმცა ეს მხოლოდ სახელმწიფოს ფარისევლობაა თავისი „დემოკრატიულობის“ გამოსაჩენად (შეგახსენებთ რომ სწორედ სახელმწიფო აფინანსებს წარმოუდგენელი თანხებით ეკლესიას , ხოლო ეკლესია მსგავს დაჯგუფებებს). დღეს სწორედ ეს ორი ძალაუფლების ცენტრი კაპიტალთან ერთად შეიძლება გახდეს ფაშისტური განწყობების გამომწვევები, საზოგადოებაში. სახელმწიფოს პირდაპირი პროპაგანდა იწვევს ფაშიზმის გავრცელებას დატანჯულ ხალხში.

ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ

ლიბერალები, როგორც ყოველთვის, ზედაპირულად უყურებენ სხვადასხვა სოციალურ ფენომენს. მათ არ აქვთ გაცნობიერებული ის სოციალური და ეკონომიკური კონტექსტები, რომლებიც ფაშიზმის ინსპირატორია, მათ ჰგონიათ რომ ფაშისტური ცნობიერების შეცვლა შესაძლებელია ლიბერალური იდეების გავრცელებით, „ბნელი ხალხის“ განათლებით, ისე რომ არც კი ფიქრობენ იმაზე, თუ რატომ შეიძლება შეძულდეს მშიერ ადამიანს გამძღარი ტურისტი. ლიბერალების ანტი-ფაშისტური ჭყიპინი ისეთივე განწირულია მარცხისთვის (დიდი-დიდი რამდენიმე გრანტი მოიპოვოს) როგორც ფაშისტის ბრძოლა თავისი ხალხის კეთილდღეობისთვის. ანტი-ფაშიზმი და ანტი-კაპიტალიზმი ერთმანეთის გარეშე უაზრო ყვირილია. იყო ანტი-ფაშისტი, ნიშნავს ებრძოლო კაპიტალიზმს, რომელიც ქმნის სოციალურ იერარქიებს და სახელმწიფოს, რომელიც იცავს კაპიტალს და სკოლიდანვე წამლავს ახალგაზრდებს პატიოტიზმის დამღუპველი შხამით, რომელიც ეკონომიკური კრიზისების დროს ნაციზმად ამოხეთქავს. ფაშიზმის დამარცხების ერთადერთი გზა კლასბორივი ბრძოლის გაჩაღება და კლასობრივი ცნობიერების გაღვივებაა, რადგან ამ სოციალურ ენერგიას მიეცეს სწორი მიმართულება. შეუძლებელია ავცდეთ ნაციონალიზმს, მაშინ როცა ნეოლიბერალური გლობალიზაცია და კორპორატიული ინტერვენცია მაკ-დონალდსის ქსელის გავრცელებით მიგვერეკება „მულტი-კულტურალიზმისკენ“.
თქვენ კი, ახლადგამოჩეკილო ნაცისტებო გირჩევნიათ კარგად დაფიქრდეთ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ვინაა სინამდვილეში ქართველების , სომხების, უკრაინელების რუსების თუ ამერიკელების მტერი? ის ვინც მართავს ჩვენს ბუნებრივ და კულტურულ კაპიტალს? გირჩევთ, თან გაფრთხილებთ, ნუ დაიწყებთ ბრძოლას ეთნიკური, სექსუალური თუ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ! იბრძოლეთ რეალური უმცირესობის წინააღმდეგ, რომლებსაც პოლიტიკოსები და კაპიტალისტები ჰქვიათ!

Facebook Comments

Leave a Reply

Your email address will not be published.